ტესტი

საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი- რას უნდა ელოდოთ მომავალში

საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი- რას უნდა ელოდოთ მომავალში
ფსიქოლოგებს შეუძლიათ, რომ ტესტების მეშვეობით პასუხი გაგვცენ, თუ რას შეიძლება ველოდოთ მომავალში. გაიარეთ ეს ტესტი და გაიგეთ, რა გელოდებათ მომავალში.

ჯერ ამ 9 კითხვას უპასუხეთ და პასუხები ცალკე ჩაინიშნეთ:



  1. აირჩიეთ მხოლოდ 1 ფერი - ყვითელი, ცისფერი, წითელი, მწვანე ან შავი,
  2. თქვენი სახელის პირველი ასო,
  3. თქვენი დაბადების თვე,
  4. შავი, თუ თეთრი?
  5. დაასახელეთ თქვენს გარემოცვაში მყოფი ადამიანებიდან, თქვენივე სქესის ერთ-ერთი წარმომადგენელი,
  6. თქვენი საყვარელი რიცხვი?
  7. რა უფრო გიყვართ, ფრენა თუ სეირნობა?
  8. ტბა თუ ოკეანე?
  9. ჩაიფიქრეთ სურვილი.




1. არჩეული ფერი:

თუ ყვითელი ფერი აირჩეთ: იღბლიანი, მხიარული ადამიანი ხართ, რომელიც ნებისმიერ პიროვნებას ანუგეშებს.
ცისფერი: იმპულსური ხართ და საყვარელი ადამიანისგან მუდმივად ყურადღებას და ალერსს მოელით,
წითელი: უზომოდ ენერგიული ხართ და თქვენი ცხოვრება სიყვარულითაა აღსავსე,
მწვანე: ძალიან წყნარი, მშვიდი პიროვნება ხართ, აგრესია თქვენგან შორსაა,
შავი: მკაცრი და კონსერვატორი ხართ.


2. სახელის პირველი ასო:

ა-კ - თქვენი ცხოვრება მეგობრობითა და სიყვარულითაა აღსავსე,
ლ- რ - პირად ცხოვრებაში მოულოდნელი მოსახვევი გელით,
ს- ჰ- სიყვარულში გაგიმართლებთ.

3. დაბადების თვე:

იანვარი-მარტი - კარგი წელი გელით და მოულოდნელად სიყვარული შეიძლება გეწვიოთ,
აპრილი-ივნისი - მგზნებარე და ხანმოკლე რომანს ელოდეთ, მას მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ დაივიწყებთ,
ივლისი-სექტემბერი - წარმატებული წელი გექნებათ, რომელიც ძალიან ბევრ რამეზე იქონიებს გავლენას,
ოქტომბერი-დეკემბერი - პირად ცხოვრებაში სირთულეეებს შეეჭიდებით, მაგრამ საბოლოოდ პირად სიყვარულს მაინც იპოვით.


4. შავი, თუ თეთრი:

შავი - ეს ფერი თქვენს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისკენ მიგანიშნებთ, რომელიც შესაძლოა არც ისე მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ მალე ამ ყველაფრის გამო ბედს მადლობას შესწირავთ.
თეთრი - თქვენ გყავთ მეგობარი, რომელიც თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ ამის შესახებ შეიძლება, არც იცოდეთ.



5. ადამიანი, რომელიც თქვენ დაასახელეთ - ის თქვენი ყველაზე ერთგული მეგობარია.


6. რიცხვი, რომელიც თქვენ დაასახელეთ - ეს ციფრი თქვენს ცხოვრებაში არსებული ნამდვილი მეგობრების რაოდენობას ასახავს.


7. რა უფრო გიყვართ:

სეირნობა - ცვლილებები დიდად არ გიყვართ.
ფრენა - თავგადასავლების მოყვარული ხართ.

8. რას აირჩევდით:

ტბა - საყვარელი ადამიანისა და მეგობრების მიმართ ერთგულებით გამოირჩევით.
ოკეანე - ადამიანებს სიხარულს ანიჭებთ, მაგრამ გათვლა ძალიან ძნელია.

9. სურვილი, რომელიც ჩაიფიქრეთ

ეს სურვილი უფრო მალე აგიხდებათ, რაც უფრო მეტ მეგობარს გაუმხელთ მას.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93