როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე თვეებია ომი გრძელდება და აგრესორებთან სახმელეთო თუ საჰაერო შეტაკებებს უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან, რუსი ბლოგერები და ინფლუენსერები ბრენდულ ნივთებსა და ძვირიან კოლექციებს ანადგურებენ.
ამჯერად, მათ ბრძოლა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდის სახლს, „შანელს“ გამოუცხადეს და მას შემდეგ, რაც „შანელმა“ რუსეთის ტერიტორიებზე გაყიდვები აკრძალა, ხოლო რუს ტურისტებზე არც სხვა ქვეყნებში ყიდის კოლექციებს, რუსებმა პროტესტის გზად სოციალურ ქსელებში ბრენდის აქსესუარების განადგურება გადაწყვიტეს.
„ერთი ჩანთა, ერთი ნივთიც კი არაა ჩემი სამშობლოსადმი სიყვარულზე, საკუთარი თავის პატივისცემაზე მნიშვნელოვანი. მე ვეწინააღმდეგები რუსოფობიას და ვეწინააღმდეგები ბრენდს, რომელიც რუსოფობიას უჭერს მხარს. "შანელი" აქსესუარია, აქსესუარების კომპანიაა, რომელმაც გადაწყვიტა, დაამციროს ხალხი, ჩემი თანამემამულეები და წარმომავლობის გამო მათ დისკრიმინაციულად მოექცეს, რასაც არ ავიტან. საბოლოოდ, ყველაზე მთავარი ხომ პრინციპებია“ - ამბობს მარინა ერმოშკინა, რუსი მსახიობი და ტელეწამყვანი.
ერმოშკინას ცნობილი რუსი ბლოგერი ვიქტორია ბონიაც ეთანხმება, რომელიც „ინსტაგრამზე“ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი გამომწერების რაოდენობა დაახლოებით 10 მილიონია.
"თუ "შანელი" არ სცემს პატივს საკუთარ კლიენტებს, ჩვენ რატომ უნდა ვცეთ პატივი "შანელს"?“ - თქვა ვიქტორიამ და თაყვანისმცემლებს ვიდეო გაუზიარა, სადაც ბრენდის ყველა აქსესუარი მაკრატლით დაჭრა.

„ჩემთვის „ინსტაგრამი" არის მთელი ცხოვრება, ეს არის ჩემი სული“ - რუსი ბლოგერები ამბობენ, რომ მათთვის „ინსტაგრამის" დაბლოკვა სიკვდილის ტოლფასია
სოფო ჭყონიას პასუხი ცნობილ რუს დიზაინერს, ვიკა გაზინსკაიას, რომელმაც „შანელს“ ნაგავი უწოდა და რუსეთს მხარი ღიად დაუჭირა