ამ თვის დასაწყისში ვიქტორია ბექჰემი განზე გადგა და უყურა, როგორ მოექცნენ ყურადღების ცენტრში მისი შვილი და რძალი მათი მდიდრული საქორწინო ცერემონიალის გამო, რომელიც წყვილს 4 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა, მაგრამ 17 აპრილს ყველაფერი ვიქტორიას გარშემო ტრიალებდა, რადგან ყველასთვის საყვარელი დიზაინერი 48 წლის გახდა.
ვიქტორიამ დაბადების დღე მაიამის იაპონურ რესტორანში აღნიშნა, სადაც მისი მეუღლე დევიდ ბექჰემი და მათი შვილები იმყოფებოდნენ.
ბექჰემს შვიდსართულიანი, ყვავილებით მორთული ტორტითა და გლამურული გარემოთი დახვდნენ. დიზაინერმა ვახშმად პერსონალური მენიუ შეარჩია, რომელიც კიბორჩხალას, ქათამსა და სხვადასხვა სახის ლაფშას შეიცავდა.
მოგვიანებით ფოტოები საკუთარ „ინსტაგრამზეც“ გააზიარა და დაწერა, რომ ასეთი განსაკუთრებული დღე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა.
დევიდ ბექჰემმა მეუღლის დაბადების დღეზე მათი საერთო ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „გილოცავ დაბადების დღეს. შენ ხარ ყველაზე საოცარი მეუღლე, დედა და საქმიანი ქალი. ყველაზე გასაოცარ დღეს იმსახურებ და ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარხარ“.
ემოციური ისტორია ვიქტორია ბექჰემის ყელსაბამის მიღმა - დევიდ ბექჰემმა მეუღლეს ბრილიანტი შვილის ნათლობის დღეს აჩუქა
ქორწილი, რომელსაც მოდის სამყარო ელოდა - ბრუკლინ ბექჰემმა ნიკოლა პელცზე იქორწინა
47 წლის ვიქტორია ბექჰემი საკუთარი სილამაზის საიდუმლოს ამხელს - როგორია პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის ცხოვრების წესი