9 აპრილს ნიკოლა პელცი და ბრუკლინ ბექჰემი დაქორწინდნენ. ბრუკლინი ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ვაჟია. ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ამ ქორწილს დიდი ხანია მოდის სამყარო ელის. ქორწინება პელცის ოჯახში შედგა. ნიკოლამ „კუტიურის“ დახვეწილი დიზაინის თეთრი კაბა მოირგო.
პელცის სტილისტი ლესლი ფრემარი ამბობს, რომ ნიკოლას კაბა ყველაზე ლამაზია მათ შორის, რაც კი ოდესმე უნახავს. ფრემარი პელცამდე ისეთი ცნობილი ვარსკვლავების სტილზე ზრუნავდა, როგორებიც არიან დემი მური და შარლიზ ტერონი.
„ეს კაბა წარმოუდგენლად ლამაზია“ - განაცხადა პატარძალმა „ვოგის“ გამოცემასთან ინტერვიუში.
პელცის საქორწილო იერსახე არის Valentino-ს შემოქმედებითი დირექტორის, პიერპაოლო პიჩიოლის და მისი გუნდის დამსახურება. მკერავები მაიამიშიც კი გაემგზავრნენ, რათა დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ ნიკოლას კაბისთვის შესაფერისი ნაჭერი იპოვეს. პატარძლის სურვილით, კაბის ყოველი დეტალი უმანკო უნდა ყოფილიყო.
კარდაშიანებზე ბევრად მაგარია! როგორ გამოიყურება ბექჰემების სახლი ბევერლი-ჰილსზე?
ვიქტორია ბექჰემის ოთხივე შვილი ერთი და იგივე დაავადებით იტანჯება, რომელიც დედისგან გამოჰყვათ