ფოტოს ისტორია - დაკარგული ქალწულობა - Marao

ფოტოს ისტორია - დაკარგული ქალწულობა

2014-03-17 13:08:40+04:00

ფოტო, რომელსაც ხედავთ, ფოტოგრაფ მაიკლ მაუნიმ 1969 წელს, ერთ-ერთ ამერიკულ ქალაქ სედერბურგში გადაიღო. მან გააკეთა რეპორტაჟი ადგილობრივ კათოლიკურ სკოლაზე.

ერთხელ, მორიგი სასწავლო დღის ბოლოს, მღვდელი თინეიჯერებს სექსუალური აღზრდა-განათლების საფუძვლებზე ესაუბრა, რა თქმა უნდა, კათოლიკური ეკლესიის გადმოსახედიდან.

მან თქვა: "ეკლესია ამბობს, რომ თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, რა იქნება კარგი თქვენთვის და რა იქნება ცუდი. ეკლესია ამბობს: გააკეთე ასე! ეკლესია ამბობს: გიყვარდეს და სიახლოვე გქონდეს მხოლოდ მასთან, ვინც ზეცაში აირჩიე!

ეკლესია ამბობს: ნუ იცხოვრებ ცოდვაში და გაუფრთხილდი ქალწულობას! შეინახე ის მომავალი ქმრისთვის და არ შეარცხვინო შენი ოჯახი."

ამ სიტყვების შემდეგ ახალგაზრდა ყმაწვილმა, სახელად გორდონმა, რომელიც სკოლის კალათბურთის გუნდის კაპიტანი გახლდათ, ეშმაკურად გადახედა თავის გვერდით მჯდომ გოგონას, რის შემდეგაც ორივე გაწითლდა.

ფოტოგრაფი მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო "სიმართლის მომენტი" და კადრი სასწრაფოდ დააფიქსირა.

სიმართლე კი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ორი მოზარდისთვის ქალწულობაზე ქადაგება უკვე დაგვიანებული იყო. როგორც ჩანს, მათ ორივემ ერთად გააცდინა ის დღე, როდესაც "ეკლესია ამბობდა".

თეა ინასარიძე

იხილეთ ასევე: ”ცხელი” კოცნის ისტორია

ახალშობილი, რომელიც სიკვდილისგან დედის სხეულის სითბომ იხსნა