1913 წელს, ამერიკაში, ბავშვების ფოსტით გაგზავნა სავსებით ლეგიტიმურად ითვლებოდა.
საფოსტო გზავნილის შტამპი - "ცოცხალი ამანათის" ტანსაცმელზე იბეჭდებოდა, რის შემდეგაც ის დანიშნულების ადგილზე მატარებლით, საფოსტო კურიერის თანხლებით მიჰყავდათ.
იმ პერიოდის გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების თანახმად, სულ რაღაც 53 ცენტად, მშობლები საკუთარ პატარებს ბებიებსა და ბაბუებს სწორედ ამ საფოსტო მომსახურების საშუალებით უგზავნიდნენ.