მოდელები

ვინ არის გურული მოდელი, რომელმაც მსოფლიო მოდის სამყარო დაიპყრო

ვინ არის გურული მოდელი, რომელმაც მსოფლიო მოდის სამყარო დაიპყრო
მარიშა სამოდელო სააგენტო Lookmodels-ის მოდელია, რომლის ხელმძღვანელიც ნინო ცქიტიშვილია.

მარიშას ნამუშევარი აქვს მსოფლიოში ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა ELLE, GIVENCHY, MARGIELA, DIESEL.Chloe, NEXT, V Magazine და სხვა.

გასულ წელს ქართველი გოგონა Gucci-ს ექსკლუზიური მოდელი იყო.

მარიშა მოხვდა იმ 5 ქართველ მოდელს შორის, რომლებზეც Vogue-ის ონლაინგამოცემა წერდა.

"განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს მარიშა ურუშაძე: ხვეული თმით, ნაზი გამოხედვით. თოჯინის მსგავსი გარეგნობის გოგონა ყველაზე მეტად მოთხოვნადი მოდელია ქვეყანაში", - წერდა Vogue-ის ონლაინგამოცემა 2016 წელს.


"14 წლის ვიყავი, როცა მამიდაჩემმა მიმიყვანა
ყველაზე წამყვან სამოდელო სააგენტოში. ერთი წლის შემდეგ პარიზში გამიშვეს კასტინგებზე, სადაც მსოფლიოში ცნობილმა დიზაინერებმა მნახეს. მას შემდეგ თითქმის 6 წელია დავდივარ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და ვმონაწილეობ მაღალი მოდის ჩვენებებში, სარეკლამო კლიპებში.

თავს არ ვზოგავ, რომ ვიყო წარმატებული და მქონდეს ხშირი მიწვევები, რაც საკმაოდ კარგად აისახება კიდეც ჩემს შემოსავალზე", - ამბობდა მარიშა "გურიანიუსთან" საუბრისას. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93