
მექსიკელ ანდრეა მეზას 73 ქალი უწევდა კონკურენციას, მათ შორის კი იყვნენ „მის ბრაზილია“ ჯულია გამა და „მის პერუ“ ჯანიკ მაკეტა. ორივე მათგანმა მეორე ადგილი დაიკავა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ 73 საოცარ ქალს შორის მე ამარჩიეს.

კონკურსის ბოლოს მეზამ სილამაზის სტანდარტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამყაროს განვითარებასთან ერთად, ნელ-ნელა სტერეოტიპებიც იმსხვრევა: „დღეს სილამაზედ მხოლოდ ის კი არ ითვლება, თუ როგორ გამოვიყურებით, არამედ ისიც, თუ რას ასხივებს ჩვენი შინაგანი სამყარო და როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს საკუთარ თავს. არავის მისცეთ უფლება, გითხრათ, რომ თქვენ მნიშვნელოვანი არ ხართ!“ - თქვა მეზამ.

„მის სამყაროს“ ახალი ამბების გამოცემის თანახმად, ანდრეა მეზა ქალაქ ჩიხუახუადანაა. ის მოდელი და ვიზაჟისტია და, ასევე, განათლება პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით აქვს მიღებული. მეზა აქტიურადაა ჩართული სამოქალქო აქტივიზმში და გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ იბრძვის.
პირველი შემთხვევა, როცა „მის სამყაროს“ ტიტული შაკვანიანმა ქალმა მოირგო, 2019 წელს დაფიქსირდა და მისი მფლობელი სამხრეთაფრიკელი ზოზიბინი ტუნზი გახდა. „რა საოცარი მომენტია! მზად ვარ ამ მოგზაურობისთვის“ - წერს ანდრეა მეზა „ინსტაგრამზე“. როგორც ცნობილია, ის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ნიუ-იორკში გადავა საცხოვრებლად და აქტიურად იმუშავებს სხვადახვა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან „მის სამყაროს“ სახელით.
