მოდელი ბელა ჰადიდი ოცნებას ისრულებს და სულ მალე მისი სატელევიზიო დებიუტი კომედიურ სერიალ Ramy-ში შედგება.
Deadline-ი იტყობინება, რომ ბელა ოფიციალურად შეუერთდა "რამის" მსახიობებს 1-ელ აპრილს, მაგრამ აღნიშნა, რომ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა იმ პერსონაჟის შესახებ, რომელსაც ის განასახიერებს.
2020 წელს სერიალის აღმასრულებელმა პროდიუსერმა და მსახიობმა რამი იუსეფმა მოიგო "ოქროს გლობუსი", საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო, სატელევიზიო კომედიაში შესრულებული როლისთვის და სერიალმა მოიპოვა სამი Primetime Emmy Awards-ი.
მიუხედავად იმისა, რომ ბელა წლების განმავლობაში იღებდა მონაწილეობას ჯესი ჯო სტარკისა და The Weeknd-ის მუსიკალურ კლიპებში და ჩნდებოდა რეალითი სატელევიზიო შოუებში, როგორიცაა Keeping Up With the Kardashians და Beverly Hills-ის ნამდვილი დიასახლისები, ეს მისი პირველი ოფიციალური როლი იქნება, როგორც მსახიობის.
ამ ახალი როლით ბელა შეუერთდება სხვა გახმაურებული მოდელების სიას, რომლებიც გადავიდნენ მოდელობიდან მსახიობობაზე, მაგალითად, Squid Game-ის მთავარი ვარსკვლავი ჰოიონ იუნგი - რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო 2022 წლის SAG ჯილდო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, დრამატულ სერიალში შესრულებული როლისთვის და კარა დელევინი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პროექტების ფართო სპექტრში, როგორიცაა Paper Towns-ი, DC's Suicide Squad-ი, Valerian and the City of Thousand Planets-ი.
"ინსტაგრამი" და რეალობა - ბელა ჰადიდის თქმით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბედნიერი ფოტოების მიღმა ის არის გოგონა, რომელიც ყოველდღე ტირის
„მე უფრო უშნო ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ ჯიჯისავით მაგარი...“ - ბელა ჰადიდმა აღიარა, რომ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია 14 წლის ასაკში გაიკეთა