საყვარელი ვარჯიშები, დილის სმუზის რეცეპტი და თმის ნიღაბი 56 წლის სუპერმოდელის, სინდი კროუფორდის დღის რუტინის განუყოფელი ნაწილებია.
56 წლის ასაკში სინდი კროუფორდი განსაცვიფრებლად გამოიყურება - უბრალოდ შეუძლებელია ამ თეორიას არ დაეთანხმო. სპორტის სიყვარული, სწორი კვება და კომპეტენტური ზრუნვა სხეულზე თავის საქმეს აკეთებს. 1990-იანი წლების სუპერმოდელი გვიზიარებს სილამაზის ხუთ საიდუმლოებას, დაწყებული გემრიელი კერძების მომზადებიდან, დამთავრებული მისი საყვარელ დილის სმუზის რეცეპტამდე.
„კარდიო, სეირნობა, ჩაჯდომა - შეინარჩუნეთ მრავალფეროვნება და დაამატეთ ვარჯიში დღის განრიგში
მე მიყვარს იოგა და სირბილი, მაგრამ ძველი ტექნიკები უკეთესად მუშაობს ჩემთვის. ჩემმა ტრენერმა რადუმ ბევრი რამ მასწავლა, როდესაც მასთან აერობიკაზე დავდიოდი. სხვა მწვრთნელიც მყავს, კვირაში სამჯერ ვვარჯიშობ სახლში. მასთან ერთად ვაკეთებ ბიძგებს, ჩაჯდომებს, „წონების ზიდვას“ და ვვარჯიშობ სარბენ ბილიკზეც. ბავშვების გაჩენის შემდეგ ტემპი შევანელე, მაგრამ ახლა პირიქით, დავდივარ მთებში სასეირნოდ ველოსიპედით და ყოველთვის მაქვს დრო ვარჯიშისთვის.
დაიწყეთ დღე სმუზით
ყოველ დილით ვამზადებ სმუზებს: ბლენდერში ვთქვიფავ ისპანახს, ნახევარ ბანანს, კაკაოს მარცვლებს და ახალ პიტნას ნუშის რძესთან და ცილის ფხვნილთან ერთად. გემრიელია და მადაც ძალიან მალე იღვიძებს.
დაისვენეთ - მედიტაცია და საუნაში წასვლა
ამას ხანდახან ვაკეთებ, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო მედიტაციის სასარგებლო ეფექტის შეფასება საკუთარი თავიდან გამომდინარე. ჩემი საყვარელი დასასვენებელი რიტუალი არის ინფრაწითელი საუნა: მასში ნახევარი საათი კარგი წიგნით - და სრულიად განსხვავებული ადამიანი ვხდები.
მზისგან დამცავი - ყოველთვის
მე ვიყენებ საკუთარ მაკიაჟის პროდუქტებს 30 წლიდან (სინდი კროუფორდს აქვს საკუთარი Meaningful Beauty ხაზი). დოქტორი ჟან-ლუი სება მუდმივად ანახლებს და აუმჯობესებს მას. ასევე ვარ მიკროდერმაბრაზიის (კანის ზედა კერატინიზებული ფენის მექანიკური აქერცვლა) მოყვარული, ჩემთვის კარგი UV დაცვა აუცილებელია. ჩემი კანი საკმაოდ მდგრადია მზის მიმართ და ადვილად ირუჯება, ასე რომ, ყოველთვის ვატარებ მზისგან დამცავ კრემს. სანაპიროზე ქუდისა და სათვალის გარეშე არ შემიძლია.
გაუფრთხილდით თმას ძილის და ვარჯიშის დროს
მე მიყვარს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, რადგან ყოველი წუთი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ვარჯიშის დროს სილამაზის რიტუალებსაც კი ვატარებ. მაგალითად, თუ ვიცი, რომ ვარჯიშის შემდეგ თმას დავიბან, ვარჯიშის დაწყებამდე თმაზე ნიღაბს ვისვამ. სამწუხაროდ, ახლა ჩემი თმა ისეთი სქელი არ არის, როგორც ადრე. წლების განმავლობაში თმის ვარცხნილობისა და შეღებვის მუდმივმა ცვლილებებმა მათ სერიოზული ზიანი მიაყენა. ვცდილობ, თმა არ დავიბანო ყოველდღე და ნაკლებად ხშირად ვიყენებ ფენს.“ - თქვა მოდელმა Vogue-თან ინტერვიუში.
„ვარჯიშს ამით ვანაცვლებ და იდეალურ ფორმას ვინარჩუნებ“ - ქეით ბლანშეტის სილამაზის საიდუმლო
მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო? კამერონ დიასი ამბობს, რომ სახეს მხოლოდ კვირაში ორჯერ იბანს
სილამაზის ანტიკური საიდუმლოებები და მათი თანამედროვე ალტერნატივები