90-იანი წლების ლეგენდარული სუპერმოდელი და ნამდვილი სტილის ხატი, სინდი კროუფორდი თებერვალში 56 წლის გახდა, თუმცა გულშემატკივრები დარწმუნებულნი არიან, რომ დღეს სინდი იმაზე უფრო სანახაობრივად გამოიყურება, ვიდრე მისი კარიერის დასაწყისში. მისი მშვენიერი გარეგნობის საიდუმლო მარტივია - ორი შვილის დედა და საკულტო დიზაინის მუზა მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა გარკვეული ცხოვრების წესის ერთგული. დისციპლინირებული კვება, სპორტი და საკუთარი თავის სიყვარული ყოველთვის ხელს უწყობს სილამაზესა და შინაგან წონასწორობას.
ELLE-მ შეაგროვა ყველაზე საინტერესო ციტატები და ფაქტები, რომლებიც გეტყვით, თუ რა ისწავლა სინდი კროუფორდმა სამოდელო სფეროში მოღვაწეობის განმავლობაში.
1. კვება
„ჩვეულებრივ, ყოველ დილას ჯანსაღი სმუზით ვიწყებ. მაგალითად, ჭიქა ნუშის რძე, ნახევარი ბანანი, ახალი ისპანახი, ¼ ჭიქა პიტნა და კაკაოს ჩიფსები. ჩემს ქალიშვილს უყვარს ეს სასმელი. ლანჩზე ჩვეულებრივ სალათს ვჭამ ქათმის ხორცით. მთელი დღის განმავლობაში ვცდილობ სწორად ვიკვებო. პიცას ყოველ კვირა საღამოს ვუკვეთავთ, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულს ვაკეთებ - მექსიკურ ტორტილაზე ტომატის სოუსის ნაცვლად ტაილანდური არაქისის სოუსი, ცოტა ბოსტნეული და ნაკლები ყველი“.
2. ორსულობისა და სხეულის შესახებ
„ორსულობის დროს მხოლოდ 13 კილოგრამი მოვიმატე, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, პირველად რომ დავხედე მუცელს პრესლის დაბადების შემდეგ. ის არა მხოლოდ შეშუპებული იყო, არამედ პატარა ლეკვსაც ჰგავდა. ვფიქრობ, იმ დროისთვის ჩემი მხრიდან ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იყო ვიდეო გაკვეთილის გადაღება ვარჯიშების დროს, რომლებიც შექმნილია ახალი დედების დასახმარებლა. ამან მომცა მოტივაცია რომ კვლავ დამეწყო ფიტნესი“.
3. სახის მოვლის შესახებ
„დაახლოებით 20 წლის წინ გავიცანი ქალი, რომელიც რეგულარულად აკეთებს კისრის ვარჯიშებს. მან ამიხსნა, რომ თუ ამ კუნთებს კარგ ფორმაში ინახავ, ასაკთან ერთად ეს ხელს შეუწყობს სახის ნორმალური ფორმის შენარჩუნებასაც. ეს სავარჯიშოები ჩავრთე ჩემს სასწავლო პროგრამაში, ყველაფერი მარტივია. დაწექით ზურგზე, ნიკაპით ზემოთ. ოდნავ აწიეთ თავი და დაიწყეთ ნიკაპის დაჭერა მკერდზე, შემდეგ დააბრუნეთ თავი საწყის მდგომარეობაში, მაგრამ თავი იატაკზე არ დაწიოთ“.
4. მოდელის ცხოვრება
„ორი შვილის დედა ვარ და თუ ნაყინი უნდათ, ნაყინსაც მათთან ერთად ვჭამ. არ მინდა ჩემმა ქალიშვილმა იფიქროს, რომ ლამაზი ქალი მუდმივ შეზღუდვებთანაა კავშირში“.
5. იდეალური თმის შესახებ
„ვცდილობ ვარჯიშის დროს საკუთარ თავზე ვიზრუნო. მაგალითად, ვარჯიშის შემდეგ თმას ყოველთვის ვიბან, ამიტომ გაკვეთილის წინ თმაზე დამატენიანებელს ვისვამ და სანამ ვვარჯიშობ, მისი ჩამობანის დროც მოდის. რა თქმა უნდა, სამოდელო ბიზნესში მრავალი წლის მუშაობის შემდეგ თმა აღარ მაქვს ისეთი სქელი, როგორც ადრე“.
6. ქმართან ურთიერთობის შესახებ
„ვფიქრობ, რენდისთან ურთიერთობამ, ქორწინებამ და კარიერამაც კი ისარგებლა იმით, რომ თავიდან უბრალოდ მეგობრები ვიყავით. რა თქმა უნდა, მოგვწონდა ერთმანეთი, მაგრამ გარემოებები ისეთი იყო, რომ ჩვენს სიყვარულს წინ უძღოდა ძლიერი მეგობრობა“.
7. პიროვნების სიძლიერის შესახებ
„ნამდვილად მჯერა, რომ შეუძლებელია ადამიანს ასწავლო როგორ გახდეს მოდელი - ყველაფერი შიგნიდან უნდა მოდიოდეს. ჩემი ერთადერთი პრაქტიკული რჩევა ჩემი ქალიშვილის მოდის ჩვენებამდე იყო: „არ მინდა ვნახო გოგონა მკვდარი თვალებით და გამომეტყველების გარეშე“. მაშინ კაიას ვუთხარი, რომ ხალხს სურს ადამიანის ნახვა“.
8. თქვენი კანის მოვლის შესახებ
„არასდროს მეზარება მზისგან დამცავი კრემის წასმა. ეს ჩემთვის აუცილებელია. ცოტაოდენი მზისგან დამცავი კრემი, ცოტაოდენი რუჟი, ტუჩის გლოსი და ტუში - სახლიდან გასვლა შემიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ოთხ პროდუქტს სახეზე წავისვამ“.
56 წლის სინდი კროუფორდის სილამაზის საიდუმლოებები და თავის მოვლის რუტინა
მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო? კამერონ დიასი ამბობს, რომ სახეს მხოლოდ კვირაში ორჯერ იბანს
სილამაზის ანტიკური საიდუმლოებები და მათი თანამედროვე ალტერნატივები