მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს. სულ ცოტა ხნის წინ, გასული წლის აგვისტოში, ნანუკა პირველი შვილის, აივი-ნიკოლის დედა გახდა. მოგვიანებით კი პატარასთან ერთად ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა.
ამჯერად ახალ ფოტოებს საკუთარი დაბადების დღიდან გვიზიარებს. მოდელმა დაბადების დღე მეგობრების და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა.
როგორც ირკვევა, სტუმრებს შორის არაერთი ცნობილი სახე იყო, მათ შორის, სალო ბაკურაძე, მანიკა ასათიანი, ნუკა ყარალაშვილი და სხვები.
იუბილეზე ნანუკამ ვარდისფერი ტონალობის პერანგი და ქვედაბოლო მოირგო.