ევა ლონგორია არამარტო ნიჭიერი მსახიობი და ლამაზი ქალია, არამედ Luxury სტილის შესანიშნავი მაგალითია.
ფუფუნება და ბოჰემის ელემენტები მის ყოველ გამოსვლაში იგრძნობა. თუ თქვენ 30 წელს მიაღწიეთ და სხეულის მომხიბვლელი ფორმები გაქვთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სერიალ „სასოწარკვეთილი დიასახლისების" გმირს.
მას ყველაზე ხშირად კაბაში ნახავთ. ევა ძალიან ქალურია და კაბები კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის მომხიბვლელობას.


ევა ლონგორიას უყვარს მოკლე კაბები, რომლებსაც აქსესუარებით ალამაზებს. ფეხზე - კლასიკური „ნავები“ მის ლუქს სრულყოფილს ხდის.


გრძელი კაბები ევას მეორე სისუსტეა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მას ფეხებს უფარავს, ევა მაინც ძალიან სექსუალურად გამოიყურება.

ის ხშირად ირჩევს წითელ ფერს, რომელიც მის შავ თმასთან ეფექტურ კონტრასტს ქმნის.
დახურულ ფეხებს დეკოლტე აკომპენსირებს. თმას ის აკურატულად იწევს მაღლა და იკრავს.


ევას ასევე ძალიან უხდება კომბინეზონები.

ის, როგორც ნამდვილი ქალი, ცდილობს, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ატაროს. ის ზღვისფერ კაბა-ფანქარს - შავ, მკაცრი სტილის ჟაკეტს უხამებს და ფართო ქამარს იკეთებს.

მსახიობი შესანიშნავად იყენებს თმას. მსუბუქ ლოკონებს ან აკურატულად შეკრულ ვარცხნილობებს. მაკიაჟში აქცენტს ყოველთვის სქელ წამწამებზე აკეთებს. მისი თვალები ყოველთვის გამოკვეთილია.

ევა ლონგორია - ნამდვილი ქალის ნიმუშია. მომხიბვლელი, სექსუალური, პიკანტური. როგორც თავად ამბობს: „არ არის აუცილებელი, დაიბადო მაღალი, რომ შეგამჩნიონ - დინამიტს პატარა კოლოფებში ინახავენ“.


თქვენ აუცილებლად შეგიყვარდებათ პერსონაჟი - გაბი, რომელსაც ევა ლონგორია სერიალ "სასოწარკვეთილ დიასახლისებში" ასახიერებს. ჩაუჯექით ყოველდღე, 17:00 სთ-ზე, ტელეარხ GDS-ის ეთერში.
იხილეთ ასევე: ევა ლონგორია "სასოწარკვეთილი დიასახლისია"? რა საერთო აქვთ ევას და მის პერსონაჟს, გაბის
„ყოველთვის ვამჩნევ მათ, ვინც არ მიყურებს“. 15 გამონათქვამი სერიალიდან - „სასოწარკვეთილი დიასახლისები“
”ყველა ჩვენგანს აქვს ცოტაოდენი ბინძური თეთრეული” - რატომ უნდა უყუროთ სერიალს ”სასოწარკვეთილი დიასახლისები”
საინტერესო ფაქტები „სასოწარკვეთილი დიასახლისების" შესახებ
სტილის გაკვეთილები „სასოწარკვეთილი დიასახლისი“ ბრი ვან დე კამპისგან