ზღაპრული სათვალის მიღმა: 6 იდეა მოდური სათვალის შესარჩევად, Disney-ს გმირების მაგალითზე - Marao

ზღაპრული სათვალის მიღმა: 6 იდეა მოდური სათვალის შესარჩევად, Disney-ს გმირების მაგალითზე

2018-09-04 11:16:39+04:00

თუ ნომრიან სათვალეს ატარებ, ეს სტატია შეიძლება ძალიან დაგეხმაროს სასურველი ჩარჩოს, სათვალის სტილის და ფორმის შერჩევაში.

მოდელი №1: კარლი («UP»)

ვინტაჟური კვადრატული ჩარჩო ნებისმიერი ჰიპსტერის ოცნებაა. თუ სიძველეები, ვინტაჟური სტილი გიყვარს, ეს მოდელი გაითვალისწინე!

DSQUARED2

მოდელი №2: კუ («რობინ ჰუდი»)

ეს ვარიანტი მორცხვი ადამიანებისთვის არ არის განკუთვნილი! ალბათ, გახსოვს, რომ მსგავს სათვალეს ედნა მოდი ატარებდა, მულტფილმიდან - ”სუპერ ოჯახი”... ასეთი სათვალე მოუხდება გრაფიკულ ვარცხნილობებს.

Chloé

მოდელი №3: ანიტა («101 დალმატინელი»)

ვუდი ალენის სტილის, მსხვილჩარჩოიანი სათვალე - თანამედროვე კლასიკაა. ის უხდება ელეგანტურ ლუქს.

Dita

მოდელი №4: დოკი («ფიფქია და 7 ჯუჯა»)

შუშა მოცისფრო ელფერით, იდეალურად მრგვალი - მოდის პიკშია. ”ფიფქია და 7 ჯუჯას" დოკი კი მას დიდი ხნით ადრე ატარებდა.

boston club

მოდელი №5: ციპა («წიწილა ციპა»)

ფერადი ჩარჩო — must have-ია, გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე.

Mykita

მოდელი №6: ალისა («ალისა საოცრებათა ქვეყანაში»)

ყოველთვის მომგებიანი ვარიანტი მათთვის, ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების.