სტილი

საბაზისო გარდერობი : 5 ნივთი, რომელიც შენს გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს

საბაზისო გარდერობი : 5 ნივთი, რომელიც შენს გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს
ხელფასი დღეში რომ მილიონი მქონდეს, მთლიანად ტანსაცმელებში დავხარჯავდი - მსგავსი ფრაზები ალბათ, არაერთხელ გაგიგიათ და ქალების ტანსაცმლისმოყვარეობით ვეღარავის გავაოცებთ, თუმცა შოპოჰოლიკობა იქით იყოს და, არის რაღაცები, რაც ყველა ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

მათ შორის, მათაც, ვინც თავს უკანასკნელი ტრენდების მიმდევრობაზე დებს. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ყველაზე მოდური ქალბატონების გარდერობში ამ 5 სამოსს აუცილებლად იპოვით და არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ისინი არც ცნობილი დიზაინერების შექმნილია და არც ძვირად ღირებულია.

საქმე ისაა, რომ მათი აუცილებლობა განპირობებულია
არა იმით, რომ წელს ყველაზე მოდური ან თვალში საცემია. არა, მიზეზი მათ საჭიროებასა და პრაქტიკულობაშია. ეს ისაა, რაც უბრალოდ უნდა გქონდეთ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი სულაც არაა ორიგინალური, გემოვნებიანი ჩაცმულობით, ფერებისა და სტილის შეხამებით ირგვლივ მყოფების მოხიბვლას თავისუფლად შეძლებთ და ეს იქნება ყველაზე ბუნებრივი მოჯადოება, რადგან თქვენ არ გეცმევათ ექსტრაორდინარული, გამომწვევი სამოსი, თქვენ იქნებით უბრალოდ ქალური.

მაშ, ასე, 5 სამოსი, რომელიც შენს გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს:


მოკლე ქვედაკაბა


თუ ჰოლივუდელი "სელებრითების" ფოტოალბომებსა თუ კინოკადრებს გადავავლებთ თვალს, ვერ იპოვით მსახიობს, რომელსაც მოკლე შავი ქვედაკაბა ერთხელ მაინც არ სცმია. არაა აუცილებელი, მასზე დატანილი იყოს რაიმე ტიპის ორნამენტი, ამშვენებდეს ღილები, ჯიბეები და ა.შ. მისი მომხიბვლელობის საიდუმლო უბრალოებაშია. შავი ქვედაკაბა უხდება მაღალყელიან ჩექმებს, შუზებს, კლასიკურ  და სპორტულ ფეხსაცმელსაც. არც ზედატანის შერჩევა გაგიჭირდებათ. გაითვალისწინეთ, როცა კაბა მომდგარია, უმჯობესია, თუ  პერანგი ტანზე მოკრული არ იქნება. ასევე, მოკლე კაბებს „დეკოლტე“ არ უხდება.

ჯინსის შარვალი


იყო დრო, როცა ჯინსის შარვლებზე პირდაპირი მნიშვნელობით ნადირობა იყო გამოცხადებული, თუმცა ახლა ის ყველას აქვს და ათასნაირია მისი დიზაინიც. უბრალო ჯინსი კი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე დახეული ან თვლებით ან სხვა საშუალებებით გაწყობილ-მოხატული შარვალი.

შავი როლინგი


ელეგანტურობის საიდუმლო „ინგრედიენტად“ შავი როლინგი მოგევლინებათ, რომლის ჩაცმა ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ და თუ ქვედაკაბას და მაკიაჟსაც კარგად შეურჩევთ, იცოდეთ, ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა გარანტირებული გაქვთ. არ დაგავიწყდეთ, რომ როლინგის ზემოდან სამკაულის გაკეთება მიზანშეწონილი არაა. რასთან ჩავიცვათ როლინგი? მოდური რჩევები სელებრითებისგან.


სპორტული ფეხსაცმელი


"კედები" და "ბოტასები" კვლავ ლიდერობას ინარჩუნებს და კარგა ხანია, მათი ჩაცმა კლასიკურ სამოსთანაც შეიძლება.

პატარა შავი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი


ახლა, სანამ ამ სტატიას კითხულობთ, შეიძლება თქვენს მობილურზე ზარი გაისმას და მეგობარმა წვეულებაზე დაგპატიჟოთ. რას იზამთ? ეტყვით, რომ უცებ მაღაზიაში გაიქცევით და შესაფერის სამოსს იყიდით? რა თქმა უნდა, არა, რადგან თქვენს გარდერობში აუცილებლად იქნება მოკლე შავი კაბა, რომელსაც აქსესუარებით გაამდიდრებთ.

თეთრი პერანგი


თეთრი კლასიკური პერანგი გამოუვალ სიტუაციებში ხშირად გადაგარჩენთ.  16 თეთრი ბლუზა, რომელშიც ყველა მანდილოსანი ქალურად და ნაზად გამოიყურება.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31