23 წლის მომღერალი ნუცა ბუზალაძე საზოგადოებაში უფრო და უფრო ცნობილი ხდება. ნუცას კარგი გემოვნება აქვს, მუდმივად ფორმაშია და ხშირად ბრენდულ სამოსს ირგებს.
მომღერალს Balenciaga გამორჩეულად უყვარს და მის რამდენიმე ლუქში ამ კონკრეტულ ბრენდს ხშირად შეხვდებით.
ნუცას ამ სურათზე TIBI-ს მწვანე ტყავის ქვედაბოლო აცვია, რომელიც მომღერალმა გემოვნებიანად მოუხდინა პიჯაკსა და ქუსლებს. ამ ქვედაბოლოს ღირებულება 475 ევროა, რაც 1800 ლარზე მეტს უდრის.
ქვედაბოლო 2020 წლის მოდელია და ზაფხულის ბევრ ლუქს უხდება.
მომღერალს რუჯთან და ღია ყავისფერ კაბასთან ერთად Balenciaga-ს ვარდისფერი ხელჩანთა უჭირავს, რომელიც უკვე დიდი ხანია გაყიდვაში აღარ არის.
ჩანთის ფასი საიტზე აღარ არის მითითებული, თუმცა სხვა მოდელებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ვარდისფერი ჩანთა 1200-1500 დოლარი უნდა ღირდეს.
რუჯთან ერთად ნუცას ისევ Balenciaga-ს სამოსი აქვს მორგებული, ბუზალაძეს ყვითელ სავარჯიშო ბიუსტჰალტერზე პიჯაკი და ჯინსები აცვია. თავისუფალი სტილი მომღერალს ძალიან უხდება.
სავარჯიშო ბიუსტჰალტერი დაახლოებით 300 დოლარამდე ღირს.
ესეც ბოლო ლუქი ნუცას გარდერობიდან, მომღერალს MOTHER OF PEARL-ის წითელი "კლეჩატი" ქვედაბოლო აცვია, რომლის ღირებულებაც 422 დოლარია, რაც ლარებში 1400 ლარამდე გამოდის.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>