ნინი ნებიერიძის ჩაცმის სტილი არაერთხელ გამხდარა საზოგადოებაში განხილვის საგანი. მოდელი ყოველთვის გამორჩეულად გამოიყურება და მისი ჩაცმულობა ყველასგან განსხვავებულია.
ნინიმ უფროსი შვილის, თემურიკოს დაბადების დღეზე ვარდისფერი ბრჭყვილა კაბა სოკოებით დაპრინტულ კოლჰოტს შეუხამა. ფეხზე სპორტული შავი ფეხსაცმელი ეცვა და ყელს მარგალიტის ყელსაბამი უმშვენებდა.
ნინი ნებიერიძისა და ბიზნესმენ თემურ უგულავას ვაჟი თემურიკო 4 წლის გახდა. შვილს დაბადების დღე მშობლებმა სახლში, მეგობრებთან ერთად გადაუხადეს.
უმშვენიერესი იყო ოჯახის ყველაზე პატარა წევრი - ტოკიო უგულავა, რომელმაც ძმის დაბადების დღე მხიარულად აღნიშნა.
მოდელი ბიზნესმენ თემურ უგულავაზე 7 წელია დაქორწინებულია. მათი ურთიერთობის სერიოზულობაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რადგან თემური ნინიზე 29 წლით უფროსია. თუმცა ორი ულამაზესი შვილი და 7-წლიანი ურთიერთობა მათი გრძნობების სიმყარეზე მეტყველებს.