ქეით მიდლტონი პრინცესა დაიანას მიმართ პატივისცემას ძალიან ხშირად გამოხატავს, ამჯერად კი ჰერცოგინია უელსის გარდაცვლილი პრინცესას მსგავსი ცისფერი ელეგანტური სამოსით გამოჩნდა, რომელიც დაიანამ 1983 წელს ავსტრალიის ტურნეში მოირგო.
ქეითმა, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ მიაგო პატივი გარდაცვლილი დედამთილის ხსოვნას.
კემბრიჯის ჰერცოგინია გამოჩნდა თავისი ერთ-ერთი საყვარელი დიზაინერის, ემილია ვიქსთედის მიერ შექმნილი დიზაინით, უინძორის ციხეში აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად.
40 წლის წინ დაიანას ეცვა ღია ცისფერი კაბა, კონ ბოიდის ქუდთან ერთად და პრინც ჩარლზთან ერთად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას ეწვია.
დაიანას მსგავსად, ქეითმა მარგალიტის საყურეებიც მოირგო, რომლებსაც უბრალო ყელსაბამი და მინიმალური მაკიაჟი შეუხამა.
ჰერცოგინიას ღონისძიებაზე პრინცი უილიამი და მათი შვილები, ჯორჯი და შარლოტაც შეუერთდნენ.
„უილიამი საათობით არწმუნებდა ქეითს, რომ მისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა“ - ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შედარებით უცნობი ისტორია წვეულებიდან
დაათვალიერეთ 17 ყველაზე ცნობილი ფოტო პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან
ბრიტანელი ლორდისა და ქართველი თავადის სიყვარულის აქამდე უცნობი ამბავი