ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი შეიძლება ახლა ოფიციალურად სამეფო ოჯახის წევრები არიან და გასართობ წვეულებებზე დასწრება ან ბარში დალევა ეკრძალებოდეთ, მაგრამ ქორწილამდე წყვილს რამდენიმე მხიარული ღამე ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი კი Freakin naughty-ს კოსტიუმირებული წვეულებაა, სადაც ისინი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც დაშორებულები იყვნენ.
The Sun-ის თანახმად, ქეითი და უილიამი დაშორდნენ 2007 წლის აპრილში, თუმცა იმავე წლის ივნისში შერიგდნენ და ეს შერიგება სწორედ წვეულებაზე მოხდა. მეგობრის მიერ მოწყობილ საღამოზე უილიამი საათების განმავლობაში არწმუნებდა ქეითს, რომ მისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა.
წვეულებაზე უილიამს ეცვა შარვალი და ატარებდა პოლიციელის ჩაფხუტს, ხოლო ქეითმა მუქი ფერის მოკლე კაბა მოირგო.
ამ ღამის შემდეგ ისინი აღარ დაშორებულან, მალევე იქორწინეს და დღეს უკვე სამი შვილი ჰყავთ.
ბრინჯი, კარტოფილი, პასტა - რა საკვების მიღება ეკრძალება ქეით მიდლტონს და რატომ?
„ქეითს არ შეუძლია დასაძინებლად დედოფალზე ადრე წავიდეს, გადაიღოს "სელფი“... - ნახეთ, რისი უფლება არ აქვს ქეით მიდლტონს
ქეით მიდლტონის ცხოვრება კამერებს მიღმა - ჰერცოგინია უბრალო სამოსსა და კედებში