„ლამაზმანის“ დაუვიწყარი ღიმილი - 54 წლის ჯულია რობერტსის ზღაპრული გამოჩენა ყვითელ სამოსში - Marao

„ლამაზმანის“ დაუვიწყარი ღიმილი - 54 წლის ჯულია რობერტსის ზღაპრული გამოჩენა ყვითელ სამოსში

2022-04-19 14:57:46+04:00


ჯულია რობერტსმა ორშაბათს სტეფან ქოლბერთის შოუში მზის სხივი შემოიტანა. 54 წლის მსახიობი ნიუ-იორკის ქუჩებში ღია ყვითელი ფერის სამოსით გამოჩნდა.

ჯულიამ თავისუფალი სტილის შარვალი შეარჩია, რომელსაც მარტივი ვარცხნილობა და მსუბუქი მაკიაჟი შეუხამა.

თუმცა, ყვითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ნაცვლად, რობერტსმა არჩევანი შავი ფერის კლასიკურ ფეხსაცმელზე შეაჩერა.

მანქანიდან გადმოსულ ვარსკვლავს ქუჩაში უამრავი გულშემატკივარი დახვდა, რომლებმაც ჯულიასთან ფოტოების გადაღებაც მოახერხეს და სოციალურ ქსელებში მსახიობის არაჩვეულებრივ სტილს ამ წუთამდე აქტიურად განიხილავენ.

ჯულია რობერტსი ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია, რომელმაც ყველაზე დიდი სიყვარული Pretty Woman-ის პრემიერის შემდეგ დაიმსახურა. მსახიობს თაყვანისმცემლებისგან დადებითი შეფასებები და თბილი დამოკიდებულება არასდროს ელევა.

ერთი კაბის ისტორია: ჯულია რობერტსის საკულტო წითელი კაბა „ლამაზმანიდან“

ჯულია რობერტსი: „არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურები გარეგნულად, თუ შინაგანად ცარიელი ხარ“

ჯულია რობერტსი, მეთიუ მაკკონაჰი, კამერონ დიასი - ჰოლივუდის ვარსკვლავები ბანაობის წინააღმდეგ