2022 წლის ყველაზე მოდური საღამოს, „მეთ გალას“ თემა 1870-1900 წლების მოდა და მოოქროვილი გლამური იყო. საღამოს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ვარსკვლავი მოდის სიმბოლო კიმ კარდაშიანი გახდა, რომელმაც 60-იანი წლების „ნაციონალური საგანძური“, მერლინ მონროს კაბა მოირგო.
კაბა დიზაინერმა ჯან ლუისმა სპეციალურად მონროსთვის შექმნა, რათა მას პრეზიდენტისთვის დაბადების დღე საჯაროდ მიელოცა, ხოლო მერლინის გარდაცვალების შემდეგ მუზეუმმა ის თითქმის 5 მილიონ დოლარად შეიძინა.
კარდაშიანი კაბის ჩასაცმელად 3 კვირა „შიმშილობდა“. იმისთვის, რომ კაბა მოერგო, მან 21 დღეში 7 კილო დაიკლო, რასაც ინტერნეტსივრცეში უამრავი კრიტიკა და ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვა.
მომხდარს „მეთ გალას“ სხვა სტუმრებიც გამოეხმაურნენ და ისინიც, ვინც საღამოზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ. მაგალითად, მსახიობმა ლილი ლეინჰარტმა „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ კიმის სიტყვებს მილიონობით ადამიანი და რაც მთავარია, ბავშვები უსმენენ. ამიტომ ის ვალდებული იყო, სიტყვები უფრო ფრთხილად აერჩია.
კიმის მიმართ წამოსული ნეგატიური ტალღების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხალხის აზრით, თინეიჯერების უმეტესობა თავს არასასურველად გრძნობს საკუთარ სხეულში, ხოლო კიმს აქვს ძალა, შეცვალოს მათი ხედვა და აჩვენოს, რომ სხეულის კილოგრამები ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა მან პირიქით გადაწყვიტა და თქვა, რომ 3 კვირის განმავლობაში „შიმშილი“ ან მხოლოდ ხილის ჭამა ნორმალურია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის კვება უამრავ დარღვევას იწვევს ორგანიზმში.
მერლინ მონროს კაბის მოსარგებად კიმ კარდაშიანი 3 კვირის მანძილზე შიმშილობდა - რის ფასად შეძლო კიმმა საკულტო კაბის მორგება
ვინ არის "მეთ გალას" იდუმალებით მოცული სტუმარი, რომელიც ჯარედ ლეტოში აერიათ
„შესაძლოა, ქრისტიანი გენიოსი მილიარდერი ქანიე უესტი დავირქვა“ - ქანიე უესტი სახელის შეცვლასა და კიმ კარდაშიანთან ურთიერთობაზე