ჯეინ ბირკინის, იზაბელ აჯანის და ბრიჯიტ ბარდოს დიდი დამსახურებაა, რომ ფრანგი ქალები და მათი გარდერობი დღემდე სტილთან და დახვეწილობასთან ასოცირდება. თითოეულ მათგანს ჰქონდა თავისი უნიკალური სტილი, რომლებიც მსოფლიოს გარშემო ელვისებური სისწრაფით ვრცელდებოდა.
არსებობს რამდენიმე ელემენტი, რომლებსაც აუცილებლად შეხვდებით ფრანგი ქალების გარდერობში:
ტყავის ჩანთა და ჯინსის პერანგი
ეს ორეული მრავალი წლის განმავლობაში თქვენი ერთგული თანამგზავრი გახდება და არასდროს გადავა მოდიდან. ჯინსი თითქმის ყოველწლიურად განახლებული ენერგიით უბრუნდება ტენდენციების მწვერვალს, რასაც დიზაინერები აქტიურად გვიჩვენებენ ყველაზე დიდ მოდის კვირეულებზე.
შავი ქურთუკი
ფრანგებისთვის შავი ქურთუკი საკუთარი იდენტობის სავიზიტო ბარათიც კი გახდა. ისინი ქურთუკს იყენებენ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სხვადასხვა ღონისძიებაზეც.
ჟილეტი
ის ყოველთვის მშვენივრად გამოიყურება ჯინსის შორტებთან ან ზამთარში შარვლებთან ერთად. არჩევანი თქვენზეა.
კლასიკური კრემისფერი ქურთუკი
ალბათ, ეს არის ყველა დროის ყველაზე შეუცვლელი რამ ფრანგი ქალების გარდერობში. პარიზელები მთელი წლის განმავლობაში ვერ იშორებენ კრემისფერ ქსოვილს, რომელიც კლასიკურ სტილს განსაკუთრებით უხდება.
ზედა მაღალი ყელით
ეს სამოსი არა მხოლოდ ფრანგებს უყვართ, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ექსპრესიული და ლაკონური პატარა ჩანთა
ასეთი ჩანთა აუცილებლად უნდა გამოხატავდეს რენესანსს, ფრანგულ სულს და ფერად მოზაიკებს, ეს ყოველივე კი საბოლოოდ ულამაზეს, ნამდვილ ფრანგულ აქსესუარს ქმნის.
დიდი ზომის ტყავის ქურთუკი
თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ პარიზში, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ თითქმის ყველა ფრანგ ქალს აქვს უზარმაზარი ტყავის ქურთუკი. წვიმიან პარიზში ეს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და კომფორტული აქსესუარია.
შავ-თეთრი ზედა
შავ-თეთრი ზედა ჰორიზონტალური ზოლებით მისაღებია როგორც კლასიკურ სტილზე, ასევე უბრალო ჯინსსა და სასეირნოდ კომფორტულ ჩაცმულობაზეც.
„პოდიუმზე დავდიოდი და ვოცნებობდი, რომ ეს ყველაფერი მამაჩემს არასდროს ენახა“ - ჟიზელ ბუნდჰენი რთული კარიერული პერიოდის შესახებ პირველად საუბრობს
როგორ გამოიყურებიან ერთ დროს ყველაზე ლამაზი ფრანგი მსახიობები
ქართველების მიერ გამოტირებული ფრანგი კინოვარსკვლავი "კანის" ფესტივალზეა - როგორ გრძნობს თავს ალენ დელონი