38 წლის მსახიობსა და ტელეწამყვანს, ლელა მებურიშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ.
ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. მან დაქორწინების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა და განსხვავებული ვარცხნილობაც მოირგო. სილამაზისა და თავის მოვლის საკუთარი ხრიკების შესახებ ინფორმაციას კი მსახიობი გამომწერებს „ინსტაგრამის“ საშუალებით ყოველდღიურად უზიარებს.
ამას გარდა, რამდენიმე თვის წინ ლელამ ხალხს აცნობა, რომ ის და მისი მეუღლე, შვილებთან ერთად, ამერიკაში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას.
ამჯერად ლელა ფოტოებს ბრიტანეთიდან აზიარებს, სადაც მეუღლესთან ერთად მუზეუმში ერთ-ერთ ღონისძიებას ელეგანტური და დახვეწილი შავი კაბით ესწრება.
„ღვთაებრივი სილამაზე, ქალი ცეცხლი, ვერავინ რომ ვერ შეგედრება ვერასდროს“ - რას სწრეენ გამომწერები ლელა მებურიშვილს ახალ ფოტოებზე
„კარგად გავერთეთ“ - როგორ ატარებს დროს ლელა მებურიშვილი ოჯახთან ერთად
„გამიკეთებია ინექციური და აპარატურული პროცედურები, ბიორევიტალიზაციასაც მივმართავ, თუმცა ხშირად არა” - ლელა მებურიშვილის სტილი და თავის მოვლის რუტინა