ქეით მიდლტონის დის, პიპა მიდლტონის გამოჩენამ ბრიტანულ მედიაში აურზაური მალევე გამოიწვია. კემბრიჯის ჰერცოგინიას და დედოფლის იუბილეზე მწვანე, დახვეწილი კაბით მივიდა. 38 წლის მიდლტონი ბუკინგემის სასახლეში სამეფო ოჯახმა პირადად მიიწვია.
2 შვილის დედა ვიწრო კაბაში იმდენად შესანიშნავად გამოიყურებოდა, რომ მას თავად ქეით მიდლტონსაც კი ადარებენ. იუბილეს ის დედასთან, ქეროლ მიდლტონთან ერთად დაესწრო.
დედოფლის იუბილე რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაიწყო. ცერემონიას უკვე დაესწრნენ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შვილებთან ერთად და სამეფო ოჯახის ყველა წევრი, მათთან დაახლოებულ პირებთან ერთად.