ჯენიფერ ლოპესი „ნეთფლიქსის“ დოკუმენტური სერიალის პრემიერაზე ბრწყინავს. ლოპესი ცერემონიას შავი, თამამი კაბით და შეკრული თმით დაესწრო, რომელიც მის სხეულსა და სახის დახვეწილ ნაკვთებს კიდევ უფრო შესამჩნევს ხდიდა.
52 წლის სუპერვარსკვლავისთვის საღამოს დამსწრეებს თვალი არ მოუშორებიათ. ელეგანტური კაბა მხოლოდ ჯენიფერის ფეხების ნაწილსა და მხრების წინა მხარეს ფარავდა.
აქსესუარების სახით ჯენიფერმა ვერცხლისფერი საყურეები და ნიშნობის ბეჭედი შეარჩია, რომელიც ბენ აფლეკმა ვარსკვლავს სულ რამდენიმე თვის წინ აჩუქა.