ნოველები

ჯეინ ეარი. მეხუთე თავი

ჯეინ ეარი. მეხუთე თავი
მის­ტერ ლო­იდ­თან საუ­ბარ­მა და ბეს­ისა და ებო­ტის დი­ალ­ოგმა იმე­დი ჩამ­ისა­ხა. ახ­ლა უკ­ვე მსურ­და, მა­ლე კარ­გად გავ­მხდარ­იყავი. ვგრძნობ­დი, ჩე­მი ცხოვ­რე­ბა უნ­და შეც­ვ­ლი­ლი­ყო. გუ­ლით მსურ­და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის დაწ­ყე­ბა და ჩუ­მად, მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლო­დი მას. დრო გად­იოდა, დღე დღ­ეს მის­დევ­და, კვ­ირა - კვ­ირას. ამ ხნის გან­მავ­ლობაში სრუ­ლი­ად გამ­ოვჯან­მრთელდი, მაგ­რამ ერ­თხე­ლაც არა­ვის დას­ცდენ­ია სიტყ­ვა იმ სა­ნატ­რელ სა­გან­ზე, რო­მელ­ზე­დაც ასე ხში­რად ვფიქ­რობ­დი. მი­სის რი­დი დრო­დად­რო მკ­აც­რად გად­მომხე­დავ­და ხოლ­მე, მაგ­რამ ვატყობ­დი, ჩემ­თან ლა­პა­რა­კი არ სურ­და და იშ­ვია­თად თუ გამ­ხდიდა ღირსს, რამ­დენ­იმე სიტყ­ვა ეთ­ქვა.
ჩე­მი ავად­მ­ყო­ფო­ბის შემ­დეგ მან თა­ვის შვი­ლებს კი­დევ უფ­რო მე­ტად ჩამ­ომაშ­ორა და ახ­ლოს აღ­არ მა­კ­ა­რებ­და. ყო­ველ­ნაი­რად დამ­სა­ჯეს: მარ­ტოდმარტოს უნ­და და­მეძ­ინა პა­წაწ­ინა სა­კუ­ჭნაოში, ცა­ლკე უნ­და მე­ჭა­მა და მთე­ლი დღის გან­მავ­ლობაში სა­ბავშვო ოთახ­იდან ფე­ხი არ უნ­და გამ­ომედ­გა. ამ­იკრ­ძა­ლეს შეს­ვლა სას­ტუმ­რო ოთახ­შიც, სა­დაც ჩე­მი ბი­ძაშ­ვილები ძალ­იან ხში­რად თავს იყ­რიდ­ნენ და ერ­თობოდნენ. მი­სის რიდს ერ­თი გა­და­კრული სიტყ­ვაც არ დას­ცდენ­ია სას­წავ­ლე­ბელში გაგ­ზავ­ნა­ზე, მაგ­რამ გუ­ლის სიღრ­მეში ღრ­მად მწამ­და, რომ ჩვენს ერთ ჭერ­ქვეშ ყოფ­ნას ის დიდ­ხანს ვე­ღ­არ აი­ტან­და. მის გამ­ოხედ­ვაში ახ­ლა უფ­რო მე­ტად, ვიდ­რე ოდეს­მე, ჩემ­დამი ღრ­მად ფეს­ვგად­გმულსა და დაუ­ძლე­ველ სი­ძულ­ვილს ვამ­ჩნევდი.

კარ­გად ვამ­ჩნევდი, ელ­იზა და ჯორ­ჯია­ნა დე­დის ბრძა­ნე­ბას ას­რულებ­დნენ და ჩემ­თან ზედ­მეტ ლა­პა­რა­კს გაუ­რბოდნენ. ჯონ რი­დი კი, თვალს მომკ­რავ­და თუ არა, და­ცინ­ვის ნიშ­ნად ენას მი­ყოფ­და. ერ­თხელ ცე­მაც დამ­იპირა, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ვე­ღ­არ მო­ვით­მი­ნე და მეც გა­ცეც­ხლებული მივ­ვარ­დი. კვ­ლავ შე­მიპყ­რო მის­და­მი ღრ­მა სი­ძულ­ვილ­მა და თავ­ზე ხე­ლა­ღ­ებული ადამ­იანის აღშ­ფოთე­ბამ. მან შენ­იშნა, რო­გორ წი­ნან­დებ­ურად ააფ­ორია­ქა ამ ამ­ბავ­მა მთე­ლი ჩე­მი არ­სე­ბა და ამ­ჯობინა, გამ­ცლოდა. ყვი­რი­ლი მორ­თო, წყევ­ლა­-კრ­ულვითა და მუ­ქა­რით ისე გაი­ქცა, თით­ქოს მის­თ­ვის ცხვირ-პი­რი ჩა­მემტვრიოს. მარ­თლაც, მო­ვუქ­ნიე ხე­ლი და, რაც ძა­ლი და ღო­ნე მქონ­და, მუშ­ტი წინ გამ­ოწეულ ყბა­ში გა­ვარტყი. ამ დარ­ტყმამ თუ ჩე­მი სა­ხის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბამ ჯო­ნი შე­აშ­ფოთა. შევ­ნიშნე თუ არა ეს, გავ­თა­მამდი და სურ­ვი­ლი აღ­მეძ­რა, სა­ბო­ლო­ოდ მეჯ­ობნა მის­თ­ვის, მაგ­რამ არ დამ­ცალ­და. ჯო­ნი გაი­ქცა და დე­დის კალ­თას შე­ა­ფა­რა თა­ვი. გავ­იგონე, რო­გორ გუ­ლამ­ოსკვნით ტი­რო­და და შეს­ჩიოდა დე­დას რა­ღ­აც გა­მო­გო­ნილ ამ­ბებს, - სა­ძა­გელი ჯე­ინ ეარი გაც­ოფებულ კა­ტა­სავით მომ­ვარ­დაო. მი­სის რიდ­მა კი მკ­აც­რად შე­აწ­ყვეტ­ინა ლა­პა­რა­კი და უთხ­რა: - ნუ­რა­ფერს მეტყ­ვი მის შე­სა­ხებ, ჯონ. მე უკ­ვე გითხა­რი, რომ მას ახ­ლოს არ უნ­და გა­ე­კ­არო. ეგ ღირ­სი არ არის, ყუ­რა­დღ­ე­ბა მი­აქ­ცი­ოს ვინ­მემ. არ მსურს, რომ შენ და შე­ნი დე­ბი მა­გას და­ე­ლა­პა­რა­კოთ.

ამ დროს მე კი­ბის მო­აჯ­ირზე გა­დავ­იხა­რე და ჩემ­და უნებ­ურად აღმ­ომხდა:
- სწო­რედ ეგე­ნი არ არ­იან ღირ­ს­ნი, რომ ხმა გავ­ცე.
მი­სის რიდ­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­კ­მაოდ მსუ­ქა­ნი ქა­ლი იყო, ამ უც­ნა­უ­რი და მკ­ვა­ხე სიტყ­ვე­ბის გაგ­ონე­ბა­ზე მარ­დად ამ­ოირბინა კი­ბის სა­ფეხ­ურები, მომ­ვარ­და, ხე­ლი მკ­რა, სა­ბავშვო ოთახ­ში შე­მათ­რია და ისე­თი ძა­ლით მი­ბიძ­გა, რომ სა­წო­ლის კი­დეს და­ვე­ჯა­ხე და იქ­ვე წავ­იქეცი. მე­რე მიბ­რ­ძა­ნა, მთე­ლი დღის გან­მავ­ლობაში ად­გილიდან არ დავ­ძრულიყავი და არც ხმა ამ­ომე­ღო.
- რას გეტ­ყოდათ ბი­ძა­ჩემი, ცოცხა­ლი რომ იყოს? - ძლივს გავ­ბე­დე შე­კი­თხვა. იმი­ტომ ვამ­ბობ, ძლივს-მეთ­ქი, რომ ენამ ჩემ­და უნებ­ურად წარ­მოთქვა ეს სიტყ­ვე­ბი. ჩემ­ში ჩემ და­უკი­თხა­ვად ვიღ­აც სხვა ლა­პა­რა­კო­ბდა.

- რა? - იკი­თხა მი­სის რიდ­მა და მის ჩვეუ­ლებრივ ცივ­სა და მო­ნაც­რის­ფ­რო თვა­ლებში რა­ღ­აც ში­შის მსგავ­სმა გა­იელ­ვა. მკ­ლავ­ზე ხე­ლი გამ­იშვა და ისე და­მაშ­ტერ­და, თით­ქოს აქამ­დე ვერ გა­ე­რკვ­ია, ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი თუ ეშ­მა­კი. მეც, რად­გან უა­რესს ვე­ლო­დი, გან­ვაგ­რძე:
- ბი­ძა­ჩემის სუ­ლი ზე­ცაშ­ია და კარ­გად ხე­დავს, რა­საც აკ­ე­თებთ და ფიქ­რობთ თქვენ, ყვე­ლანი. ასე­ვე ნათ­ლად ხე­დავს ყვე­ლა­ფერს ჩე­მი დედ-მა­მაც. მათ იცი­ან, რო­გორ ჩა­მკ­ე­ტავთ ხოლ­მე მთე­ლი დღე ოთახ­ში და ჩემს სიკვ­დილსაც კი არ ერ­იდებით.

მი­სის რი­დი მა­ლე მო­ვი­და გონს, მთე­ლი ძა­ლით შე­მან­ჯღრ­ია, ორი­ვე ლოყაზე სი­ლა გა­მაწ­ნა და უსიტყ­ვოდ მი­მატ­ოვა. სა­მაგ­იეროდ, ბე­სიმ ისარ­გებ­ლა ამ შემ­თხვევით და ერ­თსა­ათ­იანი ქა­და­გებით გუ­ლი იჯე­რა. ის მიმ­ტ­კი­ცებ­და და ეჭ­ვიც არ ეპა­რებ­ოდა, რომ იმ ბავ­შვთა შო­რის, რო­მელ­ნიც კი ოდეს­მე სა­მადლოდ აღუ­ზრდიათ, ყვე­ლა­ზე უზ­ნეო და უმა­დუ­რი ვი­ყა­ვი. მი­სი სიტყ­ვე­ბი ნა­ხევ­რად ვირ­წ­მუ­ნე, რად­გან ჩემს გულ­ში მა­შინ მხო­ლოდ ავი ფიქ­რე­ბი ბო­ბოქ­რობ­დ­ნენ.

გავ­იდა ნო­ემ­ბერი და დე­კ­ემ­ბერი. იან­ვარი მი­ი­წუ­რა. შო­ბა და ახა­ლი წე­ლი, ჩვეუ­ლებრივ, მხი­არ­ულად იდღ­ე­სას­წაუ­ლეს გეი­ტსჰედ-ჰოლ­ში. ერ­თმა­ნეთს საჩ­უქრებს უგ­ზავ­ნიდნენ, იმარ­თებ­ოდა სად­ილები და სა­ღ­ამ­ოები. მე კი მოკ­ლებული ვი­ყა­ვი ყვე­ლა ასეთ სი­ამ­ოვნე­ბას. ამ სა­ერთო მხი­არ­ულე­ბაში მხო­ლოდ იმის მოწ­მე გახ­ლ­დით, თუ რო­გორ რთავ­დნენ ყო­ველ­დღე ელ­იზა­სა და ჯორ­ჯია­ნას სიფ­რი­ფა­ნა მარ­მაშის კა­ბებ­ითა და ალ­ისფერი ბაფ­თებით. მე­რე კი, საგ­ულდაგულოდ დახ­ვეული კუ­ლულებით, ისი­ნი ჩად­იოდნენ სას­ტუმ­რო ოთახ­ში. იქი­დან მეს­მოდა ფორ­ტეპ­იან­ოსა და ქნა­რის ხმე­ბი, სახ­ლთუხუცეს­ისა და მო­სამ­სახ­ურე­თა აჩ­ქა­რებული ფე­ხის ხმა, ჩი­ნუ­რი ფაი­ფურისა და ბრო­ლის წკრ­იალი, რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს სას­მე­ლებს სთა­ვაზ­ობდნენ. ხო­ლო, კა­რის გა­ღ­ებ­ისა და და­ხურ­ვის დროს, ჩე­მამ­დე აღ­წევ­და ნაწ­ყვეტ­-ნაწ­ყვეტი სა­უბ­რის ზუ­ზუ­ნი. უსა­ზღვროდ ვი­ქან­ცებოდი კი­ბის ბა­ქან­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნით და ვბრუნ­დე­ბო­დი სრუ­ლი­ად გან­მარ­ტოებ­ულსა და მდუ­მა­რებით მო­ცულ სა­ბავშვო ოთახ­ში. მარ­თალ­ია, ნა­ღვ­ლიანი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ თავს უბედ­ურად მა­ინც არ ვგრძნობ­დი. უნ­და ვა­ღ­იარო, არც მინ­დო­და მათ­თან ყოფ­ნა, რად­გან სტუმ­რე­ბი ძალ­იან იშ­ვია­თად მთვლიდ­ნენ ყუ­რა­დღ­ების ღი­რსად. ბე­სი რომ ჩემ­დამი უფ­რო კე­თი­ლი და ალერ­სიანი ყო­ფი­ლი­ყო, ვფიქ­რობ, მას­თან უფ­რო დამ­შვიდებით გა­ვა­ტა­რებდი ასეთ სა­ღ­ამ­ოებს, ვიდ­რე ჯენ­ტლმე­ნებ­ითა და ქალ­ბატ­ონებით სავ­სე ოთახ­ში, სა­დაც მი­სის რი­დის მრის­ხა­ნე თვალ­თა მზე­რის­თ­ვის უნ­და გა­მეძლო. ბე­სი კი, ჩა­აც­მევ­და თუ არა პა­ტა­რებს, ელ­იზა­სა და ჯორ­ჯია­ნას, მაშ­ინვე სამ­ზა­რეულოს ან მნე ქა­ლის ოთახ­ისკ­ენ მი­ეშ­ურებ­ოდა, სა­დაც მას მე­ტი მხი­არ­ულე­ბა ელ­ოდა. ასეთ დროს სან­თელიც თან მიჰ­ქონ­და. მე კი, მარ­ტოდ დარ­ჩენილი, დედ­ოფა­ლას მუხ­ლებ­ზე დავ­ისვამდი, ცეცხ­ლის პი­რას დავ­ჯდებოდი და, ვიდ­რე ბუ­ხარ­ში ცეცხ­ლი არ ჩაი­ფერ­ფლებ­ოდა, ნა­ხევ­რად დაბ­ნე­ლებულ ოთახს ში­შით ვათ­ვალ­იე­რებდი. მინ­დო­და დავ­რწმუნებ­ულიყავი, რომ, ჩემ გარ­და, იქ სხვა არა­ვინ იყო. ხო­ლო, რო­გორც კი ცეცხ­ლი მი­ნელ­დებ­ოდა და მკრ­თა­ლა­დღა ღვ­იოდა, ტან­საც­მელს სწრა­ფად ვიხ­დი­დი, ელ­ვის სის­წ­რა­ფით ვიხ­ს­ნი­დი ფეხ­საც­მე­ლებ­ზე ზონ­რის ნა­სკ­ვებს და, სი­ცი­ვი­თა და სიბ­ნე­ლით შეშ­ინებული, თავ­შე­სა­ფარს სა­წოლ­ში ვე­ძებდი. დედ­ოფა­ლას ჩემ­თან ერ­თად ვაწ­ვენდი ლო­გინ­ში. ადამ­იანს ხომ რაი­მე უნ­და უყ­ვარ­დეს და, რად­გა­ნაც მე არა­ფერი გა­მაჩ­ნდა მას­ზე უფ­რო ძვირ­ფა­სი და საყ­ვა­რელი, უდი­დეს სი­ამ­ოვნე­ბას მან­იჭებ­და ამ პა­ტა­რა, საბ­რალო, გაც­ვეთილი და საფ­რთხობე­ლას მსგავ­სი დედ­ოფა­ლას ალერ­სი და მოვ­ლა-პატ­რონობა. ახ­ლა მიკ­ვირს, რო­დე­საც ვი­გო­ნებ, რა სუ­ლე­ლუ­რი გულ­წ­რ­ფელ­ობითა და გაგ­იჟ­ებით შევ­იყვა­რე ეს პა­ტა­რა სა­თა­მაშო. ისე მქონ­და წარ­მოდგენილი, თით­ქოს ის ცოცხა­ლი არ­სე­ბა იყო და ადამ­იანური გრძნო­ბე­ბი გა­აჩ­ნდა. ძი­ლიც კი არ მე­კ­ა­რებ­ოდა, თუ ჩემს სა­ღ­ამურ პე­რანგში არ გამ­ოვხვევდი, ხო­ლო, რო­ცა დავ­რწმუნდებოდი, რომ ჩემ გვერ­დით, სა­ბან­ქვეშ მას არც სცი­ო­და და არც მზრუნ­ველ­ობა აკლ­და, თავს ბედ­ნიე­რად ვთვლი­დი და ისიც ჩე­მებრ ბედ­ნიერი მეგ­ონა.

თით­ქოს სა­ა­თებიც კი გრძელ­დებ­ოდა, ისე მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი სტუმ­რე­ბის წას­ვლას და კი­ბე­ზე ბე­სის ფე­ხის ხმის გაგ­ონე­ბას. მსი­ამ­ოვნებ­და, რო­ცა ის შემ­თხვევით შემ­ოდიოდა სა­ბავშვო ოთახ­ში მა­კ­რატლის ან სა­თი­თის სა­ძებ­ნად, მაგ­რამ ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღ­ვარი არ ჰქონ­და, თუ გვერ­დითაც მო­მიჯ­დებ­ოდა, სა­ნამ მე მის მი­ერ ამ­ოტანილ ვახ­შამს - ფუნ­თუ­შა­სა და ყველ­იან ნამ­ცხვარს შე­ვექ­ცეოდი. ის სა­ბანს შემ­ისწორებ­და, შემ­ომიკ­ე­ცავ­და, მა­კო­ცებ­და და მეტ­ყოდა: - ნახ­ვამდის, მის ჯე­ინ, - და ისევ სამ­ზა­რეუ­ლოსკ­ენ გას­წევ­და. იმ წუ­თებ­ში ბე­სი ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე კარგ, ლა­მაზ და სათ­ნო ადამ­ია­ნად მი­მაჩ­ნდა. ვნატ­რობ­დი კი­დეც, ყო­ველ­თ­ვის ასე­თი ალერ­სიანი და ყუ­რა­დღ­ებ­იანი ყო­ფი­ლი­ყო: არას­ოდეს ხე­ლი არ ეკ­რა ჩემ­თ­ვის, ჩვეუ­ლებ­ისა­მებრ, უდა­ნა­შაულოდ ბრა­ლი არ და­ედო და ხში­რად არ გამ­წყრომოდა.

ბე­სილი, ვფიქ­რობ, ბუ­ნებ­რი­ვი ნი­ჭით დაჯ­ილ­დო­ებული ადამ­იანი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო: რა­საც ხელს მოჰ­კი­დებ­და, ყვე­ლა­ფერს მარ­ჯვედ აკ­ე­თებ­და. ამას­თა­ნა­ვე, მას შე­სან­იშნავი თხრო­ბის უნა­რიც ჰქონ­და. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ სა­ბავშვო ოთახ­ში ნა­ამბობი ზღ­აპ­რებით ის დიდ შთა­ბეჭ­დილე­ბას ახ­დენ­და ჩემ­ზე. თუ მეხ­სიე­რე­ბა არ მღ­ა­ლატობს, გა­რეგ­ნობითაც სა­კ­მაოდ ლა­მაზი იყო. ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას ახალ­გაზ­რდა, ტა­ნადი, შავ­თმიანი ქა­ლი, მუ­ქი თვა­ლებით, ლა­მაზი სა­ხის ნა­კვ­თებ­ითა და ჯან­მრთელი იერით. თუმ­ცა, მარ­თალი გითხ­რათ, მას ნა­კლიც ჰქონ­და. მე­ტად ფიცხი და ჯი­უ­ტი ხას­იათის მქო­ნეს, ცნე­ბები - პრინ­ცი­პუ­ლო­ბა და სა­მარ­თლიან­ობა - სრუ­ლი­ად თავ­ისებ­ურად ეს­მოდა. მი­უ­ხე­და­ვად ამ­ისა, გეი­ტსჰედ-ჰოლ­ში მა­ინც ის მერ­ჩია ყვე­ლას.

თხუთ­მეტ იან­ვარს, და­ახ­ლოებით ცხრა სა­ათი იქ­ნებ­ოდა, რო­ცა ბე­სი ქვე­და სარ­თულზე ჩავ­იდა სა­უზ­მის­თ­ვის. ჩე­მი ბი­ძაშ­ვილებისთვის ჯერ კი­დევ არ და­ე­ძა­ხათ, რომ სას­ტუმ­რო ოთახ­ში ჩას­ულიყვნენ. ელ­იზა ქუდს იხუ­რავ­და, პალ­ტოს იც­ვამ­და და ბა­ღში ჩა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დებ­ოდა, რომ ფრინ­ვე­ლები და­ეპ­ურებ­ინა. მას ეს საქ­მიან­ობა ძალ­იან უყ­ვარ­და. უნ­დო­და, მნე ქა­ლის­თ­ვის კვერც­ხები მი­ეყ­იდა და ამ გზით ფუ­ლი შე­ეგ­როვებ­ინა. ვაჭ­რო­ბის დი­დი უნა­რი ჰქონ­და და ფუ­ლის შე­ნახ­ვაც კარ­გად იცო­და. ის არა მარ­ტო კვერც­ხებ­ითა და წი­წი­ლე­ბით ვაჭ­რობდა, არა­მედ ცდი­ლობ­და, რაც შეი­ძლე­ბა მე­ტი მო­გე­ბა მიე­ღო ყვა­ვი­ლის ნერ­გების, სხვა­დას­ხვა­ნაირი თეს­ლისა და მცე­ნა­რე­თა და­სამყნობი ტო­ტე­ბის გა­ყიდ­ვით. თვი­თონ მი­სის რიდ­მა უბ­რ­ძა­ნა მე­ბა­ღ­ეს, ახალ­გაზ­რდა ლედ­ისგან ეყ­იდა ყვე­ლა­ფერი, რასაც ყიდდა და რის გაყ­იდვა­საც მო­ი­სურ­ვებ­და. ელ­იზა სა­კუ­თარ თმა­საც კი გაყ­იდდა, თუ სას­ურველ თან­ხას შეს­თა­ვა­ზებ­და ვინ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა ფულს, პირ­ვე­ლად მას ძონ­ძებ­სა და ძველ, დაჭ­მუჭ­ნილ ქა­ღ­ალ­დებში გამ­ოხვეულს, აქა-იქ, ოთა­ხის კუ­ნჭულებში მა­ლავ­და. მო­სამ­სახ­ურე­ებ­მა არა­ერ­თხელ აღმ­ოაჩ­ინეს ელ­იზას მი­ერ შე­ნახული ფუ­ლი ოთა­ხების და­ლა­გების დროს. იმის ში­შით, რომ ერთ მშვენ­იერ დღ­ეს ეს თან­ხა სამ­უდამოდ არ და­ე­კ­არ­გა, გა­დაწ­ყვიტა, იგი დე­დის­თ­ვის ჩა­ე­ბა­რებ­ინა, მაგ­რამ მან აქაც გამ­ოავ­ლინა თა­ვი­სი ვაჭ­რუ­ლი ბუ­ნე­ბა. მი­სის რი­დი სამ თვე­ში ერ­თხელ 50-60%-ს იხ­დი­და. გო­გო­ნას კი ეს ყვე­ლა­ფერი პა­ტა­რა წიგ­ნ­ში ზუს­ტად ჰქონ­და აღ­ნუს­ხუ­ლი.

ჯორ­ჯია­ნა მა­ღ­ალ სკ­ამ­ზე იჯ­და სა­რკის წინ და თმას ივარც­ხნიდა. კუ­ლულებში იწ­ნავ­და ხე­ლოვ­ნურ ყვავ­ილებ­სა და ფერ­გა­დასულ ფრთებს, რომ­ლე­ბიც სხვენ­ში, რო­მელ­იღ­აც უჯ­რა­ში ეპ­ოვა. მე ჩემს ლო­გინს ვას­წორებდი. ბე­სიმ წას­ვლისას მკ­აც­რად მიბ­რ­ძა­ნა, მის დაბ­რუნე­ბამ­დე ამე­ლა­გებ­ინა ქვე­შა­გები. ახ­ლა ის მო­სამ­სახ­ურე­სავით მი­ყე­ნებ­და და ყვე­ლა­ფერს მა­კ­ე­თებ­ინებ­და. ვალ­დებული ვი­ყა­ვი, მუ­დამ სუფ­თად მო­მევ­ლო სა­ბავშვო ოთა­ხის­თ­ვის და სკ­ა­მებ­იდან მტვე­რი გა­და­მეწ­მინდა. ჩე­მი სა­ღ­ამური პე­რანგი და­ვკ­ე­ცე, საწ­ოლზე გა­და­სა­ფა­რე­ბელი გა­და­ვა­ფა­რე და ფან­ჯ­რის რა­ფას­თან მი­ვე­დი. წიგ­ნე­ბის­თ­ვის თა­ვი­სი ად­გი­ლი უნ­და მი­მეჩ­ინა; დედ­ოფა­ლას ოთა­ხის მი­მობ­ნე­უ­ლი ავე­ჯი თა­ვის ად­გილას და­მეწყო, მაგ­რამ გავ­ჩერდი, რად­გან ჯორ­ჯია­ნამ მკ­ვა­ხედ მიბ­რ­ძა­ნა, მი­სი სა­თა­მაშ­ოებისთვის ხე­ლი არ მეხ­ლო (პა­წაწ­ინა სკ­ა­მები, სა­რკ­ე­ები, მშვენ­იერი თეფ­შები და ფინ­ჯ­ნე­ბი მხო­ლოდ მი­სი სა­კუ­თრე­ბა იყო). რად­გან საქ­მე აღ­ა­რა­ფერი მქონ­და, ვცდი­ლობ­დი, ფან­ჯ­რის მი­ნებ­ზე ჩემ­ივე ორ­თ­ქ­ლით გა­მე­ლღო ყინ­ვის­გან მო­ხა­ტუ­ლი ყვავ­ილები და უფ­რო კარ­გად გა­და­მე­ხე­და ბა­ღში, სა­დაც მკ­აცრ ყინ­ვას ყვე­ლა­ფერი გა­ეთ­ოშა და გა­ექ­ვა­ვებ­ინა.

ფან­ჯრიდან მე­კ­არის ქო­ხი და ქვი­შით მო­კირ­წყ­ლუ­ლი ეტ­ლის სა­ვალი გზა მო­ჩან­და. რო­გორც კი ვერც­ხლისფრად მო­ხა­ტუ­ლი ფოთ­ლე­ბის სა­ფარი ორ­თ­ქ­ლით გა­ვად­ნე და მი­ნა­ზე სა­კ­მაოდ დი­დი ად­გი­ლი გა­ვა­თავ­ისუფლე გა­და­სა­ხე­დად, დავ­ინა­ხე, ალა­ყაფის კა­რი გა­იღო და ეზო­ში ეტ­ლი შემ­ოგრიალ­და. გულ­გ­რი­ლად შევ­ცქეროდი, რო­გორ გვი­ახ­ლოვდებ­ოდა ეტ­ლი. ეტ­ლები ხში­რად მი­დი-მო­დი­ოდ­ნენ გეი­ტსჰედ-ჰოლში, მაგ­რამ არც ერთს არ მო­უყ­ვან­ია ჩემ­თ­ვის სას­ურველი სტუ­მა­რი. ეტ­ლი სახ­ლის წინ გა­ჩერ­და, მა­ლე ზა­რის ხმა გაი­სმა კარ­ზე და ვიღ­აც ახალ­მო­სუ­ლი მი­იღ­ეს. ეს მე სრუ­ლი­ად არ მაი­ნტე­რე­სებ­და, რად­გან ჩე­მი ყუ­რა­დღ­ე­ბა სულ სხვა რა­მემ მი­იპყ­რო: ეს ფან­ჯ­რის ახ­ლოს, კე­დელ­თან, ალუბ­ლის ფოთ­ლებ­შემ­ოძარცულ ტოტ­ზე შემ­ომჯდარი პა­ტა­რა მში­ე­რი სტვენია იყო, რო­მე­ლიც საწ­ყალ­ობლად ჭიკჭ­იკ­ებ­და.
იმ დი­ლით რძი­თა და პუ­რით ვი­საუ­ზმე. დარ­ჩენილი ფუნ­თუ­შის ნა­ჭერი ავ­იღ­ე, დავ­ფხვენი და, ის იყო, ვაპ­ირებდი, პა­ტა­რა სა­რკ­მელი გა­მე­ღო და ნამ­ცე­ცები საბ­რალო ჩი­ტის­თ­ვის და­მე­ყა­რა ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე, რომ ბე­სი სა­ბავშვო ოთახ­ში სირ­ბი­ლით შემ­ოიჭრა და მითხ­რა:
- მის ჯე­ინ, მო­იხ­სე­ნით წინ­სა­ფარი, რას აკ­ე­თებთ მანდ? ამ დი­ლით ხელ-პი­რი დაი­ბა­ნეთ?

ვიდ­რე ვუ­პას­უხებდი, ერ­თხელ კი­დევ გამ­ოვწიე სა­რკ­მელი, რომ ჩი­ტის­თ­ვის სა­კ­ე­ნკი და­მე­ყა­რა, ძლივს შევ­ძელი მი­სი გა­ღ­ე­ბა და საც­ოდავ ფრინ­ველს ნამ­ცე­ცები გა­დავ­უყა­რე. რო­ცა დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ისი­ნი ალუბ­ლის ტოტ­ზე და ზო­გიც ქვის კარ­ნიზზე დაც­ვივდა, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მივ­ხუ­რე ფან­ჯა­რა, მოვ­ბ­რუნ­დი და ბე­სის ვუ­პას­უხე:
- აი, სწო­რედ ეს არის, მოვ­რ­ჩი წმენ­დას.
- მარ­თლა აუ­ტა­ნელი და უყუ­რა­დღ­ებო ბავ­შ­ვი ხართ. რას აკ­ე­თებთ ახ­ლა? ისე გაწ­ითლებ­ულხართ, ეჭ­ვი არ არის, რა­მე სი­სა­ძაგ­ლეს ჩაი­დენდით. რის­თ­ვის გა­ა­ღ­ეთ სა­რკ­მელი?
პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ დამ­ჭირდა, რად­გან ბე­სი ისე ჩქარ­ობდა, რომ ჩე­მი ახ­სნა-­გან­მარ­ტების მო­სას­მე­ნად არ ეცა­ლა. მან პირ­სა­ბან­თან მი­მიყ­ვა­ნა და ხელ-პი­რის ბა­ნა და­მიწყო. სა­პონს ისე მის­ვამ­და, ვატყობ­დი, სრუ­ლი­ად არ ვებ­რა­ლებოდი და არც დრო ჰქონ­და, ფრთხი­ლად მომ­ქ­ცეო­და. უხე­ში პირ­სა­ხო­ცით სა­ხე სას­წრაფოდ შემ­იმშრა­ლა; თმა მა­გარი ჯაგ­რი­სით დამ­ვარც­ხნა; წინ­სა­ფარი შემ­ომაძრო; გა­რეთ გამ­იყვა­ნა; კი­ბის ბა­ქან­ზე და­მა­ყე­ნა და მიბ­რ­ძა­ნა, ჩავ­სულიყავი სას­ტუმ­რო ოთახ­ში, სა­დაც მიც­დიდ­ნენ.

ძალ­იან მინ­დო­და, მე­კი­თხა, თუ ვინ მელ­ოდა, ან მი­სის რი­დი იქ იყო თუ არა, მაგ­რამ ვერ მო­ვას­წარი. ბე­სი მაშ­ინვე წავ­იდა და სა­ბავშვო ოთა­ხის კა­რიც მო­ხუ­რა. ნელ­-ნე­ლა ჩავ­დი­ო­დი კი­ბე­ზე. და­ახ­ლოებით სა­მი თვე გავ­იდა მას შემ­დეგ, რაც მი­სის რი­დის ბრძა­ნებით, სა­ბავშვო ოთახ­იდან ფე­ხი არ გამ­ომიდგამს და სა­საუ­ზმე, სა­სადილო და სას­ტუმ­რო ოთა­ხებს ახ­ლოსაც არ გა­ვკ­ა­რებ­ივარ, იქ შეს­ვლას ში­შით ვერ ვბე­დავდი.
და, აი, ახ­ლა, დამ­ფრთხალი და აცახ­ცა­ხებული ვი­დე­ქი სა­სადილო ოთა­ხის კარ­თან, ცარ­იელ დარ­ბაზში. რა საც­ოდავ და მხდალ არ­სე­ბად მაქ­ცია იმ უსა­მართლო მოპყ­რო­ბამ მა­შინ. ში­შის­გან დაბ­ნეულს, ვე­ღ­არც სა­ბავშვო ოთახ­ში დაბ­რუნე­ბა მო­მე­ხერ­ხებ­ინა და ვერც სას­ტუმ­რო ოთახ­ში შეს­ვლა. და­ახ­ლოებით ათი წუ­თი გავ­იდა ამ მღ­ელ­ვა­რე­ბა­სა და ყოყ­მან­ში. ზა­რის მკ­ვეთ­რმა ხმამ გა­და­მად­გმევ­ინა გა­დამ­წყვეტი ნა­ბი­ჯი; უნ­და შევ­სულიყავი.

- ნე­ტა, ვის უნ­და ჩე­მი ნახ­ვა? - ვე­კი­თხებოდი ჩემს თავს. კა­რის მა­გარ სა­ხელურს ორი­ვე ხე­ლი მოვ­კი­დე. ვცდი­ლობ­დი, გა­მე­ღო, მაგ­რამ ვერ ვი­მორ­ჩი­ლებ­დი. ნე­ტა, ვის ვნა­ხავ იქ მი­სის რი­დის გარ­და, ქალს თუ მა­მა­კ­აცს? სა­ხელური გა­და­ვატ­რია­ლე, კა­რი გა­იღო, შე­ვედი და პირ­და­პირ იქ მყოფ­თა­კ­ენ გა­ვე­მარ­თე. რე­ვე­რანსით მი­ვე­სალ­მე და მხო­ლოდ მა­შინ ავ­იხე­დე მა­ღ­ლა. ჩემ წინ რა­ღ­აც შა­ვი ბო­ძი აღ­მართულიყო. ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, პირ­ვე­ლი შე­ხედვით ასე­თი მო­მეჩ­ვე­ნა ეს მა­ღ­ალი, გამ­ხდარი, წელ­ში გა­მართული და შა­ვებში გა­მოწყო­ბი­ლი მა­მა­კ­აცი, რო­მე­ლიც ბუხ­რის წინ, ნოხ­ზე იდ­გა. მის აყ­ლაყ­უდა ტანს ზო­მა­ზე მე­ტად დი­დი თა­ვი კაპ­იტელივით ედ­გა და მო­ღუ­შუ­ლი სა­ხეც ქვის­გან გამ­ოკ­ვეთილ ნიღ­აბს მი­უ­გავ­და.

მი­სის რიდ­მა, რო­მე­ლიც თა­ვის ჩვე­ულ ად­გილას, ცეცხ­ლის პი­რას იჯ­და, მან­იშნა, მი­ვახ­ლოებოდი. მეც და­ვემ­ორჩილე და მან, ამ თით­ქოს გაქ­ვა­ვებული უც­ნო­ბის წი­ნა­შე, შემ­დეგი სიტყ­ვე­ბით წარ­მად­გინა:
- აი, ის პა­ტა­რა გო­გო­ნა, ვის გა­მოც შე­გაწ­უხეთ.
კაც­მა, თურ­მე ის ცოცხა­ლი ადამ­იანი ყო­ფი­ლა, თა­ვი ჩე­მკ­ენ ნელ­-ნე­ლა მო­აბ­რუნა, თა­ვი­სი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ჭრო­ღა თვა­ლებით, რომ­ლე­ბიც ხშირ­სა და გა­ბურ­ძ­გ­ნილ წარ­ბების ქვეშ უკ­ია­ფებ­და, ამათ­ვალ­იერ­-ჩა­მათ­ვალ­იე­რა და შემ­დეგ მე­დი­დუ­რი იერ­ითა და ბო­ხი ხმით იკი­თხა:
- რამ­დენი წლი­სა­ა? ტა­ნად ძალ­იან პა­ტა­რა­ა.
- ათის.
- გა­ნა ამ­დენის იქ­ნე­ბა? - ეჭ­ვით იკი­თხა მან, რამ­დენ­იმე ხანს და­კვ­ირვებით მიმ­ზერ­და, მე­რე კი მკი­თხა:
- რა გქვია, პა­ტა­რა გო­გო­ნა?
- ჯე­ინ ეარი, სერ.
ამ სიტყ­ვე­ბის წარ­მოთქმისთა­ნა­ვე მა­ღ­ლა ავ­იხე­დე. რად­გან თვი­თონ მე­ტად პა­წაწ­ინა ვი­ყა­ვი, ის ძალ­იან მა­ღ­ალი მეჩ­ვე­ნა. ისიც შე­ვამ­ჩნიე, რომ სა­ხის ნა­კვ­თები ზო­მა­ზე დი­დი ჰქონ­და და რო­გორც სა­ხე, ისე მთე­ლი მი­სი აღ­ნაგ­ობა მხო­ლოდ სიმკ­აც­რე­სა და მედ­იდურობას გამ­ოხა­ტავ­და.
- კე­თი­ლი, ჯე­ინ ეარ, შენ კარ­გი გო­გო­ნა ხარ?
შეუ­ძლე­ბელი იყო ამ კი­თხვა­ზე და­დებითი პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რო­დე­საც ჩემ გარ­შემო მყოფთ ჩემ­ზე მხო­ლოდ საწ­ინა­ა­ღმ­დეგო აზ­რი უტ­რია­ლებ­დათ თავ­ში. ჩუ­მად ვი­დე­ქი. ჩემ მაგ­იერ მი­სის რიდ­მა უპას­უხა. მან თა­ვი მრა­ვალ­მნიშვნელ­ოვნად გაი­ქნია და სწრა­ფად დაუ­მა­ტა:
- მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტ, ამ სა­კი­თხზე რაც უფ­რო ცო­ტას ვი­ლა­პა­რა­კ­ებთ, მით უკ­ე­თეს­ია.
- ძალ­იან ვწუხ­ვარ, რომ ასე­თი რამ მეს­მის. საჭ­იროა, თვით მას ვე­საუბრო, - ამ სიტყ­ვე­ბით ის დაი­ხა­რა და მი­სის რი­დის მო­პირ­დაპ­ირედ, სა­ვარ­ძელში ჩაჯ­და.
- მო­მი­ახ­ლოვ­დი, - მითხ­რა მან.
ნო­ხისკ­ენ რამ­დენ­იმე ნა­ბი­ჯი გა­დავდგი. მან სწო­რედ თა­ვის წინ და­მა­ყე­ნა და ახ­ლა სრუ­ლი­ად გა­რკ­ვევით ვხე­დავდი მას. ღმერ­თო ჩე­მო, რა სა­ხე ჰქონ­და! რა დი­დი ცხვი­რი, რა საშ­ინელი პი­რი და წინ წამ­ოწეული, მსხვი­ლი კბ­ილები!
- ამ­ქვეყ­ნად გაუ­გონარ ბავ­შვზე ცუ­დი არა­ფერ­ია, - და­იწყო მან, - გან­სა­კუ­თრებით, პა­ტა­რა ურ­ჩი გო­გო­ნე­ბი არ მიყ­ვარს. იცი თუ არა, სად მი­დი­ან ბო­რო­ტი ბავ­შვები სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ?
- ჯო­ჯო­ხეთ­ში, - იყო ჩე­მი გა­ზეპ­ირებული და მარ­თლმორწმუნე პა­სუ­ხი.
- იცი თუ არა, რა არის ჯო­ჯო­ხე­თი?
- ის ცეცხ­ლით სავ­სე ორ­მოა.
- გინ­და, მე­რე, იმ ორ­მო­ში მოხ­ვედ­რა და იქ სამ­უდამო ტან­ჯვა-­წა­მე­ბა?
- არა, სერ.
- მაშ, რა უნ­და ქნა, რომ საფ­რთხე თავ­იდან აიცი­ლო?
ცო­ტა ხანს შევ­ჩერდი, მაგ­რამ, რო­დე­საც მო­ვი­ფიქ­რე, რა უნ­და მე­პას­უხა, პა­სუ­ხი არა­სას­იამოვნო აღმ­ოჩნდა მის­თ­ვის.
- კარ­გად უნ­და ვი­ყო და ვე­ცადო, არ მოვკვ­დე.
- კარ­გი, მაგ­რამ რო­გორ შეი­ნარ­ჩუნებ ჯან­მრთელ­ობას? შენ­ზე უფ­რო პა­ტა­რებიც იხო­ცებ­იან ყო­ველ­დღ­ე. ორი თუ სა­მი დღ­ე­ა, რაც ხუ­თი წლის მშვენ­იერი ბავ­შ­ვი და­ვა­საფ­ლა­ვეთ, მი­სი სუ­ლი ახ­ლა ზე­ცაშ­ია. შენ კი ისე­თი ყო­ფილ­ხარ, ვში­შობ, შე­ნი სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ შენ­ზე ასეთ რა­მეს არ იტყ­ვი­ან.
ძა­ლა არ შემ­წევ­და, მი­სი აზ­რი გა­მე­ქარ­წყლებ­ინა. მე მხო­ლოდ ნოხ­ზე გა­შო­ტილ მის დიდ ფე­ხებს დავ­ხე­დე და ამ­ოვიოხრე. მხო­ლოდ ერთს ვნატ­რობ­დი: გავ­ც­ლო­დი იქაუ­რობას და, რაც შეი­ძლე­ბა, შორს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მათ­გან.
- ვფიქ­რობ, ეს ოხ­ვ­რა გუ­ლი­დან აღმ­ოგხდა. ალ­ბათ, ნა­ნობ, რომ ასეთ კეთ­ილისმყოფელს ამ­დენი უსი­ამ­ოვნე­ბა მია­ყე­ნე.
"კ­ეთ­ილისმყოფე­ლი! კეთ­ილისმყოფელი! - ვი­მეო­რებდი ჩემ­თ­ვის გულ­­ში. - ისი­ნი, ყვე­ლა, მი­სის რიდს კეთ­ილისმყოფელს ეძახ­იან. თუ ეს მარ­თლაც ასე­ა, მა­შინ სიტყ­ვა კეთ­ილისმყოფელ­ზე საშ­ინელი რა უნ­და იყოს?"
- ლო­ცუ­ლობ დი­ლა-­სა­ღ­ამოს? - კვ­ლავ და­მიწყო გამ­ოკი­თხვა.
- დი­ახ, სერ.
- ბიბ­ლი­ას კითხუ­ლობ?
- ხან­და­ხან.
- სი­ამ­ოვნებით კითხუ­ლობ? გიყ­ვარს თუ არა?
- მე მიყ­ვარს წიგ­ნე­ბი, სა­დაც გად­მოცემ­ულია ქვეყ­ნიე­რების წარ­მოშობისა და და­სასრულის მაუ­წყე­ბელი ამ­ბები: ახა­ლი აღთ­ქმა, სამ­უელ­ისა და დან­იელის წიგ­ნე­ბი; აღ­თ­ქ­მის მეო­რე წიგ­ნი, სა­დაც მოთხ­რო­ბი­ლია ეგ­ვიპტიდან ებ­რა­ელ­თა წა­მოს­ვ­ლის ამ­ბავი. დი­დი ინ­ტე­რესით ვკითხუ­ლობ ად­გილებს მე­ფე­ების ცხოვ­რებ­იდან. ამას­თა­ნა­ვე, იობი­სა და იოა­ნეს თავ­გა­და­სა­ვალ­საც.
- ფსალ­მუნებ­საც კითხუ­ლობ, არა? იმე­დი მაქვს, მოგ­წონს ისი­ნი.
- არა, სერ.
- არა? ოჰ, რა თავ­ზარ­დამ­ცემი ამ­ბავ­ია. მე მყავს შენ­ზე პა­ტა­რა ბი­ჭი და მან უკ­ვე ექ­ვ­სი ფსალ­მუ­ნი იცის ზეპ­ირად. რო­დე­საც მას ეკი­თხებ­იან, თუ რა ურ­ჩევ­ნია, თაფ­ლისკ­ვერი თუ ფსალ­მუ­ნის სწავ­ლა, ის პა­სუ­ხობს: ოჰ, რა­სა­კვ­ირველ­ია, ფსალ­მუ­ნიო. ან­გელ­ოზები ხომ ფსალ­მუნებს გალ­ობენ და მეც მსურს პა­ტა­რა ან­გელოზი ვი­ყო აქ, დე­დამ­იწა­ზეო. და რად­გან ის ასე­თი ღვ­თისმოყვა­რე­ა, ერ­თი კვე­რის ნაც­ვლად ორს იღ­ებს.
- ფსალ­მუნები საი­ნტე­რესო არ არის, - წარ­მოვ­თ­ქ­ვი მე.
- ეს ამ­ტკი­ცებს, რომ შენ ბო­რო­ტი გუ­ლი გაქვს. ღმერთს უნ­და შე­ე­ვედრო, ეგ შე­ნი ქვის გუ­ლი ახა­ლი, წმინ­და, ადამ­იანური გუ­ლით შეგ­იცვალოს.
ვაპ­ირებდი მე­კი­თხა, თუ რო­გორ უნ­და ჩა­ე­ტა­რებ­ინა ღმერთს ეს ოპე­რაც­ია, რომ მი­სის რი­დი ჩა­ერ­ია საუ­ბარში და მიბ­რ­ძა­ნა, დავ­მჯდარ­იყავი, თვი­თონ კი მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერ­სტთან საუ­ბარი გა­ნაგრძო.

- მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტ, ამ სა­მი კვი­რის წინ ჩე­მი წე­რი­ლით, თუ არ ვცდე­ბი, გაც­ნობეთ, რომ ამ პა­ტა­რა გო­გო­ნას არა აქვს ისე­თი ქცე­ვები და ხას­იათი, რო­გო­რიც მინ­დო­და, ჰქო­ნო­და. მი­იღ­ებთ თუ არა ლო­ვუ­დის სას­წავ­ლე­ბელში, მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ მას­წავ­ლებ­ლებ­სა და ზე­დამ­ხედ­ველს გა­აფ­რთხილებთ, რაც შეი­ძლე­ბა მკ­აც­რად ადევ­ნონ თვა­ლი. რაც მთა­ვარ­ია, აღმ­ოფხვრან მი­სი ყვე­ლა­ზე ცუ­დი თვი­სე­ბა - მიდ­რე­კი­ლე­ბა სიც­რუ­ი­სად­მი. მე ამას შე­ნი თან­დას­წრებით იმი­ტომ ვამ­ბობ, ჯე­ინ, რომ ერ­თხე­ლაც კი არ გა­ბედო მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტის მოტყუე­ბა.
ახ­ლა უკ­ვე სა­კვ­ირველი არ არის, თუ რა­ტომ მძულ­და მი­სის რი­დი და მეშ­ინოდა მი­სი. მას თით­ქ­მის სულ­სა და გულ­ში ჰქონ­და გამ­ჯდარი, რომ ცუ­დად მომ­ქ­ცეო­და. მის სი­ახ­ლოვეს არას­ოდეს მიგ­რ­ძ­ნია თა­ვი ბედ­ნიე­რად. თუმ­ცა ყო­ველ ღო­ნეს ვხმა­რობ­დი, მეს­იამ­ოვნებ­ინა მის­თ­ვის და დამ­ჯერი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ, რაც უნ­და გა­მე­კ­ე­თებ­ინა, ყვე­ლა ჩე­მი ცდა ამაო იყო. აი, ახ­ლაც ამ უსა­მართლო ბრალ­დე­ბამ ვიღ­აც უც­ნო­ბის წი­ნა­შე გუ­ლი გამ­იგმირა. ძალ­იან ბუნ­დოვ­ნად, მაგ­რამ მა­ინც ვხვდე­ბო­დი, მი­სის რიდს უნ­დო­და, უმ­ცი­რე­სი იმე­დის გაქ­რო­ბით მოე­წამ­ლა ის ახა­ლი ცხოვ­რე­ბაც, რო­მელ­საც ახ­ლა თვი­თონ მთა­ვაზ­ობდა. სიტყ­ვე­ბით ვერ გად­მომე­ცა, თო­რემ ძალ­იან კარ­გად ვგრძნობ­დი, რომ ის ჩე­მი მო­მა­ვალი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე სი­ძულ­ვი­ლი­სა და ბო­რო­ტე­ბის მეტს არა­ფერს თე­სავ­და. მე თვი­თონ შე­ვამ­ჩნიე, რო­გორ უცებ გამ­ოვიცვა­ლე მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტის თვალ­ში, გა­დავ­იქეცი ეშ­მაკ და გაი­ძვე­რა ბავ­შვად, მაგ­რამ რით უნ­და გა­მე­მარ­თლებ­ინა თა­ვი?
"ა­რაფრით", - ვფიქ­რობ­დი და თავს ვებ­რ­ძო­დი, რომ ქვი­თი­ნი ჩა­მეხშო.

მწუ­ხა­რებ­ისგან თვალ­ზე ჩამ­ონა­დენი რამ­დენ­იმე ცრემ­ლი სწრა­ფად მო­ვიწ­მინ­დე.
- თვალ­თმაქ­ცობა მარ­თლაც საშ­ინელი და­ნა­შაუ­ლია ბავ­შ­ვის­თ­ვის, - წარ­მოთქვა მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერ­სტმა, - ის არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა სიც­რუ­ის­გან. ყვე­ლა მატ­ყუა­რა ბავ­შ­ვი შე­სა­ფერის სას­ჯელს მი­იღ­ებს. ასე­თი ბავ­შვები ალ­მოდებულ და გო­გირ­დით ახ­რჩოლებულ ტბა­ში მოხ­ვ­დებ­იან. მი­სის რიდ, დამ­შვიდებული ბრძან­დებ­ოდეთ, მე მო­ვე­ლა­პა­რა­კ­ები მის ტემ­პლსა და მას­წავ­ლებ­ლებს. ისი­ნი მკ­აცრ მეთ­ვალ­ყურეო­ბას გაუ­წე­ვენ მას.

- მე მინ­და, ის ისე აღი­ზარდოს, რო­გორც მის მო­მა­ვალს შე­ე­ფე­რე­ბა, - გა­ნაგრძო ჩემ­მა კეთ­ილისმყოფელ­მა, - გახ­დეს დამ­ჯერი, თავ­მდა­ბალი და საზ­ოგად­ოებისთვის სა­სარ­გებლო ადამ­იანი. ხო­ლო, რაც შე­ე­ხე­ბა არ­და­დე­გებს, თქვე­ნი ნე­ბართვით, მინ­და მუ­დამ ლო­ვუდ­ში გა­ა­ტაროს.
- თქვე­ნი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა სრუ­ლი­ად გო­ნივ­რუ­ლია, ქალ­ბატონო, - უპას­უხა ბროკ­ლე­ჰერ­სტმა. - თავ­მდაბ­ლობა ყო­ველ ქრის­ტი­ანს აკ­ეთ­ილშობილებს, გან­სა­კუ­თრებით, ეს ლო­ვუ­დის აღ­საზ­რდე­ლებს მო­ეთ­ხოვე­ბათ და ამ­იტომაც ვცდი­ლობ, მის და­ნერ­გვას ბავ­შვებში დი­დი ყუ­რა­დღ­ე­ბა ექ­ცეო­დეს. დაწ­ვრილებით შევ­ისწავ­ლე სა­უკ­ე­თესო ხერ­ხები ფუ­ჭი სია­მაყის აღმ­ოსაფ­ხვრე­ლად და მხო­ლოდ ამ დღ­ე­ებში დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ჩემ­მა ცდამ სას­ურველი შე­დეგი გამ­ოიღო. ჩე­მი უმ­ც­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ავ­გუსტა, დე­დას­თან ერ­თად მო­ვი­და სას­წავ­ლებლის და­სათ­ვალ­იე­რებ­ლად და, დაბ­რუნდა თუ არა შინ, აღ­ტა­ცებით მითხ­რა: ოჰ, ჩე­მო საყ­ვა­რელო მამ­იკო, რო­გო­რი მორ­ჩილ­ნი და უბ­რა­ლო­ნი არ­იან ლო­ვუ­დის აღ­საზ­რდე­ლები! უკ­ან გა­და­ვარცხნილი, ყუ­რებ­ზე გა­და­წეული თმით, გრძე­ლი წინ­საფ­რებით, ტან­საცმლის ზე­მოთ გად­მოკი­დებული პა­ტა­რა ტი­ლოს ჩან­თებით, ისი­ნი მთლად ღა­რი­ბი ხალ­ხის შვი­ლებს დამ­სგავ­სებ­იან. ჩემ­სა და დე­და­ჩემის კა­ბებს ისე ათ­ვალ­იე­რებ­დნენ, თით­ქოს მა­ნამ­დე არას­ოდეს ენა­ხოთ აბ­რეშუმის ტან­საც­მელი.

- საქ­მის ამ­გვა­რად წარ­მარ­თვაში სრუ­ლი­ად გე­თან­ხმებით, - უპას­უხა მი­სის რიდ­მა. - მთე­ლი ინ­გ­ლი­სი რომ შემ­ომევლო, ვერ­სად ვნა­ხავდი ისე­თი სის­ტე­მით აგე­ბულ სას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც ასე შე­სა­ფერისი იქ­ნებ­ოდა ჯე­ინ ეარის მსგავ­სი ბავ­შვების აღ­საზ­რდე­ლად. სიმ­ტ­კი­ცე, ჩე­მო ძვირ­ფა­სო მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტ! მე მხარს ვუ­ჭერ სიმ­ტ­კი­ცეს ყო­ველ­თ­ვის.
- დი­ახ, ქალ­ბატონო, ქრის­ტი­ა­ნის უპირ­ვე­ლესი მო­ვა­ლეო­ბა სიმ­ტ­კი­ცე­ა. ეს ყვე­ლა­ფერში იგ­რ­ძ­ნო­ბა, რაც კი ლო­ვუ­დის სას­წავ­ლე­ბელ­თან არის და­კ­ავ­შირებული: ღა­რი­ბუ­ლი საჭ­მელი, სა­და ტან­საც­მელი, ასეთ­ივე უბ­რა­ლო მოწყო­ბი­ლო­ბა, მუ­ყა­ი­თი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ჩვე­ვების გამ­ომუშა­ვე­ბა. აი, ლო­ვუ­დი­სა და მი­სი ბი­ნად­რების ყო­ველ­დღიური ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი.

თამარ მაღრაძისა და ზეინაბ ხახანაშვილის თარგმანი

რომანი იდება ყოველდღე

წაიკითხეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93