ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი III)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი III)
უიმე­დო ადა­მი­ა­ნის რამ­დე­ნი­მე ტი­პი არ­სე­ბობს - უიმე­დოდ გულ­ჩათხ­რო­ბილ­ნი, უიმე­დოდ გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ნი და უიმე­დოდ იმე­დი­ა­ნე­ბი.
მა­ი­კო ამ უკა­ნას­კ­ნელს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და. რა­ღა­ცის იმედს და­კარ­გავ­და და მა­ინც იმე­დი ჰქონ­და, რომ ის რა­ღაც გა­მო­უ­ვი­დო­და. ახ­ლაც იდ­გა ფან­ჯა­რას­თან თა­ვი­სი რი­გის მო­ლო­დინ­ში და იმე­დოვ­ნებ­და, რომ ლე­ო­ნი აუცი­ლებ­ლად გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი ჩაქ­ნე­უ­ლი ჰქონ­და.
ამ დროს გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გის გვერ­დი­თა კა­ბი­ნე­ტი­დან წელ­ში ოთხად მოხ­რი­ლი პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ვი­და. მა­მა­კა­ცი იყო, სა­შუ­ა­ლო ასა­კის. სა­ხე ისე გაჰ­ყ­ვით­ლე­ბო­და, აშ­კა­რად ჩან­და, დი­დი დღე არ ეწე­რა. გვერ­დით ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი მოჰ­ყ­ვე­ბო­და -
ალ­ბათ ცო­ლი. გუ­ლი მო­ე­წუ­რა. მა­საც ეს დღე ელის, თა­ნაც ძა­ლი­ან მა­ლე.
გა­აჟ­რ­ჟო­ლა. უეც­რად ზურგს უკან სა­სი­ა­მოვ­ნო ხმა მო­ეს­მა:
- მე მე­ლო­დე­ბით?
იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო უცხო ხმის გა­გო­ნე­ბა, რომ შეკ­რ­თა და სწრა­ფად შე­მობ­რუნ­და.
მის წინ ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბის ერ­თობ სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი იდ­გა, და­ახ­ლო­ე­ბით მი­სი ასა­კის. თეთ­რი ხა­ლა­თი, შა­ბი­ამ­ნის­ფე­რი შარ­ვა­ლი და ამა­ვე ფე­რის ჩა­ჩი ეხუ­რა. მოს­წონ­და მა­ი­კოს თა­ნა­მედ­რო­ვე ექი­მე­ბის ფორ­მა. მით უფ­რო, თუ ექი­მი სიმ­პა­თი­უ­რი იყო. ასე­თებს ფორ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უხ­დე­ბო­დათ.
- ბა­ტო­ნი თე­მუ­რი ბრძან­დე­ბით?
- დ... დი­ახ, - ექიმს, რა­ტომ­ღაც, ენა და­ე­ბა.
- დი­ახ, თქვენ გე­ლო­დე­ბო­დით.
- მობ­რ­ძან­დით, - მა­მა­კაც­მა გა­სა­ღე­ბი საკ­ლი­ტულ­ში შე­არ­ჭო და გა­დას­წია, მაგ­რამ კა­რის გა­ღე­ბა ვერ შეძ­ლო. კარ­გა ხანს ეჯაჯ­გუ­რა, სა­ხე­ლურს ხან აქეთ გად­მო­ატ­რი­ა­ლებ­და, ხან იქით და ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, მო­ა­ხერ­ხა.
- ვე­რა და ვერ შე­ვა­კე­თე­ბი­ნე ეს სა­კე­ტი. უკაც­რა­ვად, ბო­დიშს გიხ­დით, - ექი­მი თა­ვის მარ­თ­ლე­ბას მოჰ­ყ­ვა.
- არა უშავს, ხდე­ბა ხოლ­მე, - გა­ი­ღი­მა მა­ი­ამ და ექიმს კა­ბი­ნეტ­ში ფეხ­და­ფეხ შეჰ­ყ­ვა.
- დაბ­რ­ძან­დით, - შავ­ტყავ­გა­დაკ­რულ სკამ­ზე მი­უ­თი­თა თე­მურ­მა, თვი­თონ სა­მუ­შაო მა­გი­დას მი­უჯ­და და მბრუ­ნავ სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ეშ­ვა.
მა­ი­ამ ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ი­ხე­და. თვალ­ში მოხ­ვ­და კა­რა­და­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ყვა­ვი­ლე­ბი და სან­თ­ლის­გან ჩა­მოს­ხ­მუ­ლი ხი­ლი, რო­მე­ლიც ვა­ზა­ში ეყა­რა. სხვა ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ექი­მის კა­ბი­ნეტს მო­გა­გო­ნებ­დათ, თა­ვი­სი ორ­გა­ნო­ებ­და­ხა­ტუ­ლი პლა­კა­ტე­ბით და ჰი­პოკ­რა­ტეს ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი ფი­ცით, სა­ქა­ღალ­დე­ე­ბი­თა და სა­მე­დი­ცი­ნო ხა­სი­ა­თის წიგ­ნე­ბით.
ერ­თხანს სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. მა­ი­კო ექი­მის შე­კითხ­ვას ელო­დე­ბო­და, ექი­მი - მის ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბას.
ბო­ლოს თე­მურ­მა ჩა­ახ­ვე­ლა.
- გის­მენთ, რა გვა­წუ­ხებს? - და ლა­მა­ზი, გრძე­ლი თლი­ლი თი­თე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ში ჩახ­ლარ­თა, თან თვალს არ აშო­რებ­და მა­ი­ას, თით­ქოს რა­ღა­ცის გახ­სე­ნე­ბას ცდი­ლობ­სო.
- ჩე­მი სა­ხე­ლია მაია...
- ვე­კუა... - და­ას­რუ­ლა ექიმ­მა და ქა­ლის გა­ო­ცე­ბულ სა­ხეს რომ შე­ხე­და, ღი­მი­ლით გა­აგ­რ­ძე­ლა, - მა­კო, მა­ი­კო, მა­კუ­ნა... ეგ­რე­ვე მივ­ხ­ვ­დი, რო­გორც კი შე­მოგ­ხე­დე. შე­ნი არა­ბუ­ნებ­რი­ვად ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რის თვა­ლე­ბი ძნე­ლია, და­ი­ვიწყო. ნუ­თუ ვერ მი­ცა­ნი? - გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე სა­ხე­ზე ოდ­ნავ წა­მო­წით­ლ­და და მე­ტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თ­ვის ჩა­ჩი მო­ი­ხა­და.
მო­მენ­ტა­ლუ­რად შე­ეც­ვა­ლა გა­რეგ­ნო­ბა, ჩა­ჩით უფ­რო სიმ­პა­თი­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ამის მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ თავ­ზე, წრი­უ­ლად, ღე­რი თმა არ შერ­ჩე­ნო­და, ნა­ხევ­რად გა­მე­ლო­ტე­ბუ­ლი­ყო.
- თე­მო, შენ ხარ? - მა­ი­კო­საც მო­ე­რია ღი­მი­ლი და თვა­ლე­ბი აუციმ­ციმ­და, - ღმერ­თო, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია! - მსწრაფლ წა­მოხ­ტა, მა­გი­დას შე­მო­უ­ა­რა და ფეხ­ზე წა­მომ­დ­გარ ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბარს გა­და­ეხ­ვია.
- მე ვარ, მე... ასე ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე? - თე­მუ­რი ზურ­გ­ზე ხელს უს­ვამ­და და სი­ა­მოვ­ნე­ბა­ჩაღ­ვ­რი­ლი ქა­ლის თმის სურ­ნელს ნე­ტა­რე­ბით ის­რუ­ტავ­და.
- იცი, რო­გორ ვი­ფიქ­რე, სა­ნამ მო­ვი­დო­დი, ეს კა­ცი სახ­ვა­ძე რომ აღ­მოჩ­ნ­დეს, რამ­დენს ვი­ცი­ნებ-მეთ­ქი, - მა­ი­კო მა­მა­კაცს მო­შორ­და და ახ­ლა შო­რი­დან შე­ათ­ვა­ლი­ე­რა.
- მე­რე? რა­ტომ არ იცი­ნი? - უხერ­ხუ­ლად მო­ის­ვა ექიმ­მა თავ­ზე ხე­ლი, - გა­მე­ლო­ტე­ბუ­ლია შე­ნი თე­მუ­რი.
- ეგ არა­ფე­რი, უნაკ­ლო არა­ვინ არ ვართ, - ხე­ლი ჩა­იქ­ნია მა­ი­კომ და თა­ვის ად­გილს და­უბ­რუნ­და, - ესე იგი, მა­ინც აიხ­დი­ნე ოც­ნე­ბა და ექი­მი გახ­დი, არა? ყო­ველ­თ­ვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იყა­ვი, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონ­და შენ­ში.
- ჰო, მაგ­რამ ჩე­მი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე მთა­ვარ რა­მე­ში ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე.
- რა­ში? კი­დევ დაგ­რ­ჩა რა­მე აუხ­დე­ნე­ლი? - მა­ი­კომ ხელ­ზე ხე­ლი და­ა­დო და ოდ­ნავ მო­უ­ჭი­რა.
- ჰო, შენ დამ­რ­ჩი გან­ზე, - კვლავ წა­მო­წით­ლ­და თე­მუ­რი და დაბ­ნე­უ­ლო­ბის და­სა­ფა­რა­ვად ჩაჩს წა­ე­ტა­ნა, რომ თავ­ზე და­ე­ხუ­რა.
- ისე, ქუ­დი უფ­რო გიხ­დე­ბა, ვიდ­რე უქუ­დო­ბა, - სი­ცი­ლი წას­კ­და მა­ი­ას.
- ჰო, ამი­ტო­მაც სულ მა­ხუ­რავს... მო­მი­ყე­ვი ახ­ლა, რო­გორ ხარ, რას საქ­მი­ა­ნობ, სა­ით ხარ... ჩემ­თან რა ქარ­მა გად­მო­გაგ­დო?
- რო­გორ ვარ და... ცუ­დად. რას ვსაქ­მი­ა­ნობ? ნუ, ვწერ... მწე­რა­ლი მქვია. თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ, მე­უღ­ლე გარ­და­მეც­ვა­ლა, ქვრი­ვი ვარ, მყავს ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი და ასე. შენ?
- მე? მე რა, მეც მყავს ცოლ-შვი­ლი. მე­უღ­ლე ექი­მია, აქ მუ­შა­ობს, ჩვენ­თან. ორი ბი­ჭი მყავს, დი­დე­ბი არი­ან უკ­ვე. სხვა რა ვი­ცი, - მა­მა­კაც­მა ხე­ლე­ბი გა­შა­ლა.
- ეს და­სავ­ლუ­რი სე­ნი შენც შე­გე­ყა­რა, არა?
- რა და­სავ­ლუ­რი სე­ნი?
- ექიმ კაცს აუცი­ლებ­ლად ექი­მი ცო­ლი უნ­და ჰყავ­დეს. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ასე იცი­ან. დე­დე­ბის გუ­ლის გა­სა­ხა­რად ექიმ კა­ცებს ექი­მი ქა­ლე­ბი მოჰ­ყავთ ცო­ლად.
- შენ ხომ იცი, რომ მე ასე­თი არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ.
- აბა, რა ვი­ცი? წე­სი­ე­რად ვერც მო­ვას­წა­რი შე­ნი გაც­ნო­ბა.
- მა­კუ­ნა, ნუ მაბ­რა­ზებ! - ხუმ­რო­ბა­ნა­რე­ვი ტო­ნით და­ტუქ­სა ექიმ­მა.
- ხო, კარ­გი, გე­ხუმ­რე. მი­ხა­რია შე­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბი. ლი­დია ექიმ­მა მომ­ცა შე­ნი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი, ძა­ლი­ან გა­ქო.
- ოოო, ლი­დია სა­უ­კე­თე­სო ექი­მია... და... ისა... - მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­იბ­ნა, - იმას­თან რა საქ­მე გქონ­და?
მა­ი­კოს ჩრდილ­მა გა­და­ურ­ბი­ნა სა­ხე­ზე, მო­ი­ქუფ­რა. გა­ღი­მე­ბა სცა­და, მაგ­რამ იმ­დე­ნი სევ­და გა­უ­რია ამ ღი­მილ­ში, მა­მა­კა­ცი მიხ­ვ­და, არც ისე კარ­გად იყო საქ­მე.
- მოკ­ლედ, სიმ­სივ­ნე მაქვს, თე­მო... ფილ­ტ­ვის... მე­ოთხე სტა­დია. გან­გე­ბამ იმ­დე­ნი ქნა, რომ პირ­და­პირ შენ­თან გად­მო­მაგ­დო. ერთ დროს შე­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ახ­ლა კი შე­ნი პა­ცი­ენ­ტი გავ­ხ­დე­ბი, - და ზედ­მე­ტად გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყებ­ლად რომ არ გა­მოს­ვ­ლო­და, პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით და­იჯღა­ნა, მე­რე კი და­ა­მა­ტა, - ხომ ხე­დავ, მა­ინც გეპ­რან­ჭე­ბი.
თე­მოს სა­ხე გა­უქ­ვავ­და. რამ­დე­ნი­მე წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალ­მო­უ­შო­რებ­ლად შეს­ც­ქე­რო­და ერთ დროს სა­თაყ­ვა­ნე­ბელ არ­სე­ბას და არ იცო­და, რა ეთ­ქ­ვა.
- ჰა, თქვი ახ­ლა რა­მე, თო­რემ და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია, - გა­ი­ხუმ­რა ქალ­მა.
- იცი, რა? - ამო­იხ­ვ­ნე­შა თე­მურ­მა და სა­ვარ­ძელ­ში შე­ირ­ხა, - ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს მო­ევ­ლე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. ჩვენ ერ­თად ვიბ­რ­ძო­ლებთ, გა­სა­გე­ბია? იქ­ნებ ისე სუ­ლაც არ არის საქ­მე, რო­გორც შენ გგო­ნია.
- მო­ი­ცა, მო­ი­ცა... არ გვინ­და ეს სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი შე­გო­ნე­ბე­ბი. მე ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა ვარ, უკ­ვე გა­ვი­აზ­რე, რაც მჭირს და სა­ერ­თოდ არ მე­ში­ნია. რაც არის, არის. მა­რა­დი­უ­ლი არა­ვი­ნაა ამ­ქ­ვეყ­ნად. უბ­რა­ლოდ, ჯერ არ მცა­ლია იმის­თ­ვის, რომ მოვ­კ­ვ­დე, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი დამ­რ­ჩა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, და­სამ­თავ­რე­ბე­ლი. ამა­ში უნ­და და­მეხ­მა­რო. ოღონდ ერ­თი პი­რო­ბით - ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას არ ჩა­ვი­ტა­რებ.
ექიმ­მა ჩა­ახ­ვე­ლა და იმ­წამს და­ხუ­რუ­ლი ჩა­ჩი კვლავ მო­იძ­რო. იქ­ვე, მა­გი­დის კი­დე­ში მი­აგ­დო და სა­ვარ­ძელ­ში ერ­თი ბრუ­ნი გა­ა­კე­თა.
- მაჩ­ვე­ნე შე­ნი გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბი, - დახ­შუ­ლი ხმით მი­მარ­თა მა­ი­კოს და ხე­ლი გა­ი­წო­და.
მა­ი­ამ ჩან­თი­დან კარ­გა მოზ­რ­დი­ლი სა­ქა­ღალ­დე ამო­ი­ღო და მე­გო­ბარს გა­უ­წო­და.
- ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი მაქვს, ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მოკ­ვ­ლე­ვა ჩა­ვი­ტა­რე. აი, აქაა ჩე­მი ავა­დო­ბე­ბის მთე­ლი ნუს­ხა, - ისევ გა­ხუმ­რე­ბა სცა­და.
თე­მომ სა­ქა­ღალ­დე გახ­ს­ნა და სა­თი­თა­ოდ შე­უდ­გა სა­ბუ­თე­ბის კითხ­ვა-შეს­წავ­ლას.
- სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი გა­მოთ­ქ­მე­ბი სენ­ტი­მენ­ტა­ლურ­მა ასაკ­მა იცის, - თქვა ექიმ­მა, რო­ცა გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას მორ­ჩა და სა­ქა­ღალ­დე და­ხუ­რა, - მაგ­რამ ქი­მი­ო­თე­რა­პია სენ­ტი­მენ­ტე­ბის გა­რე­შე უნ­და ჩა­ვი­ტა­როთ. გეს­მის?
- მეს­მის, მაგ­რამ არა. ამას არ ვი­ზამ.
- იზამ. თუ ჩემ­თან მოხ­ვე­დი, ისე უნ­და მო­იქ­ცე, რო­გორც მე ვიტყ­ვი. სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­ვა. დღე­ი­დან მე ვარ შე­ნი მიმ­თი­თე­ბე­ლი და არა­ნა­ირ პრო­ტესტს არ მი­ვი­ღებ. ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. სი­ტუ­ა­ცია რთუ­ლია, მაგ­რამ არა უიმე­დო. ვი­ცი, რაც უნ­და გა­ვა­კე­თო და მო­მე­ცი სა­შუ­ა­ლე­ბა, და­გეხ­მა­რო. ახ­ლა მა­ინც მო­მე­ცი ამის უფ­ლე­ბა.
- თე­მო...
- თე­მო არ ვი­ცი მე! ძლივს გი­პო­ვე. ამ­დე­ნი წე­ლი გე­ძებ­დი, სად არ გა­ვი­კითხე, ვის არ ვთხო­ვე, შე­ნი ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი გა­ე­გო და ვე­რა­ფერს გავ­ხ­დი. ახ­ლა შე­ნი ფე­ხით მოხ­ვე­დი, თა­ნაც დახ­მა­რე­ბა გჭირ­დე­ბა, რაც მე მარ­თ­ლა შე­მიძ­ლია და არ გინ­და ეს გა­მა­კე­თე­ბი­ნო? და­ი­ვიწყე! დღე­ი­დან სულ შენ გვერ­დით ვიქ­ნე­ბი. ერ­თად ვი­მუ­შა­ოთ და ერ­თად გა­მოვ­ძ­ვ­რეთ ამ ორომ­ტ­რი­ა­ლი­დან. გთხოვ!
მა­ი­კომ გუ­ლის მომ­კ­ვ­ლე­ლად ამო­ი­ოხ­რა და მა­მა­კაცს აწყ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი მზე­რა მი­აპყ­რო.
- რა­ტომ არ მოხ­ვე­დი მა­შინ, რომ შემ­პირ­დი? რა­ტომ მო­მატყუე? - ამ ორი შე­კითხ­ვით წარ­სულს გა­დას­წ­ვ­და.
- არ მო­მიტყუ­ე­ბი­ხარ. გი­გა გახ­სოვს? ქუ­თა­ი­სე­ლი. ის შემ­პირ­და, გა­მოგ­ყ­ვე­ბიო და ჯერ მას­თან ჩა­ვე­დი ქუ­თა­ის­ში, მაგ­რამ იქ ისე გა­მო­მათ­ვ­რეს, რომ არაფ­რის თა­ვი არ მქონ­და. მე­რე ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხეთ შენ­თან წა­მოს­ვ­ლა, შა­ბათ-კვი­რა თვალ­სა და ხელს შუა გაგ­ვე­პა­რა. სახ­ლ­ში რომ არ დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, ჩე­მე­ბი დარ­დით და­ი­ხო­ცე­ბოდ­ნენ. მე­ა­თე კლას­ში ვი­ყა­ვი და ხომ გეს­მის... ჯე­რაც ვერ ვგრძნობ­დი თავს და­მო­უ­კი­დებ­ლად.
- რა­მაც ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი შე­ი­წი­რა.
- ჰო. მე­რე გწერ­დი, შენ კი­დევ პა­სუხს არ მიბ­რუ­ნებ­დი. მივ­ხ­ვ­დი, რომ გა­მიბ­რაზ­დი, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გა­ვაწყობ­დი...
- ასე რომ, სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი გა­მოგ­ვი­ვი­და და ეგ იყო.
- ჰო, ეგ იყო, მაგ­რამ არ დამ­ვიწყე­ბი­ხარ. არას­დ­როს. დღემ­დე. სულ ვფიქ­რობ­დი შენ­ზე. არ იცი, რო­გორ გა­მა­ხა­რე.
- გა­გა­ხა­რე რო? ასე­თი ავად­მ­ყო­ფი გა­მო­გეცხა­დე და...
- მთა­ვა­რია, გა­მო­მეცხა­დე. შე­ნი შე­ხედ­ვა სი­ცოცხ­ლეს მი­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვებს, შე­ნი ხმის გა­გო­ნე­ბა სი­ხა­რულს მი­ბევ­რებს, შე­ნი სი­ცი­ლი კი ბედ­ნი­ე­რე­ბით მავ­სებს. მე­ტი არც არა­ფე­რი მინ­და.
- მეტს ვერც მე შეგ­პირ­დე­ბი, ესაა, რი­სი გა­ცე­მაც შე­მიძ­ლია, - გა­ი­ღი­მა მა­ი­კომ.
თე­მურ­მა თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და თა­ვი სი­ნა­ნუ­ლით გა­და­აქ­ნია.
- მწე­ვე­ლი ხარ?
- არა, ცხოვ­რე­ბა­ში არას­დ­როს მო­მი­წე­ვია, ასე რომ, ჩემს სენს სი­გა­რეტს ვერ და­ვაბ­რა­ლებ.
- გა­სა­გე­ბია. მა­შინ მკურ­ნა­ლო­ბას შე­ვუდ­გეთ.
- მო­მის­მი­ნე, თე­მო. ქი­მი­ო­თე­რა­პია მარ­თ­ლა არ მინ­და. გთხოვ. ამ ეტაპ­ზე რა­მე წამ­ლე­ბი გა­მო­მი­წე­რე. თუ უარე­სო­ბა იქ­ნე­ბა, მე­რე ვნა­ხოთ.
- თუ მხო­ლოდ წამ­ლებ­ზე ვიქ­ნე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლი, უარე­სო­ბა იქ­ნე­ბა. ამის გა­რან­ტი­ას მე გაძ­ლევ. ამი­ტომ...
- არა, ამ ეტაპ­ზე არა-მეთ­ქი, უკ­ვე გითხა­რი. - ხე­ლე­ბი გა­ა­სავ­სა­ვა მა­ი­ამ.
- ისევ ისე­თი ჯი­უ­ტი ხარ, რო­გო­რიც მახ­სოვ­ხარ. სი­ცოცხ­ლე არ გინ­და?
- მინ­და, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ით. დარ­ჩე­ნი­ლი დრო კი მე­ყო­ფა იმის­თ­ვის, რის­თ­ვი­საც სი­ცოცხ­ლე მინ­და, - ნიშ­ნის მო­გე­ბით უპა­სუ­ხა და კვლავ პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით და­იჯღა­ნა.
- მა­ინც მეპ­რან­ჭე­ბა, - გა­ი­ხუმ­რა თე­მურ­მა, - რო­გო­რი თავ­ნე­ბაა ეს გო­გო! - ამ სიტყ­ვე­ბით სა­ვარ­ძელ­ში წა­მო­ი­წია, მა­ი­კოს­კენ გად­მო­ი­ხა­რა და შუბ­ლ­ზე აკო­ცა, - შენ ყო­ველ­თ­ვის ჩე­მი პა­ტა­რა ბედ­ნი­ე­რე­ბა იყა­ვი, ლა­მა­ზი და ნა­თე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა.
- ვი­ცი, - ჩამ­წყ­და­რი ხმით მი­უ­გო ქალ­მა და თვა­ლე­ბი და­ხა­რა.
- კარ­გი, მა­შინ ახ­ლა მე შენ წამ­ლებს გა­მო­გი­წერ, ფას­დაკ­ლე­ბა­საც გა­გი­კე­თებ, რომ არ გა­ი­წე­წო და აი, ამ ერთ კო­ლოფს გა­ჩუ­ქებ ჩვე­ნი ძვე­ლი მე­გობ­რო­ბის ნიშ­ნად. - და უჯ­რი­დან მოზ­რ­დი­ლი ყუ­თით პრე­პა­რა­ტი ამო­ი­ღო.
- არ გინ­და. იმ­დენს ნუ იზამ, რომ და­ზა­რალ­დე. უფუ­ლო­ბას არ ვუ­ჩი­ვი, სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს.
- არ დავ­ზა­რალ­დე­ბი, შენ მა­გის დარ­დი ნუ გაქვს. აქ 50 აბია, ყო­ველ დი­ლით უზ­მო­ზე ორ-ორი უნ­და და­ლიო. 25 დღე გე­ყო­ფა. კი­დევ ორ თავ პრე­პა­რატს გა­მო­გი­წერ, ად­ვი­ლი სა­შოვ­ნე­ლია. და­გი­წერ, რა დო­ზით და რო­გორ უნ­და მი­ი­ღო. ეს ჩე­მი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია, ყო­ველდღე თუ არა, ყო­ველ მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კავ და მეტყ­ვი, რო­გორ იქ­ნე­ბი. ეს ერ­თი... მე­ო­რე... გა­დას­ხ­მე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვი­კე­თოთ.
- რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ვი­კე­თე.
- რამ­დე­ნი, ერ­თი?
- ჰო, ერ­თი.
- დამ­ცი­ნი? ერ­თი კი არა, კურ­სი უნ­და ჩა­ი­ტა­რო. ათი მა­ინც.
- ცხრა.
- ხო, კარ­გი, იყოს ცხრა, მაგ­რამ ხვალ­ვე უნ­და და­იწყო. სახ­ლ­ში გყავს ვინ­მე?
- არა, მარ­ტო ვარ. ჩე­მი გო­გო ჰო­ლან­დი­ა­შია, იქ მუ­შა­ობს.
- აბა, რა ვქნათ? ყო­ველ­დღე აქ სი­ა­რუ­ლი დამ­ღ­ლე­ლია, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე სუ­ლი­ე­რად. ჩემ­ზე კარ­გად ეს არა­ვინ იცის.
- მე­გო­ბარს ვთხოვ, ის გა­მი­კე­თებს.
- ექი­მია?
- არა, მაგ­რამ ეხერ­ხე­ბა ეგე­თე­ბი. ჩემს ქმარს ის უკე­თებ­და, რო­ცა ლო­გი­ნად იყო ჩა­ვარ­დ­ნი­ლი.
- რა სჭირ­და?
- გრძე­ლი ამ­ბა­ვია, არ მო­მა­ყო­ლო, - ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი შე­მო­ვა­კა­რი უცებ ჩე­მი ქმრის ბი­ოგ­რა­ფი­ას. არ მინ­დო­და სცოდ­ნო­და, ნი­კაც სიმ­სივ­ნით რომ გარ­და­იც­ვა­ლა.
- კარ­გი, ჩვენ ახ­ლა შენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას მივ­ხე­დოთ. ჯერ ახალ­გაზ­რ­და ხარ, მა­კო, მენ­დე, გთხოვ. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ შენ­თ­ვის, ხომ იცი?
მა­ი­კოს გა­ე­ცი­ნა.
- ძა­ლი­ან ბე­ბე­რი ვარ იმის­თ­ვის, რომ ახალ­გაზ­რ­და მერ­ქ­ვას, - და­ნა­ნე­ბით წარ­მოთ­ქ­ვა.
- მაგ­რამ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რ­და ხარ იმის­თ­ვის, რომ ბე­ბე­რი გერ­ქ­ვას, - შე­უტ­რი­ა­ლა თე­მომ და წა­მოდ­გა.
მა­ი­აც წა­მოდ­გა. ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ დად­გ­ნენ. ორ­ჯერ შე­ხე­და თე­მომ და ერ­თხელ გა­უ­ღი­მა.
- გინ­და, კი­ნო­ში წა­ვი­დეთ? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად შეს­თა­ვა­ზა მა­მა­კაც­მა.
- შე­ნი ცო­ლი არ იეჭ­ვი­ა­ნებს?
- კი, მაგ­რამ ვერ გა­ი­გებს, - ეშ­მა­კუ­რად გა­ი­ცი­ნა, - "შა­ვი გე­დი" ვნა­ხოთ, ძა­ლი­ან აქე­ბენ.
- ეს ჩემ­თ­ვის კრი­ტე­რი­უ­მი არ არის. ფან­ტას­ტი­კურ ფილ­მებ­საც აქე­ბენ, მაგ­რამ მე ვერ ვი­ტან.
- მა­შინ შენ თქვი, რა ვნა­ხოთ და...
- ჩემ­თ­ვის სუ­ლერ­თია. მთა­ვა­რია, შენ­თან ერ­თად ვი­ყო, ცო­ტა ხნით მა­ინც. ტკბილ ბავ­შ­ვო­ბას­თან და­მა­ახ­ლო­ებს.
- მა­შინ და­გი­რე­კავ, კარ­გი?
- კარ­გი. წა­ვე­დი ახ­ლა.
- მო­ი­ცა ცო­ტა ხანს. იყა­ვი, სად გეჩ­ქა­რე­ბა?
- არა, წა­ვალ. შენც საქ­მე გექ­ნე­ბა. წამ­ლებ­საც დრო­ზე ვი­ყი­დი, რომ არ გა­ვა­ჯან­ჯ­ლო.
- ჰო, - დახ­შუ­ლი ხმით და­ე­თან­ხ­მა, სა­ხე­ზე ხე­ლის­გუ­ლე­ბი რკა­ლი­ვით შე­მოს­დო და თვა­ლებ­ში ჩა­აც­ქერ­და.
მა­ი­კომ გა­უ­ღი­მა. თე­მო­მაც ღი­მი­ლით უპა­სუ­ხა, მე­რე შუბ­ლ­ზე ეამ­ბო­რა, რო­გორც პა­ტა­რა ბავშვს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­ე­ნატ­რათ...

თით­ქოს ფრთე­ბი შე­ეს­ხაო, ისე მიქ­რო­და ქუ­ჩა­ში. რამ­დე­ნი ხა­ნია, ასე არა­ფე­რი გა­ხა­რე­ბია. თან გუ­ლი უკ­ვ­დე­ბო­და, რომ მი­სი სიკ­ვ­დი­ლის მოწ­მე მა­ინ­ც­და­მა­ინც ბავ­შ­ვო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი უნ­და გამ­ხ­და­რი­ყო. "სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნის ხელ­ში მა­ინც დავ­ლევ სულს", - სიმ­წ­რით გა­ი­ფიქ­რა და ქუ­ჩა­ზე გა­და­ირ­ბი­ნა, აფ­თი­აქ­ში რომ შე­სუ­ლი­ყო.
წამ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნა თუ არა, გე­ზი ეკ­ლე­სი­ის­კენ აიღო. იშ­ვი­ა­თად და­დი­ო­და იქ. ბო­ლო დროს იმი­ტომ მო­უხ­ში­რა, რომ ნი­კას სა­ხელ­ზე პა­რაკ­ლი­სებს იხ­დი­და. ერ­თი ლოც­ვაც არ იცო­და ზე­პი­რად, "მა­მაო ჩვე­ნოს" მხო­ლოდ და­საწყი­სი და ზო­გი­ერ­თი ფრა­ზა ახ­სოვ­და... "რო­მე­ლი ხარ ცა­თა ში­ნა"... "მოგ­ვეც პუ­რი არ­სო­ბი­სა"... სა­მა­გი­ე­როდ, ათი მცნე­ბა იცო­და ზე­პი­რად და ცდი­ლობ­და, ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რად და­ეც­ვა. სან­თელს სახ­ლ­ში ან­თებ­და, ისიც მხო­ლოდ აღ­დ­გო­მა­სა და შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე. არა იმი­ტომ, რომ ღმერ­თის არ სწამ­და, უბ­რა­ლოდ, ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რებს არ ენ­დო­ბო­და. მღვდლე­ბის მი­მართ რწმე­ნა ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი. მით უფ­რო, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­განს ახ­ლოს იც­ნობ­და - ყო­ფილ ნარ­კო­მა­ნებს და კა­ცის მკვლე­ლებს, სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ ეკ­ლე­სი­ას რომ მი­ა­შუ­რეს.
ქაშ­ვეთ­ში შე­ვი­და. ყო­ველ­თ­ვის მოს­წონ­და ეკ­ლე­სი­ის სუ­ნი, სან­თ­ლის ნამ­წ­ვით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი და მრუ­მე ნა­თე­ლი, რო­მე­ლიც იქ შე­სულს ხვდე­ბო­და.

თავ­შა­ლი და­ი­ფა­რა, პირ­ჯ­ვა­რი გა­და­ი­სა­ხა და შე­ვი­და. აქ და­სად­გუ­რე­ბუ­ლი სი­ჩუ­მე სა­ო­ცარ სიმ­შ­ვი­დეს ანი­ჭებ­და. სან­თ­ლე­ბი იყი­და და ჯერ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის კუთხე­ში აან­თო, მე­რე სხვა ხა­ტებს და­უ­ა­რა. თან ან­თებ­და, თან პირ­ჯ­ვარს იწერ­და.
"მიშ­ვე­ლე, ღმერ­თო, უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ და­მა­ტო­ვე­ბი­ნე ეს ქვე­ყა­ნა", - ჩურ­ჩუ­ლებ­და თა­ვის­თ­ვის და თვალ­ზე მომ­დ­გარ ცრემლს გად­მოს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.
ამ დროს მის წინ მდგარ სა­სუ­ლი­ე­რო პირს მოჰ­კ­რა თვა­ლი. ჭა­ღა­რაწ­ვე­რი­ა­ნი, შა­ვა­ნა­ფო­რი­ა­ნი მღვდე­ლი თვალს არ აცი­ლებ­და. მა­ი­კოს ეგო­ნა, რა­ღა­ცას არას­წო­რად აკე­თებ­და, ამი­ტომ მზე­რა აარი­და ღვთის მსა­ხურს და სხვა კუთხე­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა.
- შენ მაია არ ხარ? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად მღვდე­ლი წინ აეს­ვე­ტა.
მა­ი­კოს უც­ნო­ბის თვა­ლე­ბი მა­შინ­ვე ეც­ნო. ჰო, ეს თვა­ლე­ბი ერთ დროს ძა­ლი­ან ხიბ­ლავ­და.
- გო­გა! - ჩუ­მი აღ­ტა­ცე­ბით წა­მო­ი­ძა­ხა და პირ­ზე ხე­ლი მი­ი­ფა­რა, ზედ­მე­ტად ხმა­მაღ­ლა ხომ არ ვიყ­ვი­რეო.
- ჩე­მი გო­გო! - მღვდელ­მა ხე­ლე­ბი გა­შა­ლა და ქა­ლი გულ­ზე მი­იკ­რა.
- დაგ­ლო­ცოს უფალ­მა, - მა­მა­კაც­მა ხე­ლი უშ­ვა მა­ი­ას და ჰა­ერ­ში პირ­ჯ­ვა­რი გა­დას­წე­რა.
- აქ რას აკე­თებ? - ჩურ­ჩუ­ლით ჰკითხა.
- ვმსა­ხუ­რობ. მა­მა გი­ორ­გი ვარ. შენ? რო­გორ ხარ? რამ­დე­ნი წე­ლია, არ მი­ნა­ხავ­ხარ.
- მე ვი­ფიქ­რე, სან­თელს და­ვან­თებ-მეთ­ქი...
- წა­მო, გა­რეთ გა­ვი­დეთ, - მა­მა­კა­ცი იდაყ­ვ­ში ჩა­აფ­რინ­და და კა­რის­კენ გა­ი­ტა­ცა.
ეზო­ში გა­ვიდ­ნენ.
- დღეს სი­უპ­რი­ზე­ბის დღე მაქვს, - გა­ი­ცი­ნა მა­ი­ამ, - დი­დი ხნის უნა­ხავ მე­გობ­რებს ვხვდე­ბი. აქ ნაღ­დად არ გე­ლო­დი. შენ და ეკ­ლე­სია? არ მჯე­რა.
გო­გა მი­სი წარ­სუ­ლის კი­დევ ერ­თი ფურ­ცე­ლი იყო. არა, მა­ი­კოს არ უყ­ვარ­და, მაგ­რამ გო­გა თავს არ ანე­ბებ­და. სულ კუდ­ში დას­დევ­და, მოს­ვე­ნე­ბას უკარ­გავ­და. მა­ი­ას კი არ სჯე­რო­და მი­სი, რად­გან მის­ნა­ი­რი მე­ო­რე მე­ქალ­თა­ნე არ ეგუ­ლე­ბო­და. ყო­ველ­დღე სხვა­დას­ხ­ვა გო­გოს­თან ხე­დავ­და, ხან ქუ­ჩა­ში მო­სე­ირ­ნეთ, ხან გო­გას სა­დარ­ბა­ზო­დან ერ­თად გა­მო­სულთ ან შე­სულთ... ხარ­ბი, ვნე­ბი­ა­ნი მზე­რა ჰქონ­და გო­გას, ქალს შე­ხე­დავ­და და თვა­ლე­ბით აშიშ­ვ­ლებ­და. სწო­რედ ეს არ მოს­წონ­და მა­ი­კოს მას­ში, სწო­რედ ამის ეში­ნო­და და გა­ურ­ბო­და. ამი­ტომ ახ­ლოს არ გა­ი­კა­რა. რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის ისე­თი და­ძა­ბუ­ლი იყო ამ შეხ­ვედ­რებ­ზე, ბო­ლომ­დე გახ­ს­ნა უჭირ­და, თა­ვი­სუფ­ლად ერ­თხე­ლაც არ უგ­რ­ძ­ნია თა­ვი.

ავტორი სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა ეპიზოდი

წყარო: gza.kvirispalitra.ge
ბეჭდვა
e87a93