ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი VI)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი VI)
ცო­ტა ხნით უხერ­ხუ­ლი დუ­მი­ლი ჩა­მო­ვარ­და. ბო­ლოს ისევ მა­ი­კომ მო­ი­საზ­რა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ჩე­ნი­ლი სტუ­მა­რი შინ შე­ი­პა­ტი­ჟა.
გო­ჩამ კე­პი მო­ი­ხა­და და ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ი­ხე­და. დაბ­ნე­უ­ლი ქა­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ვარ­და და ყა­ვის თა­და­რი­გი და­ი­ჭი­რა - ჩა­ი­და­ნი წყლით აავ­სო და გაზ­ქუ­რა­ზე შე­მოდ­გა.

- და­ჯე­ქი, ფეხ­ზე რა­ტომ დგა­ხარ? - სა­ვარ­ძ­ლის­კენ გა­იშ­ვი­რა მა­ი­ამ ხე­ლი.
- ეს შე­ნი ქმარ-შვი­ლია? - გო­ჩა კა­მოდ­ზე შე­მო­დე­ბულ სპი­ლენ­ძის­ფერ ჩარ­ჩოს მის­ჩე­რე­ბო­და, რომ­ლი­და­ნაც ნი­კა და თაია ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი იღი­მე­ბოდ­ნენ.
- ჰო. - ხმა და­უ­ნაღ­ვ­ლი­ან­და ქალს.
- უხერ­ხუ­ლი ხომ არაა, რომ შე­მო­ვე­დი, - გო­ჩა შე­იშ­მუშ­ნა.
- არა, არა. მე­უღ­ლე აღარ მყავს, გარ­დაც­ვ­ლი­ლია, ჩე­მი გო­გო კი­დევ საზღ­ვარ­გა­რე­თაა სა­მუ­შა­ოდ. ასე რომ, მარ­ტო ვცხოვ­რობ.
წა­მით თით­ქოს სი­ხა­რუ­ლის ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი გაკ­რ­თა მა­მა­კა­ცის თვა­ლებ­ში, მაგ­რამ მხო­ლოდ წა­მით და მა­შინ­ვე ჩაქ­რა, თუმ­ცა მა­ი­ას ამის შემ­ჩ­ნე­ვა არ გას­ჭირ­ვე­ბია. თა­ვი­სი ხუ­თი თი­თი­ვით იც­ნობ­და ამ კაცს და მის ხა­სი­ათს.
- შენ? რამ­დე­ნი შვი­ლი გყავს? - ღი­მი­ლით მი­ა­ჩერ­და გო­ჩას.
- არც ერ­თი, - დამ­ნა­შა­ვე­სავი­თ აიწუ­რა მხრე­ბი გო­ჩამ და სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და თუ არა, ფე­ხი ფეხ­ზე გა­და­ი­დო, კე­პი კი მუხ­ლის­თავს "და­ა­ხუ­რა".
- უი, რა­ტომ?
- უცო­ლო ვარ და იმი­ტომ.
მა­ი­კო გა­შეშ­და, ასეთ პა­სუხს არ მო­ე­ლო­და.
- და­შორ­დი? - ლა­მის ჩურ­ჩუ­ლით ჰკითხა.
- არა, არც არას­დ­როს შე­მირ­თავს.
- მატყუ­ებ... - არ და­ი­ჯე­რა.
- არ გატყუ­ებ, რა­ტომ უნ­და მო­გატყუო?
- რა ვი­ცი, მე სულ მატყუ­ებ­დი და... - გა­ე­ცი­ნა მა­ი­ას.
- ხომ ხვდე­ბი, რა­ტო­მაც. მინ­დო­და, ჩე­მი თა­ვი მა­გარ ბი­ჭად წარ­მო­მე­ჩი­ნა და უბ­რა­ლოდ, ვტრა­ბა­ხობ­დი.
- ვი­ცი, ვი­ცი.
- ახ­ლა კი ეს არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა, ასე რომ...
- რა­ტომ არ და­ო­ჯახ­დი?
გო­ჩას სა­ხე­ზე ჩრდილ­მა გა­და­ურ­ბი­ნა, წარ­ბე­ბი ოდ­ნავ შე­სამ­ჩ­ნე­ვად შე­ეჭ­მუხ­ნა, მე­რე ამო­იხ­ვ­ნე­შა და მო­გუ­დუ­ლი ხმით მი­უ­გო:
- შენ ვე­რა­ვინ შეგ­ც­ვა­ლა, სხვებს კი ვერ შე­ვე­გუე. აი, ამი­ტომ. - და მა­ი­კოს მზე­რა აარი­და.
სწო­რედ ამ დროს სამ­ზა­რე­უ­ლო­დან ჩა­იდ­ნის სტვე­ნის ხმა მო­ის­მა და მაია სას­წ­რა­ფოდ გა­ვარ­და. კი­დევ კარ­გი, დრო­ზე უშ­ვე­ლა ჩა­ი­დან­მა, თო­რემ გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი ალ­ბათ იქ­ვე ჩა­ი­კე­ცე­ბო­და.
ნუ­თუ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი კი­დევ არ­სე­ბო­ბენ? ერ­თი გიყ­ვარ­დეს, თა­ნაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და იგი სხვამ ვე­რა­ვინ ჩა­ა­ნაც­ვ­ლოს? გა­ნა არ­სე­ბობს ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი? თვი­თონ ხომ გათხოვ­და? ხომ იპო­ვა გო­ჩას შემ­ც­ვ­ლე­ლი? გა­ნა მას არ უყ­ვარ­და? იქ­ნებ ისე არ უყ­ვარ­და, რო­გორც უნ­და ჰყვა­რე­ბო­და? არა, სი­სუ­ლე­ლეა. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მაგ­რამ მა­შინ სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­იქ­ცე­ო­და. მარ­თა­ლია, გუ­ლი ატ­კი­ნა საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, სა­მა­გი­ე­როდ, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლი მო­ი­გო...
ფიქ­რე­ბით წარ­სულს გა­დას­წ­ვ­და, თან ყა­ვის მომ­ზა­დე­ბას შე­უდ­გა.

გო­ჩა სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში გა­იც­ნო. უფ­რო სწო­რად, მა­შინ, რო­ცა ბო­ლო კურ­ს­ზე გა­და­ვი­და. ჯერ ოც­და­ო­რი წლის იყო. სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი რომ და­იწყო, პრაქ­ტი­კა­ზე ახალ­გაზ­რ­დულ ბა­ნაკ­ში უკ­რეს თა­ვი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად ერთ პა­ტა­რა, ზღვის­პი­რა სო­ფელ­ში.
ბა­ნა­კი ფარ­თოდ იყო გაშ­ლი­ლი კარ­გა მოზ­რ­დილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეზო­ში ოთხი კორ­პუ­სი იდ­გა - ორი ერ­თ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, ყა­ზარ­მის ტი­პის, ორიც - ასან­თის კო­ლო­ფი­ვით მარ­თ­კუთხე­დი და ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი. იქ­ვე, მარ­ცხ­ნივ, სა­სა­დი­ლო იყო, სა­დაც დამ­ს­ვე­ნებ­ლებს უნ­და ეკ­ვე­ბათ. ზღვა ერ­თი ხე­ლის გაწ­ვ­დე­ნა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და, რო­გორც კი წიწ­ვ­ნარს გა­და­ივ­ლი­დი. მი­სი ტალ­ღე­ბის ხმა­უ­რი ბა­ნა­კამ­დე ად­ვი­ლად აღ­წევ­და.
მა­ი­კოს მი­სა­ხე­დად და სა­მეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ პირ­ვე­ლი რაზ­მი შეხ­ვ­და, ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ასა­კის მოს­წავ­ლე­ე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი. იგი მე-9-მე-10 კლა­სე­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. რაზ­მ­ში სულ ცა­მე­ტი მოს­წავ­ლე იყო, ცხრა ბი­ჭი და ოთხი გო­გო­ნა. მათ­გან შვი­დი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რები იყ­ო, და­ნარ­ჩე­ნე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქი­დან. ორ­ნი თბი­ლი­სე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, გო­გო და ბი­ჭი, ერ­თი - თე­ლა­ვე­ლი, ორი ბა­თუ­მე­ლი და ორიც - ქუ­თა­ი­სე­ლი. მათ­გან მხო­ლოდ ერთს, თე­ლა­ველ ფშავ ბიჭს, ბუ­ბას ჰქონ­და სკო­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­ბუ­თებ­ში ისე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რო­გორც მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი. იმ დროს სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა ათ კლასს მო­ი­ცავ­და, თორ­მეტ­წ­ლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა ჯერ არ იყო შე­მო­ღე­ბუ­ლი. გო­ჩაც ამ ბავ­შ­ვე­ბის რიგ­ში ერია. სწო­რედ ის იყო თბი­ლი­სე­ლი და კი­დევ ერ­თი გო­გო­ნა, რომ­ლის სა­ხე­ლი ახ­ლა აღარც ახ­სოვ­და მა­ი­კოს. არც სხვე­ბის სა­ხე­ლე­ბი ახ­სოვ­და, ბუ­ბა­სა და გო­ჩას გარ­და, რად­გან ამ ორ­თან შემ­დეგ­შიც გა­აგ­რ­ძე­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა და ვერ და­ი­ვიწყებ­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად გო­ჩაც სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ეგო­ნა, რად­გან ბიჭ­მა ასე უთხ­რა და არც მა­ი­ას ჩა­უ­ხე­დავს სა­ბუ­თებ­ში, ეს მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დი­ო­და. მოს­წავ­ლე­ე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცია დი­რექ­ტორ­თან ინა­ხე­ბო­და.
დი­რექ­ტო­რიც მა­ი­ა­სავ­ით ახალ­გაზ­რ­და ბი­ჭი იყო, თავ­მომ­წო­ნე და ამ­პარ­ტა­ვა­ნი. აშ­კა­რად ეტყო­ბო­და, კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ფერ­ზე წა­ვი­დო­და. ყვე­ლას ზე­მო­დან დაჰ­ყუ­რებ­და, თით­ქოს ბა­ნაკ­ში მი­სი ტო­ლი არა­ვინ იყო. დღე­ნი­ა­დაგ ჰალ­ს­ტუ­ხი ეკე­თა, იმ პა­პა­ნა­ქე­ბა ზაფხუ­ლის დღე­ებ­ში, ქვე­ყა­ნა რომ იწ­ვო­და. რამ­დენ­ჯერ უფიქ­რია მა­ი­კოს, ნე­ტავ რა რჯის, თავს რომ იხ­რ­ჩობს, ამ მიყ­რუ­ე­ბულ სო­ფელ­ში ვინ და­ი­ნა­ხავს მის ჰალ­ს­ტუხს, არ ურ­ჩევ­ნია, თა­ვი­სუფ­ლად იყო­სო? მაგ­რამ მას არა­ვინ ეკითხე­ბო­და. სერ­გო ერ­ქ­ვა იმ ბიჭს და ალა­ვი­ძე იყო გვა­რად, ეს კარ­გად ახ­სოვს. დი­რექ­ტო­რი არას­დ­როს ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, რო­გორ გრძნობ­დ­ნენ თავს ბავ­შ­ვე­ბი, მა­თი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, რო­გორ იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ, რა­მე პრე­ტენ­ზია ხომ არ ჰქონ­დათ... დი­ლით ად­გე­ბო­და, ყვე­ლას მი­ე­სალ­მე­ბო­და, და­ი­ხუ­რავ­და ქუდს და კაც­მა არ იცის, სა­ით მი­დი­ო­და. მხო­ლოდ სა­ღა­მოს ბრუნ­დე­ბო­და უკან, რო­ცა შე­ბინ­დ­დე­ბო­და. ხან­და­ხან შუ­ადღე­საც შე­მო­ივ­ლი­და. ეს იყო და ეს. ბა­ნა­კის ღა­მით და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. სა­ნამ ბა­ნა­კი მოქ­მე­დებ­და, დი­რექ­ტორ­საც, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩენ მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს და მოს­წავ­ლე­ებს, იქ უნ­და ეცხოვ­რა.
ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ასა­კის მოს­წავ­ლე­ე­ბი მა­ი­კოს შეხ­ვ­და. ხუმ­რო­ბა ხომ არ იყო, ეს ბავ­შ­ვე­ბი ერთ წე­ლი­წად­ში სრულ­წ­ლო­ვან­ნი გახ­დე­ბოდ­ნენ და და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას შე­უდ­გე­ბოდ­ნენ. ყვე­ლას სა­კუ­თა­რი "მეს" გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბა სურ­და. ამა­ვე დროს, არც ერ­თი არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­ს­წავ­ლუ­ლო­ბით და ნა­კითხო­ბით. მგო­ნი, კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რა არც კი ჰქონ­დათ წა­კითხუ­ლი. ერ­თა­დერ­თი ბუ­ბა იყო, ამ მხრივ რომ ბრწყი­ნავ­და. ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ე­ზია ზე­პი­რად იცო­და და ხში­რად კითხუ­ლობ­და ყვე­ლას თვალ­წინ მის ლექ­სებს, ან რო­მე­ლი­მე პო­ე­მი­დან მოზ­რ­დილ კუპ­ლე­ტებს... ასე­ვე კარ­გად იც­ნობ­და რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. რუ­სი პო­ე­ტე­ბი: ესე­ნი­ნი, ცვე­ტა­ე­ვა და ბლო­კი გა­და­ბულ­ბუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და. თვი­თო­ნაც წერ­და ლექ­სებს და თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბას მა­ი­კოს ხში­რად უკითხავ­და.
ამ მხრივ გო­ჩა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო. იგი სწავ­ლით და ცოდ­ნით ვერ და­იკ­ვეხ­ნი­და. სა­მა­გი­ე­როდ, სპორ­ტ­ს­მე­ნი იყო, კა­რა­ტე­ზე და­დი­ო­და და უკ­ვე შა­ვი ქამ­რის მფლო­ბე­ლიც გახ­ლ­დათ. მის აღ­ნა­გო­ბას ეს მარ­თ­ლაც ეტყო­ბო­და. ფარ­თო, გაშ­ლი­ლი მხრე­ბი და და­კუნ­თუ­ლი სხე­უ­ლი ამა­ზე მეტყ­ვე­ლებ­და. ნა­ბი­ჯე­ბიც ისე­თი მტკი­ცე ჰქონ­და, ნე­ბის­მი­ერ ზრდას­რულ მა­მა­კაცს რომ შე­შურ­დე­ბო­და. ყო­ველ­თ­ვის მო­ქუფ­რუ­ლი და­დი­ო­და, თავს იოლად არა­ვის უყად­რებ­და, მაგ­რამ თუ გა­ი­ღი­მებ­და, სა­ხე სრუ­ლი­ად ეც­ვ­ლე­ბო­და. შავ­გ­ვ­რე­მა­ნი ბი­ჭი იყო, შა­ვი თმი­თა და კუ­ნა­პეტ ღა­მე­სა­ვით შა­ვი, მბრწყი­ნა­ვი თვა­ლე­ბით. მაგ­რამ ჩა­მო­წე­უ­ლი ქუ­თუ­თო­ე­ბი მის თვა­ლებს რა­ღაც ამო­უც­ნობ სევ­დას ანი­ჭებ­და. ზედ­მე­ტად მუ­ქი ფე­რის კა­ნი ჰქონ­და, გე­გო­ნე­ბო­დათ, მზე­ზე გა­რუ­ჯუ­ლაო. რა­ღა­ცით აფ­რი­კელ­საც კი ჩა­მოჰ­გავ­და თა­ვი­სი შა­ვი, დიდ­რო­ნი თვა­ლე­ბით და მსხვი­ლი წი­თე­ლი ტუ­ჩე­ბით. ერ­თა­დერ­თი, ცხვი­რი ჰქონ­და ისე­თი ლა­მა­ზი, რო­გო­რიც სპარ­ტა­ნე­ლებს და აფ­რი­კელ­თან ამ მხრივ სა­ერ­თოს ვერ მო­უ­ნა­ხავ­დით.

დი­დად არა­ვის­თან მე­გობ­რობ­და, მხო­ლოდ მა­ი­ას­თან პო­უ­ლობ­და სა­ერ­თო ენას. არც ცეკ­ვა-თა­მაშ­ში ერ­თ­ვე­ბო­და, არც სიმ­ღე­რა­სა და შე­ჯიბ­რე­ბებ­ში, ასეთ დროს გან­მარ­ტო­ე­ბით ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებ­და. შე­იძ­ლე­ბა ამი­ტო­მაც იყო, რომ ამ ორ ბიჭს - გო­ჩა­სა და ბუ­ბას შო­რის თით­ქოს ფა­რუ­ლი შუღ­ლი ჩა­მო­ვარ­და. არა, არ ემ­ტე­რე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, არას­დ­როს უჩხუ­ბი­ათ, მაგ­რამ მახ­ვი­ლი თვა­ლი მა­შინ­ვე შე­ამ­ჩ­ნევ­და, რომ ერ­თ­მა­ნეთს მე­ტო­ქე­ობ­დ­ნენ. ჩუ­მი ჭი­დი­ლი შე­ი­ნი­შნე­ბო­და მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მა­შინ არ იცო­და მა­ი­კომ, რომ ამის მი­ზე­ზი თვი­თონ გახ­ლ­დათ, რომ ორი­ვე ბი­ჭი მას­ზე ყუ­რე­ბამ­დე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. რას წარ­მო­იდ­გენ­და? ისი­ნი მის­თ­ვის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვ­ნენ, მათ­თ­ვის კი ის - ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი. თუმ­ცა, მა­ლე გა­მო­აშ­კა­რავ­და ეს ამ­ბა­ვი.
ერ­თხელ ბუ­ბამ მო­დის ჟურ­ნა­ლი­დან ამო­ხე­უ­ლი რო­მე­ლი­ღაც მო­დე­ლის ოთხად გა­კე­ცი­ლი სუ­რა­თი ამო­ი­ღო და მა­ი­კოს გა­უ­წო­და, აი, ასეთ გო­გოს ვე­ძებ, რომ შე­ვიყ­ვა­როო. მა­ი­კოს გა­ე­ცი­ნა, ეს უცხო­ე­ლი მო­დე­ლია და ასე­თი სად გინ­და იპო­ვოო. იმან კი მი­უ­გო, მა­ი­კო მასწ, ეს გო­გო თქვენ გგავთ ძა­ლი­ა­ნო, თქვენც ჟურ­ნა­ლი­დან გად­მომ­ხ­ტარს ჰგავ­ხარ­თო. ეს მი­ნიშ­ნე­ბა იყო და მა­ი­კოც მი­უხ­ვ­და საწყალ ბიჭს, სა­ი­თაც უმიზ­ნებ­და. თუმ­ცა, არ შე­იმ­ჩ­ნია და სხვა დროს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი აღარ ჩა­მო­უგ­დია.
მა­ი­ამ მა­ლე აუღო ალ­ღო თა­ვი­სი რაზ­მის წევ­რებს. გო­გო­ნებს უცებ და­უ­ახ­ლოვ­და და თან იმ­დე­ნად, რომ მე­ექ­ვ­სე დღეს ყვე­ლა მა­თი სა­ი­დუმ­ლო ზე­პი­რად იცო­და. არც ბი­ჭებ­თან გას­ძ­ნელე­ბია მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა, თვი­თო­ნაც ახ­ლა­ხან გა­მო­სუ­ლი­ყო მა­თი ასა­კი­დან და იცო­და, რო­გორ უნ­და მის­დ­გო­მო­და თი­თო­ე­ულ მათ­განს. პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლას აუკ­რ­ძა­ლა, "მასწ"-ს ნუ მე­ძა­ხით, რო­მე­ლი თქვე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი მე ვა­რო.
- აბა, რა და­გი­ძა­ხოთ, მასწ? - შე­ე­კითხა ბუ­ბა.
- რა და... რა ვი­ცი, მა­ი­კო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო! აი, ასე მომ­მარ­თეთ, - უცებ იპო­ვა გა­მო­სა­ვა­ლი.
- აუ, რამ­სიგ­რ­ძე მი­მარ­თ­ვაა, - ჩა­ე­რია ამ დროს სა­უ­ბარ­ში გო­ჩა, - მა­შინ მოკ­ლედ და­გი­ძა­ხებთ - მა­კო­ხელ! ჰა, რო­გო­რია? - თქვა და თა­ვის­სა­ვე ნათ­ქ­ვამ­ზე გუ­ლი­ა­ნად გა­ე­ცი­ნა.
მას შემ­დეგ შერ­ჩა ეს მეტ­სა­ხე­ლი - მა­კო­ხელ. მე­რე ყვე­ლა ასე მი­მარ­თავ­და, სხვა­რაზ­მე­ლე­ბიც კი.
ერ­თი-ორი ისე­თი ერია რაზ­მ­ში, რომ­ლე­ბიც კარ­გად მღე­როდ­ნენ. ჰო­და, შე­მო­ის­ხამ­და მათ აქეთ-იქი­დან, მე­ო­რე და მე­სა­მე ხმას მი­უმ­ღე­რებ­და, თვი­თონ პირ­ველს შე­უ­ბე­რავ­და და ისე და­ა­გუ­გუ­ნებ­დ­ნენ ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს, თქვე­ნი მო­წო­ნე­ბუ­ლი. ცეკ­ვა? ოხ, ნუ იტყ­ვით. ცეკ­ვა მა­ი­ას­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი იყო. თით­ქოს ამის­თ­ვის შექ­მ­ნა ბუ­ნე­ბამ. ბავ­შ­ვო­ბი­დან ცეკ­ვავ­და და არც მა­შინ მი­უ­ტო­ვე­ბია, რო­ცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რიცხა. ეგ­რე­ვე ჩა­ე­წე­რა სას­წავ­ლებ­ლის ან­სამ­ბ­ლ­ში და სცე­ნი­დან არ ჩა­მო­სუ­ლა. აქ, ბა­ნაკ­შიც არ ჩერ­დე­ბო­და. გა­მო­ი­ტან­და მაგ­ნი­ტო­ფონს გა­რეთ, ჩარ­თავ­და ბო­ლო ხმა­ზე და ფეხ­შიშ­ვე­ლა და­უვ­ლი­და ხოლ­მე. ყვე­ლას ეხ­ვე­წე­ბო­და, ჩემ­თან ერ­თად იცეკ­ვე­თო, მაგ­რამ ეს ერ­თა­დერ­თი იყო, რო­მელ­შიც ვერც ერ­თი მოს­წავ­ლე ვერ აიყო­ლია. სა­მა­გი­ე­როდ, ის­ხ­დ­ნენ და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი შეს­ც­ქე­როდ­ნენ თა­ვი­ანთ ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, ყელ­მო­ღე­რე­ბუ­ლი რომ ტრი­ა­ლებ­და წრე­ში ტან­წ­ვ­რი­ლი და ფეხ­შიშ­ვე­ლი. ეჰ, რო­გო­რი კე­ნა­რი გო­გო იყო მა­შინ, ბი­ჭებს თვა­ლი ზედ რჩე­ბო­დათ.

ბა­ნა­კის გვერ­დით სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი მდე­ბა­რე­ობ­და. მათ ერ­თი ღო­ბე ჰყოფ­დათ. ჰო­და, მო­ად­გე­ბოდ­ნენ ეს ახალ­წ­ვე­უ­ლე­ბი ბა­დი­სე­ბუ­რად ნაქ­სოვ მავ­თუ­ლის სა­ერ­თო ღო­ბეს, თი­თე­ბით ჩა­ებღა­უ­ჭე­ბოდ­ნენ წვრილ მავ­თულ­ბა­დეს და თვალს არ აშო­რებ­დ­ნენ მო­ცეკ­ვა­ვე მა­ი­ას.
სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­დი­ო­და დღე­ე­ბი. ეწყო­ბო­და შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვის სა­ღა­მო­ე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი. მა­ი­ას რაზ­მი ყო­ველ­თ­ვის პირ­ველ ად­გილ­ზე გა­დი­ო­და და ეს არც იყო გა­საკ­ვი­რი. არც თვი­თონ იშუ­რებ­და ძალ-ღო­ნეს და არც მი­სი რაზ­მე­ლე­ბი უც­რუ­ებ­დ­ნენ იმედს საყ­ვა­რელ ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს. მო­ტი­ვა­ცი­აც ჰქონ­დათ. თუ­კი მა­ი­ას და­უ­ჯე­რებ­დ­ნენ, ღა­მის გა­სე­ირ­ნე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყო. ეს კი ნიშ­ნავ­და, რომ შუ­ა­ღა­მეს, ბა­ნა­კი რომ მი­ი­ძი­ნებ­და, მაია და მი­სი რაზ­მი ზღვა­ზე გა­ი­პა­რე­ბო­და. უჩუმ­რად გა­და­ივ­ლიდ­ნენ წიწ­ვ­ნარს, მო­აგ­რო­ვებ­დ­ნენ ხმელ ტო­ტებს, და­ან­თებ­დ­ნენ პა­ტარ კო­ცონს, გა­დაძ­ვ­რე­ბოდ­ნენ იქ­ვე, მო­სახ­ლე­ო­ბის ეზო­ებ­ში, მო­ი­ტან­დ­ნენ ნედ­ლი სი­მინ­დის ტა­რო­ებს და წვავ­დ­ნენ ნაკ­ვერ­ჩხ­ლებ­ზე. ერ­თა­დერ­თი, რა­საც მა­ი­კო სას­ტი­კად კრძა­ლავ­და, ღა­მით ზღვა­ში ჩას­ვ­ლა იყო. ეში­ნო­და, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი ყუ­რადღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნო­და და წყალ­ში არ დამ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი­ყო.
აი, ასე მხი­ა­რუ­ლად ატა­რებ­დ­ნენ დროს, მაგ­რამ ერ­თ­მა არა­სა­სი­ა­მოვ­ნო შემ­თხ­ვე­ვამ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ფა­რა.
ერ­თხელ ორი რაზ­მი, პირ­ვე­ლი და მე­ო­რე, დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბით, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­მა ექ­ს­კურ­სი­ა­ზე წა­იყ­ვა­ნეს. ავ­ტო­ბუ­სი დი­ლა­უ­თე­ნია მო­ად­გა ბა­ნა­კის ჭიშ­კარს. ჯინ­სის შარ­ვალ­სა და მოკ­ლე მა­ი­სურ­ში გა­მოწ­კე­პი­ლი მაია შე­სა­შუ­რი სა­ნა­ხა­ვი იყო. თავ­ზე სწო­რედ ისე­თი კე­პი ეხუ­რა, რო­გო­რიც წე­ღან გო­ჩას, ოღონდ წი­თე­ლი. ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს თან ორი კა­ცი მოჰ­ყ­ვა, ახალ­გაზ­რ­დე­ბი. ორი­ვე ნას­ვა­მი ჩან­და. დი­დად არ ესი­ა­მოვ­ნა მა­ი­ას და სხვა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის თან ხლე­ბა, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი გა­აწყ­ვეს. მძ­ღოლ­მა თქვა, ჩე­მი გამ­ყო­ლე­ბი არი­ან, მან­ქა­ნას გზა­ში რა­მე რომ და­ე­მარ­თოს, ესე­ნი უნ­და მო­მეშ­ვე­ლო­ნო.
მა­ი­ას არ გა­მოჰ­პარ­ვია უსი­ა­მოვ­ნო სტუმ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რა, მის ყო­ველ მოძ­რა­ო­ბას რომ აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ და ერ­თ­მა­ნეთ­ში ხმა­დაბ­ლა რა­ღა­ცას ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ. თით­ქოს სა­ი­დუმ­ლო შეთ­ქ­მუ­ლე­ბას აწყო­ბე­ნო, ისე იყუ­რე­ბოდ­ნენ, თან ორაზ­რო­ვა­ნი ღი­მი­ლი დას­თა­მა­შებ­დათ ტუ­ჩებ­ზე. მა­ი­კო ცუდ­მა წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბამ შე­იპყ­რო და გო­ჩას უთხ­რა, ჩემ­თან და­ჯე­ქი და სა­ერ­თოდ, გვერ­დი­დან არ მომ­შორ­დეო. რას იფიქ­რებ­და, თუ ამით დათ­ვურ სამ­სა­ხურს გა­უ­წევ­და ბიჭს.
რო­ცა რამ­დე­ნი­მე მო­ნას­ტე­რი მო­ი­ა­რეს და შუ­ადღეს სა­დი­ლად დას­ხ­დ­ნენ მწვა­ნე მოლ­ზე, მა­ი­კომ თა­ვი­სი რაზ­მე­ლე­ბი შე­მო­ის­ხა ირ­გ­ვ­ლივ, თით­ქოს ერ­თ­გ­ვა­რი გა­ლა­ვა­ნი აღ­მარ­თა, რომ იმ უც­ნობ ბი­ჭებს მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბის და და­ლა­პა­რა­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქო­ნო­დათ. თან დი­რექ­ტორ­ზე ბრა­ზობ­და, ამ­სი­შო­რე გზა­ზე ქა­ლე­ბი მარ­ტო რომ გა­მო­უშ­ვა ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად და თვი­თონ არ წა­მობ­რ­ძან­დაო. აბა, ამათ თავს რო­გორ გა­უ­ყად­რებ­და! არა­და, კა­ცი რომ ყო­ფი­ლი­ყო მათ­თან ვინ­მე თა­ვი­სი­ა­ნი, ვინ რას აკად­რებ­და რო­მე­ლი­მეს?
მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ექ­ს­კურ­სი­ამ მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა. ერ­თა­დერ­თი ის იყო, რომ იმ ორ­მა ბიჭ­მა კი­დევ და­ა­მა­ტა და ზო­მა­ზე მე­ტი და­ლი­ეს, რო­ცა სა­დი­ლად დას­ხ­დ­ნენ. რო­გორც ჩანს, თა­და­რი­გი ად­რე­ვე და­ე­ჭი­რათ და და­სა­ლე­ვი თან წა­მო­ე­ღოთ.
უკა­ნა გზა ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მოდ­გა. მთვრა­ლე­ბი ყა­ყა­ნებ­დ­ნენ და რა­ღაც მო­მენ­ტ­ში ლა­მის ჩხუ­ბამ­დეც მი­ვი­და საქ­მე, მაგ­რამ მძღოლ­მა ივაჟ­კა­ცა და, რო­გორც იქ­ნა, ორი­ვე და­ა­შოშ­მი­ნა.
რო­გორც კი ბა­ნაკ­ში დაბ­რუნ­დ­ნენ და ავ­ტო­ბუ­სი თა­ვის გზას გა­უდ­გა, მა­ი­კომ მხო­ლოდ მა­შინ ამო­ი­სუნ­თ­ქ­ვა შვე­ბით, თა­ვი სამ­შ­ვი­დო­ბოს და­ი­გუ­ლა. მაგ­რამ თურ­მე შეც­და. რას იფიქ­რებ­და, რომ ავ­ტო­ბუ­სი ბა­ნა­კი­დან ცო­ტა მო­შო­რე­ბით გა­ჩერ­დე­ბო­და და ის ორი მთვრა­ლი ბი­ჭი გო­ჩას მოტყუ­ე­ბით გა­იყ­ვან­და ბა­ნა­კი­დან საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად? მა­ი­ას არც არა­ფე­რი შე­უმ­ჩ­ნე­ვია და არც გო­ჩა მო­უ­საკ­ლი­სებია. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­სუ­ლი მზა­რე­უ­ლებს ვახ­შ­მის გაშ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.
ცო­ტა ხან­ში შე­იქ­ნა ერ­თი ალი­ა­ქო­თი და შე­ში­ნე­ბუ­ლი მხო­ლოდ მა­შინ გა­მო­ვარ­და გა­რეთ. რო­ცა და­სის­ხ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი გო­ჩა და­ი­ნა­ხა, შე­ჰკივ­ლა და მის­კენ გა­ე­ქა­ნა. მე­ო­რე ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა პო­ლი­ცი­ას გა­მო­უ­ძა­ხა. ატყ­და ერ­თი ამ­ბა­ვი. გო­ჩას დი­დი არა­ფე­რი სჭირ­და, ცხვი­რი­დან სის­ხ­ლი წას­კ­დო­მო­და მხო­ლოდ, ის ორი კი ისე­თი ნა­ცე­მი იყო, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ძლივს ჩა­დეს მან­ქა­ნა­ში. კარ­გა ხანს იყ­ვ­ნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი დაჰ­კითხეს, მი­ი­ძი­ეს, მო­ი­ძი­ეს, ვინ რა იცო­და, რო­გორ და სად მოხ­და ინ­ცი­დენ­ტი. ბო­ლოს ოქ­მი შე­ად­გი­ნეს და წა­ვიდ­ნენ, ის ორიც თან გა­ი­ყო­ლეს თა­ვის მძღო­ლი­ა­ნად. გო­ჩა არც წა­უყ­ვა­ნი­ათ და არც გა­მო­უთ­ქ­ვამთ ამის სურ­ვი­ლი.
მა­ი­ამ ბი­ჭი ცალ­კე ოთახ­ში გა­იყ­ვა­ნა და და­უწყო გა­მო­კითხ­ვა, რა მოხ­დაო, მაგ­რამ ერ­თი სიტყ­ვაც ვერ და­აც­დე­ნი­ნა. არ ვი­ცი, რას მერ­ჩოდ­ნენ, და­მი­ბა­რეს, გა­რეთ გავ­სუ­ლი­ყა­ვი და მეც გა­ვე­დი, იქ კი და­ნე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი დამ­ხ­ვ­დ­ნე­ნო. მა­ი­კო და­ინ­ტე­რეს­და, ვი­სი პი­რით შე­მო­უთ­ვა­ლეს და­ნა­ბა­რე­ბი. თურ­მე მი­სი რაზ­მის ერთ წევრს, ნუკ­რის უთ­ქ­ვამს, გა­რეთ გე­ლო­დე­ბი­ა­ნო. ეს ნუკ­რი იმ სოფ­ლის მცხოვ­რე­ბი იყო და, რო­გორც ჩანს, იმ ბი­ჭებს იც­ნობ­და.
რად­გან გო­ჩას ვე­რა­ფე­რი ათ­ქ­მე­ვი­ნა, ნუკ­რი შე­მო­იყ­ვა­ნა ოთახ­ში და ახ­ლა ის გა­წუ­რა შე­კითხ­ვე­ბით. ნუკ­რი­მაც აარი­და თა­ვი პირ­და­პირ პა­სუხს, მის­გან მხო­ლოდ ის გა­ი­გო, რო­გორ მო­იქ­ნია გო­ჩამ ფე­ხე­ბი ისე, რომ ორი­ვეს და­ნე­ბი გა­აგ­დე­ბი­ნა და მე­რე სა­თი­თა­ოდ და­ა­ყა­რა გა­ნი­ა­რა­ღე­ბუ­ლებს და ცხვი­რი­დან ძმა­რი ადი­ნა. თვი­თონ მხო­ლოდ ერ­თი მუშ­ტი მოხ­ვედ­რია და სის­ხ­ლიც ამი­ტომ წას­კ­და ცხვი­რი­დან.
ისე გა­ნერ­ვი­ულ­და მა­ი­კო, რომ იმ ღა­მით არ უძი­ნია. გვი­ა­ნო­ბამ­დე და­დი­ო­და ოთა­ხი­დან ოთახ­ში, ჩა­მო­უვ­ლი­და თი­თო­ე­უ­ლის სა­წოლს და ბო­ლოს ისევ გო­ჩას მი­ად­გე­ბო­და. არც მას ეძი­ნა. ერ­თხე­ლაც, მო­რი­გი ჩა­მოვ­ლი­სას, ბუ­ბამ ჩუ­მად ანიშ­ნა, ახ­ლოს მო­დიო. მა­ი­კო მი­ვი­და და ბიჭს სა­წოლ­ზე ჩა­მო­უჯ­და.
- რა ხდე­ბა, ბუ­ბა? - ჩურ­ჩუ­ლით ჰკითხა.
- მშურს მი­სი, მა­კო­ხელ, - ჩურ­ჩუ­ლით­ვე უპა­სუ­ხა ბუ­ბამ.
- ვი­სი? - ვერ მი­უხ­ვ­და მაია.
- გო­ჩა­სი. ნე­ტავ მე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მის მა­გივ­რად და თუნ­დაც ვე­ცე­მე.
- რა­ტომ, ბი­ჭო, რა­ტომ ამ­ბობ მა­გას?
- თქვე­ნი გუ­ლის­თ­ვის ორს კი არა, მთელ ბან­დას შე­ვებ­რ­ძო­ლე­ბი, მა­კო­ხელ!
- ჩე­მი გუ­ლის­თ­ვის?
ბუ­ბა ოდ­ნავ შეც­ბა.
- ჩე­მი გუ­ლის­თ­ვის იჩხუ­ბეს? - გა­ი­მე­ო­რა შეძ­რ­წუ­ნე­ბულ­მა.
- არ იცო­დით? იმათ უთ­ქ­ვამთ, რა­ტომ აგ­ვა­ცა­ლე ის გო­გო ხე­ლი­დან, ახ­ლოს რომ არ გაგ­ვა­კა­რე, შენ ვინ ხარ, ხე­ლი რომ შეგ­ვი­შა­ლეო და და­ნით გა­მო­წე­უ­ლან.
ამ ამ­ბავ­მა მა­ი­კოს თავ­ზა­რი დას­ცა. ახ­ლა­ღა მიხ­ვ­და, რამ­ხე­ლა შარ­ში გახ­ვია ბი­ჭი.
მე­ო­რე დი­ლით, რო­ცა ყვე­ლა­ნი აიშალ­ნენ და გო­ჩას­თან მი­ვი­და და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად, იმან ცი­ვად მი­ა­ხა­ლა:
- რას მერ­ჩო­დით, მა­კო­ხელ, ჩე­მი სიკ­ვ­დი­ლი გინ­დო­დათ?
იმ დღეს მა­ი­კომ ერ­თი სი­ცოცხ­ლე გა­ა­თა­ვა. რო­გორ უნ­დო­და, იმ­წუ­თას­ვე მომ­კ­ვ­და­რი­ყო. მას შემ­დეგ ვე­რა და ვერ მო­ი­ნე­ლა თა­ვი­სი უნებ­ლიე შეც­დო­მა, რო­მელ­მაც და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­ად­გ­მე­ვი­ნა.
ჯავ­რი დი­რექ­ტორ­ზე იყა­რა, რო­მელ­მაც ცო­ტა ხნის მე­რე და­ი­ბა­რა და საყ­ვე­დუ­რი უთხ­რა, რა­ტომ არ გა­ა­კონ­ტ­რო­ლეთ თქვე­ნი რაზ­მის წევ­რე­ბიო. აი, მა­შინ კი იფეთ­ქა.
- თქვენ? თქვენ სად იყა­ვით იმ დროს, რო­ცა ჩვენ ექ­ს­კურ­სი­ა­ზე გაგ­ვიშ­ვით? ქა­ლე­ბი და ბავ­შ­ვე­ბი მარ­ტო­ნი რომ დაგ­ვ­ყა­რეთ? თქვენ რომ იქ ყო­ფი­ლი­ყა­ვით, ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბას ავ­ც­დე­ბო­დით და ეს ამ­ბა­ვი არ მოხ­დე­ბო­და. ვინ გგო­ნი­ათ თქვე­ნი თა­ვი, ზე­მო­დან რომ დაგ­ვ­ყუ­რებთ? მი­ნის­ტ­რი ხართ თუ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი?
- მე ჯერ თათ­ბი­რი მქონ­და, მე­რე კი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ყა­ვი, - ჩა­ი­ბურ­დღუ­ნა შეც­ბუ­ნე­ბულ­მა "მამ­ლა­ყინ­წამ".
- თქვენც ახ­ლა კა­ნო­ნებს არ ად­გენ­დეთ! - დას­ცი­ნა მა­ი­კომ, - ბავ­შ­ვებ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა უნ­და იყოს, იქ­ნებ ამიხ­ს­ნათ? თუ ბა­ნა­კის დი­რექ­ტო­რო­ბა ფა­ფის ჭა­მა გგო­ნი­ათ? - ეს უთხ­რა და კა­რი ისე გა­მო­ი­ჯა­ხუ­ნა, ლა­მის ჩა­მო­აგ­დო ან­ჯა­მე­ბი­დან.
მე­რე უც­ნა­უ­რი ჭო­რე­ბი მო­ვი­და ბა­ნაკ­ში, - ის ბი­ჭე­ბი შუ­რის­ძი­ე­ბას აპი­რე­ბენ და ბა­ნაკს თავს უნ­და და­ეს­ხან გო­ჩას მო­საკ­ლა­ვა­დო. ყვე­ლა­ნი აფო­რი­აქ­დ­ნენ. მცი­რე­ო­დე­ნი ბჭო­ბის მე­რე გა­დაწყ­ვი­ტეს, ბი­ჭი სას­წ­რა­ფოდ თბი­ლის­ში, მშობ­ლებ­თან და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ. ასეც მო­იქ­ც­ნენ. სას­წ­რა­ფოდ და­უ­რე­კეს გო­ჩას მშობ­ლებს, საქ­მის ვი­თა­რე­ბა აუხ­ს­ნეს, ბი­ლე­თი უყი­დეს და მა­ტა­რე­ბელ­ში ჩას­ვეს, თან ერ­თი პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რიც გა­ა­ყო­ლეს, რომ ბი­ჭი სახ­ლ­ში უვ­ნებ­ლად დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.
ბა­ნა­კის დამ­თავ­რე­ბამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე დღე იყო დარ­ჩე­ნი­ლი. მა­ი­კოს და­ნა პირს არ უხ­ს­ნი­და. საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად არა­ვინ მო­სუ­ლა, ალ­ბათ ამ­ბა­ვი მი­უ­ტა­ნეს იმ ნა­ძი­რალებს, გო­ჩა იქა­უ­რო­ბას გა­ა­რი­დე­სო.
ამა­სო­ბა­ში პრაქ­ტი­კის დროც ამო­ი­წუ­რა და მა­ი­კო თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. ეგო­ნა, იმ უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბის და­ვიწყე­ბა­ში მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი უშ­ვე­ლი­და, მაგ­რამ ამა­ოდ, სა­ბო­ლო­ოდ და­კარ­გა მოს­ვე­ნე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გო­ჩას და­უ­რე­კა და მო­ი­კითხა. ბი­ჭი ამ­ჯე­რად სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვ­და მის ზარს...

ავტორი სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა ეპიზოდი
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93