ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი VII)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი VII)
მა­ი­კომ თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში გა­შა­ლა სუფ­რა.
ბევ­რი არა­ფე­რი ჰქონ­და, მაგ­რამ ყა­ვას­თან მი­სა­ყო­ლე­ბე­ლი ნამ­ცხ­ვა­რი სახ­ლ­ში ყო­ველ­თ­ვის მო­ე­ძე­ვე­ბო­და, მით უფ­რო, ბო­ლო დროს, რო­ცა თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა და მე­გობ­რებ­მა მას­თან სტუმ­რო­ბას მო­უხ­ში­რეს.
- ნუ წუხ­დე­ბი, მა­კო, მე მარ­ტო ყა­ვას დავ­ლევ, - თქვა გო­ჩამ და მო­ფუს­ფუ­სე ქალს ახე­და.
- ვწუხ­დე­ბი კი არა, მსი­ა­მოვ­ნებს. შენ­თ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში სუფ­რა არ გა­მიშ­ლია, - გულ­წ­რ­ფე­ლი ღი­მი­ლი შე­ა­გე­ბა მა­ი­ამ.
- არც შე­ნი მო­დუ­ღე­ბუ­ლი ყა­ვა და­მი­ლე­ვია არას­დ­როს, - შე­ნიშ­ნა მა­მა­კაც­მა.
მა­ი­კომ და­ნა­ნე­ბით გა­და­აქ­ნია თა­ვი.
- კარ­გი, და­ვა­ნე­ბოთ ამ ყვე­ლა­ფერს
თა­ვი. მო­მი­ყე­ვი, რას შვრე­ბი, რას საქ­მი­ა­ნობ... - შეც­ვა­ლა სა­უბ­რის თე­მა.
- აბა, რა გითხ­რა... სკო­ლა და­ვამ­თავ­რე თუ არა, ჯარ­ში გა­მიწ­ვი­ეს და ავ­ღა­ნეთ­ში ამოვ­ყა­ვი თა­ვი. მა­შინ ისეთ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი, სა­დაც უნ­და გა­ვეგ­ზავ­ნეთ, ყველ­გან წა­ვი­დო­დი, ოღონდ კი აქა­უ­რო­ბას მოვ­შო­რე­ბო­დი. - სევ­და გა­ე­რია გო­ჩას ხმა­ში, - მე­რე ჩა­მით­რია სამ­ხედ­რო საქ­მემ და ჩა­მო­ვე­დი თუ არა, აკა­დე­მია და­ვამ­თავ­რე და დავ­რ­ჩი ამ სფე­რო­ში. თუ სად­მე რა­მე ომი იყო, ყველ­გან ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მე­რე კა­თედ­რა­ზე ლექ­ცი­ებს ვკითხუ­ლობ­დი აქაც, რუ­სეთ­შიც... კი­დევ... ვხა­ტავ... ჩე­მი ნა­ხა­ტე­ბი­თაც ვა­კე­თებ ცო­ტას... პა­ტა­რა ბიზ­ნე­სიც მაქვს ჩემ­თ­ვის, მე და დე­და­ჩემს გვყოფ­ნის, რა ვი­ცი...
- და მა­მა­შე­ნი?
გო­ჩამ ამო­იხ­ვ­ნე­შა.
- მა­მა გარ­და­იც­ვა­ლა... ექ­ვის წლის წინ.
- უი, რას ამ­ბობ... ვწუხ­ვარ... რა და­ე­მარ­თა? - მა­ი­კომ ყა­ვის ფინ­ჯა­ნი გან­ზე გად­გა და ნი­კა­პი ხე­ლებ­ზე და­იბ­ჯი­ნა.
- ინ­სულ­ტი... აი, ამ ხე­ლებ­ში ჩა­მაკ­ვ­და, - მა­მა­კაც­მა ხე­ლე­ბი გა­შა­ლა და ზედ და­ი­ხე­და, - დღე­საც ვერ მო­მი­ნე­ლე­ბია. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. იმ­დე­ნად ცუ­დად ვი­ყა­ვი, რომ დღემ­დე ყო­ველ წელს, რო­გორც კი იან­ვა­რი მო­ახ­ლოვ­დე­ბა, სახ­ლი­დან გავ­რ­ბი­ვარ და მთე­ლი ორ­მო­ცი დღე ვი­კარ­გე­ბი.
- რა­ტომ? სად? - და­იბ­ნა მაია.
- მო­ნას­ტერ­ში მივ­დი­ვარ. ეს ერ­თა­დერ­თია, რაც შვე­ბას მგვრის. ზუს­ტად ახა­ლი წლის ღა­მეს გახ­და ცუ­დად, ოც­და­თერ­თ­მეტ დე­კემ­ბერს, ჯერ სუფ­რა­საც არ მივ­ს­ხ­დო­მო­დით... სას­წ­რა­ფომ ვე­ღარ მო­უს­წ­რო, წამ­ში გა­თავ­და კა­ცი.
- შენ ყო­ველ­თ­ვის ემო­ცი­უ­რი იყა­ვი, - მა­ი­კომ ხელ­ზე ხე­ლი და­ა­დო და ოდ­ნავ გა­და­უს­ვა.
გო­ჩამ და­ნის­ლუ­ლი მზე­რა მი­აპყ­რო.
- გე­დოს ხე­ლი ასე, კარ­გი?
მა­ი­ამ ისევ გა­ი­ღი­მა, ამ­ჯე­რად ნაღ­ვ­ლი­ა­ნად. ხე­ლი არ აუღია.
- კარ­გა ხანს შოკ­ში ვი­ყა­ვი, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­შიც კი ვი­წე­ქი. დე­და­ჩემს არ ეგო­ნა, თუ გა­და­ვი­ტან­დი. მა­მას­თან სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და.
- ხო, მეს­მის...
- შენ? შე­ნი ამ­ბე­ბიც მო­მი­ყე­ვი.
მა­ი­კო ოდ­ნავ წა­მო­წით­ლ­და. არ უთხ­რა, ავად რომ იყო. უარე­სად არ ვატ­კი­ნო გუ­ლიო, გა­ი­ფიქ­რა.
- მე მწე­რა­ლი ვარ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ. რა ვი­ცი, კარ­გად ვარ, მომ­წონს ჩე­მი სამ­სა­ხუ­რი...
- ანაზღა­უ­რე­ბა?
- მშვე­ნი­ე­რი. მყოფ­ნის. ჩემს შვილ­საც ვეხ­მა­რე­ბო­დი, სა­ნამ აქ იყო და ჩე­მი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. ახ­ლა მარ­ტო ვარ. იმ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს, რომ ერთ ოჯახს კი­დევ შე­ვი­ნა­ხავ­დი, რა­მე რომ ყო­ფი­ლი­ყო.
გო­ჩამ უც­ნა­უ­რად ჩა­ი­ღი­მა. მე თუ შე­მი­ნა­ხავ­დიო, თით­ქოს ღი­მი­ლით ეკითხე­ბო­და.
- წიგ­ნე­ბი თუ გაქვს გა­მო­ცე­მუ­ლი?
- რა თქმა უნ­და... რამ­დე­ნი­მე. ერთ ცალს გა­ჩუ­ქებ, თუ წა­ი­კითხავ.
- რა­ტო­მაც არა, სი­ა­მოვ­ნე­ბით. - გო­ჩამ ხე­ლი ამო­ატ­რი­ა­ლა და თა­ვის ხე­ლის­გულ­ში მო­იქ­ცია მა­ი­კოს თი­თე­ბი.
ერ­თ­მა­ნეთს შე­ხე­დეს.
- ერ­თი დღე არ მიცხოვ­რია შენ­ზე ფიქ­რის გა­რე­შე, - ყრუდ ჩა­ი­ლა­პა­რა­კა მა­მა­კაც­მა.
- მე კი­დევ იმ­დე­ნი საზ­რუ­ნა­ვი მქონ­და, წარ­სულ­ზე სა­ფიქ­რე­ლად არ მე­ცა­ლა, - წარ­ბე­ბი შეჰ­ყა­რა მა­ი­კომ, შუბ­ლი ნა­ო­ჭე­ბით და­ე­ღა­რა.
- შენ ქმარ-შვი­ლი გყავ­და, მე კი­დევ... - აღარ გა­აგ­რ­ძე­ლა.
- შენ კი­დევ ჩემ­ზე ფიქ­რის უფ­ლე­ბა გქონ­და, - წა­ეშ­ვე­ლა მაია.
- ჰო, ეგ­რეც შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას.
- სა­მა­გი­ე­როდ, სულ მახ­სოვ­დი, არ დამ­ვიწყე­ბი­ხარ.
გო­ჩამ ოდ­ნავ მო­უ­ჭი­რა თი­თებ­ზე. მა­ი­კომ თვა­ლე­ბი და­ხა­რა.
- შენ პირ­ვე­ლი გო­გო იყა­ვი, ვი­საც ვა­კო­ცე, - მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ე­ცი­ნა გო­ჩას.
- ვი­ცი. კოც­ნა მე გას­წავ­ლე. - მა­ი­კო­მაც ვერ შე­ი­კა­ვა სი­ცი­ლი.
- მაი, მტრე­ბი გყავს? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით ჰკითხა გო­ჩამ.
- მტრე­ბი? რა ვი­ცი, მე მგო­ნი, არა. არა­ვის­თ­ვის არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია და... - მხრე­ბი აიჩე­ჩა ქალ­მა.
- აუცი­ლე­ბე­ლია, ვინ­მეს რა­მე და­უ­შა­ვო, რომ მტრე­ბი გა­ი­ჩი­ნო?
- აბა, ისე რა­ტომ უნ­და გიმ­ტ­როს ვინ­მემ? - გა­ი­ო­ცა მა­ი­ამ.
- რა ვი­ცი... იქ­ნებ ვინ­მეს შურს შე­ნი.
- კარ­გი, რა, შე­სა­შუ­რი არა­ფე­რი მაქვს, - ხე­ლი აიქ­ნია ქალ­მა და წა­მოდ­გა, - ხომ არ გშია? კვერ­ცხი მაქვს მხო­ლოდ, შე­მიძ­ლია შევ­წ­ვა.
- არა, არ მშია. რა დროს საჭ­მე­ლია, რო­ცა შენ გხე­დავ, - კვლავ და­ე­ნის­ლა მა­მა­კაცს თვა­ლე­ბი.
მა­ი­კო ისევ დაჯ­და, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ხე­ლე­ბი კალ­თა­ში ჩა­იწყო.
- რაც იყო, იმას ვერ და­ვაბ­რუ­ნებთ, - ჩამ­ქ­რა­ლი ხმით ამოთ­ქ­ვა.
- ვი­მე­გობ­როთ მა­ინც, ამას წინ რა და­უდ­გე­ბა?
- რა თქმა უნ­და, აუცი­ლებ­ლად უნ­და ვი­მე­გობ­როთ.
- და­გი­რე­კავ ხოლ­მე, ხომ შე­იძ­ლე­ბა?
- რო­გორ არა, რო­ცა გა­გი­ხარ­დე­ბა. სტუმ­რა­დაც შე­გიძ­ლია მოხ­ვი­დე.
- თუ­კი მი­მი­ღებ...
- ყო­ველ­თ­ვის მი­გი­ღებ, რა სი­სუ­ლე­ლეა.
- მად­ლო­ბა. წა­ვალ ახ­ლა, ისე­დაც მო­გაც­დი­ნე.
- არა, რა მო­მაც­დი­ნე... დარ­ჩი ცო­ტა ხანს, თუ არ გეჩ­ქა­რე­ბა, - გა­წით­ლ­და მაია.
- უხერ­ხუ­ლო­ბას თუ არ გიქ­მ­ნის ჩე­მი აქ ყოფ­ნა...
- ეგ მე­ო­რედ არ გა­ი­მე­ო­რო, იცო­დე, თო­რემ მეწყი­ნე­ბა...
გო­ჩა დარ­ჩა. კარ­გა ხანს ისა­უბ­რეს. მა­მა­კაც­მა - თა­ვის გეგ­მებ­ზე, ქალ­მა - თა­ვის წიგ­ნებ­ზე. იმან - თა­ვის მე­გობ­რებ­ზე, ამან - თა­ვის და­ქა­ლებ­ზე, იმან - ბავ­შ­ვო­ბა­ზე, ამან - სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ზე, მაგ­რამ არაფ­რის დი­დე­ბით არ გად­მო­უ­ლა­გა გო­ჩას მას­თან გან­შო­რე­ბის შემ­დეგ გა­და­ტა­ნი­ლი ტკი­ვი­ლის ამ­ბე­ბი.
უკ­ვე გვი­ა­ნი ღა­მე იყო, გო­ჩა რომ წა­ვი­და.
- თავს გა­უფ­რ­თხილ­დი, - დამ­შ­ვი­დო­ბე­ბი­სას ყურ­ში ჩას­ჩურ­ჩუ­ლა ქალს და გულ­ში ჩა­იკ­რა, მთე­ლი ძა­ლით შე­ი­სუნ­თ­ქა ქა­ლის სურ­ნე­ლი.
- შე­მი­სუნ­თ­ქე? - გა­იხ­სე­ნა მა­ი­ამ წარ­სულ­ში ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი შე­კითხ­ვა.
- ჰო და ერ­თი კვი­რა ვიმ­ყო­ფი­ნებ, - წარ­სულ­ში ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი პა­სუ­ხი გას­ცა მა­მა­კაც­მა, ქა­ლის ნა­ჩუ­ქა­რი წიგ­ნი გულ­ზე მი­ი­ხუ­ტა და წა­ვი­და...

შა­ბათს მა­ი­კო დი­ლი­დან­ვე შე­უდ­გა სამ­ზა­დისს. დღეს თე­მოს­თან ერ­თად კი­ნო­ში მი­დი­ო­და. ექ­ვ­სსა­ა­თი­ან სე­ან­ს­ზე უნ­და შე­სუ­ლიყ­ვ­ნენ. მთე­ლი დღე რა­ღაც­ნა­ი­რად აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი იყო, გუ­ლი სა­გუ­ლე­ში არ ეტე­ო­და. თით­ქოს ახალ­გაზ­რ­დო­ბის წლე­ბი და­უბ­რუნ­და. გა­ნა რა­მეს გა­ნიც­დი­და თე­მოს მი­მართ, ფიქ­რით გო­ჩა­ზე უფ­რო ფიქ­რობ­და, მაგ­რამ მა­ინც სი­ა­მოვ­ნებ­და, რომ თე­მოს­თან ერ­თად ფილ­მი უნ­და ენა­ხა. თან თით­ქოს და­ნა­შა­ულს გრძნობ­და, რომ ასე იქ­ცე­ო­და. რა­ტომ­ღაც, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ამის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, რომ მის ცოლ­თან ცუ­დად გა­მოს­დი­ო­და.
ექ­ვ­სის ნა­ხე­ვარ­ზე კი­ნო­თე­ატ­რის წინ იყო დარ­ჭო­ბი­ლი. თვა­ლე­ბით დიდ­ხანს ეძე­ბა თე­მო, მაგ­რამ ვერ­სად და­ლან­და. ამ დროს მო­ბი­ლურ­ზე და­უ­რე­კეს.
- მა­ი­კო, სად ხარ?
- გა­რეთ ვდგა­ვარ, თე­მო, შენ?
- სა­ლა­რო­ებ­თან მო­დი. აქ ვართ.
ვარ­თო? ნე­ტავ ვის­თან ერ­თა­დაა? გა­უკ­ვირ­და მა­ი­ას და სა­ლა­რო­ე­ბის­კენ გას­წია.
მა­მა­კაცს ვი­ღაც ქა­ლი ახ­ლ­და, მა­ი­ა­ზე ახალ­გაზ­რ­და და სან­დო­მი­ა­ნი. რო­გორც კი მათ მი­უ­ახ­ლოვ­და, ქალ­მა გა­უ­ღი­მა.
- გა­ი­ცა­ნი, ეს ჩე­მი მე­უღ­ლეა, ნა­თია, - თე­მომ ქა­ლის­კენ გა­იშ­ვი­რა ხე­ლი, - ეს კი მაიაა, ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბა­რი.
- ახ­ლა კი პა­ცი­ენ­ტი, - და­ა­მა­ტა მა­ი­ამ და თე­მოს მე­უღ­ლეს ხე­ლი ჩა­მო­არ­თ­ვა, - სა­სი­ა­მოვ­ნოა თქვე­ნი გაც­ნო­ბა, ნა­თია.
- ჩემ­თ­ვი­საც, - ნა­თი­ას ღი­მი­ლი არ მო­შო­რე­ბია ტუ­ჩე­ბი­დან და მაია მიხ­ვ­და, თე­მოს ცოლ­მა მას­ზე ყვე­ლა­ფე­რი იცო­და. იცო­და, რომ იგი სა­სიკ­ვ­დი­ლოდ იყო გან­წი­რუ­ლი, ამი­ტომ სა­ეჭ­ვი­ა­ნო არა­ფე­რი ჰქონ­და.
გუ­ნე­ბა გა­უ­ფუჭ­და. ნამ­დ­ვი­ლად არ ელო­და, თუ თე­მო ცოლ­თან ერ­თად გა­მო­ეცხა­დე­ბო­და. ან კი რა სა­ჭი­რო იყო? მა­ი­ას ხომ არ უთხო­ვია, კი­ნო­ში წა­მიყ­ვა­ნეო? შე­ეძ­ლო, სა­ერ­თოდ არ და­ე­პა­ტი­ჟებინა. ახ­ლა რა გა­მო­ვი­და? აშ­კა­რად ზედ­მე­ტად იგ­რ­ძ­ნო თა­ვი, თუმ­ცა, უკ­ვე ვე­ღა­რა­ფერს შეც­ვ­ლი­და. ბუ­ტია გო­გო­სა­ვით ვერ მო­იქ­ცე­ო­და, თა­ვი ამ­ტ­კივ­და და სახ­ლ­ში წა­ვალ, ფილ­მის ყუ­რე­ბა არ მინ­დაო. არც წყე­ნა შე­იმ­ჩ­ნია და მორ­ჩი­ლად შეჰ­ყ­ვა დარ­ბაზ­ში წინ მი­მა­ვალ წყვილს.
მაია ნა­თი­ას გვერ­დით დაჯ­და.
- გო­გო­ე­ბო, რა­მე ხომ არ მო­გი­ტა­ნოთ? - თე­მო უხერ­ხუ­ლო­ბის გან­მუხ­ტ­ვას შე­ე­ცა­და.
- მე არა­ფე­რი მინ­და, - შორს და­ი­ჭი­რა მა­ი­კომ.
- არც მე, - ღი­მი­ლით გა­მო­ხე­და ნა­თი­ამ და ქმარს მკლავ­ში ხე­ლი გა­უ­ყა­რა.
იმა­ვე წუთს დარ­ბაზ­ში სი­ნათ­ლე ჩაქ­რა და ფილ­მი და­იწყო. მა­ი­ას მხო­ლოდ ახ­ლა­ღა მო­ეხ­ს­ნა და­ძა­ბუ­ლო­ბა, თუმ­ცა ფილ­მი ისე დამ­თავ­რ­და, ნა­ხე­ვა­რი ვერ გა­ი­გო, რა ხდე­ბო­და. მთე­ლი სა­ათ-ნა­ხე­ვა­რი ამ უც­ნა­ურ შეხ­ვედ­რა­ზე ფიქ­რობ­და. ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ე­ცა­და, გა­მარ­თ­ლე­ბა მო­ე­ძებ­ნა თე­მოს საქ­ცი­ე­ლის­თ­ვის, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და. ნუ­თუ შე­ე­შინ­და, ცდუ­ნე­ბამ არ მძლი­ო­სო? მა­ი­კო რა, კი­სერ­ზე ჩა­მო­ე­კი­დე­ბო­და? ეს ხომ აბ­სურ­დია? გა­ნა რა­მე აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა? იმ ძვე­ლი, ბავ­შ­ვო­ბის დრო­ინ­დე­ლი გრძნო­ბის­გან ხომ ისე­დაც აღა­რა­ფე­რი იყო დარ­ჩე­ნი­ლი?
სე­ან­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ბევ­რი ეხ­ვე­წა ცალ­კე თე­მო, ცალ­კე ნა­თია, სად­მე კა­ფე­ში დავ­ს­ხ­დე­თო, მაგ­რამ არაფ­რით არ და­თან­ხ­მ­და. ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე და მირ­ჩევ­ნია, შინ წა­ვი­დე, და­ვის­ვე­ნოო.
თე­მომ ტაქ­სი გა­უ­ჩე­რა და ფუ­ლიც გა­და­უ­ხა­და. მა­ი­კო თბი­ლად და­ემ­შ­ვი­დო­ბა ორი­ვეს და უკა­ნა სა­ლონ­ში მო­თავ­ს­და.
ინა­ნა, რომ წა­მო­ვი­და. რა­ტომ­ღაც, ძა­ლი­ან გა­ნი­ხიბ­ლა. თე­მუ­რი იმა­ზე სუს­ტი აღ­მოჩ­ნ­და, ვიდ­რე წარ­მო­ედ­გი­ნა. გო­ჩა ასეთ რა­მეს არას­დ­როს გა­ა­კე­თებ­და... სხვა­თა შო­რის, არც გო­გა...

ბა­ნა­კი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა გო­ჩას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნა­ახ­ლა. ბი­ჭი ხში­რად ურე­კავ­და, უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც აკითხავ­და. ფე­ხით და­უყ­ვე­ბოდ­ნენ ხოლ­მე ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირს და რუს­თა­ვე­ლამ­დე ჩა­დი­ოდ­ნენ. ყვე­ლა­ზე მე­ტად ალექ­სან­დ­რეს ბაღ­ში უყ­ვარ­დათ დაჯ­დო­მა. მა­შინ ჯერ კი­დევ არ იცო­და მა­ი­ამ, რომ გო­ჩა სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო. უბ­რა­ლოდ, რა­ღაც­ნა­ი­რად და­ვა­ლე­ბუ­ლად გრძნობ­და გო­ჩას წი­ნა­შე თავს. იმ უნებ­ლიე და­ნა­შა­უ­ლის გა­მო, რო­მე­ლიც მის წი­ნა­შე მი­უძღო­და, სინ­დი­სი ქენ­ჯ­ნი­და და ამის გა­მოს­ყიდ­ვას ლა­მობ­და. თან სი­ა­მოვ­ნებ­და, ასე­თი ბავ­შ­ვუ­რი რომ იყო. ბი­ჭი სულ ტრა­ბა­ხობ­და - თა­ვი­სი მშობ­ლე­ბით, თა­ვი­სი თა­ვით. მა­მა­ჩემს პორ­შე ჰყავ­სო, ეუბ­ნე­ბო­და, თბი­ლის­ში მის მეტს პორ­შე არა­ვის ჰყავ­სო. მა­ი­ას არ სჯე­რო­და ამის, მაგ­რამ მა­ინც ისე აჩ­ვე­ნებ­და თავს, თით­ქოს მის ნათ­ქ­ვამ­ში ეჭ­ვიც არ ეპა­რე­ბო­და. ერ­თხე­ლაც გა­მო­უცხა­და, დე­და­ჩემს შენ­ზე მო­ვუ­ყე­ვი, იცის, რომ მიყ­ვარ­ხარ და ჩე­მი ეს­მი­სო. ამის გა­გო­ნე­ბამ მა­ი­ას თავ­ზა­რი დას­ცა. წა­მი­თაც არ უფიქ­რია გო­ჩას შეყ­ვა­რე­ბა, თუმ­ცა, არც იმა­ზე უფიქ­რია არას­დ­როს, რა­ტომ ხვდე­ბო­და ასე­თი სიხ­ში­რით მას­ზე ექ­ვ­სი წლით უმ­ც­როს ბიჭს, რო­მელ­საც ჯერ რძე არ შეშ­რო­ბო­და პირ­ზე.
გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მა იყო. გო­ჩა იმ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარგ ხა­სი­ათ­ზე ჩან­და. ჩვე­უ­ლი მარ­შ­რუ­ტი გა­ი­ა­რეს, ფე­ხით გა­ვიდ­ნენ რუს­თა­ველ­ზე. მე­რე გო­ჩამ უთხ­რა, დე­და­ჩემს შენ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა უნ­და და შე­იძ­ლე­ბა, და­გი­რე­კო­სო. მა­ი­აც და­თან­ხ­მ­და, რა პრობ­ლე­მაა, და­მი­რე­კო­სო.
ზარ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ სა­ღა­მოს და­უ­რე­კა.
- მე ნი­ნო ვარ, გო­ჩას დე­და, - ქალს სა­სი­ა­მოვ­ნო ხმა ჰქონ­და.
- გა­მარ­ჯო­ბათ, ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო. გო­ჩამ მითხ­რა, რომ ჩემ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა გსურ­დათ.
- ჰო, მინ­დო­და თქვენ­თან სა­უ­ბა­რი, თუ უხერ­ხუ­ლი არ იქ­ნე­ბა და მო­მის­მენთ.
- რა თქმა უნ­და, გის­მენთ, სა­უ­ხერ­ხუ­ლო არა­ფე­რია.
- მაია, გიყ­ვართ ჩე­მი შვი­ლი?
- კი, რო­გორ არა, ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, - გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ მი­უ­გო.
- მა­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხართ, მაგ­რამ... არ ვი­ცი, რო­გორ გითხ­რათ... სკო­ლის მოს­წავ­ლის­თ­ვის ცო­ტა ნა­ად­რე­ვი მგო­ნია თქვე­ნი ასა­კის გო­გოს შეყ­ვა­რე­ბა.
- რა-ა? რო­გორ, გო­ჩა სკო­ლის მოს­წავ­ლეა? - მა­ი­კოს ელ­და ეცა.
- არ იცო­დით?
- არა, მას ამის შე­სა­ხებ ჩემ­თ­ვის არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს. უფ­რო სწო­რად, მითხ­რა, რომ სკო­ლა წელს და­ამ­თავ­რა.
- არა, მო­მა­ვალ წელს ამ­თავ­რებს.
- მე... - და­იბ­ნა მა­ი­კო, - თქვენ ალ­ბათ არას­წო­რად გა­მი­გეთ, რო­ცა გითხა­რით, მიყ­ვარს-მეთ­ქი. მე... ისე... მე­გობ­რუ­ლად, ში­ნა­უ­რუ­ლად მიყ­ვარს.
- ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა. სხვა­ნა­ი­რად არც და­მიშ­ვია. სხვა თუ არა­ფე­რი, თქვენ­სა და ჩემ შო­რის მხო­ლოდ ცა­მე­ტი წე­ლია სხვა­ო­ბა. მაგ­რამ ერ­თი რამ მა­ინც უნ­და გთხო­ვოთ.
- გის­მენთ, ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო.
- რაც ბა­ნა­კი­დან ჩა­მო­ვი­და, ვერ ვცნობ, ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, სკო­ლა­ში აღარ და­დის თურ­მე, გაკ­ვე­თი­ლებს აც­დენს. მხო­ლოდ თქვე­ნი სა­ხე­ლი აკე­რია პირ­ზე. წიგ­ნის ხელ­ში აღე­ბაც აღარ უნ­და. არა­და, და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­შია, ახ­ლა თუ არ ის­წავ­ლა, და­ი­ღუ­პე­ბა.
- მე რა შე­მიძ­ლია? - ხმა შე­ეც­ვა­ლა მა­ი­კოს.
- უბ­რა­ლოდ, ხე­ლი არ ჰკრათ. თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით მო­ე­კი­დეთ, გთხოვთ. რო­გორ­მე და­ვამ­თავ­რე­ბი­ნოთ სწავ­ლა და რომ მო­ეწყო­ბა, მე­რე აღარ მე­ში­ნია. მა­ნამ­დე...
მაია მი­უხ­ვ­და. ეს არ იყო ძნე­ლი საქ­მე, რო­გორ­მე მო­აგ­ვა­რებ­და.
- არ არის პრობ­ლე­მა, ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, მე ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დ­ში და­ვუდ­გე­ბი. იმე­დია, და­მი­ჯე­რებს და...
- თქვე­ნი იმე­დი მაქვს, მაია. ერ­თა­დერ­თი ხართ, ვი­საც მას­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია...
და აი, სწო­რედ აქე­დან და­იწყო ყვე­ლა­ფე­რი. ჯერ ეჩხუ­ბა გო­ჩას, რა­ტომ და­მი­მა­ლე, თუ მოს­წავ­ლე იყა­ვიო. იმან თა­ვი იმარ­თ­ლა, სხვა­ნა­ი­რად პა­ტა­რა ბი­ჭი­ვით მო­მექ­ცე­ო­დიო. გა­ოც­და მაია, გა­ნა ასე არ ექ­ცე­ო­და? ნუ­თუ გო­ჩა ვერ ხვდე­ბო­და ამას? თავს რომ უტო­ლებ­და, გა­ნა იმას ნიშ­ნავ­და, რომ მის მი­მართ სხვა გრძნო­ბა გა­აჩ­ნ­და? ერ­თი ხა­ნო­ბა ისე იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, მი­სი ხმის გა­გო­ნე­ბაც არ სურ­და, მაგ­რამ დე­და­მი­სის­თ­ვის პი­რო­ბა ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი და სიტყ­ვას ვერ გა­და­ვი­დო­და.
მო­უხ­ში­რეს ერ­თ­მა­ნე­თის ნახ­ვას. რო­ცა ნახ­ვას ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ, სა­ა­თო­ბით იყ­ვ­ნენ ტე­ლე­ფონ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლნი. ვერც გა­ი­გო მა­ი­კომ, რო­გორ შე­მო­ე­პა­რა გულ­ში სიყ­ვა­რუ­ლი. კარ­გა ხანს ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ ეს ცხვირ­მო­უ­ხო­ცა­ვი ბავ­შ­ვი შე­უყ­ვარ­და. ჭკუ­ას არი­გებ­და, რჩე­ვებს აძ­ლევ­და, გა­მუდ­მე­ბით ეკითხე­ბო­და, რო­გორ სწავ­ლობ­და, ამ სა­გან­ში რა წინ­ს­ვ­ლა გაქვს, იმ სა­გან­ში რო­გო­რაა საქ­მეო...
გო­ჩამ თან­და­თან მარ­თ­ლა მო­უ­მა­ტა სწავ­ლას. გარ­და ამი­სა, რე­პე­ტი­ტო­რებ­თა­ნაც და­დი­ო­და და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ემ­ზა­დე­ბო­და უმაღ­ლეს­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად.
ერ­თხე­ლაც გო­ჩა ავად გახ­და. შუა ზამ­თა­რი იყო და ვარ­ჯი­ში­დან წა­მო­სუ­ლი გა­ცი­ე­ბუ­ლა. ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბა და­ე­მარ­თა, ორი კვი­რა იწ­ვა და მკურ­ნა­ლობ­და.
მა­ი­კოს ამ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სი და­ე­მარ­თა. ბი­ჭის უნა­ხა­ო­ბა კლავ­და, ად­გილს ვერ პო­უ­ლობ­და. სა­ნა­ხა­ვად მის­ვ­ლა ვერ გა­ბე­და, თუ და­უ­რე­კავ­და ხოლ­მე. სწო­რედ მა­შინ მიხ­ვ­და, რომ გო­ჩას გა­რე­შე ვერ ძლებ­და, ისე­ვე, რო­გორც უწყ­ლოდ და უჰა­ე­როდ.
მე­რე კი­დევ ორი კვი­რა ვერ ნა­ხა. კი გა­მო­კეთ­და გო­ჩა, მაგ­რამ ში­ნი­დან არ უშ­ვებ­დ­ნენ, ვა­ი­თუ, ისევ გა­ცივ­დე­სო. მა­ი­კოს ბრა­ზი მოს­დი­ო­და თა­ვის თავ­ზე, ეს რა მე­მარ­თე­ბა, ასე რო­გორ ამე­რია გო­ნე­ბა, პა­ტა­რა ბიჭ­ზე ფიქ­რი რო­გორ ამეკ­ვი­ა­ტაო. თან ეს ისე­თი ამ­ბა­ვი იყო, რო­მელ­საც ვე­რა­ვის ეტყო­და. რო­გორ ეთ­ქ­ვა და­ქა­ლე­ბის­თ­ვის, სკო­ლის მოს­წავ­ლე მიყ­ვარ­სო? შა­ყი­რით აიკ­ლებ­დ­ნენ. რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და, იქ­ნებ რო­გორ­მე ამო­ვიგ­დო მას­ზე ფიქ­რი გო­ნე­ბი­და­ნო, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და. გა­მუდ­მე­ბით გო­ჩა­ზე ფიქ­რობ­და.
რა და­ა­ვიწყებს ამ ამ­ბე­ბის შემ­დეგ მათ პირ­ველ შეხ­ვედ­რას. გო­ჩამ და­უ­რე­კა, ინ­გ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თან ვარ, წე­რე­თელ­ზე, გა­მო­ფე­ნას­თან, შვიდ სა­ათ­ზე ვამ­თავ­რებ და იქ­ნებ გა­მოხ­ვი­დე, რომ ერ­თი წუ­თით მა­ინც გნა­ხოო.
გა­ვი­და კი არა, გაფ­რინ­და. ტაქ­სი გა­ა­ჩე­რა და გა­ვარ­და. რო­გორც კი გო­ჩა კორ­პუ­სის კუთხი­დან გა­მოჩ­ნ­და, მი­ეჭ­რა და ისე ჩა­ეკ­რა გულ­ში, თით­ქოს მთე­ლი წლის უნა­ხა­ვი ჰყო­ლო­და...
ისევ გა­ნა­ახ­ლეს შეხ­ვედ­რე­ბი. ამ­ჯე­რად ფე­ხით სი­ა­რულს მო­უკ­ლეს. მა­ი­კოს ეში­ნო­და, ისევ არ გა­ცივ­დეს და მე არ დამ­ბ­რალ­დე­სო. ამი­ტომ ძა­ლი­ან ცო­ტა ხნით ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თით. მა­ი­ას­თ­ვის ეს რამ­დე­ნი­მე წუ­თიც საკ­მა­რი­სი იყო.
ამა­სო­ბა­ში ვერც შე­ამ­ჩ­ნია, რო­გორ ჩა­მოს­ცლლი­და მე­გობ­რებს. ჯგუ­ფე­ლე­ბი საყ­ვე­დუ­რობ­დ­ნენ, ჩვენ­თან ერ­თად არ­სად და­დი­ხარ, სულ ჩა­ი­კე­ტე შენს თავ­ში, რა გე­მარ­თე­ბაო. ვერ გა­ბე­და მათ­თ­ვის გუ­ლი გა­და­ე­შა­ლა. იცო­და, ამ­ნა­ირ ნა­ბიჯს არა­ვინ მო­უ­წო­ნებ­და.
შემ­დეგ გა­ზაფხუ­ლი დად­გა, დათ­ბა. ახ­ლა უკ­ვე შე­იძ­ლე­ბო­და ფე­ხით სე­ირ­ნო­ბა. ისევ და ისევ ალექ­სან­დ­რეს ბა­ღი ამო­ი­ჩე­მეს. სულ ცო­ტა, კვი­რა­ში ერ­თხელ მა­ინც ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, თუ ორ­ჯერ და სამ­ჯერ არა.
ერთ დღე­საც, შა­ბა­თი იყო, ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ის წინ, გა­ჩე­რე­ბა­ზე შეხ­ვ­და. ჩა­ვიდ­ნენ პარ­კ­ში და ამო­ჩე­მე­ბულ მერ­ხ­ზე დას­ხ­დ­ნენ. სა­ღა­მო ხა­ნი იყო, ცო­ტა გრი­ლო­და. გო­ჩამ ხე­ლი გა­დახ­ვია. იმ პე­რი­ოდ­ში უკ­ვე იცოდ­ნენ, რომ ერ­თ­მა­ნე­თი უყ­ვარ­დათ. გო­ჩა ბედ­ნი­ე­რე­ბით მეცხ­რე ცა­ზე დაფ­რი­ნავ­და. აი, მო­ვეწყო­ბი წელს და ეგ­რე­ვე ცო­ლად შე­გირ­თა­ვო. მა­ი­ას ამა­ზე ეცი­ნე­ბო­და. მე­რე შე­ნი მშობ­ლე­ბი რას იტყ­ვი­ა­ნო? იმათ იცი­ან და თა­ნახ­მა­ნიც არი­ა­ნო. იცო­და მა­ი­ამ, რომ ბი­ჭი ატყუ­ებ­და, მაგ­რამ არ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და. თა­ვი მხარ­ზე და­ა­დო. მე­რე ნე­ლა მი­იბ­რუ­ნა მის­კენ ტუ­ჩე­ბი და გო­ჩას ყელ­ზე აკო­ცა. იმა­ნაც და­ხა­რა თა­ვი და ლო­ყა­ზე აკო­ცა. კარ­გა ხანს ასე ის­ხ­დ­ნენ, გა­ჩუ­მე­ბულ­ნი და გუ­ლაჩ­ქ­რო­ლე­ბულ­ნი. თით­ქოს ერ­თ­მა­ნე­თის გუ­ლე­ბის ბა­გა­ბუ­გი ეს­მო­დათ. მე­რე რა­ღაც­ნა­ი­რად, თა­ვის­და უნე­ბუ­რად მოხ­და ისე, რომ ერ­თ­მა­ნეთს ტუ­ჩებ­ში აკო­ცეს. გო­ჩას­თ­ვის ეს პირ­ვე­ლი კოც­ნა იყო, მა­ი­კოს­თ­ვის - არა. რად­გან თა­ვად გა­მო­იჩი­ნა ინი­ცი­ა­ტი­ვა, ისე გა­მო­ვი­და, რომ თან კოც­ნი­და, თან ას­წავ­ლი­და, მას რო­გორ ეკოც­ნა...
რა ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვ­ნენ მა­შინ. ეს პირ­ვე­ლი დღე იყო, რო­ცა თით­ქ­მის არ ულა­პა­რა­კი­ათ. უბ­რა­ლოდ, ის­ხ­დ­ნენ თა­ვი­ან­თ­თ­ვის ჩუ­მად, კოც­ნიდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს და მხო­ლოდ მა­თი სხე­უ­ლე­ბი სა­უბ­რობ­დ­ნენ.
ექ­ვ­სი წლით იყო ბიჭ­ზე უფ­რო­სი, მაგ­რამ მას­ზე მე­ტი ჭკუა კი არ ჰქონ­და. რა თქმა უნ­და, აანა­ლი­ზებ­და იმას, რომ სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იგ­დებ­და თავს, მაგ­რამ რომ უყ­ვარ­და? ამის­თ­ვის რა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა? იმა­შიც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბას მო­მა­ვა­ლი არ ჰქონ­და, რომ არა­ვინ მო­უ­წო­ნებ­და საქ­ცი­ელს, მაგ­რამ უკან და­ხე­ვაც არ შე­ეძ­ლო. სწო­რედ იმ დღეს უთხ­რა პირ­ვე­ლად, მიყ­ვარ­ხა­რო. ამან მთლად გა­ა­გი­ჟა ბი­ჭი. ვინ იცის, რამ­დე­ნი თვე ელო­და ამ სიტყ­ვას.
იმ დღეს თით­ქოს რო­ლე­ბი გაც­ვა­ლეს - მაია იყო ბი­ჭი, გო­ჩა კი - გო­გო. კარ­გი ჯენ­ტ­ლ­მე­ნი­ვით გა­ა­ცი­ლა ბო­ლოს, სახ­ლამ­დე ტაქ­სით მი­იყ­ვა­ნა, კორ­პუს­თან ჩა­მოს­ვა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ დაბ­რუნ­და შინ. მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე და­უ­რე­კა და ჰკითხა, ხომ ახ­ვე­დი სახ­ლ­ში, ხომ კარ­გად ხა­რო. რო­ცა დარ­წ­მუნ­და, რომ გო­ჩა უკ­ვე შინ იყო და სა­ნერ­ვი­უ­ლო აღა­რა­ფე­რი ჰქონ­და, მხო­ლოდ ამის შე­მდეგ დამ­შ­ვიდ­და...

ავტორი სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა ეპიზოდი
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93