ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი VIII)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი VIII)
გა­მუდ­მე­ბით ასე იყო. თუ მას ხე­დავ­და, მშვი­დად იყო,
დას­ცილ­დე­ბო­და და ნერ­ვი­უ­ლობ­და. სხვა რა­მე­ებ­ზე ვე­ღარ ფიქ­რობ­და, თვალ­წინ სულ გო­ჩას სა­ხე ედ­გა, ყუ­რებ­ში მი­სი ხმა ჩა­ეს­მო­და. უკ­ვირ­და, ბა­ნაკ­ში ასე­თი სიტყ­ვა­ძუნ­წი თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ ენას რომ არ აჩე­რებ­და, სულ ხუმ­რობ­და და იცი­ნო­და. სი­ა­მოვ­ნებ­და მა­ი­ას, ამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბას რომ ანი­ჭებ­და მის­თ­ვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. სი­ა­მოვ­ნებ­და და თან ეში­ნო­და. იცო­და, რომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ერთ მშვე­ნი­ერ დღეს წერ­ტილს და­უს­ვამ­და. არა­და, არ ემე­ტე­ბო­და. იმ­დე­ნად კარ­გად იყო, იმ­დე­ნად სავ­სე, ისე­თი ნა­თე­ლი შე­მოჰ­ქონ­და გო­ჩას მის ყო­ველ­დღი­ურ
ყო­ფა­ში, ვერ ელე­ო­და. ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რის ბო­ლოს ერ­თ­მა­ნეთს ჩა­ე­ხუ­ტე­ბოდ­ნენ, გო­ჩა `შე­ი­სუნ­თ­ქავ­და~ მი­სი სხე­უ­ლის სურ­ნელს, მთლი­ა­ნად, სრუ­ლად... `შე­გი­სუნ­თ­ქე~, - ეტყო­და ჩურ­ჩუ­ლით და გა­უ­ღი­მებ­და. მე­რე ეს `შე­სუნ­თ­ქ­ვა~ გო­ჩას მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე ჰყოფ­ნი­და. მა­ი­აც ანა­ლო­გი­უ­რად იქ­ცე­ო­და, იმ ერთ მა­გი­ურ სიტყ­ვას თვი­თო­ნაც იტყო­და ჩურ­ჩუ­ლით და ისიც გა­უ­ღი­მებ­და. მაგ­რამ მას შემ­დეგ შეხ­ვედ­რამ­დე არ ჰყოფ­ნი­და ბი­ჭის სურ­ნე­ლი. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ვი­დო­და და კვლავ ენატ­რე­ბო­და, კვლავ მას­თან ყოფ­ნას ელ­ტ­ვო­და. ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისიც გო­ჩას ტო­ლი იყო, პა­ტა­რა გო­გო­სა­ვით ერ­თო­ბო­და. გა­რეგ­ნუ­ლად არც ეტყო­ბო­დათ ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა, მა­ი­კო კა­ფან­და­რა იყო, პა­ტა­რა სა­ხე ჰქონ­და, პა­ტა­რა ნაკ­ვ­თე­ბით და ოც წელ­საც კი არა­ვინ მის­ცემ­და.

ასე გა­ი­ა­რა გა­ზაფხულ­მა. ივ­ნი­სი დად­გა. და­იწყო გა­მოც­დე­ბის ცი­ებ-ცხე­ლე­ბა. გო­ჩას - გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი ელო­და წინ, მა­ი­ას - სა­კურ­სო. ახ­ლა ისე ხში­რად ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ შეხ­ვედ­რას, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნით კონ­ტაქ­ტობ­დ­ნენ.
იმ დღეს ბო­ლო გა­მოც­და ჰქონ­და. გო­ჩამ ეს იცო­და და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ა­კითხა. უზარ­მა­ზა­რი თა­ი­გუ­ლი მი­უ­ტა­ნა, წი­თე­ლი ვარ­დე­ბის. მა­ი­ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ბე ჩა­ირ­ბი­ნა და ყვა­ვი­ლე­ბის და­ნახ­ვა­ზე ისე­დაც ციმ­ცი­მა თვა­ლე­ბი უფ­რო აუციმ­ციმ­და.
- ჩე­მია? - ვი­თომ მი­ა­მი­ტი ბავ­შ­ვი­ვით ჰკითხა.
- ჰო, მაგ­რამ ჯერ არ გაძ­ლევ, - გო­ჩამ თა­ი­გუ­ლი ზურგს უკან და­მა­ლა.
- რა­ტომ?
- წა­მო, წა­ვი­დეთ და გზა­ში გეტყ­ვი, მან­ქა­ნა გვე­ლო­დე­ბა.
მა­ი­კომ გო­ჩას მზე­რას თვა­ლი გა­ა­ყო­ლა და სუნ­თ­ქ­ვა გა­უ­ჩერ­და. გზის პი­რას `მერ­სე­დე­სი~ იდ­გა, რო­მე­ლიც ბი­ჭე­ბით იყო სავ­სე, ორ­ნი იყ­ვ­ნენ ან სამ­ნი. ისე ანერ­ვი­ულ­და, სათ­ვა­ლა­ვი აერია, თვა­ლე­ბი და­ე­ბინ­და. მიხ­ვ­და, რომ გო­ჩა მო­ტა­ცე­ბას უპი­რებ­და.
- რამ­დე­ნი გა­მოც­და დაგ­რ­ჩა? - ცო­ტა არ იყოს, შე­კითხ­ვა ცი­ვად გა­მო­უ­ვი­და.
- არც ერ­თი, გუ­შინ მოვ­რ­ჩი, ხომ და­გი­რე­კე? - გო­ჩას სა­ხე შე­ეც­ვა­ლა.
ჰო, და­უ­რე­კა და უთხ­რა, გა­მოც­დებს მოვ­რ­ჩიო. ისე აებ­ნა მა­ი­კოს გო­ნე­ბა, აღარ გა­ახ­სენ­და. არა­და, აშ­კა­რა იყო, გო­ჩამ მო­ატყუა. სკო­ლის გა­მოც­დე­ბი ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბო­და, მაგ­რამ, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, მის მო­რიგ ტყუ­ილ­ზე არც გუ­შინ გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რადღე­ბა.
- რა­ტომ მე­კითხე­ბი? - ბი­ჭის ხმამ ფიქ­რე­ბი­დან გა­მო­აფხიზ­ლა.
- ეს ბი­ჭე­ბი რა­ტომ მო­იყ­ვა­ნე? - გან­ხიბ­ლუ­ლი ხმით შე­ე­კითხა.
- ისე, - მხრე­ბი აიჩე­ჩა ნირ­წამ­ხ­დარ­მა. თეთ­რი პი­რი­სა­ხე რომ ჰქო­ნო­და, აუცი­ლებ­ლად გა­წით­ლ­დე­ბო­და, მაგ­რამ მი­სი ფე­რის კანს სი­წით­ლე რას და­აკ­ლებ­და? თუმ­ცა, მა­ი­კომ შე­ამ­ჩ­ნია, რო­გორ შე­უ­ტოკ­და კუნ­თი ქვე­და ყბა­ზე და მიხ­ვ­და, გო­ჩაც ანერ­ვი­ულ­და.
- ისე არა­ფე­რი არ ხდე­ბა, გო­ჩა! - გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტო­ნით მი­მარ­თა და ვერც მიხ­ვ­და, ხმას რო­გორ აუწია, - ხომ იცი, რომ ვე­რა­ფერს გა­მო­მა­პა­რებ. ვი­ცი, რის­თ­ვი­საც ხარ მო­სუ­ლი, ამი­ტომ მაგ მან­ქა­ნა­ში არ ჩავ­ჯ­დე­ბი. თუ ჩე­მი ცო­ლად მოყ­ვა­ნა გინ­და, მო­ვიდ­ნენ შე­ნი მშობ­ლე­ბი და მითხ­რან, რომ თა­ნახ­მა­ნი არი­ან, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში მე შენ არ გა­მოგ­ყ­ვე­ბი, გა­სა­გე­ბია?
ბიჭ­მა შუბ­ლი შე­იჭ­მუხ­ნა.
- ჩე­მი მშობ­ლე­ბი რა შუ­ა­შია? შენ მე უნ­და გა­მომ­ყ­ვე, მა­გათ კი არა.
- აი, ხე­დავ? შენ თვი­თონ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი შენს თავს. იცი, რომ ამას არ მო­გი­წო­ნე­ბენ. მო­გი­წო­ნე­ბენ კი არა, შე­იძ­ლე­ბა სახ­ლ­შიც არ შე­გიშ­ვან. ძა­ლი­ან დი­დი ბო­დი­ში, არა­ვის გა­სა­ლან­ძღი თა­ვი არ მა­ბია. არ გა­მო­ვა ეგ საქ­მე, და­მი­ჯე­რე. მე შე­ნი ცო­ლი ვერ გავ­ხ­დე­ბი. თუ მო­იც­დი ხუ­თი-ექ­ვ­სი წე­ლი­წა­დი, მე­რე ვნა­ხოთ.
- რა-ა? თან მო­ვი­ცა­დო და თან `მე­რე ვნა­ხოთ~? - დას­ცეცხ­ლა გო­ჩას, - და შენ მე­უბ­ნე­ბი, რომ გიყ­ვარ­ვარ?
მის­მა სიტყ­ვებ­მა მა­ი­ას გუ­ლი ატ­კი­ნა, ძა­ლი­ან ატ­კი­ნა, მაგ­რამ უკან ვე­ღარ და­ი­ხევ­და. გა­ახ­სენ­და დე­და­მი­სი, რო­გო­რი გა­მაფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი ტო­ნით უთხ­რა მა­შინ, რო­გორც კი სკო­ლის გა­მოც­დებს მორ­ჩე­ბა, თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც უნ­და დამ­თავ­რ­დე­სო. ზუს­ტად ამ სიტყ­ვე­ბით არ უთ­ქ­ვამს, მაგ­რამ ქვე­ტექ­ს­ტე­ბით მი­ა­ნიშ­ნა. ახ­ლა ზუს­ტად ის დრო იყო, რო­ცა ამ ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის წერ­ტი­ლი უნ­და და­ეს­ვა, სა­ბა­ბიც თა­ვის­თა­ვად გა­მოჩ­ნ­და.
- რო­გორც ჩანს, არ მყვა­რე­ბი­ხარ... - ჩაწყ­ვე­ტი­ლი ხმით ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, - რად­გან ჩემ­თ­ვის შე­ნი მშობ­ლე­ბის აზ­რი უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ესე იგი, ეს სიყ­ვა­რუ­ლი არ არის. ამი­ტომ აჯო­ბებს, დავ­შორ­დეთ ერ­თ­მა­ნეთს აქ და ახ­ლა­ვე.
გო­ჩა გაშ­რა. ყბე­ბი ისე მო­კუ­მა, სა­ხე და­ე­ძა­ბა. მა­ი­კო შე­ემ­ზა­და. ეგო­ნა, ბი­ჭი აღ­შ­ფოთ­დე­ბო­და, მწა­რე-მწა­რეს ეტყო­და, მან­ქა­ნა­ში ძა­ლით ჩას­მას და­უ­პი­რებ­და, მაგ­რამ სრუ­ლად სა­პი­რის­პი­რო რამ მოხ­და.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად გო­ჩამ ზურგს უკან და­მა­ლუ­ლი თა­ი­გუ­ლი პირ­და­პირ სა­ხე­ში ეს­რო­ლა, ზედ ზიზღით სავ­სე მზე­რაც მო­ა­ყო­ლა, გატ­რი­ალ­და და მან­ქა­ნის­კენ წა­ვი­და.
დარ­ჩა მა­ი­კო გა­ხე­ვე­ბუ­ლი, შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი და დამ­ცი­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად - მი­ტო­ვე­ბუ­ლიც...
ის დღე იყო და ის დღე. გო­ჩა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. არც და­უ­რე­კავს. არც მო­უ­კითხავს. თით­ქოს ცამ ჩაყ­ლა­პა... ან მი­წამ... ან ჰა­ერ­ში აორ­თ­ქ­ლ­და...
მაია მა­ინც ელო­და. ეგო­ნა, ბი­ჭი მის გა­რე­შე ვერ გაძ­ლებ­და. ეგო­ნა, აუცი­ლებ­ლად შე­ახ­სე­ნებ­და თავს. ად­რეც ბევ­რ­ჯერ უჩხუ­ბი­ათ და პირ­ვე­ლი ყო­ველ­თ­ვის გო­ჩა დგამ­და შე­სა­რი­გე­ბელ ნა­ბიჯს - პირ­ვე­ლი რე­კავ­და.
გა­უ­ჭირ­და. ისე გა­უ­ჭირ­და, რომ დეპ­რე­სია და­ეწყო. იმ დღეს­ვე, გო­ჩას რომ და­შორ­და, ცუ­დად გახ­და, ძლივს მო­ა­სუ­ლი­ე­რეს გო­გო­ებ­მა. პირ­ვე­ლად მა­შინ გა­უმ­ჟ­ღავ­ნა და­ქა­ლებს მი­სი არ­სე­ბო­ბის ამ­ბა­ვი. პირ­ვე­ლად მა­შინ მო­უყ­ვა სხვებს თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ. ყვე­ლამ თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით მო­უს­მი­ნა. მა­ი­კო ამას არ მო­ე­ლო­და. ეგო­ნა, დას­ცი­ნებ­დ­ნენ, ჭკუ­ის სწავ­ლე­ბას და­უწყებ­დ­ნენ, მაგ­რამ არა. პი­რი­ქით, ყვე­ლამ თა­ნა­უგ­რ­ძ­ნო. უსაყ­ვე­დუ­რეს და და­ტუქ­სეს კი­დეც, მა­გის დე­დას რას და­ე­ძებ, თუ­კი ერ­თ­მა­ნე­თი გიყ­ვართ, ბო­ლოს და ბო­ლოს, მო­ულ­ბე­ბა გუ­ლი და ეგ იქ­ნე­ბა. არა­სა­სურ­ვე­ლი რძლის გა­მო რო­მელ დე­დას და­უ­კარ­გავს შვი­ლიო. მით უფ­რო, შენ ისე­თი ხარ, აუცი­ლებ­ლად შე­აყ­ვა­რებ თავს, რო­ცა ოჯახ­ში შეხ­ვა­ლო.
მაია მწა­რედ ტი­რო­და. მე­გობ­რე­ბის შე­გო­ნე­ბას უპა­სუ­ხოდ ტო­ვებ­და, უბ­რა­ლოდ, ტი­რო­და და ტი­რო­და.
არა, თვი­თონ ერ­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა­საც არ აპი­რებ­და. მას შემ­დეგ, რაც გო­ჩამ გა­ა­კე­თა, პირ­ვე­ლი რო­გორ უნ­და შეხ­მი­ა­ნე­ბო­და? ბიჭ­მა ყვა­ვი­ლე­ბი სა­ხე­ში შე­ა­ყა­რა, გულ­ში ალ­ბათ შე­ა­გი­ნა კი­დეც ერ­თი გემ­რი­ე­ლად და ზურ­გი აქ­ცია. აბა, სხვას რას ელო­და? ყუ­რე­ბამ­დე შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ანს, ბედ­ნი­ე­რე­ბით მეცხ­რე ცა­ზე რომ დაფ­რი­ნავ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­უცხა­და, არ მყვა­რე­ბი­ხა­რო და რა, აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ტაშს შე­მოჰ­კ­რავ­და? მად­ლო­ბას გა­და­უხ­დი­და და ხე­ლებს და­უ­კოც­ნი­და? თავ­მოყ­ვა­რე მა­მა­კა­ცი ყვე­ლა მა­სა­ვით მო­იქ­ცე­ო­და.
თავს მა­ინც იმ­შ­ვი­დებ­და. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ გო­ჩა გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და. ის კი... სა­მუ­და­მოდ გაქ­რა მი­სი ცხოვ­რე­ბი­დან.
დრო გა­დი­ო­და, ტკი­ვი­ლი - არა. წყე­ნამ გა­უ­ა­რა, სიყ­ვა­რულ­მა - არა. რაც უფ­რო მი­უწ­ვ­დო­მე­ლი რჩე­ბო­და გო­ჩა, მით უფ­რო ენატ­რე­ბო­და, მით უფ­რო გა­უ­საძ­ლი­სი ხდე­ბო­და მის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა.

დეპ­რე­სი­ამ პიკს მი­აღ­წია. შე­მოდ­გო­მა­ზე ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და და ორი თვე ფეხ­ზე ვე­ღარ დგე­ბო­და. არ ჭამ­და, არა­ფერს აკე­თებ­და, უაზ­როდ თვა­ლებ­გა­ხე­ლი­ლი იწ­ვა ლო­გინ­ში და ფიქ­რობ­და... ფიქ­რობ­და გა­მო­ზო­მი­ლად. ყო­ველ­დღე მა­თი გაც­ნო­ბის თი­თო დღეს იხ­სე­ნებ­და. იხ­სე­ნებ­და დე­ტა­ლებ­ში, წუ­თებ­ში, წა­მებ­ში, სა­ა­თებ­ში... მე­რე მე­ო­რე დღეს ელო­დე­ბო­და, სხვა დღის მო­გო­ნე­ბე­ბი გა­ე­ცოცხ­ლე­ბი­ნა.
უძი­ლო­ბა დას­ჩემ­და. ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებს მი­ე­ძა­ლა. თა­ვი­დან კი უშ­ვე­ლა, მაგ­რამ ორ­გა­ნიზ­მი რომ მი­ეჩ­ვია, მე­რე წამ­ლე­ბიც ვე­ღარ აძი­ნებ­და. ყვე­ლას ძა­ლი­ან შე­ე­შინ­და, რად­გან მი­სი ავა­დო­ბა ძა­ლი­ან ჰგავ­და ფსი­ქოზს. რომ არა თა­თია, თა­ვი­სი კლა­სე­ლი, ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს ვერ გა­მო­ვი­დო­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. გა­მო­ვი­დო­და კი არა, შე­იძ­ლე­ბო­და უფ­რო გამ­წ­ვა­ვე­ბო­და სე­ნი და სა­მუ­და­მოდ დეპ­რე­სი­ა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი­ყო. თა­თია აიძუ­ლებ­და, ამ­დ­გა­რი­ყო, გა­ევ­ლო, გა­მო­ევ­ლო, მის­თ­ვის ყა­ვა მო­ე­დუ­ღე­ბი­ნა. მთე­ლი დღე ეტი­ტი­ნე­ბო­და, ენას არ აჩე­რებ­და. რას აღარ იხ­სე­ნებ­და სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან, მა­ი­კოს­თ­ვის სრუ­ლი­ად და­ვიწყე­ბულ ამ­ბებს გა­მო­ქე­ქავ­და და ცდი­ლობ­და, მე­გო­ბა­რი გა­ე­ცი­ნე­ბი­ნა, სა­უ­ბარ­ში აეყო­ლი­ე­ბი­ნა. ჯერ ოთა­ხი­დან ოთახ­ში და­ა­ტა­რებ­და, მე­რე ნელ-ნე­ლა აივან­ზე გა­იყ­ვა­ნა, მე­რე - ეზო­ში, მე­რე - ქუ­ჩა­ში და, ექ­ვ­სი თვის შემ­დეგ, რო­გორც იქ­ნა, მა­ი­კომ პი­რი ამ ქვეყ­ნის­კენ ქნა, შე­მობ­რუ­ნე­ბა და­იწყო. ჯერ ღი­მი­ლი გა­მო­ე­სა­ხა ტუ­ჩებ­ზე, ცო­ტა ხნის შემ­დეგ გა­ი­ცი­ნა, კი­დევ ცო­ტა ხნის შემ­დეგ გა­ი­ხუმ­რა და ასე, ნელ-ნე­ლა კვლავ ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს და­ემ­ს­გავ­სა. ახ­ლა უკ­ვე შე­მიძ­ლია გათხო­ვე­ბაო, წა­მო­ი­ძა­ხა გა­ხა­რე­ბულ­მა თა­თი­ამ, რო­ცა და­ქა­ლი ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა და... ორი­ოდ თვე­ში მარ­თ­ლაც გათხოვ­და. ისე­დაც ობ­ლო­ბა­ში გაზ­რ­დილ მა­ი­კოს მარ­ტო დარ­ჩე­ნა არ გას­ჭირ­ვე­ბია. თუმ­ცა, მარ­ტო სუ­ლაც არ იყო. გო­ჩა­ზე ისევ და ისევ ფიქ­რობ­და. ეს ფიქ­რე­ბი კი იმ­დე­ნად ავ­სებ­და, რომ მარ­ტო­ო­ბა­ზე არ წუხ­და. იმ პე­რი­ოდ­ში წე­რაც და­იწყო. და­იწყო და აღარ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. რო­ცა პირ­ვე­ლი რო­მა­ნი ჩა­ამ­თავ­რა, მა­შინ­ვე თა­თი­ას და­უ­რე­კა და სთხო­ვა, წა­ე­კითხა. იმა­ნაც არ და­ა­ყოვ­ნა, მო­ვი­და და ხელ­ნა­წე­რი წა­ი­ღო. წა­ი­კითხა, შე­უ­ქო, გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში მი­ვი­ტა­ნო­თო, ურ­ჩია. ასე რომ, მი­სი პირ­ვე­ლი ცენ­ზო­რი ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნ­და. მი­სი რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და მარ­თ­ლაც მი­ი­ტა­ნა ერთ-ერთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში. მო­უ­წო­ნეს, მაგ­რამ კარ­გა ხანს ალო­დი­ნეს, სა­ნამ და­უ­ბეჭ­დავ­დ­ნენ. იმ წლებ­ში ცო­ტა არე­უ­ლი იყო ქვე­ყა­ნა და ად­ვი­ლად არა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, და­ა­ყე­ნეს საშ­ვე­ლი და მი­სი პირ­ვე­ლი წიგ­ნიც გა­მო­ი­ცა. რო­მანს დი­დი მო­წო­ნე­ბა ხვდა წი­ლად.
მა­ლე პირ­ველს მე­ო­რე მოჰ­ყ­ვა, მე­ო­რეს - მე­სა­მე. შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რიც შეს­თა­ვა­ზეს, ამა­სო­ბა­ში ნი­კაც გა­იც­ნო და მის ცხოვ­რე­ბას აზ­რი მი­ე­ცა...

გო­ჩამ ქუ­ჩა გა­დაჭ­რა და თექ­ვ­ს­მეტ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის კუთხე­ში გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და. მა­ი­კოს ნა­ჩუ­ქა­რი წიგ­ნი გვერ­დით, სა­ვარ­ძელ­ზე და­დო და მან­ქა­ნა და­ქო­ქა. ნე­ლა, ძა­ლი­ან ნე­ლა გა­უდ­გა გზას, ძლივს მი­ღო­ღავ­და. უკან მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნე­ბი წა­რა­მა­რა უსიგ­ნა­ლებ­დ­ნენ, მაგ­რამ სიჩ­ქა­რის­თ­ვის არ მო­უ­მა­ტე­ბია, ვი­საც გას­წ­რე­ბა უნ­დო­და, მო­ა­ხერ­ხებ­და, ის ხელს არა­ვის უშ­ლი­და. ნე­ლა მოძ­რა­ობ­და, რად­გან ფიქ­რებ­ში იყო ჩაფ­ლუ­ლი. მა­ი­კოს ბე­დი აშ­ფო­თებ­და. გულს მხო­ლოდ ერ­თი კითხ­ვა უღ­რ­ღ­ნი­და. ვის უნ­და ნდო­მე­ბო­და მი­სი სიკ­ვ­დი­ლი. მარ­თა­ლია, დაკ­ვე­თა მას უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და ამას არას­დ­როს და­უშ­ვებ­და, მაგ­რამ ეს გა­მო­სა­ვა­ლი არ იყო. მის მა­გივ­რად სხვას და­ი­ქი­რა­ვებ­დ­ნენ და საქ­მეს ის სხვა და­ამ­თავ­რებ­და. არ ეყო გამ­ბე­და­ო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მო­ე­ყო­ლა მის­თ­ვის. ვერ უთხ­რა, კი­ლე­რი ვარ და ფულს ამით ვა­კე­თე­ბო. ბო­ლომ­დე ისიც ვერ უთხ­რა, რო­გო­რი მძი­მე პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ა­რა, რო­გორ გა­უ­ჭირ­და მის გა­რე­შე და რო­გორ გა­უმ­რუდ­და ცხოვ­რე­ბა. დრო­დად­რო ამარ­თ­ლებ­და კი­დეც ქა­ლის საქ­ცი­ელს, მაგ­რამ ხან­და­ხან ისე შე­იპყ­რობ­და ბრა­ზი, მას­ზე ფიქ­რიც არ სურ­და. დე­დას რამ­დე­ნი­მე წე­ლი სა­შინ­ლად ეპყ­რო­ბო­და. არ აპა­ტია მშო­ბელს, საყ­ვა­რელ ქალს რომ და­ა­შო­რა. არას­დ­როს და­ა­ვიწყ­დე­ბა ის დღე, შინ მი­სულ­მა ნი­ნოს რომ უთხ­რა, მა­კოს დავ­შორ­დიო.
- რა­ტომ? - ისე გულ­გ­რი­ლად ჰკითხა დე­დამ, თით­ქოს ვი­ღა­ცის ამ­ბავს იგებ­და.
- რო­გორც ჩანს, არ ვყვა­რე­ბი­ვარ, ამ­დე­ნი ხა­ნი მატყუ­ებ­და თურ­მე, - ბი­ჭი კბი­ლებს აღ­რ­ჭი­ა­ლებ­და, ისე გახ­ში­რე­ბუ­ლად სუნ­თ­ქავ­და, ნი­ნო­საც კი ეს­მო­და.
- და რა, ეს მა­ნამ­დე არ იცო­დი? მე ვი­ცო­დი და შენ არ იცო­დი? - დე­დას თა­ვი არ აუღია, გა­მა­ლე­ბუ­ლი აგ­რ­ძე­ლებ­და ქსო­ვას.
- შენ სა­ი­დან იცო­დი? - გა­ო­ცე­ბულ­მა ბიჭ­მა კო­პე­ბი შე­იკ­რა და დე­დას წინ და­უდ­გა.
- თვი­თონ მითხ­რა.
გო­ჩას თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და.
- რა გითხ­რა თვი­თონ... რო­დის გითხ­რა?
- მა­შინ, რო­ცა ტე­ლე­ფონ­ზე ვე­ლა­პა­რა­კე.
- რა­ღა­ცას მატყუ­ებ, ნი­ნო! - ხმას აუწია გო­ჩამ, - შენ არ მითხა­რი, მა­ი­ამ ასე თქვა, მიყ­ვარ­სო?
- ჰო, გითხა­რი, მაგ­რამ მო­გატყუე, რომ სწავ­ლა­ზე გუ­ლი არ აგეც­რუ­ე­ბი­ნა. ეგ ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვ­ლი­ლი იყო. შემ­პირ­და, რომ რო­გორც კი სკო­ლას და­ამ­თავ­რებ­დი, ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ბო­ლო მო­ე­ღე­ბო­და.
- ესე იგი, ჩემს ცხოვ­რე­ბას ორი­ვე­ნი ჩემ გა­რე­შე წყვეტ­დით?
დე­დას პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია, არც საქ­სო­ვი­დან აუღია თა­ვი, მო­ნო­ტო­ნუ­რად ატ­რა­ლებ­და ჩხი­რებს და თვლე­ბი ამოჰ­ყავ­და - ერ­თი წაღ­მა, ორი უკუღ­მა...
- შენ გე­ლა­პა­რა­კე­ბი, მგო­ნი! - იღ­რი­ა­ლა გო­ჩამ და მუშ­ტი მთე­ლი ძა­ლით დას­ცხო შუ­შის და­ბალ მა­გი­დას, რო­მე­ლიც ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ბად იქ­ცა, მუშ­ტი კი წით­ლად შე­ე­ღე­ბა.
- რას შვრე­ბი, გა­გიჟ­დი? თავს იკ­ლავ? ვი­სი გუ­ლის­თ­ვის, იცი მა­ინც? - იკივ­ლა ნი­ნომ, წა­მოხ­ტა და შვილს მი­ვარ­და, რომ ჭრი­ლო­ბა შე­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.
გო­ჩამ არ და­ა­ნე­ბა, ახ­ლო­საც არ გა­ი­კა­რა მშო­ბე­ლი, სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ი­კე­ტა და წყა­ლი მო­უშ­ვა. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, დე­დის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე და­ეხ­მა­რა სა­კუ­თარ თავს - და­სე­რი­ლი ხე­ლი მო­ი­ბა­ნა, სპირ­ტით და­ი­მუ­შა­ვა და გა­და­იხ­ვია. რო­გორ უნ­დო­და, სის­ხ­ლის­გან დაც­ლი­ლი­ყო და ახ­ლა­ვე, აქ­ვე მომ­კ­ვ­და­რი­ყო, მაგ­რამ იცო­და, რომ ამ­გ­ვა­რი ჭრი­ლო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი არ კვდე­ბოდ­ნენ.
სა­ა­ბა­ზა­ნო­დან გა­მო­სულ­მა კი თა­ვის ოთახს მი­ა­შუ­რა, კა­რი შე­ი­ჯა­ხუ­ნა და გა­სა­ღე­ბით ჩა­კე­ტა. ეხ­ვე­წა ნი­ნო, შე­მო­მიშ­ვი, მაჩ­ვე­ნე, რა გჭირ­სო, მაგ­რამ ყუ­რიც არ ათხო­ვა.
სა­ღა­მოს, სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ მა­მას ნი­ნო ყვე­ლა­ფერს მო­უყ­ვა. რე­ზოს არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს. არც გო­ჩას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა უც­დია. ალ­ბათ იფიქ­რა, ჯერ მო­ზარ­დია, გარ­და­ტე­ხის ასაკ­შია, მა­ლე გა­უვ­ლის და დაწყ­ნარ­დე­ბაო. არ ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ, ჩა­რე­უ­ლი­ყო და `სე­რი­ო­ზუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა~ მი­ე­ცა ამ საქ­მის­თ­ვის.
შეც­და. ამას მა­შინ მიხ­ვ­და, რო­ცა გო­ჩამ უმაღ­ლეს­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზე უარი თქვა. ჯერ ჯარ­ში წა­ვალ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს მო­ვიხ­დი და რომ დავ­ბ­რუნ­დე­ბი, მე­რე ვის­წავ­ლიო. ეს ისე­თი შე­უ­ვა­ლი ტო­ნით გა­მო­უცხა­და მშობ­ლებს, შე­პა­სუ­ხე­ბა ვერც ერ­თ­მა ვერ გა­უ­ბე­და. მხო­ლოდ მა­შინ გა­ი­აზ­რა ცოლ-ქმარ­მა, რომ მა­თი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მო­ზარ­დი კი არა, უკ­ვე ზრდას­რუ­ლი მა­მა­კა­ცი იყო - თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და პრინ­ცი­პუ­ლი.
შე­მოდ­გო­მა­ზე კო­მი­სა­რი­ატ­ში და­ი­ბა­რეს და ჯარ­შიც გა­იწ­ვი­ეს. ავ­ღა­ნეთ­ში ამოჰ­ყო თა­ვი, მაგ­რამ არა შემ­თხ­ვე­ვით, თვი­თონ მო­ითხო­ვა. უნ­დო­და, რაც შე­იძ­ლე­ბა შორს ყო­ფი­ლი­ყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, რომ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი და­ე­ვიწყე­ბი­ნა. მშობ­ლე­ბის­გან არ ელო­და გულ­გ­რი­ლო­ბას, რო­ცა სიყ­ვა­რულ­ში არ გა­უ­მარ­თ­ლა. გულ­გ­რი­ლო­ბა კი არა, ალ­ბათ სი­ხა­რუ­ლით აღარ იყ­ვ­ნენ, რომ ბიჭ­მა მას­ზე უფ­რო­სი ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლის მარ­წუ­ხებს თა­ვი და­აღ­წია.
სა­მა­გი­ე­როდ, შუ­რი იძია. ორი­ვეს სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ წა­ვი­და, სწავ­ლა აღარ ისურ­ვა. ავ­ღა­ნეთ­ში გაწ­ვე­ვით კი დედ-მა­მას უარე­სად დას­ცა თავ­ზა­რი. ნი­ნო ორი დღე ცრემ­ლად იღ­ვ­რე­ბო­და. ემუ­და­რე­ბო­და რე­ზოს, რო­გორ­მე გა­მო­ნა­ხე ნაც­ნო­ბი, იქ­ნებ ავ­ღა­ნეთს აარი­დო და სად­მე ახ­ლოს გა­აგ­ზავ­ნი­ნოო. გო­ჩამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნაცხა­და. თუ ამას იზამთ, სა­ერ­თოდ გა­და­ვი­კარ­გე­ბი სახ­ლი­დან და ვე­ღა­რას­დ­როს მი­პო­ვი­თო...
ავ­ღა­ნეთ­მა ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა. პირ­ვე­ლად იქ ნა­ხა, რას ნიშ­ნავ­და კა­ცის კვლა, სიკ­ვ­დი­ლი. ავ­ღა­ნეთ­ში იმ წლებ­ში გა­გა­ნია ომი იყო გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი მი­სი ტო­ლი ქარ­თ­ვე­ლის სი­ცოცხ­ლე იქ დარ­ჩა, იმ სა­ში­ნელ მი­წა­ზე. თუმ­ცა, ორი წე­ლი მა­ლე გა­ვი­და და ჩა­მო­ვი­და. უხა­რო­და, თბი­ლის­ში რომ ბრუნ­დე­ბო­და. რო­გორც კი ქარ­თულ მი­წა­ზე ფე­ხი დად­გა, ჰა­ე­რი ხარ­ბად ჩაყ­ლა­პა. მშობ­ლი­უ­რი ჰა­ე­რის შე­სუნ­თ­ქ­ვამ მა­შინ­ვე მა­ი­კოს სურ­ნე­ლის შე­სუნ­თ­ქ­ვა გა­ახ­სე­ნა... ძა­ლი­ან წა­ა­გავ­და ეს `შე­სუნ­თ­ქ­ვე­ბი~ ერ­თ­მა­ნეთს. დე­და და მა­მა აერო­პორ­ტ­ში დახ­ვ­დ­ნენ. ორი­ვე ტი­რო­და, დე­და - ხმა­მაღ­ლა, მა­მა - უხ­მოდ. გა­უ­ხარ­და მათ­თან კვლავ შეხ­ვედ­რა, ეგო­ნა, ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბო­და, ურ­თი­ერ­თო­ბა და­ლაგ­დე­ბო­და, ცხოვ­რე­ბა ახალ კა­ლა­პოტ­ში ჩად­გე­ბო­და...
ვე­რა, ვერ მო­ა­ხერ­ხა. სულ ფა­თე­რაკს ეძებ­და, ერთ ად­გი­ლას მშვი­დად ვერ ჩერ­დე­ბო­და. რა თქმა უნ­და, ეს მხო­ლოდ მა­ი­კოს­თან გა­და­ტა­ნი­ლი ტკი­ვი­ლის ბრა­ლი არ იყო, ამას ავ­ღა­ნეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლი ორი წე­ლი­წა­დიც და­ე­მა­ტა. გა­საკ­ვი­რი არ იყო, იქი­დან ნერ­ვებ­დაწყ­ნა­რე­ბუ­ლი არა­ვინ ჩა­მო­სუ­ლა. კო­მი­სა­რი­ა­ტი­დან ფსი­ქო­ლოგ­თა­ნაც და­ი­ბა­რეს, მაგ­რამ არ უვ­ლია, არ მი­იჩ­ნია სა­ჭი­როდ. რამ­დე­ნი­მე თვე და­ის­ვე­ნა, გან­მარ­ტოვ­და და მე­რე კვლავ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში ჩა­ე­ბა. ეგო­ნა, რომ შვე­ბას იარა­ღის ტა­რე­ბა და საბ­რ­ძო­ლო ფა­თე­რა­კე­ბი მოჰ­გ­ვ­რი­და. ნა­წი­ლობ­რივ მარ­თა­ლიც აღ­მოჩ­ნ­და, სამ­ხედ­რო საქ­მემ გა­ა­კა­ჟა, ნამ­დ­ვილ მებ­რ­ძო­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, სა­უ­კე­თე­სო მსრო­ლე­ლად ით­ვ­ლე­ბო­და, სნა­ი­პე­რის კურ­სე­ბიც გა­ი­ა­რა, ომებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, აქაც, იქაც, იმის იქი­თაც... სა­დაც ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლი ეგუ­ლე­ბო­და, იქით­კენ მიჰ­ქონ­და თა­ვი. თუმ­ცა... ნერ­ვე­ბი სა­ბო­ლო­ოდ გა­უ­ფუჭ­და. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მოწყო­ბა­ზე არც კი უფიქ­რია. ცო­ლის გა­გო­ნე­ბაც არ სურ­და. თით­ქოს ესეც ერ­თ­გ­ვა­რი შუ­რის­ძი­ე­ბა იყო. თით­ქოს ჯიბ­რ­ზე, მშობ­ლებს შვი­ლიშ­ვი­ლი არ აღირ­სა. არა­და, ორი­ვე ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა. მას­თან ყო­ველ­თ­ვის სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და. რე­ზოს არას­დ­როს უგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე­ბია მის­თ­ვის, რომ ასა­კით პა­ტა­რა იყო, შვი­ლი­ვით კი არ ექ­ცე­ო­და, არა­მედ რო­გორც თა­ნა­ტოლს, ძმა­კაცს, მე­გო­ბარს. მად­ლო­ბე­ლი იყო მი­სი, რომ იმ დღეს, რო­ცა მა­ი­კოს და­შორ­და, მა­მამ შე­გო­ნე­ბე­ბი არ და­უწყო, არ და­ი­მარ­ტო­ხე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი არ გა­მოჰ­კითხა. თუმ­ცა, იმ დროს ეს საქ­ცი­ე­ლი მა­მას გულ­გ­რი­ლო­ბა­ში ჩა­უთ­ვა­ლა. უკ­ვირ­და, რომ მა­მა, მი­სი ყვე­ლა­ზე ახ­ლო მე­გო­ბა­რი, ძმა­კა­ცი, გვერ­დით არ და­უდ­გა, მი­სი მხა­რე არ და­ი­ჭი­რა და არ შე­ა­გუ­ლი­ა­ნა. მე­რე და მე­რე, წლე­ბის შემ­დეგ მიხ­ვ­და, რომ მა­შინ მა­მა სწო­რად მო­იქ­ცა...
მას შემ­დეგ ამ სა­კითხ­ზე მას­თან არას­დ­როს უსა­უბ­რი­ათ... არც დე­დას, არც მა­მას. ისე ჩა­ი­ა­რა მა­ი­კოს თე­მამ, თით­ქოს იგი არც არ­სე­ბუ­ლა, თით­ქოს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი, გო­ჩას გო­ნე­ბა­ში გა­მო­გო­ნი­ლი არ­სე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც ცუ­დი სიზ­მა­რი­ვით და­ვიწყე­ბას მი­ე­ცა.
არა­და, არ მი­ე­ცა... მი­სი მაი მას­ში ცხოვ­რობ­და. მი­სი მა­კო მი­სი სა­კუთ­რე­ბა იყო და თა­ვის ირე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში არც არა­ვის­თ­ვის და­უთ­მია... არას­დ­როს, არც ერ­თი დღე, არც ერ­თი წა­მი. ვერც ვე­რა­ვინ მო­ა­ხერ­ხა მი­სი გან­ზე გა­წე­ვა და გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა. გა­ნა იმი­ტომ, რომ ქა­ლებს თავს ვერ აწო­ნებ­და. სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბო­და არა­ვის­თ­ვის თა­ვის მო­წო­ნე­ბა. ქა­ლე­ბი ისე­დაც ბუ­ზე­ბი­ვით ეხ­ვე­ოდ­ნენ გარს. მი­სით ყვე­ლა იხიბ­ლე­ბო­და, რამ­დე­ნი­მეს სი­გი­ჟემ­დეც უყ­ვარ­და, მაგ­რამ გო­ჩას გულს ვერც ერ­თი ვერ გა­ე­კა­რა. მა­ი­კოს შემ­დეგ ვე­რა­ვის შეყ­ვა­რე­ბა ვერ შეძ­ლო, მსუ­ბუ­ქი რო­მა­ნე­ბი კი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვეს თუ გაგ­რ­ძელ­დე­ბო­და.
და აი, მაი კვლავ გა­მოჩ­ნ­და მის ცხოვ­რე­ბა­ში. მი­სი სა­ოც­ნე­ბო `მა­კო­ხელ~, ბა­ნაკ­ში რომ შე­არ­ქ­ვა. გა­მოჩ­ნ­და და ახა­ლი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლიც გა­უ­ჩი­ნა. ვი­ღა­ცამ მა­ინ­ც­და­მა­ინც გო­ჩა და­ი­ქი­რა­ვა მის მო­საკ­ლა­ვად. ვინ? რა­ტომ? ვის რა და­უ­შა­ვა მა­იმ? რო­გორ ათ­ქ­მე­ვი­ნოს? თით­ქოს ბო­ლომ­დე არ გა­ეხ­ს­ნა მა­ი­კო, ძა­ლი­ან ზე­რე­ლედ მო­უყ­ვა თა­ვის შე­სა­ხებ. ნუ­თუ და­ი­ვიწყა? სა­ინ­ტე­რე­სოა, მარ­თ­ლა არ უყ­ვარ­და მა­შინ, თუ მო­ატყუა? რო­გორ უნ­დო­და, ეკითხა, მაგ­რამ ვე­რა, ვერ შეძ­ლო. იქ­ნებ ქმა­რი იყო მი­სი ნამ­დ­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და არა გო­ჩა? სუ­ლაც არ გა­უკ­ვირ­დე­ბო­და, ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო. თვი­თონ პა­ტა­რა ბი­ჭი იყო, მა­ი­კო მა­მა­კა­ცად ალ­ბათ ვე­ღარც აღიქ­ვამ­და. მა­შინ რა­ტომ კოც­ნი­და ხოლ­მე? გა­ნა შე­იძ­ლე­ბა ისე აკო­ცო ადა­მი­ანს, თუ­კი არ გიყ­ვარს? რა­ტომ­ღა უხა­რო­და მის გვერ­დით ყოფ­ნა? გო­ჩა ხომ ხე­დავ­და, რო­გორ მო­ილ­ტ­ვო­და გო­გო მის­კენ? ხომ გრძნობ­და, რომ მის გა­რე­შე მაი დიდ­ხანს ვერ ძლებ­და? პა­ტა­რა კი იყო, მაგ­რამ ასეთ რა­მე­ებს ამ­ჩ­ნევ­და და არ ტყუვ­დე­ბო­და.

ავტორი სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა ეპიზოდი
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93