ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი IX)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი IX)
რო­ცა დამ­კ­ვეთ­მა მი­სი სუ­რა­თი გა­მო­უგ­ზავ­ნა, იმ­წუ­თას ვერ მიხ­ვ­და, რომ მა­ი­კო იყო, მაგ­რამ სა­ხე ეც­ნო.
და რო­ცა მიხ­ვ­და, ელეთ­მე­ლე­თი და­ე­მარ­თა... იმი­ტომ იყო, ფუ­ლის გად­მო­რიცხ­ვა რომ შე­ა­ყოვ­ნე­ბი­ნა. ჯერ ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ე­გო.
და აი, დღეს ჩა­უ­საფ­რ­და, მან­ქა­ნა წი­ნა კორ­პუ­სის კუთხე­ში და­მა­ლა და ქალს სახ­ლ­თან და­უ­და­რაჯ­და. ვი­თომ შემ­თხ­ვე­ვით მოხ­ვ­და აქეთ...
არა უშავს, რაც წარ­სულ­ში იყო, იყო. ახ­ლა უკ­ვე აღარ ბრა­ზობს. რად­გან ისევ იპო­ვა, ესე იგი, ასე ყო­ფი­ლა სა­ჭი­რო, ეს გან­გე­ბის ნე­ბაა და აწი მას­თან ვე­რა­ვინ და­ა­შო­რებს. თუ მის სიყ­ვა­რულს
ვერ მო­ი­პო­ვებს, იმე­გობ­რებს მა­ინც და სიკ­ვ­დი­ლის­გან და­ი­ცავს. არა­ვის მის­ცემს მა­ი­კოს მოკ­ვ­ლის უფ­ლე­ბას, სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის ფა­სა­დაც რომ და­უჯ­დეს ეს!

ამ­გ­ვა­რი ფიქ­რე­ბით გულ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი შინ დაბ­რუნ­და. დე­და ახ­ლაც, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, ქსო­ვით ირ­თობ­და თავს. ამ­ჯე­რად მა­გი­დის გა­და­სა­ფა­რე­ბელს ქსოვ­და, ოღონდ არა ჩხი­რე­ბით, არა­მედ ყა­ის­ნა­ღით და თვლე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ ამოჰ­ყავ­და.
ნი­ნოს შვი­ლის ამ­ღ­ვ­რე­უ­ლი თვა­ლე­ბი არ გა­მოჰ­პარ­ვია და და­ფე­თე­ბუ­ლი მზე­რა მი­აპყ­რო.

- მოხ­და რა­მე?
- არა­ფე­რი, - გულ­გ­რი­ლად მი­უ­გო გო­ჩამ და ამო­იხ­ვ­ნე­შა.
- მა­ინც? - არ მო­ეშ­ვა ქა­ლი და სათ­ვა­ლის ზე­მო­დან კი­დევ ერ­თხელ ყუ­რადღე­ბით გა­მო­ხე­და.
- რა იცი ხოლ­მე, ნი­ნო, ეს? რა უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო? არა­ფე­რი-მეთ­ქი, არ გითხა­რი?
დე­დამ გა­ჩუ­მე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა, მაგ­რამ მიხ­ვ­და, რომ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი მოხ­და. მის გულს ასე­თი რა­მე­ე­ბი არას­დ­როს გა­მოჰ­პარ­ვია.
- სა­დაა ჩე­მი "ჩუს­ტე­ბი"? ისევ ბარ­სიმ და­მა­ლა სადღაც, არა? - გო­ჩამ ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ი­ხე­და, მა­გი­დის ქვე­შაც შე­ი­ხე­და, დი­ვა­ნიც ას­წია და მა­ცივ­რის კუთხეც შე­ათ­ვა­ლი­ე­რა.
- არ ვი­ცი, სადღაც აქ და­ათ­რევ­და. იქით ნა­ხე, სა­დაც საჭ­მე­ლი უყ­რია, - უკ­მა­ყო­ფი­ლო ტო­ნით წა­ი­დუდღუ­ნა ნი­ნომ, მე­რე კი და­ა­მა­ტა, - გშია?
- არა-აა, - გო­ჩას ხმა ახ­ლა უკ­ვე მე­ო­რე ოთა­ხი­დან მო­ის­მა, მი­სი სა­ძი­ნებ­ლის წინ, სა­დაც ძაღ­ლის ბა­ლი­ში და ჯა­მით საჭ­მე­ლი იდ­გა. ბარ­სი კი არ­სად ჩან­და.

- რო­გორ მოხ­და? ყო­ველ­თ­ვის მში­ე­რი ბრუნ­დე­ბი სახ­ლ­ში და... - ნი­ნომ აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა, რა­ღა­ცას ვხვდე­ბიო.
- მას­ვეს და მა­ჭა­მეს. ასე რომ, არა­ფე­რი არ მინ­და. წყალს გა­და­ვივ­ლებ და დავ­წ­ვე­ბი, და­ვი­ღა­ლე. - ამ სიტყ­ვე­ბით გო­ჩა კვლავ გა­მოჩ­ნ­და ნა­ხევ­რად შეჭ­მუ­ლი ფოს­ტ­ლე­ბით, - ამას შე­ხე­დე, რა უქ­ნია, - ფოს­ტ­ლე­ბი მაღ­ლა ას­წია და დე­დას და­ა­ნახ­ვა, - მე­რამ­დე­ნე გა­მი­ფუ­ჭა უკ­ვე.
- ათას­ჯერ გითხა­რი, შე­მო­დე სად­მე, იატაკ­ზე ნუ ტო­ვებ-მეთ­ქი და არ გეს­მის. ლეკ­ვია ჯერ, არ იცი, რომ ყვე­ლა­ფერს პი­რის­კენ მი­ა­ქა­ნებს? - ნი­ნომ საქ­სო­ვი გვერ­დ­ზე გა­და­დო და წა­მოდ­გა.
გო­ჩა სა­ძი­ნე­ბელ­ში გა­ვი­და ტან­საც­მ­ლის გა­მო­საც­ვ­ლე­ლად. დე­და უკან მიჰ­ყ­ვა.
- მითხა­რი, რა მოხ­და, - გულ­ზე ხე­ლებ­დაკ­რე­ფი­ლი შვილს თავ­ზე წა­მო­ად­გა.
- ვაა! არა­ფე­რი, დე­და, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა! - სი­ცი­ლის შე­კა­ვე­ბა სცა­და, ძა­ლი­ა­ნაც უნ­დო­და სა­ი­დუმ­ლო შე­ე­ნა­ხა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და.
- სა­ნამ არ მეტყ­ვი, არ მო­გას­ვე­ნებ, ხომ იცი, არა?
გო­ჩამ ამა­სო­ბა­ში ტანთ გა­იძ­რო, ფე­ხე­ბი ფოს­ტ­ლებ­ში გა­ყო და აბა­ნოს პირ­სა­ხო­ცი მხარ­ზე გა­და­ი­კი­და. მე­რე გე­ზი სა­ა­ბა­ზა­ნოს­კენ აიღო, მაგ­რამ კარ­თან მი­სუ­ლი უცებ შედ­გა, დე­დის­კენ მობ­რუნ­და და ყრუ ხმით უთხ­რა:
- დღეს მა­ი­კოს შევ­ხ­ვ­დი, სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით.
ნი­ნოს მზე­რა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ე­ძა­ბა, სა­ხე­ზე ჩრდილ­მა გა­და­ურ­ბი­ნა, სათ­ვა­ლე მო­იხ­ს­ნა და ვაჟს კუშ­ტად მი­ა­ჩერ­და.
შვი­ლი თვალს არ აშო­რებ­და.
- რა იყო, რას მი­ყუ­რებ? - ბო­ლოს ვე­ღარ მო­ით­მი­ნა.

- რო­გორ არის?
- კარ­გად. მშვე­ნივ­რად.
- გათხო­ვი­ლია თუ შენ­სა­ვით ეულად და­დის ისიც? - ცო­ტა არ იყოს, აგ­დე­ბუ­ლად გა­მო­უ­ვი­და.
- ახ­ლა ჩემ­სა­ვით ეულად და­დის, ქმა­რი სა­მი წლის წინ გარ­დაც­ვ­ლია.
ნი­ნომ თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა.
- შვი­ლე­ბი ჰყავს?
- აუ, რა და­კითხ­ვას მიწყობ?
- მა­ინ­ტე­რე­სებს, რა იყო?
- რა­ში გა­ინ­ტერ­ესებს? - გა­ღი­ზი­ან­და გო­ჩა და ხმას აუწია, - რო­ცა სა­ჭი­რო იყო, მა­შინ არ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ხარ.
- ახ­ლა უფ­რო სა­ჭი­როა და იმი­ტომ! - ნი­ნო­მაც აუწია ხმას.
- ერ­თი გო­გო ჰყავს, ჰო­ლან­დი­ა­შია.
- ანუ მარ­ტო ცხოვ­რობს...
- კი, მარ­ტოა.

- იქ­ნებ ახ­ლა მა­ინც გეშ­ვე­ლოს და ცო­ლად გა­მოგ­ყ­ვეს. ერ­თი შვი­ლიშ­ვი­ლი არ უნ­და მა­ღირ­სო?
- რას მე­ლა­პა­რა­კე­ბი, მარ­თ­ლა? - სიმ­წ­რით გა­ი­ცი­ნა გო­ჩამ, - რო­ცა ვუყ­ვარ­დი, მა­შინ მაქ­ცია ზურ­გი და ახ­ლა რა­ღა­ში ვჭირ­დე­ბი?
- მა­შინ მი­ზე­ზი ჰქონ­და.
- ეგ მი­ზე­ზი არც დღეს შეც­ვ­ლი­ლა, ნი­ნო და და­მა­ნე­ბე თა­ვი, რა! - გო­ჩა სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვი­და და კა­რი მო­ი­ხუ­რა.
- მას მე­რე ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, შვი­ლო! - თა­ვის­თ­ვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა ქალ­მა, ოთა­ხი­დან გა­ვი­და და საქ­სოვს მი­უბ­რუნ­და.

ჰო, მას შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. ნი­ნოს არა­ერ­თხელ უნა­ნია, შო­რე­ულ წარ­სულ­ში ერ­თა­დერ­თი შვი­ლი და მას­ზე ექ­ვ­სი წლით უფ­რო­სი გო­გო ერ­თ­მა­ნეთს რომ და­ა­შო­რა. იცო­და, რომ ამ საქ­მე­ში ლო­მის წი­ლი მას მი­უძღო­და. რომ არა თვი­თონ, გო­ჩა მა­ი­ას ცო­ლად შე­ირ­თავ­და. მაგ­რამ შე­ე­შინ­და. შე­ე­შინ­და არა იმის, რომ მა­ი­კო მის ვაჟს ვერ შე­ეწყო­ბო­და, პი­რი­ქით, თა­ვი­სი შვი­ლის მყი­ფე ხა­სი­ა­თის ში­ში ჰქონ­და. ჯე­რაც ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბელ და ზრდა­და­უს­რუ­ლე­ბელ ბიჭს ოჯა­ხის შექ­მ­ნას ვერ ან­დობ­და. თუმ­ცა, მა­შინ იმა­საც ფიქ­რობ­და, ის გო­გო ალ­ბათ ჩვენს ქო­ნე­ბას და­ხარ­ბ­დაო. არა­და, ერ­თხე­ლაც არ უკითხავს, ვი­სი შვი­ლი იყო მაია, სად ცხოვ­რობ­და ან რა შე­საძ­ლებ­ლო­ბის პატ­რო­ნი. უბ­რა­ლოდ, შვილ­სა და მო­მა­ვალ რძალს შო­რის ამ­ხე­ლა ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა მი­უ­ღებ­ლად მი­აჩ­ნ­და.
- რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა? - უმალ­ვე და­უს­ვა მო­რი­გი შე­კითხ­ვა, რო­გორც კი გო­ჩა სა­ბა­ზა­ნო­დან გა­მო­ვი­და.
- რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ლა­მა­ზია და კარ­გი, - ღი­მი­ლით მი­უ­გო.
- მა­შინ მოგ­წყო­ბია საქ­მე.
- ხო-ო? რა­მე რომ იყოს, წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ იქ­ნე­ბი? ის ხომ ახ­ლაც იმ­დე­ნი­ვე წლი­თაა ჩემ­ზე უფ­რო­სი.
- ახ­ლა არ შე­გეტყო­ბათ ამ­ხე­ლა სხვა­ო­ბა. თა­ნაც... აღარ და­ვე­ძებ, ოღონდ კი და­ო­ჯახ­დი და ვინც გინ­და, ის მო­იყ­ვა­ნე. ძა­ლი­ან და­გიგ­ვი­ან­და უკ­ვე.
- ჯერ არ დავ­ბე­რე­ბულ­ვარ, სხვა­თა შო­რის.
- ოც­დათ­ვ­რა­მე­ტი წლის გახ­დი, ბი­ჭო, სი­ბე­რეს რას ეძა­ხი შენ, ა? საწყა­ლი მა­მა­შე­ნი გა­დაჰ­ყ­ვა შენ­ზე დარდს, ცოლს არ ირ­თავ­სო. გიჟ­დე­ბო­და, ისე უნ­დო­და შვი­ლიშ­ვი­ლი. ის აღარ არის, მაგ­რამ მე ხომ დავ­რ­ჩი? მოვ­კ­ვ­დი ამ ოთხი კედ­ლის ცქე­რით. ის სახ­ლი რა სახ­ლია, ბავ­შ­ვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლი რომ არ ის­მის?

- მას უკ­ვე დი­დი შვი­ლი ჰყავს, დე­და, აღარ გათხოვ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, უკ­ვე 44 წლი­საა. გგო­ნია, და­ფეხ­მ­ძიმ­დე­ბა?
- რა მოხ­და მე­რე! ბო­ლოს და ბო­ლოს, იშ­ვი­ლებთ ვინ­მეს და ეგ იქ­ნე­ბა.
- ახ­ლა მო­ი­ცა! - ხე­ლის აწე­ვით შე­ა­ჩე­რა გო­ჩამ დე­და და თვა­ლე­ბი და­უბ­რი­ა­ლა, - შენ ერ­თხელ უკ­ვე ჩა­ე­რიე ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში და ყვე­ლა­ფე­რი გა­მი­ფუ­ჭე. მე­ტად ამის უფ­ლე­ბას აღარ მოგ­ცემ, გა­სა­გე­ბია? მოვ­რ­ჩეთ ამა­ზე ლა­პა­რაკს. მორ­ჩა, თე­მა და­ხუ­რუ­ლია!
ნი­ნომ უკ­მა­ყო­ფი­ლო მზე­რა გა­ა­ყო­ლა სა­ძი­ნებ­ლის­კენ მი­მა­ვალ შვილს და თვალ­ზე ცრემ­ლი მო­ად­გა. ყო­ველ­თ­ვის ხვდე­ბო­და, რომ შვილ­მა არა და არ აპა­ტია ის ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც წლი­დან წლამ­დე თვი­თო­ნაც უფ­რო და უფ­რო ნა­ნობ­და. თუმ­ცა, ახ­ლა იმი­ტომ კი არ ურ­ჩევ­და მა­ი­კოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დ­გე­ნას, რომ და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­ეს­ყი­და, უბ­რა­ლოდ, უნ­დო­და, შვი­ლი ერ­თხელ მა­ინც ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან სა­ხე­გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი ენა­ხა. მხო­ლოდ ეს უნ­დო­და, სხვა არა­ფე­რი. იქ­ნებ მა­ი­ას­თან შე­რი­გე­ბით მა­ინც ამოვ­სე­ბუ­ლი­ყო ის უფ­ს­კ­რუ­ლი, რო­მე­ლიც მათ შო­რის ორი ათე­უ­ლი წლის წინ გაჩ­ნ­და.

რო­გორ მო­უნ­და, ენა­ხა ის გო­გო და და­ლა­პა­რა­კე­ბო­და. "ის გო­გო"... რა­ღა გო­გო? გო­ჩა 38 წლი­საა, მაია უკ­ვე 44-ის. ისე, ამ გა­და­სა­ხე­დი­დან 6 წე­ლი არა­ფე­რია, სრუ­ლი­ად არა­ფე­რი. ალ­ბათ არც კი შე­ეტყო­ბათ ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა. მაგ­რამ შვი­ლი გა­უჩ­ნ­დე­ბა?
სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­ხე­ლა გო­გო ჰყავს? რამ­დენ ხან­ში გათხოვ­და? ნე­ტავ თუ მუ­შა­ობს?
კითხ­ვე­ბი გო­ნე­ბი­დან არ შორ­დე­ბო­და, პა­სუ­ხე­ბი კი არ ჰქონ­და. დღე­ი­დან კა­ტე­გო­რი­უ­ლად აუკ­რ­ძა­ლეს ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი. იქ­ნებ მის გა­რე­შე მო­ა­ხერ­ხოს მა­ი­ას პოვ­ნა? მი­ვა, ინა­ხუ­ლებს და იმას მა­ინც გა­ი­გებს, რას ფიქ­რობს.
ეჰ... იქ­ნებ სუ­ლაც არ არის ისე საქ­მე, რო­გორც თვი­თონ ვა­რა­უ­დობს? იქ­ნებ აღარც უყ­ვარს იმ ქალს მი­სი ვა­ჟი? ამის­თ­ვის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იყო და რომ არ გა­უ­მარ­თ­ლა, იმი­ტო­მაც გა­ნი­ცა­და ასე. მაგ­რამ იმის­თ­ვის? იმის­თ­ვის იყო კი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი? ან კი უყ­ვარ­და სა­ერ­თოდ? თვი­თო­ნაც ბო­ჭავ­და ალ­ბათ, გო­ჩა­ზე უფ­რო­სი რომ იყო, თო­რემ ასე ხე­ლა­ღე­ბით არ და­თან­ხ­მ­დე­ბო­და ნი­ნოს წი­ნა­და­დე­ბას. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს, ზო­გა­დად, ჯი­უ­ტად გა­აქვთ თა­ვი­სი. ბო­ლოს და ბო­ლოს, მის გაფ­რ­თხი­ლე­ბას არად ჩა­აგ­დებ­და და მა­ინც გაჰ­ყ­ვე­ბო­და, რომ ჰყვა­რე­ბო­და.
ისე, გა­რეგ­ნუ­ლად სუ­ლაც არ ჰგავ­და მაია მა­შინ გო­ჩა­ზე უფ­როსს. კი არას­დ­როს უნა­ხავს ნი­ნოს, მაგ­რამ სუ­რა­თე­ბი­დან იც­ო­და. გო­ჩას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უბის წიგ­ნაკ­ში ჰქონ­და შე­ნა­ხუ­ლი ერ­თი ფო­ტო, სა­დაც მა­ი­კო და მი­სი ვა­ჟი ერ­თად იყ­ვ­ნენ გა­და­ღე­ბუ­ლნი ბა­ნაკ­ში, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე. გო­გოს ცის­ფე­რი სა­რა­ფა­ნი ეც­ვა, მის შვილს - შა­ვი შორ­ტი, წელ­ზე­ვით კი შიშ­ვე­ლი იყო.

- არ ვი­ცი, არ ვი­ცი! - ხმა­მაღ­ლა ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და ისე მწა­რედ ამო­ი­ოხ­რა, ლა­მის გუ­ლიც ამო­ა­ყო­ლა...

გო­ჩამ სა­ში­ნაო ხა­ლა­თი მო­იც­ვა და კომ­პი­უ­ტერს მი­უჯ­და. რა­დაც უნ­და დას­ჯ­დო­მო­და, უნ­და გა­ე­გო, ვინ იყო ის ქა­ლი, ვინც მა­ი­ას მო­საკ­ლა­ვად და­ი­ქი­რა­ვა. რა და­უ­შა­ვა? მი­სი "მაი-მა­ო" არ ჰგავ­და იმ ქალს, სხვის ქმარს რომ და­ხარ­ბ­დეს და კა­ცებ­ში ირ­ბი­ნოს. მარ­თა­ლია, ბო­ლომ­დე არ გა­და­უ­შა­ლა გო­ჩას გუ­ლი და ყო­ფილ ქმარ­ზეც გაკ­ვ­რით ილა­პა­რა­კა, მაგ­რამ ქა­რაფ­შუ­ტო­ბის ვე­რა­ფე­რი შე­ატყო. მაშ, რა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მი­ზე­ზი? სამ­სა­ხუ­რი? შუ­რი? თა­ნამ­დე­ბო­ბა არ ჰქო­ნია, რომ ამის გა­მო მის­თ­ვის ვინ­მეს ემ­ტ­რო. გა­მომ­ცემ­ლო­ბის სტი­ლის­ტო­ბა და მწერ­ლო­ბა კი­დევ რა დი­დი ამ­ბა­ვია? დღეს ყო­ვე­ლი მე­ო­რე მწე­რა­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და არა­ვის ბლო­კა­ვენ, ყვე­ლას შე­უძ­ლია თა­ვი­სი წიგ­ნი და­ბეჭ­დოს და გა­მოს­ცეს. არა, აქ სხვა რა­ღაც ხდე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ მა­ი­კო­მაც არ იცო­დეს. რო­გორ­მე უნ­და აალა­პა­რა­კოს დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი, რო­გორ­მე უნ­და ათ­ქ­მე­ვი­ნოს, ასე რამ გა­ა­ბო­რო­ტა.
არ ჰქონ­და იმე­დი, რომ დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი "ფე­ის­ბუკ­ში" დახ­ვ­დე­ბო­და, მაგ­რამ წე­რი­ლი მა­ინც მის­წე­რა:
- რო­გორ ხარ? ხომ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა? შენს მი­თი­თე­ბებს ვე­ლო­დე­ბი!
პა­სუ­ხი არა­ვის გა­უ­ცია.
გაბ­რა­ზე­ბულ­მა მსუ­ბუ­ქი მუშ­ტი დაჰ­კ­რა მა­გი­დას და რო­ცა სა­ბო­ლო­ოდ დარ­წ­მუნ­და, რომ ის ვი­ღაც არა­ფერს იწე­რე­ბო­და, კომ­პი­უ­ტე­რი გა­მორ­თო, შუ­ქი ჩა­აქ­რო და ლო­გინ­ში შეწ­ვა. სხვა დროს აუცი­ლებ­ლად რო­მე­ლი­მე ფილმს ჩარ­თავ­და და უყუ­რებ­და, ახ­ლა კი აღა­რაფ­რის თა­ვი არ ჰქონ­და. ერ­თა­დერ­თი, რაც ამ­წუ­თას სურ­და, სიბ­ნე­ლე­ში წო­ლა და მა­ი­ა­ზე ფიქ­რი იყო. თით­ქოს რა­ღა­ცით შე­ივ­სო დღეს, რა­ღა­ცით სუნ­თ­ქ­ვა გა­უ­ად­ვილ­და. ცო­ტა­თი შემ­სუ­ბუქ­და კი­დეც, სი­ხა­რუ­ლი­თაც აივ­სო. იმ­დე­ნად აივ­სო, რომ და­ნაყ­რ­და, ჭა­მაც აღარ მო­უნ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ი­კოს­თან ერ­თი ლუკ­მა ნამ­ცხ­ვა­რიც კი არ გა­უ­სინ­ჯავს. ახ­ლაც გრძნობ­და ქა­ლის სურ­ნელს, მი­სი სხე­უ­ლი მთლი­ა­ნად რომ გა­ეჟ­ღინ­თა. გულ­ში რომ ჩა­იკ­რა, მა­ი­ას წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია, პი­რი­ქით, თვი­თო­ნაც მი­ეკ­რა. რო­გორ უთ­რ­თო­და მხრე­ბი და გუ­ლიც გო­ჩა­სა­ვით ძლი­ე­რად უცემ­და.
რამ­დე­ნი ხა­ნია, მსგავ­სი არა­ფე­რი გა­ნუც­დია. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დი­დი ხა­ნია. აწი რო­დის­ღა ნა­ხავს? ყო­ველ­დღე ხომ არ მი­ად­გე­ბა სახ­ლ­ში. ვა­ი­თუ, ამით ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ფუ­ჭოს. არა, ასე არ მო­იქ­ცე­ვა. ჯერ და­უ­რე­კავს, მო­ი­კითხავს. მე­რე... მე­რე შე­ხე­დავს, რო­გორ შეხ­ვ­დე­ბა, რას ეტყ­ვის და იმის მი­ხედ­ვით გა­დაწყ­ვეტს, ისევ ეს­ტუმ­როს თუ სად­მე და­პა­ტი­ჟოს.
ეჰ, რომ იცო­დეს მა­ი­კომ, რა გზას და­ად­გა ის "პა­ტა­რა ბი­ჭი", ხმა­საც აღარ გას­ცემ­და. ალ­ბათ ფიქ­რა­დაც კი არ და­უშ­ვებს, გო­ჩა რომ ადა­მი­ა­ნებს ხო­ცავს. თა­ნაც, რო­გორ? ფუ­ლის გა­დახ­დით. არა, ამას არას­დ­როს არ ეტყ­ვის, არას­დ­როს. ეს რომ უთხ­რას, კი­დევ ერ­თხელ და­კარ­გავს. თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნა, თუ მა­ი­ას­თან ისევ აღად­გი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბა, სუ­ლაც და­ა­ნე­ბებს თავს ამ სა­ზიზღარ პრო­ფე­სი­ას, რო­მე­ლიც არას­დ­როს მოს­წონ­და, მაგ­რამ ვი­თა­რე­ბამ აიძუ­ლა, ამ გზას დას­დ­გო­მო­და. სხვა­ნა­ი­რად თა­ვის რჩე­ნას ვერ შეძ­ლებ­და. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ თა­ვი და­ა­ნე­ბა. აღარც არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა მი­სი ბე­დით. პენ­სია და­უ­ნიშ­ნეს და მორ­ჩა, თით­ქოს არც არ­სე­ბუ­ლა. არა­და...
უეც­რად მა­ი­კოს ნა­ჩუ­ქა­რი წიგ­ნი გა­ახ­სენ­და. შე­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე იქ­ვე შე­მო­დო, ჰოლ­ში, ტე­ლე­ფო­ნის მა­გი­და­ზე და გა­და­ა­ვიწყ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ზე წერს, რო­გორ წერს... ხე­ლი კე­დელს გა­ა­ყო­ლა და ჩამ­რ­თ­ველს მი­ა­ჭი­რა, შუ­ქი აან­თო, ად­გა, ხა­ლა­თი მო­იც­ვა და ოთა­ხი­დან გა­მო­ვი­და. დე­და კვლავ დი­ვან­ზე იჯ­და, მაგ­რამ აღარ ქსოვ­და. გო­ჩას თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და... ნი­ნოს ხელ­ში მა­ი­ას წიგ­ნი ეჭი­რა და კითხუ­ლობ­და...

ორი დღეა, მა­ი­კო ად­გილს ვერ პო­უ­ლობს. ყურ­ში გა­მუდ­მე­ბით გო­ჩას ხმა ჩა­ეს­მის, ცხვირ­ში კვლავ უღი­ტი­ნებს მი­სი ოდე­კო­ლო­ნის სურ­ნე­ლი და მა­მა­კა­ცის გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თ­ქ­ვა თით­ქოს ახ­ლაც სა­ხეს უთ­ბობს. რას იფიქ­რებ­და, ასე თუ ააღელ­ვებ­და მას­თან შეხ­ვედ­რა? თე­მოც ხომ შეხ­ვ­და ამას წი­ნათ, მაგ­რამ ასე არ გა­ნუც­დია. თუმ­ცა, რა გა­საკ­ვი­რია... თე­მო ბავ­შ­ვუ­რად უყ­ვარ­და ერთ დროს, გო­ჩა კი... გო­ჩა ისე უყ­ვარ­და, რო­გორც მო­წი­ფულ ქალს შე­უძ­ლია უყ­ვარ­დეს.
რო­გო­რი ვე­რა­გია ცხოვ­რე­ბა. არც მა­შინ ჰქონ­და მი­სი სიყ­ვა­რუ­ლის უფ­ლე­ბა და არც ახ­ლა აქვს. არა, ახ­ლა რო­გორ არ აქვს, მაგ­რამ... მა­ინც არა აქვს. ცა­ლი ფე­ხით იმ ქვე­ყა­ნა­საა გა­სუ­ლი და რა დროს სიყ­ვა­რუ­ლია? ტყუ­ი­ლად რის­თ­ვის გა­უ­ტე­ხოს იმ ბიჭს ერ­თხელ უკ­ვე გა­ტე­ხი­ლი და ძლივს გამ­თე­ლე­ბუ­ლი გუ­ლი? არ ეყო­ფა, რაც გა­უ­კე­თა? ცო­ლიც კი არ შე­ურ­თავს თურ­მე. ნუ­თუ მარ­თ­ლა მა­ი­ას გა­მო დარ­ჩა და­უ­ო­ჯა­ხე­ბე­ლი? არა, რა­ტომ დარ­ჩა, ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვს, ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რ­დაა გო­ჩა, ახალ­გაზ­რ­და და ჯან­მ­რ­თე­ლი. ისე და­აბ­ნია მის­მა ნახ­ვამ, წე­სი­ე­რად ვერც გა­მოჰ­კითხა, რას საქ­მი­ა­ნობს.
რა­ტომ არ ურე­კავს? მა­ი­ას მო­ეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ჯე­რაც არ გა­ნე­ლე­ბია მის მი­მართ გრძნო­ბე­ბი. მა­შინ რა­ტომ აყოვ­ნებს? ჰმ, თურ­მე რო­გო­რი სულ­წა­სუ­ლია! ჯერ ორი დღეც არ გა­სუ­ლა და უკ­ვე ნერ­ვი­უ­ლობს. ხომ შეჰ­პირ­და, და­გი­რე­კა­ვო, გი­ნა­ხუ­ლე­ბო. ჰო­და, და­რე­კავს, აბა, სად წა­ვა! მთა­ვა­რია, ერ­თხელ გა­იკ­ვა­ლოს ბი­ლი­კი და მე­რე მის გავ­ლას რა­ღა უნ­და?
იმ­დე­ნად გა­და­ერ­თო მას­ზე ფიქ­რებ­ში, რომ სულ გა­და­ა­ვიწყ­და, კი­ლე­რი რომ ჰყავ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. არც კი გაჰ­კა­რე­ბია ინ­ტერ­ნეტს. დღი­სით გა­მა­ლე­ბუ­ლი რო­მან­ზე მუ­შა­ობ­და, სა­ღა­მოს კი ტე­ლე­ვი­ზორს მი­უჯ­დე­ბო­და, ტე­ლე­ფონს გვერ­დით და­ი­დებ­და და იწ­ვა გა­სუ­სუ­ლი სა­ნუკ­ვა­რი ზა­რის მო­ლო­დინ­ში.

საკ­მა­რი­სი იყო, მი­სი მო­ბი­ლუ­რი აწ­რი­პი­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ მოს­ვე­ნე­ბას კარ­გავ­და. აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი მა­შინ­ვე ეკ­რანს მი­ა­ჩერ­დე­ბო­და, გო­ჩა ხომ არ მი­რე­კავ­სო. არა, გო­ჩას ჯერ არ და­უ­რე­კავს. ყვე­ლამ მო­ი­კითხა, თე­მო­მაც, მა­მა გი­ორ­გი­მაც, თა­თი­ა­მაც, ხა­თუ­ნა­მაც, სხვა თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მაც... მაგ­რამ არ და­უ­რე­კა გო­ჩამ, ვის ზარ­საც სუნ­თ­ქ­ვა­შეკ­რუ­ლი ელო­დე­ბო­და. თან აში­ნებ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, თან ელ­ტ­ვო­და... ელ­ტ­ვო­და ფა­რუ­ლად, მხო­ლოდ ფიქ­რებ­ში, ისე, ვირ­ტუ­ა­ლუ­რად. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ამის უფ­ლე­ბა უკ­ვე აღარ ჰქონ­და. ახ­ლა აღა­რაფ­რის უფ­ლე­ბა აღარ ჰქონ­და. ამის გა­ფიქ­რე­ბა­ზე ეცი­ნე­ბო­და. ასეთ მო­მენ­ტ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, რო­გორ­მე გა­ი­ლა­მა­ზონ დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა, ბო­ლო წუ­თე­ბი, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, ოღონდ კი აის­რუ­ლონ შე­საძ­ლო ოც­ნე­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი, თვი­თონ კი იჯ­და ხე­ლებ­ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი, ფრთა­მო­ტე­ხი­ლი ჩი­ტი­ვით და ისეთ რა­მეს უკ­რ­ძა­ლავ­და თა­ვის თავს, რა­ზეც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ოც­ნე­ბობ­და. ახ­ლა ამ ოც­ნე­ბის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვა შე­ეძ­ლო და უარს ამ­ბობ­და. ერ­თი ფილ­მი გა­ახ­სენ­და, რო­გორ აბამს ახალ­გაზ­რ­და გამ­ყიდ­ველს მი­სი შე­ფის ცო­ლი. ეს ბი­ჭი მი­ვა სარ­კეს­თან და თა­ვის თავს შთა­ა­გო­ნებს, რომ თით­საც არ და­ა­კა­რებს უფ­რო­სის გარ­ყ­ვ­ნილ მე­უღ­ლეს, მე­ო­რე წამს კი კად­რებ­ში გა­გა­ნია სექ­სის სცე­ნა ჩნდე­ბა. აი, სწო­რედ მის­ნა­ირ დღე­ში იყო მა­ი­კო. გო­ნე­ბა უფ­რ­თხო­და გო­ჩას­თან ხელ­მე­ო­რედ შეხ­ვედ­რას, მას­თან და­ახ­ლო­ე­ბას, გუ­ლი კი არა. ერთს უნ­დო­და, მაგ­რამ არ და­უშ­ვებ­და ამას, მე­ო­რეს კი კი­დე­ვაც უნ­დო­და და კი­დე­ვაც და­უშ­ვებ­და.

რო­გორ იტან­ჯე­ბო­და. ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და, ან თა­თია გა­მო­სუ­ლი­ყო, ან ხა­თუ­ნა, რომ ამ ორი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი მო­ე­ყო­ლა. მო­ე­ყო­ლა, რო­გორ წა­ვი­და თე­მოს­თან ერ­თად ფილ­მის სა­ყუ­რებ­ლად კი­ნო­თე­ატ­რ­ში და იმა­ვე დღეს, შინ რომ ბრუნ­დე­ბო­და, რო­გორ გა­და­ე­ყა­რა გო­ჩას. ამ უკა­ნას­კ­ნელ­ზე სა­ა­თო­ბით შე­ეძ­ლო ელა­პა­რა­კა. ელა­პა­რა­კა და არ გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო. ოღონდ არ იცო­და, ამ­დე­ნი რა სა­ლა­პა­რა­კო ჰქონ­და მას­ზე, მა­მა­კაც­ზე, რო­მელ­თა­ნაც სულ რა­ღაც ერ­თი წლის ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და და მა­ინც დღემ­დე ვერ და­ი­ვიწყა; მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მოჩ­ვე­ნე­ბა­სა­ვით მა­ინ­ც­და­მა­ინც ახ­ლა გა­მო­ეცხა­და და სუ­ლი კი­დევ ერ­თხელ აუფო­რი­ა­ქა.

ისე, კი­დევ კარ­გი, რომ "მა­ინ­ც­და­მა­ინც ახ­ლა" გა­მო­ეცხა­და და არა მა­შინ, რო­ცა ნი­კა ცოცხა­ლი იყო. სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­ში­ნაც ასე­თი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და? ამ სიხ­ში­რით იფიქ­რებ­და მას­ზე? უღა­ლა­ტებ­და ქმარს? ჩუ­მი შეხ­ვედ­რე­ბით თავს და­ი­ტან­ჯავ­და? ღმერ­თ­მა და­უ­ფა­როს, ეს რამ აფიქ­რე­ბი­ნა! ნი­კას ვე­რა­ვის გა­მო ვერ უღა­ლა­ტებ­და. იმი­ტომ კი არა, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. არა, ეს არა­ფერ შუ­ა­ში არ იყო. ნი­კას­თან მი­სი ურ­თი­ერ­თო­ბა სუ­ლაც არ იყო დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი. უბ­რა­ლოდ, ოჯა­ხის სიწ­მინ­დეს არ შებღა­ლავ­და. რად­გან ის არ­გუ­ნა ღმერ­თ­მა, ბო­ლომ­დე მი­სად უნ­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ხორ­ცი­ელ ვნე­ბებს და­ხარ­ბე­ბუ­ლი არც არას­დ­როს ყო­ფი­ლა. ისიც სა­კითხა­ვია, ახ­ლა რა­ტომ ააღელ­ვა გო­ჩას ნახ­ვამ. იქ­ნებ მხო­ლოდ და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბამ? მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ხომ პლა­ტო­ნურ სიყ­ვა­რულს უფ­რო ჰგავ­და? არც სექ­სი ჰქო­ნი­ათ და არც ზღვარ­გა­და­სუ­ლი ალერ­სი, ამას არც და­უშ­ვებ­და. გო­ჩა მის თვალ­ში მა­შინ მო­წი­ფუ­ლი მა­მა­კა­ცის ასო­ცი­ა­ცი­ას არ ტო­ვებ­და. იმა­საც კი ვერ იხ­სე­ნებს ახ­ლა, ბიჭს ერ­თხელ მა­ინც მის­თ­ვის წელ­ზე ხე­ლი მო­უხ­ვე­ვია? არა, არას­დ­როს. არც მის მკერდს შე­ხე­ბია ოდეს­მე. აბა, ახ­ლა რამ გა­და­რია? სიკ­ვ­დი­ლის პი­რას მი­სულს რა ემარ­თე­ბა?

მორ­ჩა, აღარ უნ­და ამა­ზე ფიქ­რი! უბ­რა­ლოდ, იმე­გობ­რე­ბენ და ამა­ზე შე­ჩერ­დე­ბი­ან. მი­ზე­ზის მო­ფიქ­რე­ბა არ გაუ­ჭირ­დე­ბა. ეტყ­ვის, რომ უკ­ვე ასაკ­შია, დი­დი შვი­ლი ჰყავს, რა დროს მი­სი გარ­თო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლია. აბა, იმას ხომ არ გა­უმ­ხელს, სიმ­სივ­ნე მაქვს და რამ­დე­ნი­მე თვე­ში ამ ქვეყ­ნი­დან გავ­ქ­რე­ბიო?
რაც გა­ი­გო, რომ უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნი სჭირ­და, იმ დღი­დან სიკ­ვ­დილს ნატ­რობ­და და აჩ­ქა­რებ­და კი­დე­ვაც მოვ­ლე­ნებს, რომ ტკი­ვი­ლე­ბის დაწყე­ბამ­დე გა­მო­სალ­მე­ბო­და წუ­თი­სო­ფელს, ახ­ლა კი სე­რი­ო­ზუ­ლად და­ფიქ­რ­და. უნ­დო­და კი სიკ­ვ­დი­ლი? არა, აღარ უნ­დო­და. გო­ჩა გა­მოჩ­ნ­და და ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა.
რა უც­ნა­უ­რად და­იწყო ეს თვე. ზე­დი­ზედ წა­ეწყო ერ­თ­მა­ნეთს ყო­ფი­ლი თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბის "გა­მოცხა­დე­ბა", თა­ნაც სხვა­დას­ხ­ვა "რან­გ­ში" - პი­რა­დი ექი­მი, პი­რა­დი მოძღ­ვა­რი და... გო­ჩას­თ­ვის რა სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა?
ეს ჯერ არ იცო­და...
გა­ვი­და კი­დევ ოთხი დღე და გო­ჩა­მაც, რო­გორც იქ­ნა, და­რე­კა...

ავტორი სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა ეპიზოდი
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
თამო
დღეს არ დადებთ ახალ თავსსს ?
14:40 / 20-08-2019
გამოხმაურება / 0 /
თვით მკვლელობა
კარგია ველოდები ყოველ დღე
01:08 / 20-08-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93