ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი X)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი X)
მთე­ლი კვი­რა სხვენ­ზე გა­ა­ტა­რა გო­ჩამ, მა­ი­კოს სახ­ლის მო­პირ­და­პი­რე კორ­პუ­სის სხვენ­ზე.
სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნა არ წა­უ­ღია, მხო­ლოდ ბი­ნოკ­ლი გა­ი­ყო­ლა. გა­შა­ლა თე­ქის ფარ­და­გი, ზედ გაწ­ვა და დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე "სა­პა­ტიო ყა­რა­ულ­ში" ჩად­გა. აკ­ვირ­დე­ბო­და, ვინ შე­დი­ო­და მა­ი­ას სახ­ლ­ში, ვინ გა­მო­დი­ო­და. მის ფან­ჯ­რებს თვალს არ აცი­ლებ­და, მაგ­რამ სა­ეჭ­ვო ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნა. ორად ორი ქა­ლი ეს­ტუმ­რა, ერ­თი - ჩა­საფ­რე­ბი­დან მე­ო­რე დღეს და მე­ო­რე - მე­ექ­ვ­სე დღეს. დიდ­ხანს არც ერ­თი არ დარ­ჩე­ნი­ლა. მა­ი­კომ ისე გა­მო­ა­ცი­ლა ორი­ვე ქუ­ჩამ­დე, აშ­კა­რად იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი უნ­და ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. კა­ცი
მის ბი­ნა­ში არ გა­ჭა­ჭა­ნე­ბუ­ლა. არც თვი­თონ გა­სუ­ლა სახ­ლი­დან მა­ინ­ც­და­მა­ინც შორს. სულ რამ­დე­ნი­მე­ჯერ იქ­ვე მდე­ბა­რე მარ­კეტს ეს­ტუმ­რა და მა­შინ­ვე შინ დაბ­რუნ­და.
სა­დარ­ბა­ზო­ში შემ­ს­ვ­ლელ-გა­მომ­ს­ვ­ლელს ყვე­ლას სა­გულ­და­გუ­ლოდ აკ­ვირ­დე­ბო­და, თი­თო­ე­ულ მათ­განს სწავ­ლობ­და. მე­ოთხე დღეს ლა­მის ზე­პი­რად იცო­და, ვინ იყო კორ­პუ­სის მუდ­მი­ვი ბი­ნა­და­რი და ვინ - სტუ­მა­რი.
ცო­ტა არ იყოს, და­ი­ღა­ლა. ასე­თი ჩა­საფ­რე­ბე­ბის დროს წე­ლი სტკივ­დე­ბო­და. ერთ ად­გი­ლას გა­უნ­ძ­რევ­ლად წო­ლა, თა­ნაც ცივ ბე­ტონ­ზე გარ­თხ­მულს, სა­ში­ნელ დის­კომ­ფორტს უქ­მ­ნი­და. რო­ცა უფ­რო ახალ­გაზ­რ­და იყო, ად­ვი­ლად იტან­და, მაგ­რამ წლებს თა­ვი­სი გაჰ­ქონ­და.
არა, ასე არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და. ყვე­ლა ვა­რი­ან­ტ­ში დამ­კ­ვეთ­თან უნ­და გა­მო­ე­ნა­ხა სა­ერ­თო ენა და მის­გან გა­ე­გო, რას ერ­ჩო­და მის სა­თაყ­ვა­ნე­ბელ ქალს.
ასე გა­ი­ა­რა ერ­თ­მა კვი­რამ. გა­მო­რიცხუ­ლი იყო, ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­მე არ შე­ე­ნიშ­ნა, მა­ი­კოს სა­შიშ­რო­ე­ბა რომ და­მუქ­რე­ბო­და. ისიც უკ­ვირ­და გო­ჩას, რა­ტომ აჭი­ა­ნუ­რებ­და უც­ნო­ბი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს. რას ელო­დე­ბო­და? იქ­ნებ რა­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო მა­ი­ას ცხოვ­რე­ბა­ში და იმ მო­მენტს ელო­დე­ბო­და?
უნ­და გა­ერ­კ­ვია, რო­გორ­მე ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ერ­კ­ვია.
ამა­სო­ბა­ში ერ­თი კვი­რა მი­ი­წუ­რა. ახ­ლა­ღა გა­ახ­სენ­და, რომ მა­ი­ას­თ­ვის ერ­თხე­ლაც არ და­უ­რე­კავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ბო­ლო დროს მის გარ­და სხვა სა­ფიქ­რა­ლი აღა­რა­ფე­რი ჰქონ­და, ვე­ღარ მო­ი­ფიქ­რა, რომ და­ე­რე­კა და ისე მა­ინც მო­ე­კითხა. იმ­დე­ნად იყო თვალ­თ­ვა­ლით და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ ამა­ზე არც უფიქ­რია.
შუ­ადღეს და­უ­რე­კა. მა­ი­კოს მი­სი ხმის გა­გო­ნე­ბა­ზე შე­ა­კან­კა­ლა.
- რო­გორ ხარ, გო­ჩა? - ალერ­სი­ა­ნად მო­ი­კითხა და იგ­რ­ძ­ნო, ხმაც რო­გორ უკან­კა­ლებ­და.
- კარ­გად. შენ?
- მეც კარ­გად. სად და­ი­კარ­გე?
- მივ­ლი­ნე­ბა­ში გამ­გ­ზავ­ნეს და ვე­ღარ და­გი­კავ­შირ­დი, - იც­რუა.
- ააა, მეც არა ვთქვი, რა ვაწყე­ნი­ნე, რომ არ მეხ­მი­ა­ნე­ბა-მეთ­ქი. რო­დის ჩა­მო­დი­ხარ?
- უკ­ვე ჩა­მო­ვე­დი, აქ ვარ, თბი­ლის­ში.
- არ უნ­და მეს­ტუმ­რო? - შე­ე­კითხა და პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­ში სუნ­თ­ქ­ვა შე­ი­კა­ვა.
- რა­ტო­მაც არა. შენ ოღონდ დამ­პა­ტი­ჟე და...
- ჰო­და, და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი ხარ, სა­ღა­მოს გა­მო­დი, კარ­გი? გემ­რი­ელ რა­ღა­ცას ვამ­ზა­დებ და ერ­თად ვი­სა­დი­ლოთ.
- მშვე­ნი­ე­რი აზ­რია. რით უნ­და გა­მი­მას­პინ­ძ­ლ­დე?
- ხინ­კა­ლი მექ­ნე­ბა, - მა­ი­ას გა­ე­ღი­მა.
- მიყ­ვარს ხინ­კა­ლი.
- ვი­ცი.
გა­ახ­სენ­და, სა­ხინ­კ­ლა­ოდ რომ და­დი­ოდ­ნენ ლუ­დის ბარ­ში. გო­ჩა მა­შინ ლუდს არ სვამ­და, მა­ი­კო კი უშ­ვე­ლე­ბელ კათხას ისე გა­მოც­ლი­და, თვალს არ და­ა­ხამ­ხა­მებ­და.
- გემ­რი­ე­ლი ყვე­ლა­ფე­რი მიყ­ვარს, - და­ა­მა­ტა გო­ჩამ.
- მეც.
- ვი­ცი, - გო­ჩა­საც გა­ე­ღი­მა.
- ჰო­და, გა­მო­დი. ხა­ჭა­პურ­საც გა­მო­გიცხობ... აჭა­რულს.
- არა, არ გინ­და. ხინ­კა­ლი და ხა­ჭა­პუ­რი ერ­თად ნა­მე­ტა­ნი იქ­ნე­ბა. აჭა­რუ­ლი სხვა დროს იყოს.
- კარ­გი, მა­შინ მე თა­და­რიგს და­ვი­ჭერ. რო­მელ სა­ათ­ზე გე­ლო­დო?
- შენ რო­მელ­ზეც მეტყ­ვი, იმ დროს მო­ვალ.
- მა­შინ... ექ­ვის­თ­ვის. შეძ­ლებ?
- შევ­ძ­ლებ რო­მე­ლია, ექ­ვ­ს­ზე შენ­თან და­ვერ­ჭო­ბი.

ამ­დე­ნი ხა­ნი სარ­კის წინ წლე­ბია, არ უტ­რი­ა­ლია. ასე ძლი­ე­რად არას­დ­როს გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, მა­ი­კო დაჰ­­რუ­ნე­ბო­და. რა ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და, თუ კვლავ ეღირ­სე­ბო­და მის­გან სა­პა­სუ­ხო სიყ­ვა­რულს. თა­ვი­დან და­იწყებ­და ცხოვ­რე­ბას, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­დან და­იწყებ­და. აი, რა კარ­გი ქნა, ცო­ლი რომ არ შე­ირ­თო. ალ­ბათ, გუ­ლი უგ­რ­ძ­ნობ­და, რომ მა­ი­ას კვლავ შეხ­ვ­დე­ბო­და. ამ ყვე­ლა­ფერ­ში გან­გე­ბის ხე­ლი აშ­კა­რად ურე­ვია. რომ არა ის უც­ნო­ბი, მა­ი­ას მოკ­ვ­ლა რომ გა­ნუზ­რა­ხავს, ვე­რას­დ­როს შეხ­ვ­დე­ბო­და მას. თა­ნაც, შეხ­ვედ­რაც არის და შეხ­ვედ­რაც. მაია სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნია, არც ქმა­რი ჰყავს, არც შვი­ლი უშ­ლის არა­ფერ­ში ხელს, მარ­ტო ცხოვ­რობს...
- სად­მე მი­დი­ხარ? - კარ­ში დე­და გა­მოჩ­ნ­და.
- ჰო, - გულ­გ­რი­ლად მი­უ­გო და პე­რან­გის სა­ყე­ლო გა­ის­წო­რა.
- მა­ი­ას­თან?
- ჰო, - იმა­ვე ტო­ნით გა­ი­მე­ო­რა.
ნი­ნო გატ­რი­ალ­და. გულს უკ­ლავ­და შვი­ლის სი­ცი­ვე, ვე­რაფ­რით ვერ შეძ­ლო მი­სი კე­თილ­გან­წყო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა. აღარ იცო­და, რა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, სა­ი­დან მის­დ­გო­მო­და ვაჟს, რომ რო­გორ­მე და­ახ­ლო­ე­ბო­და და ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აღედ­გი­ნა.
თა­ვის ოთახ­ში შე­ვი­და, კა­რა­და გა­მო­ა­ღო და თა­რო­ებ­ზე რა­ღა­ცას ძებ­ნა და­უწყო. რო­გორც იქ­ნა, იპო­ვა. სუ­ნა­მო, ფრან­გუ­ლი სუ­ნა­მო, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ნი­კამ აჩუ­ქა. ახ­ლაც გა­უხ­ს­ნე­ლი ედო. ამას მა­ი­ას გა­უგ­ზავ­ნის გო­ჩას ხე­ლით. იმე­დია, გა­უ­ხარ­დე­ბა, თან აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, რომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ არის. მთა­ვა­რია, გო­ჩამ წა­ი­ღოს და უარი არ უთხ­რას.
სა­სა­ჩუქ­რე პარ­კი მო­ი­ძია. ისიც იპო­ვა. სუ­ნა­მო შიგ ჩა­დო და კვლავ შვი­ლის სა­ძი­ნე­ბელს მი­ა­შუ­რა. გო­ჩა ჯერ ისევ სარ­კის წინ იდ­გა და თა­ვის თავს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და.
- აი, ეს წა­უ­ღე ჩემ­გან და მო­მი­კითხე, - პარ­კი სა­წოლ­ზე და­დო და გა­მობ­რუნ­და, პა­სუხს არ და­ე­ლო­და.
გო­ჩამ ირი­ბად გა­ხე­და სა­წოლ­ზე და­დე­ბულ მომ­ც­რო პარკს, ხმა არ ამო­უ­ღია. ესი­ა­მოვ­ნა დე­და­მი­სის ყუ­რადღე­ბა. მიხ­ვ­და, ნი­ნოს რაც აწუ­ხებ­და. ცო­ტა არ იყოს, სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნა იგ­რ­ძ­ნო, ასე რომ ტან­ჯავ­და მშო­ბელს, მაგ­რამ შეგ­ნე­ბუ­ლად რო­დი იქ­ცე­ო­და ასე. გან­ვ­ლილ­მა ცხოვ­რე­ბამ გულ­გ­რი­ლი გა­ხა­და, პრო­ფე­სი­ამ კი უარე­სად გა­ა­უცხო­ვა. რომ ეკითხათ, ალ­ბათ ვერც უპა­სუ­ხებ­და, უყ­ვარ­და კი ამ­ქ­ვეყ­ნად ვინ­მე? ამა­ზე მხო­ლოდ ახ­ლა და­ფიქ­რ­და და პირ­ვე­ლი, ვინც გა­ახ­სენ­და, მაია იყო. ჰო, მაია უყ­ვარ­და, გო­ნის და­კარ­გ­ვამ­დე უყ­ვარ­და. ახ­ლა, რო­ცა კვლავ შეხ­ვ­და, მი­ძი­ნე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი კვლავ გა­უმ­ძაფ­რ­და. დე­და? რა თქმა უნ­და, დე­დაც უყ­ვარ­და, მაგ­რამ სით­ბოს გა­მო­ხატ­ვა უჭირ­და. სა­ერ­თოდ უჭირ­და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ სით­ბოს გა­მო­ხატ­ვა. ბო­ლო წლებ­ში მარ­ტო­ხე­ლა მგე­ლი­ვით ცხოვ­რობ­და, ყვე­ლას გა­ე­რი­ყა და სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­კე­ტა.
ახ­ლა მის ცხოვ­რე­ბას ისევ აზ­რი მი­ე­ცა, ისევ გა­მო­ნათ­და. რო­გორც იქ­ნა, გა­ი­ა­რა ბნე­ლი გვი­რა­ბი და სი­ნათ­ლეც გა­მოჩ­ნ­და. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, ახ­ლა აღარ გა­უც­რუ­ებს მა­ი­კო იმედს და ისე არ მო­ექ­ცე­ვა, რო­გორც მა­შინ. ამის დი­დი იმე­დი აქვს. ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ასე უც­ბად სტუმ­რად არ მი­იწ­ვევ­და. და­უ­რე­კა თუ არა, გა­მო­დიო, და­პა­ტი­ჟა.
უხა­რო­და. იმ­დე­ნად უხა­რო­და, რომ ეს სი­ხა­რუ­ლი მთელ სივ­რ­ცეს ავ­სებ­და. აივან­ზე გა­ვი­და და სუფ­თა ჰა­ე­რი ხარ­ბად ჩა­ი­სუნ­თ­ქა. რა წა­უ­ღოს? აღარ ახ­სოვს, მა­ი­კოს რა უყ­ვარ­და. უფ­რო სწო­რად, ყვე­ლა­ფე­რი უყ­ვარ­და, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რა, ვე­ღარ იხ­სე­ნებ­და.
გა­დაწყ­ვი­ტა, ყვა­ვი­ლე­ბი მი­ე­ტა­ნა. ყვა­ვი­ლე­ბი და ნი­ნოს შე­მო­ტა­ნი­ლი სა­ჩუ­ქა­რი. ნე­ტავ რას ატანს დე­და? ცუ­დი არ იქ­ნე­ბა, ამა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რად­გან ნი­ნოს კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს.
ოთახ­ში შებ­რუნ­და და პარ­კ­ში ჩა­ი­ხე­და. გა­ე­ღი­მა. სა­ნამ შე­ა­მოწ­მებ­და, ასეც იფიქ­რა - უეჭ­ვე­ლად სუ­ნა­მო იქ­ნე­ბაო.
პარკს ხე­ლი და­ავ­ლო და სა­ძი­ნებ­ლი­დან გა­მო­სულ­მა კა­რი გა­მო­ი­კე­ტა.
- მე წა­ვე­დი, - შერ­ბი­ლე­ბუ­ლი ტო­ნით უთხ­რა ტახ­ტ­ზე მო­კა­ლა­თე­ბულ დე­დას და ჰო­ლის­კენ გა­ე­მარ­თა.
- მო­მი­კითხე! - და­ა­დევ­ნა დე­დამ.
- მო­ვი­კითხავ, - არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა, ისე უპა­სუ­ხა და კა­რი გა­ა­ღო...

რამ­დე­ნი­მე წამს თვალს არ აშო­რებ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. გო­ჩას რა­ტომ­ღაც, მა­ი­კო გა­ფით­რე­ბუ­ლი ეჩ­ვე­ნა. ნუ­თუ ასე ნერ­ვი­უ­ლობს?
- ეს შენ და ესეც შენ, - ღი­მი­ლით გა­უ­წო­და ჯერ ჭრე­ლი ტი­ტე­ბის თა­ი­გუ­ლი, მე­რე კი დე­დის სა­ჩუ­ქა­რი.
- რა ამ­ბა­ვია ამ­დე­ნი რა­ღაც? - ნა­ზად გა­უ­ღი­მა მა­ი­ამ და ტი­ტე­ბი და­სუ­ნა, - ეს რა არის? - პარ­კ­ში ჩა­ი­ხე­და, - ვა­ი­მე, სუ­ნა­მო! "შა­ნე­ლი"!
- ეს ნი­ნომ გა­მო­გიგ­ზავ­ნა, მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ.
- და­ი­ფი­ცე! - მა­ი­კოს გა­ო­ცე­ბის­გან თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და.
- შენს თავს გე­ფი­ცე­ბი, - ისე მი­ა­მი­ტად შეს­ძა­ხა გო­ჩამ, რომ ქალს თვალ­ზე ცრემ­ლი მო­ად­გა.
მა­მა­კა­ცი გა­წით­ლ­და. მიხ­ვ­და, რომ თა­ვი გას­ცა, იჩ­ქა­რა, თუმ­ცა ამა­ში სა­გან­გა­შოს ვე­რა­ფერს ხე­დავ­და. დღეს იქ­ნე­ბო­და თუ ხვალ, ამის თქმა მა­ინც მო­უ­წევ­და.
- კი­დევ მე მი­ფი­ცებ? - მა­ი­ას ხმა წა­ერ­თ­ვა და თა­ი­გუ­ლი მკერ­დ­ზე მი­ი­ხუ­ტა.
- შენ გარ­და სხვა სა­ფი­ცა­რი არც არას­დ­როს მყო­ლია, - სა­ბო­ლო­ოდ გატყ­და გო­ჩა.
- ნუ ამ­ბობ მა­გას. შენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დე­და გყავს, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარ­ხარ.
- დე­და დე­დაა, - მა­მა­კაც­მა მზე­რა აარი­და, ოთა­ხის სიღ­რ­მის­კენ გა­ი­ხე­და, - კი ტრი­ა­ლებს ხინ­კ­ლის სურ­ნე­ლი ისე...
- ჰო. ამოყ­რა­ღა უნ­და, მზა­დაა, - მა­ი­კო მა­მა­კა­ცის სიტყ­ვებ­მა თით­ქოს გა­მო­აფხიზ­ლა, ყვა­ვი­ლე­ბი და სა­ჩუ­ქა­რი მა­გი­და­ზე შე­მო­დო და ჩქა­რი ნა­ბი­ჯე­ბით სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­ა­შუ­რა.
- შენ სუფ­რას მი­ხე­დე, ყვა­ვი­ლებს მე მო­ვუვ­ლი, - ში­ნა­უ­რუ­ლად მი­ა­ძა­ხა გო­ჩამ და თვა­ლით ლარ­ნაკს და­უწყო ძებ­ნა.
მა­ლე­ვე იპო­ვა. პი­ა­ნი­ნოს თავ­ზე იდო მა­ლა­ქი­ტის­ფე­რი მა­ღა­ლი ვა­ზა. ჩა­მო­ი­ღო და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში წყლით აავ­სო. მე­რე ტი­ტებს სა­თი­თა­ოდ მოხ­ს­ნა რე­ზი­ნი და შიგ ჩა­ა­ლა­გა.
- უი, რა­ტომ მოხ­სე­ნი რე­ზი­ნე­ბი? უცებ გა­იშ­ლე­ბა, - შე­ნიშ­ნა ოთახ­ში შე­მო­სულ­მა მა­ი­კომ და ოთხად გა­კე­ცი­ლი სუფ­რა ხე­ლე­ბის აქ­ნე­ვით მა­გი­დას კოხ­ტად გა­და­ა­ფა­რა.
- ყვა­ვი­ლი იმის­თ­ვი­საა, რომ უნ­და გა­ი­შა­ლოს, - იხ­ტი­ბა­რი არ გა­ი­ტე­ხა გო­ჩამ და ყვა­ვი­ლებ­ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ლარ­ნა­კი კვლავ პი­ა­ნი­ნოს თავ­ზე შე­მოდ­გა.
- რა ლა­მა­ზია, მიყ­ვარს ტი­ტე­ბი, - სევ­დი­ა­ნი ღი­მი­ლი აუთა­მაშ­და ქალს ტუ­ჩებ­ზე.
- რო­მე­ლიც მე შენ­თ­ვის არას­დ­როს მო­მი­ტა­ნია.
- არა უშავს, ახ­ლა ხომ მო­მი­ტა­ნე?
- ახ­ლა კი.
- ჰო­და, არც ახ­ლაა გვი­ან. რა დავ­ლი­ოთ?
გო­ჩას დას­ცეცხ­ლა. რო­გო­რი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლია. ერ­თი ბოთ­ლი ღვი­ნო ვერ იყი­და? არც გახ­სე­ნე­ბია.
- და­ლე­ვა აუცი­ლე­ბე­ლია? - თა­ვი და­იც­ვა.
- რა ვი­ცი, ხინ­კალს უხ­დე­ბა. დი­დი მსმე­ლი მე არ ვარ, მაგ­რამ მა­ინც. ერთ ჭი­ქა­ზე არ ვიტყო­დი უარს. წი­თე­ლიც მაქვს და თეთ­რიც. რო­მე­ლი ჯო­ბია?
- ხინ­კალს წი­თე­ლი მო­უხ­დე­ბა, - დარ­ცხ­ვე­ნილ­მა გო­ჩამ კვლავ აარი­და თვა­ლი ქალს და ისე გაბ­რაზ­და თა­ვის თავ­ზე, რომ კბი­ლი კბილს მთე­ლი ძა­ლით და­ა­ჭი­რა.
- იყოს წი­თე­ლი, - მა­ი­კო კვლავ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შებ­რუნ­და, მა­ცი­ვა­რი გა­მო­ა­ღო და ღვი­ნის ბოთ­ლი გა­მო­ი­ღო.
რო­გორ უხა­რო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, თით­ქოს დაფ­რი­ნავ­და. წამ­ში გა­აწყო სუფ­რა და ოხ­ში­ვა­რა­დე­ნი­ლი ხინ­კა­ლი სულ ბო­ლოს შე­მო­ი­ტა­ნა.
გო­ჩას ამ­წუ­თას ლუკ­მა არ გა­და­უ­ვი­დო­და ყელ­ში, ისე იყო აღ­გ­ზ­ნე­ბუ­ლი - თან ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან, თან ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან, მაგ­რამ თა­ვის­თ­ვის ძა­ლა უნ­და და­ე­ტა­ნე­ბი­ნა, რომ მა­ი­კოს არ სწყე­ნო­და. ერთ-ორ ცალს რო­გორ­მე მო­ე­რე­ო­და.
ღვი­ნის ბოთ­ლის გახ­ს­ნა გა­უ­ჭირ­და, თი­თე­ბი უკან­კა­ლებ­და. მა­ი­კო ყვე­ლა­ფერს ხე­დავ­და, ყვე­ლა­ფერს გრძნობ­და და ღი­მილს ვერ იკა­ვებ­და. არც თვი­თონ იყო უკე­თეს დღე­ში, მაგ­რამ მა­მა­კა­ცი რომ იბ­ნე­ო­და, ეს უფ­რო ამაგ­რებ­და.
- გაგ­ვი­მარ­ჯოს, კე­თი­ლი ყო­ფი­ლი­ყოს ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა, - გო­ჩამ ჭი­ქა ას­წია და ქალს მი­უ­ჭა­ხუ­ნა.
- კე­თი­ლი ყო­ფი­ლი­ყოს, - გა­ი­მე­ო­რა მა­ი­კომ და და­ა­მა­ტა, - და შემ­დე­გი შეხ­ვედ­რე­ბის წი­ნაპი­რო­ბაც.
გო­ჩამ გამ­ჭო­ლი მზე­რა მი­აპყ­რო, თით­ქოს მის ნათ­ქ­ვამ­ში ქვე­ტექსტს ეძებ­და. იპო­ვა კი­დეც... მაია ისე­თი თვა­ლე­ბით უყუ­რებ­და, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­და. სულ გა­და­ა­ვიწყ­და, სადღეგ­რ­ძე­ლო რომ უნ­და და­ე­ლია. ჭი­ქა დად­გა, შლე­გი­ვით წა­მოხ­ტა, ქალს მი­ეჭ­რა, ზე­ზე წა­მო­ა­ყე­ნა და გულ­ში ჩა­ი­ხუ­ტა.
მა­ი­კოს ბა­გე­ებს ჩუ­მი კვნე­სა დას­ც­და, რო­მე­ლიც გო­ჩას ტუ­ჩე­ბის შე­ხე­ბის­თა­ნა­ვე სადღაც, გუ­ლის სიღ­რ­მე­ში ჩა­იხ­შო.
თავ­და­ვიწყე­ბით კოც­ნიდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. არც ხინ­კა­ლი ახ­სოვ­დათ, არც ღვი­ნო. ახ­ლა მხო­ლოდ ერ­თ­მა­ნეთს გრძნობ­დ­ნენ, მხო­ლოდ ორ­ნი იყ­ვ­ნენ მთელ გა­ლაქ­ტი­კა­ში, სხვა ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა ირ­გ­ვ­ლივ.
- მიყ­ვარ­ხარ, მაი.
- მეც მიყ­ვარ­ხარ, გო­ჩა, - მხო­ლოდ ჩურ­ჩუ­ლის ხმა ის­მო­და ხინ­კ­ლის სურ­ნე­ლით გაჟ­ღენ­თილ ოთახ­ში.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად უეც­რად შექ­მ­ნი­ლი ინ­ტი­მუ­რი ატ­მოს­ფე­რო ტე­ლე­ფო­ნის ზარ­მა და­არ­ღ­ვია. ორი­ვე შეკ­რ­თა. მა­ი­კომ თა­ვი გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა გო­ჩას მკლა­ვე­ბი­დან და სა­ჟურ­ნა­ლე მა­გი­დი­დან მო­ბი­ლუ­რი აიღო.
- გის­მენთ, - თქვა და მზე­რა გო­ჩას მი­აპყ­რო.
გო­გა ურე­კავ­და.
- მაია რო­გორ ხარ, გე­ნაც­ვა­ლე?
მა­ი­კო ისე იყო აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი, გონს მოს­ვ­ლას ვერ ახერ­ხებ­და.
- სა­ღა­მო მშვი­დო­ბი­სა, მა­მა გი­ორ­გი, - პირ­ვე­ლად მო­იხ­სე­ნია გო­გა ასე.
- დაგ­ლო­ცოს უფალ­მა. რა­ტომ არ გა­მო­ი­ა­რე ჩვენ­კენ?
- ამ დღე­ებ­ში ვა­პი­რებ... აუცი­ლებ­ლად მო­ვალ, მა­მა გი­ორ­გი.
- მარ­ტო არ ხარ? - მი­უხ­ვ­და გო­გა, - ასე თუ ოდეს­მე მომ­მარ­თავ­დი, არ მე­გო­ნა.
- დი­ახ, - მა­ი­ამ ნერ­წყ­ვი გა­და­ა­გო­რა. ისე­დაც დაბ­ნე­უ­ლი უარე­სად და­იბ­ნა, სა­ღად აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი მთლად და­კარ­გა.
- კარ­გი, კარ­გი. ხელს აღარ შე­გიშ­ლი. აუცი­ლებ­ლად მო­დი, გე­ლო­დე­ბი იცო­დე. აი, ხუთ­შა­ბათს სა­ღა­მოს ლოც­ვა­ზე მო­დი და მე­რე მე გა­გა­ცი­ლებ, კარ­გი?
- მო­ვალ, რა თქმა უნ­და.
აღარ ახ­სოვს, რო­გორ და­ემ­შ­ვი­დო­ბა. ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შა და მა­გი­და­ზე მი­აგ­დო. გო­ჩა სკამ­ზე დამ­ჯ­და­რი­ყო და ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­დახ­ლარ­თულ თი­თებ­ზე შუბ­ლი და­ებ­ჯი­ნა.
- ჩე­მი მოძღ­ვა­რი იყო, - თქვა მა­ი­ამ.
- მოძღ­ვა­რი გყავს? - გა­უკ­ვირ­და გო­ჩას.
- ჩე­მი ძვე­ლი მე­გო­ბა­რია. სულ ჩამ­ჩი­ჩი­ნებს, ეკ­ლე­სი­ა­ში იარეო, მე კი­დევ ვე­ღარ ვიც­ლი საქ­მე­ე­ბის გა­დამ­კი­დე. ის კი არ მას­ვე­ნებს, - დამ­ნა­შა­ვის იერით გა­ი­ღი­მა.
- უნ­და მიხ­ვი­დე. ეკ­ლე­სი­ა­ში ყვე­ლა უნ­და და­დი­ო­დეს.
- შენ და­დი­ხარ?
- ხან­და­ხან, რო­ცა გა­მახ­სენ­დე­ბა.
- ამა­სო­ბა­ში ხინ­კა­ლი გა­ცივ­და.
- ხინ­კალს არა უშავს, მთა­ვა­რია, სხვა რა­მე არ გა­ცივ­დეს, - ორაზ­როვ­ნად მი­უ­გო გო­ჩამ.
- შე­ნი აზ­რით, გა­ცივ­დე­ბა? - აჰ­ყ­ვა მა­ი­აც.
- ეს შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შენ რო­გორც მო­ი­სურ­ვებ, ისე იქ­ნე­ბა.
მა­ი­კო დაჯ­და. სკა­მი გო­ჩას­კენ მი­ა­ჩო­ჩა და ჩურ­ჩუ­ლით თქვა:
- ჩე­მი სურ­ვი­ლია, აღარ გა­ცივ­დეს.
მა­მა­კაც­მა მხარ­ზე ხე­ლი გა­დახ­ვია და სა­ფეთ­ქელ­ზე აკო­ცა.
- კარ­გი, შევ­ჭა­მოთ ცო­ტა, თო­რემ მგო­ნი, მარ­თ­ლა მომ­შივ­და, - თქვა და ორი ცა­ლი ხინ­კა­ლი გა­და­ი­ღო.
მა­ი­კოს მა­და უკ­ვე და­ე­კარ­გა, მაგ­რამ ერ­თი ცა­ლი მა­ინც გა­და­ი­ღო.
- რაც მთა­ვა­რია, არ დაგ­ვი­ლე­ვია, - გო­ჩამ ჭი­ქა კვლავ ას­წია, - სადღეგ­რ­ძე­ლოს აღარ გა­ვი­მე­ო­რებ, უბ­რა­ლოდ, უსიტყ­ვოდ დავ­ლი­ოთ, კარ­გი?
- კარ­გი, - მა­ი­კო­მაც წა­ავ­ლო ჭი­ქას ხე­ლი, კი­დევ ერ­თხელ მი­უ­ჭა­ხუ­ნეს ერ­თ­მა­ნეთს და და­ლი­ეს. გო­ჩამ ბო­ლომ­დე და­ცა­ლა, მა­ი­კომ ოდ­ნავ მოს­ვა.
- ეს რა არის? ბო­ლომ­დე უნ­და და­ლიო.
- არა, ეგ­რე ვერ გა­ვუ­თა­მამ­დე­ბი, არ შ... - კი­ნა­ღამ წა­მოს­ც­და, არ შე­იძ­ლე­ბა ჩე­მი და­ლე­ვაო, მაგ­რამ მა­შინ­ვე გა­მო­ას­წო­რა, - არ შე­მიძ­ლია, გა­და­ვეჩ­ვიე და­ლე­ვას.
- არ გინ­და, ცო­ტა შევ­თ­ვ­რეთ?
- რა სა­ჭი­როა?
- რა ვი­ცი... და­ძა­ბუ­ლო­ბის მო­სახ­ს­ნე­ლად, - გო­ჩამ თა­ვი უხერ­ხუ­ლად იგ­რ­ძ­ნო.
- ჩვენ ერ­თ­მა­ნეთ­თან და­სა­ძა­ბი არა­ფე­რი გვაქვს, ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც გარ­კ­ვე­უ­ლია, - მა­ი­კომ მაც­დუ­რად შე­ღი­მა მა­მა­კაცს.
გო­ჩას გა­ე­ცი­ნა, თა­ვი გა­აქ­ნია და ღვი­ნო კი­დევ ერ­თხელ ჩა­მო­ას­ხა.
- მე მა­ინც უნ­და დავ­ლიო, შენ გვერ­დით რომ ვარ, გამ­ბე­და­ო­ბა მაკ­ლია, - ბო­ლომ­დე აღი­ა­რა თა­ვი­სი სი­სუს­ტე.
- კარ­გი, და­ლიე, ამა­სო­ბა­ში ერთ ჭი­ქას რო­გორ­მე მეც გა­მოვ­ც­ლი.
და­ლი­ეს... კი­დევ, კი­დევ... გო­ჩას თვა­ლე­ბი აუბ­რ­ჭყ­ვი­ალ­და.
- აი, ახ­ლა კარ­გად ვარ, - თქვა და ხინ­კა­ლი პი­რის­კენ გა­ა­ქა­ნა.
- გა­ცივ­და, ხომ?
- კარ­გია. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია.
- მარ­თ­ლა? მი­ხა­რია, - მა­ი­კო კეკ­ლუ­ცად და­იჭყა­ნა და თა­ვი კვლავ მხარ­ზე მი­ა­დო.
- იცი რა? - გო­ჩამ ხე­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ში ჩახ­ლარ­თა და იდაყ­ვე­ბი მა­გი­და­ზე ჩა­მო­დო, თან თა­ვით გა­ე­ხა­ხუ­ნა მის მხარ­ზე ჩა­მო­დე­ბულ მა­ი­კოს თავს.
- რა?
- ცხოვ­რე­ბას აზ­რი მი­ე­ცა. ახ­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბას კოც­ნის გე­მო დაჰ­კ­რავს.
გო­ჩა შე­ირ­ხა, ქა­ლის­კენ ოდ­ნავ შებ­რუნ­და. მი­სი თი­თე­ბი მა­ი­კოს ტუ­ჩებს შე­ეხ­ნენ... დიდ­ხანს და­ხე­ტი­ა­ლებ­დ­ნენ მას­ზე, რა­თა კარ­გად შე­ეს­წავ­ლათ იგი. შემ­დეგ ხელ­მა მის თმა­ზე გა­და­ი­ნაც­ვ­ლა, მე­რე - შუბ­ლ­ზე, ტუ­ჩის კუთხე­ში მი­მა­ლულ ღი­მილ­ზე, თვა­ლის უპე­ებ­თან გან­ლა­გე­ბულ წვრილ-წვრილ ნა­ო­ჭებ­ზე, სწორ, ვერ­ტი­კა­ლურ ხაზ­ზე, ცხვირს რომ კვეთ­და. ეს ქა­ლი სა­ო­ცა­რი ქმნი­ლე­ბა იყო, ბუ­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქმნი­ლე­ბა. ბუ­ნე­ბა ხომ ნამ­დ­ვი­ლი ოს­ტა­ტია ასეთ სა­მუ­შა­ო­ებ­ში.
- რას ფიქ­რობ, მაო? - და­ი­ჩურ­ჩუ­ლა გო­ჩამ და და­ნის­ლუ­ლი მზე­რა მი­აპყ­რო.
- რას უნ­და ვფიქ­რობ­დე?
- გა­მოგ­ვი­ვა რა­მე?
მა­ი­კომ თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და ამო­ი­ოხ­რა.
- თუ არ შე­გიძ­ლია, მე სიყ­ვა­რულს არ გთხოვ, უბ­რა­ლოდ, იყა­ვი ჩემ გვერ­დით და...
- და და­ვი­ვიწყოთ, რას ნიშ­ნავს უბე­დუ­რე­ბა. არა? - წა­ეშ­ვე­ლა ქა­ლი.
- შენ­თან ახ­ლა, ამ ეტაპ­ზე ყოფ­ნა უფ­რო ძნე­ლია, ვიდ­რე ოც­ნე­ბის რო­მე­ლი­მე ზღაპ­რულ ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ასე უკე­თე­სად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რა უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია... შენ ძალ­ზე ამაღ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დე, ჩემ­თ­ვის ეს ზედ­მე­ტია, რად­გან მე მხო­ლოდ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი ვარ. სა­მა­გი­ე­როდ, გაღ­მერ­თებ.
- გაღ­მერ­თე­ბა სიყ­ვა­რულს არ ნიშ­ნავს, გო­ჩა. შენ და­კარ­გე ქა­ლი, რო­მე­ლიც შენ­თ­ვის ყვე­ლა­ფერს წარ­მო­ად­გენ­და და ახ­ლა ცდი­ლობ, ის და­ნა­კარ­გი უკან და­იბ­რუ­ნო.
- ეს ცუ­დია? არ მაქვს უფ­ლე­ბა?
- შენ დღე­ი­დან ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა გაქვს, - მა­ი­კომ თვა­ლე­ბი მი­ლუ­ლა და თა­ვი წრი­უ­ლად და­ატ­რი­ა­ლა, მა­მა­კა­ცის ხე­ლის გარ­შე­მო.
გო­ჩამ მე­ტის მოთ­მე­ნა ვე­ღარ შეძ­ლო. ქა­ლი ხელ­ში აიტა­ტა და სა­ძი­ნებ­ლის კა­რი ფე­ხის კვრით შე­ა­ღო...

ავტორი სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა ეპიზოდი
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93