ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (XI)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (XI)
მა­ი­კო გონს ვერ მო­სუ­ლი­ყო.
დი­ლა გა­თენ­და და ჯე­რაც ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და, რაც მოხ­და. უხა­რო­და? სწყინ­და? არა, უფ­რო სინ­დი­სი ქენ­ჯ­ნი­და. ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა ჰქონ­და, თით­ქოს ქმარს უღა­ლა­ტა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქმა­რი სა­მი წე­ლია, აღარ ჰყავ­და... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნი­კამ­დე გო­ჩა უყ­ვარ­და... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ცოცხ­ლის უკა­ნას­კ­ნელ დღე­ებს ით­ვ­ლი­და და მი­სი საქ­ცი­ე­ლის გა­მარ­თ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და...
გო­ჩას წუ­ხელ დარ­ჩე­ნა უნ­დო­და და არაფ­რით არ და­ა­ნე­ბა. ის კი არა, გა­აგ­დო სახ­ლი­დან. სუ­ლაც არ უნ­დო­და, წა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვის დას­ჯა ასე გა­დაწყ­ვი­ტა. ახ­ლა,
გარ­და სიკ­ვ­დი­ლი­სა, კი­დევ ერ­თი მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­და - შუ­რის­ძი­ე­ბა. შუ­რის­ძი­ე­ბა იმ მე­ო­რე მე-ს მი­მართ, რო­მე­ლიც გო­ჩას­კენ მი­ი­წევ­და. თავს იმით იმ­შ­ვი­დებ­და, რომ იმ მო­მენ­ტ­ში მხო­ლოდ სი­სუს­ტემ სძლია, სი­სუს­ტემ, რო­მე­ლიც ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ გა­მო­იწ­ვია - თა­ვის დრო­ზე გო­ჩას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ ჰქო­ნო­და, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და? და აი, ახ­ლა, რო­ცა ვნე­ბა დაცხ­რა, თა­ვი და­იმ­შ­ვი­და, სა­ბო­ლო­ოდ დარ­წ­მუნ­და, რომ ეს ნა­ბი­ჯი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო არ გა­და­უდ­გამს. არც იმის გა­მო, რომ "კა­ცი უნ­დო­და". არა, მას უბ­რა­ლოდ, ის აინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რი სექ­სი ექ­ნე­ბო­და ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უყ­ვარ­და.
ამ­წუ­თას მარ­თ­ლა არ უყ­ვარ­და. არა­ვინ უყ­ვარ­და ამ­ქ­ვეყ­ნად, არა­ვინ, შვი­ლის გარ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან ხე­ლი ჰკრა და ზურ­გი აქ­ცია.
შუ­რის­ძი­ე­ბა... ამ სიტყ­ვის გა­ფიქ­რე­ბამ ღი­მი­ლი მოჰ­გ­ვა­რა. რა არის შუ­რის­ძი­ე­ბა? ეს ის კერ­ძია, რო­მე­ლიც ჩა­ცი­ვე­ბუ­ლი უნ­და მი­ირ­თ­ვა. ჰო­და, ცივ გო­ნე­ბა­ზე იძი­ებს შურს თა­ვის თავ­ზე და ამი­ე­რი­დან გო­ჩას ახ­ლოს არ გა­ი­კა­რებს. რაც მოხ­და, მოხ­და. ეს ალ­ბათ თა­ვის დრო­ზე უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო, მაგ­რამ მა­შინ არც გო­ჩას ეყო გამ­ბე­და­ო­ბა და არც თვი­თონ.
ახ­ლა კი... ახ­ლა კი აი, რო­გო­რი დამ­დ­გა­რა მი­სი ფიქ­რე­ბის მა­მა­კა­ცი. ჰმ... უკ­ვე ორ­მოც­და­ოთხი წე­ლია, მაია ჰქვია, არა­და, იყო პე­რი­ო­დე­ბი, რო­ცა ვი­ღა­ცის­თ­ვის მაო იყო, ვი­ღა­ცის­თ­ვის მაი, სხვე­ბის­თ­ვის მა­ი­კო... ახალ­გაზ­რ­და გო­გომ გა­იც­ნო კი­დევ უფ­რო ახალ­გაზ­რ­და ბი­ჭი და თავ­და­ვიწყე­ბით შე­უყ­ვარ­და, თუმ­ცა ამის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით არ ჰქონ­და, თო­რემ მის­თ­ვის ასა­კობ­რივ სხვა­ო­ბას ნამ­დ­ვი­ლად არ შე­უშ­ლია ხე­ლი შეყ­ვა­რე­ბა­ში. თან ისე შე­უყ­ვარ­და, რომ მის გარ­და ირ­გ­ვ­ლივ ვე­რა­ვის და ვე­რა­ფერს ამ­ჩ­ნევ­და. რას არ გა­ა­კე­თებ­და მი­სი გუ­ლის­თ­ვის. რომ ეთხო­ვა, წყალ­შიც გა­და­ვარ­დე­ბო­და, ცეცხ­ლ­შიც და­იწ­ვე­ბო­და. და მა­ინც, რო­ცა გა­დამ­წყ­ვე­ტი მო­მენ­ტი დად­გა, თვი­თონ გად­გა გან­ზე, შუა გზა­ზე მი­ა­ტო­ვა ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი და ტან­ჯ­ვის­თ­ვის გა­წი­რა.
კი­დევ ერ­თხელ გა­იხ­სე­ნა წუ­ხან­დე­ლი ღა­მე... გო­ჩამ სა­ძი­ნე­ბელ­ში რომ შე­იყ­ვა­ნა, ის­ტე­რი­კა და­ი­მარ­თა, ხე­ლი გა­მიშ­ვიო და რო­გორც კი გა­ოგ­ნე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა სა­წოლ­ზე დას­ვა, ოთა­ხი­დან გა­მო­ვარ­და. სუნ­თ­ქ­ვა­გახ­ში­რე­ბულ­მა და­ავ­ლო სას­მ­ლით სავ­სე ჭი­ქას ხე­ლი და გა­დაკ­რა. შემ­დეგ კი­დევ და­ის­ხა და ისიც და­ლია.
- მარ­ტო სვამ? - მო­ეს­მა გო­ჩას ხმა.
მი­ი­ხე­და. მა­მა­კა­ცი სა­ძი­ნებ­ლის კა­რის ძგი­დეს მიჰყ­რ­დ­ნო­ბო­და გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი და მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი მზე­რით მის­ჩე­რე­ბო­და.
- თუ გინ­და, შე­მო­მი­ერ­თ­დი... - ხმა­დაბ­ლა მი­უ­გო და კი­დევ ერ­თი ჩა­მო­ას­ხა.
- შენს სი­თა­მა­მეს გა­უ­მარ­ჯოს, რო­მე­ლიც ერთ დროს ასე გაკ­ლ­და, - წარ­ბე­ბის აწე­ვით და­ამ­თავ­რა წი­ნა­და­დე­ბა და მე­სა­მე ჭი­ქა­საც გა­მო­უ­ჩი­ნა ძი­რი.
გო­ჩა ჩქა­რი ნა­ბი­ჯე­ბით მო­უ­ახ­ლოვ­და მა­გი­დას და სკამ­ზე დაჯ­და. თმა­ზე გა­და­ის­ვა ხე­ლი, თა­ვი ჯერ მარ­ჯ­ვ­ნივ შე­ატ­რი­ა­ლა, მე­რე მარ­ცხ­ნივ, ოდ­ნავ ჩა­ახ­ვე­ლა და თა­ვის სავ­სე ჭი­ქას ხე­ლი და­ავ­ლო.
- მე კი შე­ნი სი­თა­მა­მის სადღეგ­რ­ძე­ლოს დავ­ლევ, რო­მელ­მაც სი­ცოცხ­ლე გა­მი­ნა­ხევ­რა, - ყრუდ წარ­მოთ­ქ­ვა, მაგ­რამ და­ლე­ვა გა­და­ი­ფიქ­რა, სავ­სე ჭი­ქა კვლავ მა­გი­და­ზე დად­გა.
- ამას შენ და­ლე­ვას ეძა­ხი?
- ამას მე და­ლე­ვას ვე­ძა­ხი, - გა­ი­მე­ო­რა გო­ჩამ და ქალს თვა­ლი თვალ­ში გა­უ­ყა­რა.
- მე კი ამას ვე­ძა­ხი და­ლე­ვას, - გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა მა­ი­კომ გო­ჩას ჭი­ქას ხე­ლი სტა­ცა და ისიც გა­მო­ცა­ლა.
უეც­რად იგ­რ­ძ­ნო, რომ ცუ­დად გახ­და, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რ­ძ­ნე­ბა და­ე­უფ­ლა. სირ­ბი­ლით გა­ვარ­და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში, რომ ღე­ბი­ნე­ბა იქ­ვე არ დას­წყე­ბო­და. კა­რი ჩა­კე­ტა, ცი­ვი წყა­ლი მო­უშ­ვა და სა­ხე შე­უშ­ვი­რა. რა ჯან­და­ბამ და­ა­ლე­ვი­ნა ამ­დე­ნი? რა ეტა­კა?
გო­ჩა სა­ა­ბა­ზა­ნოს კარს მი­ად­გა და და­ა­კა­კუ­ნა.
- მაი, ხომ კარ­გად ხარ?
- კარ­გად ვარ, ახ­ლა­ვე გა­მო­ვალ, - მო­გუ­დუ­ლი ხმით გა­ე­პა­სუ­ხა და თა­ვი რაც შე­ეძ­ლო, მაღ­ლა ას­წია, გუ­ლი რომ არ არე­ო­და.
რო­გორც იქ­ნა, უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი გა­უქ­რა, დამ­შ­ვიდ­და. თა­ვი თან­და­თან უბ­რუვ­დე­ბო­და. დათ­ვ­რა. რა სუ­ლე­ლია! მის­თ­ვის დათ­რო­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და? არა­და, რა სა­სი­ა­მოვ­ნო მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­ცა მთვრა­ლი ხარ. ყვე­ლა­ფე­რი ად­ვი­ლი გეჩ­ვე­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გი­ხა­რია, გგო­ნია, რომ მთებს გა­და­აბ­რუ­ნებ. ამ დროს ყვე­ლა გიყ­ვარს, და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რიც კი ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნად შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოს.
სას­მე­ლი უფ­რო და უფ­რო ეკი­დე­ბო­და. უეც­რად გუ­ლის კოვ­ზი აეწ­ვა. გულ­ძ­მარ­ვა და­ეწყო. რო­გორც ჩანს, ისევ აუწია სიმ­ჟა­ვემ. ბო­ლო დროს ხში­რად ემარ­თე­ბა ასე. ალ­ბათ წამ­ლის ბრა­ლია. მი­სი კუ­ჭი აბებს ვერ ინე­ლებს. აბე­ბი მა­ი­ას კუჭს უღი­ზი­ა­ნებს.
კა­რი გა­ა­ღო და გა­მო­ვი­და. გო­ჩა მზე­რას არ აშო­რებ­და.
- მარ­თ­ლა კარ­გად ხარ?
- კი, კარ­გად ვარ, ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, - მა­ი­კომ გა­ი­ღი­მა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­ნიშ­ნა, რომ ენას უკი­დებ­და.
ღმერ­თო, ოთხ­მა ჭი­ქამ ასე რო­გორ და­ათ­რო? ოჰ... ვინც ეს ღვი­ნო მო­ი­გო­ნა! არას­დ­როს არ უყ­ვარ­და ღვი­ნის და­ლე­ვა. ღვი­ნო მის ორ­გა­ნიზ­მ­ში ყო­ველ­თ­ვის გულ­ძ­მარ­ვას იწ­ვევ­და. სი­თა­მა­მის­თ­ვის და­ლია, მხნე­ო­ბის მო­სა­მა­ტებ­ლად და კი­დევ იმი­ტომ, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო. იმი­ტომ, რომ რო­ცა გო­ჩა კვლავ აიტა­ტებს ხელ­ში და სა­ძი­ნებ­ლის კარს ფე­ხის კვრით შე­ა­ღებს, ისევ არ და­უს­ხ­ლ­ტეს ხე­ლი­დან. აი, რა­ტომ და­ლია.
მთვრა­ლი ქა­ლი ყო­ველ­თ­ვის ადეკ­ვა­ტუ­რი ვერ არის. მთვრა­ლი, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და დაბ­ნე­უ­ლი ქა­ლი კი სა­ერ­თოდ, მო­ა­რუ­ლი კა­ტას­ტ­რო­ფაა. და ამ "მო­ა­რულ­მა კა­ტას­ტ­რო­ფამ" გა­დაწყ­ვი­ტა, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ახალ ეტაპ­ზე გა­და­ეყ­ვა­ნა, თან ისე გა­და­ეყ­ვა­ნა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სა­სურ­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რომ ერთ დროს სა­ფი­ცა­რი მა­მა­კა­ცის­თ­ვის იმე­დი არ გა­ეც­რუ­ე­ბი­ნა.
ერ­თხანს უხ­მოდ შეს­ც­ქე­როდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. ერ­თ­მა­ნე­თის მზე­რა­ში კითხუ­ლობ­დ­ნენ, რა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი.
ის იყო, მა­ი­კომ მო­რი­გი წი­ნა­და­დე­ბის სათ­ქ­მე­ლად პი­რი გა­ა­ღო, რომ მა­შინ­ვე და­უ­მუ­წეს... კოც­ნით. რა უნ­და და­ერ­ქ­ვას იმას, რაც ამის შემ­დეგ იყო? სი­გი­ჟე და სხვა არა­ფე­რი... გა­ხე­უ­ლი კა­ბა, მო­უთ­მენ­ლო­ბის გა­მო წე­სი­ე­რად რომ ვერ გა­ხა­დეს... აყი­რა­ვე­ბუ­ლი სკა­მი, მო­უთ­მენ­ლო­ბის გა­მო წა­ბორ­ძი­კე­ბულ მამრს ფე­ხებ­ში რომ გა­მო­ე­დო... ორი ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­დახ­ლარ­თუ­ლი სხე­უ­ლი, რომ­ლებ­საც არ შე­ეძ­ლოთ, ერ­თ­მა­ნეთს მოს­წყ­დო­მოდ­ნენ... ვნე­ბა, რო­მე­ლიც მომ­ს­კ­დარ­მა ტალ­ღამ წა­ლე­კა... სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ორი­ვეს გა­გი­ჟე­ბას უქად­და... ჩურ­ჩუ­ლი, რო­მელ­საც ში­გა­და­შიგ ვნე­ბი­ა­ნი შე­კივ­ლე­ბა ცვლი­და... სი­ა­მოვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ფე­ი­ერ­ვერ­კი­ვით თვალ­წინ სკდე­ბო­და... რა იყო ეს, თუ არა სი­გი­ჟე?
არა, მა­ი­კოს ახ­ლა გრძნო­ბე­ბი არ სჭირ­დე­ბა. ის მშვი­და­დაა თა­ვის სამ­ყა­რო­ში. იგი მა­ლე და­ტო­ვებს აქა­უ­რო­ბას და კი­დევ ერ­თხელ რა­ტომ ატ­კი­ნოს გუ­ლი ადა­მი­ანს, რო­მელ­საც დღემ­დე ვერ და­უ­ვიწყე­ბია? ისი­ნი ყვე­ლაფ­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან. გო­ჩას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს, მა­ი­ას - თა­ვი­სი. გო­ჩას თა­ვი­სი ასა­კი აქვს, მა­ი­ას - თა­ვი­სი. გო­ჩას გზა პირ­და­პირ მი­დის და მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლია, მა­ი­ა­სი კი ჩიხ­ში შე­დის და ოღ­რო­ჩოღ­როა.
- მე­ტად აღარ გან­მე­ორ­დე­ბა ეს, - ჩურ­ჩუ­ლით წარ­მოთ­ქ­ვა, რო­ცა სუ­ლი მო­ით­ქ­ვეს და აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი და­უბ­რუნ­დათ.
- რა­ტომ? - გო­ჩამ ბა­ლი­ში აიმაღ­ლა და გვერ­დ­ზე გად­მობ­რუნ­და, თა­ვით ხე­ლის­გულს და­ეყ­რ­დ­ნო და მა­ი­კოს მი­ა­ჩერ­და.
- არ ვარ იმ ასაკ­ში, კა­ცებ­ში ვირ­ბი­ნო, - გა­ბუ­ტუ­ლი ბავ­შ­ვი­ვით ჩა­ი­ლა­პა­რა­კა.
- დარ­ბი­ხარ რო? - ორაზ­როვ­ნე­ბა გა­ის­მა გო­ჩას ხმა­ში.
მა­ი­კო წა­მოჯ­და და გამ­ჭო­ლი მზე­რა მი­აპყ­რო.
- რა გინ­და ჩემ­გან, გო­ჩა? - შე­ე­კითხა და თა­ვი იმ შტერ მოს­წავ­ლე­სა­ვით იგ­რ­ძ­ნო, ორ­ჯერ ორი რომ არ იცის, რამ­დე­ნია.
- არა­ფე­რი, - თქვა გო­ჩამ, ამო­ი­ოხ­რა და ლო­გინ­ზე გუ­ლაღ­მა გა­ი­შო­ტა.
- მა­შინ რა­ტომ ხარ ჩემ­თან? რა გინ­და?
- შენ მინ­დი­ხარ.
ოჰო... საკ­მა­ოდ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პა­სუ­ხია!
- რა­ტომ?
- მო­მე­ნატ­რე და იმი­ტომ.
ო, ღმერ­თო, მი­ე­ცი მა­ი­ას მოთ­მი­ნე­ბა, რო­გორ­მე და­ეხ­მა­რე, რომ ისევ ის­ტე­რი­კა არ და­ე­მარ­თოს!
- რა­ტომ მო­გე­ნატ­რე?
- იმი­ტომ!
აი, ახ­ლა კი ვერ შე­ი­კა­ვა თა­ვი.
- მო­მის­მი­ნე, რა უნ­და გითხ­რა! - ქალ­მა ფე­ხე­ბი მო­ხერ­ხე­ბუ­ლად მო­ირ­თხა, მკერ­დ­ზე ზე­წა­რი აიფა­რა და ჩქარ-ჩქა­რა მი­ა­ყა­რა, - მე ორ­მოც­და­ოთხი წლის ქა­ლი ვარ, ყვე­ლას­გან და­ფა­სე­ბუ­ლი, სო­ლი­დუ­რი ადა­მი­ა­ნი და არა­ვის არ ვა­ლა­პა­რა­კებ ჩემ­ზე ზედ­მე­ტებს. ხომ გეს­მის, რას ვგუ­ლის­ხ­მობ? ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ გა­ვა­კე­თე, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თხელ მა­ინც გვქო­ნო­და ის, რაც არას­დ­როს გვქო­ნია.
- სექ­სი, - სიტყ­ვა შე­აშ­ვე­ლა გო­ჩამ.
- ჰო, სექ­სი. ჰო­და, მორ­ჩა. ეს სა­ღა­მო და­გეხ­მა­რე­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ გა­თა­ვი­სუფ­ლ­დე ჩემ­ზე ფიქ­რის­გან. რაც გტან­ჯავ­და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ ეს იყო - და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა და მე­ტი არა­ფე­რი. ამი­ე­რი­დან ეგ აღარ შე­გა­წუ­ხებს და მი­ხე­დე შენს პი­რად ცხოვ­რე­ბას. ჩემ­ზე იმედს ნუ და­ამ­ყა­რებ. არ გა­მოვ­დ­გე­ბი ოჯა­ხის­თ­ვის, ზედ­მე­ტად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. ჩვენ შო­რის ექ­ვ­სი წე­ლი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა ჩემ სა­სარ­გებ­ლოდ არას­დ­როს მეტყ­ვე­ლებ­და, ახ­ლა - მით უმე­ტეს. ხომ ხე­დავ, მა­ინც შენ­ზე უფ­რო­სად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. უნ­და და­მი­ვიწყო... უნ­და და­ვი­ვიწყოთ...
- არ გინ­და, მაი. კი­დევ ერ­თხელ ნუ დამ­ტო­ვებ მარ­ტო. ასე არ შე­იძ­ლე­ბა.
- მე უკეთ ვი­ცი, რა ჯო­ბია. შენ ყვე­ლა­ფე­რი წინ გაქვს, წახ­ვალ და სხვას ნა­ხავ.
- სხვა რომ მდო­მე­ბო­და, მე­ყო­ლე­ბო­და. ამ­დენ წელს არ გა­ვაც­დენ­დი. სექ­სი არა­ფერ შუ­ა­შია. სექ­სი არა­ფერს არ წყვეტს ცხოვ­რე­ბა­ში და ეს შენ ჩემ­ზე კარ­გად იცი.
- წა­დი, გთხოვ... წა­დი და ვნა­ხოთ, ხვალ რა იქ­ნე­ბა, ან ზეგ... დრო მჭირ­დე­ბა.
- ამა­ღამ დავ­რ­ჩე­ბი. შენ ახ­ლა სიმ­თ­ვ­რა­ლე გა­ლა­პა­რა­კებს.
- არა, მთვრა­ლი აღარ ვარ. გა­მი­ა­რა. ბო­ლომ­დე ფხი­ზე­ლი ვარ.
გო­ჩა ად­გა და ჩაც­მა და­იწყო. მა­ი­კო გა­უნ­ძ­რევ­ლად იწ­ვა. რო­ცა მა­მა­კაც­მა კა­რის­კენ გას­წია, მაია არც იმ მო­მენ­ტ­ში გან­ძ­რე­უ­ლა. მხო­ლოდ მა­შინ შე­უკ­რ­თა მხრე­ბი, რო­ცა კა­რი გა­ჯა­ხუნ­და...

და აი, დი­ლა გა­თენ­და. წა­მი­თაც არ მო­უ­ხუ­ჭავს თვა­ლი. სა­შინ­ლად იყო მო­თენ­თი­ლი. ვე­რა­ფერს ვერ გრძნობ­და. მთლი­ა­ნად დაც­ლი­ლი­ყო ემო­ცი­ე­ბის­გან. თა­ვი სა­შინ­ლად უბ­რუ­ო­და. ძლივს გად­მო­ბობღ­და სა­წო­ლი­დან და ფეხ­შიშ­ვე­ლა გა­ტან­ტალ­და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში. ისევ მო­აწ­ვა გუ­ლის­რე­ვა, უფ­რო და უფ­რო აზი­დებ­და. თა­ვი ნი­ჟა­რა­ში ჩაჰ­ყო და...
კარ­გა ხანს იყო ასე და­ყუ­დე­ბუ­ლი, თი­თე­ბით ნი­ჟა­რის კი­დე­ებს ჩაფ­რე­ნი­ლი. მჟა­ვე სითხე ამო­უ­ვი­და მხო­ლოდ, სხვა არა­ფე­რი. სარ­კე­ში ჩა­ი­ხე­და და თა­ვის გა­ფით­რე­ბულ სა­ხეს თვა­ლი შე­ავ­ლო. თით­ქოს მო­ბე­რე­ბუ­ლი­ყო ამ ერთ ღა­მე­ში. ვინ თქვა, სექ­სი ქალს აახალ­გაზ­რ­და­ვებ­სო?
ცხე­ლი წყა­ლი მო­უშ­ვა და ხე­ლი შე­უშ­ვი­რა. მე­რე ოდ­ნავ გა­ა­ნე­ლა წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა და შხა­პის ქვეშ დად­გა. სი­ა­მოვ­ნებ­და თბი­ლი შხე­ფე­ბი...
რო­ცა ბა­ნა­ო­ბას მორ­ჩა, პირ­სა­ხო­ცი სხე­ულ­ზე შე­მო­იხ­ვია და სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­ა­შუ­რა. კა­რა­დის ზე­და კა­რი გა­მო­ა­ღო, სა­დაც წამ­ლებს ინა­ხავ­და, მო­ძებ­ნა დი­ლით, უზ­მო­ზე და­სა­ლე­ვი აბე­ბი და ორი ცა­ლი ხე­ლის­გულ­ზე და­ი­დო. მთა­ვა­რია, უკან არ ამო­ა­ღე­ბი­ნოს. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი რო­გორ­მე უნ­და მო­ი­ცა­დოს, მე­რე რამ­დე­ნი­მე ლუკ­მას შე­ჭამს და ყვე­ლა­ფე­რი კა­ლა­პოტ­ში ჩად­გე­ბა. აბე­ბი პირ­ში გა­და­უ­ძა­ხა და გაზ­გა­სუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი და­ა­ყო­ლა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ედო ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყლით წა­მალს არას­დ­როს სვამ­და.
დღეს გო­ჩა­ზე აღარ იფიქ­რებს. დღეს უნ­და წე­როს. რო­მა­ნი რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე უნ­და და­ამ­თავ­როს. სი­ცოცხ­ლეც მა­ლე უნ­და და­ამ­თავ­როს, თო­რემ ამ­დე­ნის ატა­ნა უკ­ვე აღარ შე­უძ­ლია. ალ­ბათ, რო­გო­რი ტკი­ვი­ლი იქ­ნე­ბა გო­ჩას­თ­ვის, რო­ცა გა­ი­გებს, მაია თა­ვი­სი კორ­პუ­სის წინ მოკ­ლე­სო. ჰო­და, უარე­სად რომ არ გა­უმ­ძაფ­რ­დეს ეს ტკი­ვი­ლი, ამი­ტო­მაც აღარ შეხ­ვ­დე­ბა. არა, შეხ­ვ­დე­ბა, რა­ტო­მაც არა, სტუმ­რად ყო­ველ­თ­ვის მი­ი­ღებს, ოღონდ ისე, ინ­ტი­მუ­რი სი­ახ­ლო­ვის გა­რე­შე. მხო­ლოდ მე­გობ­რულ ატ­მოს­ფე­რო­ში.

შუ­ადღემ­დე ცუდ გუ­ნე­ბა­ზე იყო. ალ­კო­ჰოლ­მა თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა. ისე­დაც და­ა­ვა­დე­ბულ ორ­გა­ნიზმს სას­მ­ლის ათ­ვი­სე­ბა გა­უ­ჭირ­და. შუ­ადღეს კვლავ წა­უ­ძი­ნა. სადღაც ექ­ვ­სი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რომ გა­ეღ­ვი­ძა. თა­ვი უკეთ იგ­რ­ძ­ნო. საჭ­მე­ლიც ჭა­მა, წა­მა­ლიც მი­ა­ყო­ლა. მე­რე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი წა­ი­მუ­შა­ვა. ერ­თი უშ­ვე­ლე­ბე­ლი თა­ვი და­წე­რა, გა­და­ი­კითხა, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი გა­და­ა­კე­თა, მე­რე შეც­დო­მე­ბი გა­ას­წო­რა და ად­გა. ახ­ლა ვინ­მეს­თან გუ­ლის გა­დაშ­ლა არ აწყენ­და. იქ­ნებ რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შ­რო­მე­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლოს ან და­ქა­ლი? ვის­თან წა­ვი­დეს? კარ­გა ხა­ნია, სტუმ­რად არა­ვის­თან ყო­ფი­ლა. სუფ­თა ჰა­ე­რიც მო­უხ­დე­ბო­და.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად სუნ­თ­ქ­ვა გა­უძ­ნელ­და. რამ­დენ­ჯერ­მე ღრმად ამო­ი­სუნ­თ­ქა და ყვი­რი­ლის­მაგ­ვა­რი ხმა აღ­მოხ­და. ცო­ტა არ იყოს, შე­ე­შინ­და. ად­რე ასე არას­დ­როს და­მარ­თ­ვია. აივან­ზე გა­ვი­და და სა­ხე სა­ღა­მოს ნი­ავს მი­უშ­ვი­რა. ჯე­რაც ცი­ო­და. ეს გა­ზაფხუ­ლიც, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი, ცი­ვი გა­მოდ­გა, ცი­ვი, წვი­მი­ა­ნი და ქა­რი­ა­ნი. რა გა­საკ­ვი­რია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხომ გა­ზაფხუ­ლი არ იცის. ზამ­თ­რი­დან ქვე­ყა­ნა პირ­და­პირ ზაფხულ­ში გა­დახ­ტე­ბა ხოლ­მე.
ისე და­ღამ­და, გო­ჩას არ და­უ­რე­კავს. ის კი ელო­დე­ბო­და, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ და­უ­რე­კავ­და. კი და­ი­ქა­დნა, მას­ზე აღარ ვი­ფიქ­რე­ბო, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და. ძილ­შიც კი მას­ზე ფიქ­რობ­და. თით­ქოს ეძი­ნა და არც ეძი­ნა.
სა­კუ­თა­რი სუნ­თ­ქ­ვა არ მო­ე­წო­ნა. მა­შინ­ვე ტე­ლე­ფონს მი­ვარ­და და თე­მოს და­უ­რე­კა. უთხ­რა, რაც და­ე­მარ­თა, არც ის და­უ­მა­ლავს, რომ წი­ნა დღეს ცო­ტა და­ლია. ცო­ტა რამ­დე­ნიაო, იმან ჰკითხა. სა­მი-ოთხი ჭი­ქაო, ამა­ნაც უპა­სუ­ხა. ბევ­რია, ამ­დე­ნი შენ­თ­ვის ძა­ლი­ან ბევ­რია, არ უნ­და და­გე­ლიაო, უსაყ­ვე­დუ­რა ექიმ­მა. რაც შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი სითხე და­ლიე, რომ ოგა­ნიზ­მი გა­იწ­მინ­დო­სო. თუ რა­მეა, ნე­ბის­მი­ერ დროს და­მი­რე­კე ან "სას­წ­რა­ფო" გა­მო­ი­ძა­ხეო.
სითხეს მი­ე­ძა­ლა. ჩა­იც და­ლია, კომ­პო­ტიც, მი­ნე­რა­ლუ­რიც... სა­ნამ და­სა­ძი­ნებ­ლად დაწ­ვე­ბო­და, სვა და სვა...
გა­ვი­და ორი დღე, სა­მი... გო­ჩა არ რე­კავ­და. გუ­ლი და­უმ­ძიმ­და. იგ­რ­ძ­ნო, რომ ენატ­რე­ბო­და. მიხ­ვ­და, რომ გო­ჩა მის­თ­ვის ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავ­და. არ ყო­ფი­ლა ისე, რო­გორც ეგო­ნა - რომ ერ­თი სექ­სი მას­თან გან­შო­რე­ბას გა­უ­ად­ვი­ლებ­და. ახ­ლა უფ­რო გა­უმ­ძაფ­რ­და მი­სი ნახ­ვის სურ­ვი­ლი. ებ­რ­ძო­და თავს, არ უნ­დო­და, თვი­თონ და­ე­რე­კა და მო­ე­კითხა, მაგ­რამ თუ მა­მა­კა­ცი თა­ვად და­უ­რე­კავ­და, უკ­ვე იცო­და, რა­საც ეტყო­და - თა­ვის­თან გა­მო­ი­ძა­ხებ­და. ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ გა­ი­მე­ო­რა ფიქ­რებ­ში წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რაც მის­თ­ვის უნ­და ეთ­ქ­ვა.
ის კი ჯი­უ­ტად დუმ­და.
მე­სა­მე სა­ღა­მოც მი­ი­ლია. მთე­ლი დღე ლა­მის კომ­პი­უ­ტერ­თან გა­ა­ტა­რა, წერ­და და წერ­და. გვი­ან ღა­მით კი "ფე­ის­ბუკ­ში" შე­ვი­და და... იქ ერ­თა­დერ­თი წე­რი­ლი დახ­ვ­და. ლე­ო­ნის­გან იყო.
"რო­გორ ხარ? ხომ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა? შენს მი­თი­თე­ბებს ვე­ლო­დე­ბი!" - წერ­და ქი­ლე­რი.
"მა­ლე!" - ლა­კო­ნი­უ­რად მის­წე­რა და ის იყო, ქსე­ლი­დან გა­მოს­ვ­ლას აპი­რებ­და, რომ პა­სუ­ხი მა­შინ­ვე მო­უ­ვი­და.
- გა­მარ­ჯო­ბა!
- გა­გი­მარ­ჯოს! - "გა­უ­ღი­მა" მა­ი­კომ.
- რო­გორ ხარ? - არც ლე­ონ­მა "და­ი­შუ­რა" ღი­მი­ლი.
- არა მი­შავს რა. თა­ვად?
- მად­ლო­ბა, კარ­გად. რო­დის იქ­ნე­ბა ეგ "მა­ლე"? ლო­დი­ნი დი­დად არ მიყ­ვარს.
- მა­ლე.
- ვაა, უც­ნა­უ­რი ვინ­მე ხარ. ამ­დენს რა­ტომ აჭი­ა­ნუ­რებ?
- სა­ჭი­როა, - მოკ­ლე-მოკ­ლე პა­სუ­ხებს სცემ­და მაია.
- ასე მგო­ნია, თან გინ­და იმ ქა­ლის სიკ­ვ­დი­ლი, თან არა. ასეა?
ქალ­მა შუბ­ლი შე­იჭ­მუხ­ნა. "ნე­ტავ ამას ვინ ეკითხე­ბა?"
- არა­ვი­თა­რი "თან". მინ­და, თა­ნაც ძა­ლი­ან.
- აჰა. "თან" არა, მაგ­რამ "თა­ნაც" კი, ხომ?
მა­ი­კომ ისევ "გა­უ­ღი­მა", ამ­ჯე­რად უპა­სუ­ხოდ.
- ჯერ ვერ და­ად­გი­ნე, აგა­ხი­თ თუ არა ქმა­რი, არა?
მა­ი­ას სი­ცი­ლი აუტყ­და ამის წა­კითხ­ვა­ზე, გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა უც­ნო­ბის ვა­რა­უდ­მა.
- უკ­ვე და­ვად­გი­ნე. ახ­ლა მთა­ვა­რია, ფაქ­ტ­ზე და­ვი­ჭი­რო და მორ­ჩა.
- ვაუ! ეგე­თე­ბიც გე­ხერ­ხე­ბა?
- მე ყვე­ლა­ფე­რი მე­ხერ­ხე­ბა.
- ყვე­ლა­ფე­რი? სულ ყვე­ლა­ფე­რი?
- დი­ა­ხაც!!! - ძა­ხი­ლის ნიშ­ნე­ბით გა­ამ­ძაფ­რა თა­ვი­სი პა­სუ­ხი.
- მა­შინ მე რას და­მი­ქი­რა­ვე, თვი­თონ მო­გეკ­ლა.
- იმი­ტომ, რომ მე მხო­ლოდ მე­ხერ­ხე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ ვარ, ასეთ საქ­მეს კი მარ­ტო "მე­ხერ­ხე­ბა" არ ჰყოფ­ნის.
- ისე, შე­ნი ქმა­რიც ხომ არ მიგ­ვე­ყო­ლე­ბი­ნა? ან, სუ­ლაც, მი­სით ხომ არ დაგ­ვეწყო "ნა­დი­რო­ბა"?
- ჩემს ქმარს მე მო­ვუვ­ლი, არაა პრობ­ლე­მა.
- გა­სა­გე­ბია... კარ­გი, წა­ვე­დი, საქ­მე მაქვს. ღა­მე მშვი­დო­ბი­სა.
- ნახ­ვამ­დის. მა­ლე მოგ­წერთ, გპირ­დე­ბით.
- და­ვე­ლო­დე­ბი, სხვა რა გზა მაქვს.
გო­ჩამ ლეპ­ტო­პი და­ხუ­რა და თავ­ქ­ვეშ ხე­ლე­ბა­მო­დე­ბუ­ლი სა­წოლ­ზე მიწ­ვა. ესე იგი, ქმა­რი ამა­ხიაო? ნუ­თუ მარ­თა­ლია? გა­მო­დის, მა­ი­ას ვი­ღაც ჰყავს? იმი­ტო­მაც გა­მო­აგ­დო სახ­ლი­დან? მაგ­რამ მას­თან რომ არა­ვინ მი­სუ­ლა? არც თვი­თონ წა­სუ­ლა არ­სად? იქ­ნებ უკ­ვე იცი­ან, რომ ცოლ­მა გა­ი­გო მა­თი რო­მა­ნის შე­სა­ხებ და გა­დაწყ­ვი­ტეს, დრო­ე­ბით აღარ შეხ­ვ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს? ჰო, ასე იქ­ნე­ბა.
უნ­და გა­არ­კ­ვი­ოს, ვინ არის. თუ იმ კა­ცის ვი­ნა­ო­ბა გა­ი­გო, მის ცოლ­საც მი­აგ­ნებს. მე­რე რა­მეს მო­ი­ფიქ­რებს. და­ა­ში­ნებს ბო­ლოს და ბო­ლოს. ან მა­იას აიძუ­ლებს, იმ კაც­ზე უარი თქვას და სა­ერ­თოდ შე­ეშ­ვას. მაგ­რამ მა­ი­ას­თან მი­სას­ვ­ლე­ლი გზა რო­გორ გა­მო­ნა­ხოს? წა­დი და აღარ მოხ­ვი­დეო. ასეთ რა­მეს რომ ქა­ლი გეტყ­ვის, იმას მე­რე რო­გორ­ღა უნ­და მი­ად­გე? სხვა თუ არა­ფე­რი, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის ამ­ბა­ვია! თუმ­ცა, რა დროს ეგ არის, ქალს მო­საკ­ლა­ვად იმე­ტე­ბენ! ხომ არ უთხ­რას? აი, პირ­და­პირ რომ და­ა­ჯა­ხოს. სა­ინ­ტე­რე­სოა მი­სი რე­აქ­ცია. მაგ­რამ რომ შე­შინ­დეს? პა­ნი­კა­ში რომ ჩა­ვარ­დეს? ან რო­გორ აუხ­ს­ნას, თვი­თონ სა­ი­დან გა­ი­გო? ხომ არ ეტყ­ვის, მე ვარ შე­ნი მკვლე­ლიო? რა­ტო­მაც არა, ეტყ­ვის. თუ­კი მა­ი­ას­თ­ვის გო­ჩა სუ­ლერ­თია, რა­ღა აქვს და­სა­კარ­გი? იქ­ნებ ამით უფ­რო გა­მო­უ­წი­ოს მის­კენ გულ­მა. არა, ამას არ იზამს. ყვე­ლა­ფე­რი ისე უნ­და მო­აგ­ვა­როს, რომ ქალს ეჭ­ვი არა­ფერ­ში შე­ე­პა­როს. და­ნარ­ჩე­ნი გა­მოჩ­ნ­დე­ბა.
მა­ინც არ და­უ­რე­კა და რა­ო­დენ დი­დი იყო მი­სი გა­ო­ცე­ბა, რო­ცა მე­ხუ­თე თუ მე­ექ­ვ­სე დღეს მა­ი­კომ თვი­თონ და­უ­რე­კა.
- გო­ჩა, მა­პა­ტიე იმ­ღა­მინ­დე­ლი ამ­ბა­ვი. მთვრა­ლი ვი­ყა­ვი და ცო­ტა ავუ­რიე.
- არა უშავს, ვინ არ დამ­თ­ვ­რა­ლა, - მოლ­ბა მა­მა­კა­ცი.
- სა­ღა­მოს გა­მოხ­ვალ? ნამ­ცხ­ვარს ვაცხობ... ყა­ვა, ჩაი...
- ან წი­თე­ლი ღვი­ნო... ან კო­ნი­ა­კი... ა, რას იტყ­ვი?
- არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში! არა­ნა­ი­რი ალ­კო­ჰო­ლი, სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა­ზეც კი გუ­ლი მე­რე­ვა, - გა­ი­ცი­ნა მა­ი­ამ.
- მა­შინ ისე მო­ვალ, ხელ­ცა­რი­ე­ლი.
- მო­დი.
მი­ვი­და...

ავტორი სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა ეპიზოდი
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93