ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი XII)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი XII)
იმ სა­ღა­მო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მა­ი­კო ყო­ველ­დღე იხ­სე­ნებ­და გო­ჩას­თან ხელ­მე­ო­რე შეხ­ვედ­რას, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მეც კი. საკ­მა­რი­სი იყო, უსაქ­მოდ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რომ სხვა სა­ფიქ­რა­ლი აღარ ჰქონ­და.
ჯერ იყო და, გა­წამ­და, სა­ნამ გო­ჩა მო­ვი­დო­და. დრო დროს ანე­ლებს ხან­და­ხან, მა­გა­ლი­თად, რო­ცა პა­ე­მან­ზე ხარ მი­სუ­ლი და ელო­დე­ბი. სწო­რედ ასე და­ე­მარ­თა, თით­ქოს პა­ე­მან­ზე იყო და მა­მა­კა­ცი აგ­ვი­ა­ნებ­და. თურ­მე დრო უდ­რო­ოდ ნელ­დე­ბა ხან­და­ხან. ამას ახ­ლა, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ მიხ­ვ­და. აივან­ზე გა­ვი­და და ცას შე­აც­ქერ­და. სა­ავ­დ­როდ მო­ჯა­რუ­ლი ღრუბ­ლე­ბი აქ­ლე­მე­ბის ქა­რა­ვანს დამ­ს­გავ­სე­ბო­და. მე­რე ქუ­ჩას მო­ავ­ლო თვა­ლი, ერ­თი
ბო­ლო­დან მე­ო­რემ­დე, სა­დამ­დი­საც მზე­რა მი­უწ­ვ­და. წა­მე­ბი ნელ-ნე­ლა სწყდე­ბო­და წუთს, მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა კი სწრა­ფად ივ­სე­ბო­და.
რო­გორც იქ­ნა, დას­რულ­და მო­ლო­დი­ნი, გო­ჩა გა­მოჩ­ნ­და...
კა­რი გა­ა­ღო და ერ­თ­მა­ნეთს შე­ხე­დეს. თით­ქოს არა­ფე­რი ჰქონ­დათ სა­ლა­პა­რა­კო. არც არა­ფე­რი იყო სა­ლა­პა­რა­კო... ერ­თ­მა მზე­რამ მე­ო­რეს ყვე­ლა­ფე­რი უთხ­რა... გო­ჩამ მხრებ­ზე ჩა­მო­უს­ვა ხე­ლე­ბი, მკლა­ვებს იდაყ­ვე­ბამ­დე ჩა­მო­უყ­ვა, შუბ­ლი შუბ­ლ­ზე მი­ა­დო, მე­რე - ცხვი­რი ცხვირ­ზე და ტუ­ჩებ­საც მი­აკ­ვ­ლია. ჯერ ხარ­ბად კოც­ნი­და, მე­რე კი ისე­თი სა­ო­ცა­რი სი­ნა­ზით და­უწყო მო­ფე­რე­ბა, რო­გორც მხო­ლოდ შეყ­ვა­რე­ბულ მა­მა­კაცს შე­უძ­ლია. მა­ი­კოს ეგო­ნა, მა­მა­კა­ცი სა­გან­გე­ბოდ ეძებ­და მის ტუ­ჩებ­ზე ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე წერ­ტი­ლებს, რომ მის­თ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა. აიძუ­ლებ­და, მოშ­ვე­ბუ­ლი­ყო, და­ძა­ბუ­ლო­ბა და­ეძ­ლია და მთლი­ა­ნად მინ­დო­ბო­და.
- რო­გორ მე­ნატ­რე­ბო­დი, რომ იცო­დე, რო­გორ მე­ნატ­რე­ბო­დი... - ნაწყ­ვეტ-ნაწყ­ვეტ ჩას­ჩურ­ჩუ­ლებ­და ყურ­ში, თან ცა­ლი ხე­ლით კა­რის მი­ხურ­ვას ლა­მობ­და. ცხე­ლი ტუ­ჩე­ბით გზა­ა­რე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რი­ვით და­ხე­ტი­ა­ლებ­და ქა­ლის სა­ხის გლუვ კან­ზე და მა­ი­ას ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა ეუფ­ლე­ბო­და, თით­ქოს ნა­კოცნ ად­გი­ლებ­ზე ცეცხ­ლის ზო­ლე­ბი რჩე­ბო­და. რო­ცა მო­რი­გი კოც­ნა მო­შიშ­ვ­ლე­ბულ მხარ­ზე იგ­რ­ძ­ნო, მიხ­ვ­და, რომ იგი მხო­ლოდ ამ კა­ცის­თ­ვის იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, მა­თი სხე­უ­ლე­ბი კი სრულ ჰარ­მო­ნი­ას პო­უ­ლობ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთ­თან. ნე­ტა­რე­ბის კვნე­სა აღ­მოხ­და, რო­ცა გო­ჩამ ხე­ლის­გუ­ლე­ბით და­უ­ფა­რა ათ­რ­თო­ლე­ბუ­ლი მკერ­დი. მსგავ­სი რამ არას­დ­როს, არც ერ­თხელ ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­ნუც­დია. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მის­ნა­ი­რად არა­ვინ ჰყვა­რე­ბია. ალ­ბათ იმი­ტო­მაც, რომ ქვეც­ნო­ბი­ე­რად ყო­ველ­თ­ვის მის­კენ მი­ილ­ტ­ვო­და.
გო­ჩამ კვლავ მო­ი­ზი­და თა­ვის­კენ და უფ­რო ძლი­ე­რად მო­უ­ჭი­რა მკლა­ვე­ბი, თუმ­ცა უფ­რო ძლი­ე­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მი­სი მო­უთ­მე­ნე­ლი თი­თე­ბი ქა­ლის კა­ბის ღი­ლებს შე­ე­ხო, ზურ­გის მთელ ჩა­ყო­ლე­ბა­ზე რომ ჩამ­წ­კ­რი­ვე­ბუ­ლი­ყო. თით­ქოს მის სა­წა­მებ­ლად ჩა­ეც­ვა მა­ი­ას ეს კა­ბა, მაგ­რამ ისე ად­ვი­ლად და სწრა­ფად ჩახ­ს­ნა ღი­ლე­ბი, წა­მი­თაც არ გას­ჭირ­ვე­ბია.
მა­ი­ას გუ­ლი თით­ქოს ორად იხ­ლი­ჩე­ბო­და. არა, - ოთხად, ექ­ვ­სად... უკ­ვე ვე­ღარ ხვდე­ბო­და, რა მოს­დი­ო­და მის გულს. ერ­თა­დერ­თი რამ აში­ნებ­და - ცუ­დად არ გამ­ხ­და­რი­ყო მა­ინ­ც­და­მა­ინც ახ­ლა, რო­ცა თავს ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და. სა­კუ­თა­რი გუ­ლის­ცე­მა ყურ­ში ჩა­ეს­მო­და. ამ გუ­ლის­ცე­მას გო­ჩას გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თ­ქ­ვა ემა­ტე­ბო­და. თავ­ბ­რუ­დახ­ვე­უ­ლი სა­ბო­ლო­ოდ მო­დუნ­და და მი­ნებ­და მა­მა­კა­ცის ძლი­ერ მკლა­ვებს, სხე­უ­ლი ერ­თი­ა­ნად და­ე­შა­ლა, თით­ქოს ძლი­ერ­მოქ­მე­დი ნარ­კო­ტი­კის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.
მე­რე ერ­თ­მა­ნეთს შე­ეს­ხე­ულ­ნენ. ყვე­ლა ქა­ლუ­რი საწყი­სი, რაც მას­ში იყო, მა­მა­კა­ცის სიღ­რ­მი­სე­ულ ში­ნა­გან ენერ­გი­ას შე­ერ­წყა...
- ეს ისაა, რის­თ­ვი­საც ვართ შექ­მ­ნი­ლი, - ჩახ­რინ­წუ­ლი ხმით უჩურ­ჩუ­ლა გო­ჩამ, - ის, რაც დი­დი ხნის წინ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩვენ შო­რის. მაგ­რამ ამა­ზე ნე­ბით უნ­და წა­მოხ­ვი­დე. იმ დღეს რა­ღაც ისე ვერ იყო. ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, შენს არ­ჩე­ვან­ზე... თუ მეტყ­ვი, გავ­ჩერ­დე­ბი...
"არ­ჩე­ვა­ნის დრო აღარ მრჩე­ბა", - სი­ნა­ნუ­ლით გა­ი­ფიქ­რა მა­ი­ამ, მა­მა­კაცს კი უჩურ­ჩუ­ლა: - არ გა­ჩერ­დე...

მე­ო­რე დი­ლით ვერც ერ­თი ვერ იხ­სე­ნებ­და, ღა­მე რო­გორ გა­ი­ლია, რა მო­ი­მოქ­მე­დეს, სა­წო­ლამ­დე რო­გორ მი­ვიდ­ნენ - გო­ჩამ ისევ ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი შე­იყ­ვა­ნა სა­ძი­ნე­ბელ­ში თუ თა­ვი­სი ფე­ხით შე­ვი­და. მა­შინ­ვე შეწ­ვ­ნენ საბ­ნის ქვეშ თუ შემ­დეგ და­ი­ფა­რეს...
არა­და, წი­ნა ჯერ­ზე ასე არ და­უ­კარ­გავს თა­ვი, არც მას და არც გო­ჩას. ის სა­ღა­მო თით­ქოს "მო­თელ­ვა" იყო. ალ­ბათ, შე­უჩ­ვე­ველ­მა სხე­უ­ლებ­მა უცებ ვერ აით­ვი­სეს ერ­თ­მა­ნე­თის ენა... მე­რე მო­ნატ­რე­ბის ჟა­მი ჩა­მოდ­გა, ერ­თ­მა­ნე­თის მოთ­მი­ნე­ბის გა­მოც­დის პე­რი­ო­დი "ჩა­მოწ­ვა"... და აი, შე­დე­გიც...
მშვე­ნი­ე­რი დი­ლა გა­თენ­და. მზე ამო­სუ­ლი­ყო, ჩი­ტე­ბი ჟღურ­ტუ­ლებ­დ­ნენ, დი­ლის სხი­ვე­ბი ჯი­უ­ტად გამ­ძ­ვ­რა­ლიყ­ვ­ნენ კრე­მის­ფე­რი ფარ­დე­ბის მიღ­მა და მათ სა­ხე­ებ­ზე და­ლიც­ლი­ცებ­დ­ნენ. ნი­ა­ვის­გან აცეკ­ვე­ბუ­ლი ფარ­დის ჩრდი­ლე­ბი ხან­და­ხან მზის სხი­ვებს ენაც­ვ­ლე­ბოდ­ნენ.
გო­ჩამ წა­მო­ი­წია, იდაყ­ვით სა­წოლს და­ეყ­რ­დ­ნო და მა­ი­კოს და­ხე­და, ნა­ზად გა­და­უ­წია და­ნა­მულ შუბ­ლ­ზე უწეს­რი­გოდ ჩა­მოშ­ლი­ლი თმა.
- წუ­ხელ გაწ­ვიმ­და? - ხმა­დაბ­ლა იკითხა, თით­ქოს ვი­ღა­ცის გაღ­ვი­ძე­ბას უფ­რ­თხი­სო.
- არ ვი­ცი, ისე, აპი­რებ­და, - დამ­ნა­შა­ვე­სა­ვით გა­ი­ღი­მა მა­ი­კომ.
- მე მგო­ნი, დაგ­ვერ­ხა, - ამ­ჯე­რად ხმა­მაღ­ლა წარ­მოთ­ქ­ვა გო­ჩამ და გა­ი­ცი­ნა. - არც ერთს არა­ფე­რი არ გვახ­სოვს. სა­ერ­თოდ, მოხ­და კი რა­მე ჩვენ შო­რის?
მა­ი­კო­საც სი­ცი­ლი აუტყ­და.
- რა გა­ცი­ნებს, რა, - ეღი­მე­ბო­და გო­ჩას, - სა­სა­ცი­ლოა ეგ?
- დი­ლის მე­ლან­ქო­ლია შე­მო­გაწ­ვა, არა? - ლო­ყა­ზე ჩა­მო­უს­ვა თი­თე­ბი მა­ი­კომ.
- აჭარ­ბებ.
- მარ­თა­ლი ხარ, ვა­ჭარ­ბებ, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან მომ­შივ­და. ახ­ლა რომ არ ვჭა­მო, გუ­ლი წა­მი­ვა...
ად­გა და სა­ა­ბა­ზა­ნოს მი­ა­შუ­რა. მო­თენ­თი­ლი სხე­უ­ლი ცხელ­მა წყალ­მა მსწრაფლ გა­მო­უ­ცოცხ­ლა. მე­რე სა­ხე­ზე მკვე­ბა­ვი წა­ის­ვა და თა­ვის თავს ყვე­ლა­ზე მშვი­დი და კმა­ყო­ფი­ლი ღი­მი­ლი აჩუ­ქა. ამ დი­ლით, რა­ტომ­ღაც, სა­ოც­რად კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და... სიყ­ვა­რუ­ლი მო­უხ­და...

გო­ჩა შუ­ადღემ­დე არ წა­სუ­ლა. მა­ი­კოს თი­თის გან­ძ­რე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, სა­უზ­მეც თვი­თონ მო­ამ­ზა­და და სა­დი­ლიც. იმ­დე­ნად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლად იგ­რ­ძ­ნო თა­ვი და ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ ლა­მის წამ­ლის და­ლე­ვა და­ა­ვიწყ­და. არა­და, ისე უნ­და მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა ეს საქ­მე, რომ გო­ჩას არ შე­ემ­ჩ­ნია. სა­უზ­მის შემ­დეგ არც გახ­სე­ნე­ბია, რომ აბე­ბი უნ­და მი­ე­ღო, ამი­ტომ სა­დი­ლამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე, სა­ნამ გო­ჩა სუფ­რას გაშ­ლი­და, დრო იხელ­თა, წამ­ლე­ბით სავ­სე პარ­კი ხა­ლა­თის ჯი­ბე­ში ჩა­ი­ტე­ნა და ტუ­ა­ლეტ­ში შე­ი­კე­ტა.
გო­ჩა კი ღი­ღი­ნით აწყობ­და სუფ­რას. თვალ­წინ მა­ი­ას გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხე ედ­გა. რო­ცა მაია იღი­მო­და, ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი ავიწყ­დე­ბო­და. სა­ო­ცა­რი იყო მი­სი ღი­მი­ლი - თით­ქოს ცეცხ­ლი­სა და სი­ნა­ზის ნა­ზა­ვი. წა­მით შუბ­ლი შეჭ­მუხ­ნა - ცხოვ­რე­ბა­ში მის­ნა­ი­რი ქა­ლი არ შეხ­ვედ­რია. ყვე­ლა­ფე­რი ჭკუ­ა­ზე შლი­და, რაც მა­ი­ას უკავ­შირ­დე­ბო­და - მო­ციმ­ცი­მე თვა­ლე­ბი, რო­მელ­საც ყვე­ლა ბა­რი­ე­რის გადა­ლახ­ვა და მის სულ­ში შეღ­წე­ვა შე­ეძ­ლო, გო­ჩას ბნელ სულ­ში, გაქ­ვა­ვე­ბულ სულ­ში. მი­სი აზ­რე­ბის წა­კითხ­ვაც შე­ეძ­ლო ოდეს­ღაც ამ თვა­ლებს.
შუ­ადღეს, რო­ცა გო­ჩამ წას­ვ­ლა და­ა­პი­რა, მა­ი­კომ კა­რამ­დე მი­ა­ცი­ლა. მე­რე იმ­დენ ხანს ემ­შ­ვი­დო­ბე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, თით­ქოს უკა­ნას­კ­ნე­ლი შეხ­ვედ­რა ყო­ფი­ლი­ყო.
სა­ნამ გო­ჩა კარს გა­ი­ხუ­რავ­და, მა­ი­კომ მა­ჯა და­უ­ჭი­რა და ჩურ­ჩუ­ლით ჰკითხა:
- ხომ ისევ მოხ­ვალ? - ტკი­ვილ­გა­რე­უ­ლი ტო­ნით გა­მო­უ­ვი­და.
- ჭკვი­ა­ნი გო­გოს­თ­ვის ერ­თობ სუ­ლე­ლუ­რი შე­კითხ­ვაა, ღმერ­თ­მა­ნი, - გა­ი­ცი­ნა გო­ჩამ და ტუ­ჩებ­ში ხმა­უ­რით აკო­ცა, - იმ­დენ­ჯერ მო­ვალ, რომ ბო­ლოს თავს მო­გა­ბეზ­რებ და გა­მაგ­დებ, - ამ სიტყ­ვე­ბით კა­რი გა­ი­ხუ­რა...
მა­ი­კო კე­დელს მი­ეყ­რ­დ­ნო და თვა­ლე­ბი მი­ლუ­ლა. სი­ხა­რუ­ლის­გან უნ­და ეყ­ვი­რა, ეტი­რა, ეცი­ნა... თან უკ­ვირ­და, რა ად­ვი­ლად შე­მო­აღ­წია გო­ჩამ მი­სი მარ­ტო­ო­ბის იმ­პე­რი­ა­ში, რამ­დე­ნი­მე ლა­მა­ზი სიტყ­ვა ფარ­და­გი­ვით გა­უ­შა­ლა ფე­ხებ­თან და მი­სი გუ­ლი მე­ო­რედ და­იპყ­რო. ამ­ჯე­რად უფ­რო ად­ვი­ლად, ვიდ­რე მა­შინ, შო­რე­ულ წარ­სულ­ში, ვიდ­რე ამას წი­ნათ, სპონ­ტა­ნუ­რად რომ და­ნებ­და. ბევ­რად უსიტყ­ვოდ, ვიდ­რე პირ­ვე­ლად, გა­ცი­ლე­ბით თა­მა­მად, ვიდ­რე წი­ნა შეხ­ვედ­რა­ზე. და ეს სწო­რედ ის იყო, რა­საც ყო­ველ­თ­ვის ელო­და მის­გან და რო­მე­ლიც მხო­ლოდ ახ­ლა მი­ი­ღო.
გი­ჟუ­რი ღა­მე იყო. მე­რე რა? სიკ­ვ­დი­ლის წინ მა­საც მო­უნ­და გა­გი­ჟე­ბა, მო­უნ­და გაფ­რე­ნა იქ, სადღაც, სიტ­კ­ბო­ე­ბის უხი­ლავ სამ­ყა­რო­ში. მთა­ვა­რია, ეს გა­ზაფხუ­ლი გა­და­ი­ტა­ნოს, იქ­ნებ ზაფხუ­ლიც? ეს ის წუ­თე­ბია, რო­ცა არ უნ­და, რომ მოკ­ვ­დეს. ახ­ლა ყვე­ლა­ზე მე­ტად სიკ­ვ­დი­ლი ეზა­რე­ბა. დრო რომ ჰქონ­დეს, რა სი­ა­მოვ­ნე­ბით და­წერ­და ახ­ლა რო­მანს ამ სიყ­ვა­რულ­ზე, და­წერ­და და სა­თა­ურ­საც რო­მან­ტი­კულს შე­ურ­ჩევ­და, მა­გა­ლი­თად, "ნა­სეს­ხე­ბი გა­ზაფხუ­ლი". ჰო, მშვე­ნი­ე­რი სა­თა­უ­რია. ისე, ამ გახ­სე­ნე­ბა­ზე, იქ­ნებ ჩა­ი­ტა­როს ქი­მი­ო­თე­რა­პია? იქ­ნებ ამ გზით მარ­თ­ლაც ისეს­ხოს გა­ზაფხუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი გა­ი­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვოს? ამის გა­ფიქ­რე­ბა ჭკუ­ა­ში და­უჯ­და. არა, გო­ჩას არ ეტყ­ვის, რაც მო­ე­ლის, გულს არ მო­უკ­ლავს. დაე, იყოს ბედ­ნი­ე­რი, სა­ნამ მაია ცოცხა­ლია. თვით­გ­ვე­მა და ტკი­ვი­ლი მე­რეც ეყო­ფა.
რა ეგო­ის­ტია ადა­მი­ა­ნი. ორი დღის წინ სულ სხვა ჭკუ­ა­ზე იყო. გულს არ ვატ­კე­ნო, ჯო­ბია, არ შე­მეჩ­ვი­ოს, თო­რემ მე­რე უფ­რო გა­უ­ჭირ­დე­ბაო. ახ­ლა კი, ახ­ლა, რო­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­რებ­ში ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნა, მხო­ლოდ თა­ვის თავ­ზე ფიქ­რობს, მხო­ლოდ იმა­ზე, რომ დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი გა­ი­ლა­მა­ზოს. უკ­ვე ნაკ­ლე­ბად ადარ­დებს, რა მოჰ­ყ­ვე­ბა მის ამ გა­ლა­მა­ზე­ბულ ცხოვ­რე­ბას, სულ ცო­ტა ხან­ში რამ­ხე­ლა ტან­ჯ­ვას არ­გუ­ნებს მი­სი ცხოვ­რე­ბის გამ­ლა­მა­ზე­ბელს...
დაე, იყოს ეგო­ის­ტი. ცოცხა­ლი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვა, გო­ჩაც შე­ეჩ­ვე­ვა. სა­მა­გი­ე­როდ, სა­ნამ არ მომ­კ­ვ­და­რა, ისეთ დღე­ებს აჩუ­ქებს, ისეთ და­უ­ვიწყარ მო­გო­ნე­ბებს და­უ­ტო­ვებს, საზ­რ­დოდ ღრმა სი­ბე­რემ­დე რომ ეყო­ფა. თა­ნაც, გა­ნა დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­დე­ბა ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს წა­იქ­ცე­ვა, და­იშ­ლე­ბა, ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დე­ბა, გო­ჩა ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებს, იდარ­დებს, იჯავ­რებს და სა­ბო­ლო­ოდ თვი­თო­ნაც მი­ეჩ­ვე­ვა იმას, რომ მა­ი­ამ ეს ქვე­ყა­ნა უნ­და და­ტო­ვოს და იმ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ბარ­გ­დეს.
არა, არა, ღმერ­თ­მა და­უ­ფა­როს! წაქ­ცე­ვამ­დე საქ­მეს არ მი­იყ­ვანს. ეს სა­კითხი უკ­ვე ხუ­თი­ან­ზე მო­აგ­ვა­რა. რო­გორც კი შე­ატყობს, რომ აღ­სას­რუ­ლი მო­ახ­ლოვ­და, ეგ­რე­ვე ლე­ონს შე­ატყო­ბი­ნებს... რა თქმა უნ­და, გო­ჩას­თ­ვის დი­დი ელ­და იქ­ნე­ბა, მაგ­რამ...
არა უშავს, რო­გორ­მე გა­და­ი­ტანს. სა­დაც ამ­დე­ნი გა­და­უ­ტა­ნია, ამა­საც გა­და­ი­ტანს...
ბო­ლო სტა­დია მა­ინც არ იყოს, რამ­დე­ნი­მე წე­ლი მა­ინც ჰქონ­დეს დარ­ჩე­ნი­ლი... გა­ნა რამ­დე­ნით გა­უ­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვებს სი­ცოცხ­ლეს ქი­მი­ო­თე­რა­პია? ექ­ვ­სი თვით? ერ­თი წლით? არ ღირს ამა­ზე ფიქ­რი. მთა­ვა­რია, ცო­ტა ხანს მა­ინც იცოცხ­ლოს, ცო­ტა­თი მა­ინც შე­ივ­სოს და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი სუ­ლი ტკბი­ლი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლის სუფ­თა ჰა­ე­რით.
გო­ჩას შე­სა­ხებ არა­ვის მო­უყ­ვე­ბა. რა სა­ჭი­როა, ვინ­მემ იცო­დეს მი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი? ეს ხომ ძა­ლი­ან ინ­ტი­მუ­რია? ვინ იცის, რო­გორ გა­უ­გე­ბენ. იქ­ნებ გა­კი­ლონ კი­დე­ვაც - სა­მი წე­ლია, დაქ­ვ­რივ­და და უკ­ვე საყ­ვა­რე­ლი გა­ი­ჩი­ნაო. ენას ძვა­ლი არა აქვს, ცუ­დის მთქმელს რა გა­მო­ლევს? ადა­მი­ა­ნებ­მა ოღონდ კი ერ­თ­მა­ნე­თი გა­ჭო­რონ, მე­ტი რა უნ­დათ? უმე­ტე­სო­ბა ამით საზ­რ­დო­ობს. ყვე­ლა მის­ნა­ი­რი კი არ არის. არც თაია მო­უ­წო­ნებს ასეთ ნა­ბიჯს. ზუს­ტად იცის, რა­საც ეტყ­ვის, მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი ლაფ­ში ამოს­ვა­რეო. კარ­გია, რომ მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი აქ არ არის. უეც­რად იგ­რ­ძ­ნო, რომ პირ­ვე­ლად მოხ­და, შვი­ლის შორს ყოფ­ნა რომ ახა­რებ­და. აი, თუ არ არის ეგო­ის­ტი!
თუ ვინ­მე ისეთ დროს ეს­ტუმ­რე­ბა, რო­ცა გო­ჩა მას­თან იქ­ნე­ბა, იტყ­ვის, რომ სკო­ლის მე­გო­ბა­რია ან სტუ­დენ­ტო­ბის, ან ძვე­ლი მე­ზო­ბე­ლი... გა­აჩ­ნია, ვინ მო­უს­წ­რებს. გო­ჩა­საც გა­აფ­რ­თხი­ლებს, სხვე­ბის თან­დას­წ­რე­ბით ცო­ტა თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად მო­იქ­ცეს.
და­უ­ჯე­რე­ბენ მა­ი­კოს. მას ხომ ტყუ­ი­ლის თქმა არ უყ­ვარს. არას­დ­როს არა­ვინ არ მო­უტყუ­ე­ბია, მი­სი ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლას სჯე­რო­და. ან კი რა არის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი? მარ­ტო გო­ჩა ხომ არ ივ­ლის მას­თან? ხან­და­ხან თე­მოც მო­ვა, მა­მა გი­ორ­გიც... ისი­ნიც ხომ მა­იკოს მე­გობ­რე­ბი არი­ან? ჰო­და, ეჭვს ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერ­ში შე­ი­ტანს. ისე­დაც, ვერც წარ­მო­იდ­გე­ნენ, მო­მაკ­ვ­დავ­მა, თან სა­მი წე­ლი მგლო­ვი­ა­რე მა­ი­ამ სხვა კა­ცის­კენ გა­ი­ხე­დაო. ის ხომ აქამ­დე შე­უბღა­ლა­ვი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. რო­გორ ვერ იტან­და სიტყ­ვა­თა ამ წყო­ბას. "შე­უბღა­ლა­ვი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში". მსგავს რა­ღა­ცებს კო­მუ­ნის­ტუ­რი ის­ტო­რი­ის გად­მო­ნაშ­თად ნათ­ლავ­და ყო­ველ­თ­ვის.
გა­ე­ღი­მა. არე­ულ ლო­გინს გა­და­ხე­და და ახ­ლა­ღა გა­ი­აზ­რა, რომ ქვე­ყა­ნა­ზე აღა­რა­ფე­რი ახ­სოვ­და წუ­ხან­დე­ლი ღა­მის გარ­და, თუმ­ცა მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტე­ბი­ღა შე­მორ­ჩე­ნო­და გო­ნე­ბა­ში...

გო­ჩა მთე­ლი კვი­რა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ ყო­ველ­დღე ურე­კავ­და. მთე­ლი კვი­რა აცა­ლა, რომ გონს მო­სუ­ლი­ყო, ყვე­ლა­ფე­რი აეწონ-და­ე­წო­ნა და გა­ე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა. თან გულს ეჭ­ვი უღ­რ­ღ­ნი­და. ახ­ლა ხომ უკ­ვე იცო­და იმ უც­ნო­ბი ქა­ლის­გან, რომ მა­ი­კომ ქმა­რი წა­არ­თ­ვა. ნუ­თუ მარ­თ­ლა ხვდე­ბო­და ვინ­მეს? ვის? რა­ტომ ერ­თხელ ვერ ნა­ხა იმ ვი­ღა­ცას­თან, თუ მარ­თ­ლა ასე იყო? იქ­ნებ უკ­ვე და­შორ­და და იმ ქალ­მა ჯერ არ იცის? პირ­ველ დღეს, რო­ცა მა­ი­ამ სახ­ლი­დან ცი­ვად გა­ის­ტუმ­რა და მე­რე გო­ჩა დამ­კ­ვეთს ელა­პა­რა­კა, ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­და. იმი­ტო­მაც მი­იჩ­ქა­რო­და მა­ი­ას­კენ, რომ სი­მარ­თ­ლე გა­ე­გო. თუ ასე შეტ­რი­ალ­დე­ბო­და საქ­მე და ერ­თი სიტყ­ვის თქმაც არ მო­უ­წევ­და, ვერც იფიქ­რებ­და. კა­რი გა­უ­ღო თუ არა მა­ომ, მის თვა­ლებ­ში მა­შინ­ვე მო­უთ­მენ­ლო­ბა ამო­ი­კითხა, ლო­დი­ნით ავ­სე­ბუ­ლი მო­უთ­მენ­ლო­ბა. სადღა ეცა­ლა სა­ლა­პა­რა­კოდ და წარ­სუ­ლის გა­მო­სა­კითხად? შე­ხე­და თუ არა, მხო­ლოდ ერ­თი სურ­ვი­ლი ამო­უ­ტივ­ტივ­და გო­ნე­ბა­ში - გულ­ში ჩა­ეკ­რა და ალერ­ს­ში გა­ე­თან­გა.
ასეც მო­იქ­ცა. არა­და, პირ­ველ­მა შეხ­ვედ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად უღიმ­ღა­მოდ ჩა­ი­ა­რა, თით­ქოს ერ­თ­მა­ნეთს გე­მო ვერ გა­უ­გეს. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ორი­ვე შე­ბო­ჭი­ლი იყო, შე­ბო­ჭი­ლი და და­ძა­ბუ­ლი. სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. მე­რე კი ორი­ვეს მი­ე­ცა და­ფიქ­რე­ბის დრო, სა­შუ­ა­ლე­ბა, აწო­ნეს, და­წო­ნეს ვი­თა­რე­ბა, ნი­ა­და­გი მო­უ­სინ­ჯეს ერ­თ­მა­ნე­თის გრძნო­ბებს და მიხ­ვ­დ­ნენ, რომ უნ­და გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნათ ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ უერ­თ­მა­ნე­თოდ ცხოვ­რე­ბას აზ­რი ეკარ­გე­ბო­და.
ახ­ლა კი უფ­რო მე­ტად ორ­ჭო­ფობს, ვიდ­რე მა­ნამ. თუ თვი­თონ არ გა­და­უ­შა­ლა მა­ი­ამ გუ­ლი და არ მო­უყ­ვა თა­ვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი, გა­მო­კითხ­ვას ვერ და­უწყებს. იქ­ნებ ცო­ტა შო­რი­დან მო­უ­ა­როს? რა­მე­ნა­ი­რად შე­იტყუ­ოს ლა­პა­რაკ­ში და... ჰო, ეგ­რე იზამს, თა­ვის თავ­ზე და­იწყებს ლა­პა­რაკს, მა­გა­ლი­თად, ერ­თხე­ლაც რო­გორ სცა­და სხვა ქა­ლის შეყ­ვა­რე­ბა... გა­მო­ი­გო­ნებს ვინ­მეს, ტყუ­ი­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის ეხერ­ხე­ბო­და, არც ახ­ლა გა­უ­ჭირ­დე­ბა. რა ქნას, სხვა გზა არა აქვს, სი­მარ­თ­ლის გა­სა­გე­ბად ყვე­ლა ღო­ნეს უნ­და მი­მარ­თოს.
ის ორი დღე გო­ჩა ად­გილს ვერ პო­უ­ლობ­და. ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ერ­თი იყო და ვი­ღა­ცას მა­ოს მოკ­ვ­ლა რომ უნ­დო­და, - მე­ო­რე. მის­თ­ვის ორი­ვე სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, ამი­ტომ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი რო­გორ­მე უნ­და მი­ე­ღო.
ასე­თი ფიქ­რე­ბით გულ­დამ­ძი­მე­ბულ­მა კი­დევ ერ­თხელ და­უ­რე­კა...

მა­ი­კო დი­ლი­დან შე­უძ­ლოდ გახ­და. სუნ­თ­ქ­ვა და­უმ­ძიმ­და, წნე­ვაც და­უ­ვარ­და და სა­წო­ლი­დან ად­გო­მა გა­უ­ჭირ­და. შე­ში­ნე­ბულ­მა მა­შინ­ვე თე­მოს და­უ­რე­კა. სას­წ­რა­ფოდ გა­დას­ხ­მა გჭირ­დე­ბაო, თე­მომ, "სას­წ­რა­ფო" გა­მო­ი­ძა­ხე და რო­ცა ბრი­გა­და მო­ვა, და­მა­ლა­პა­რა­კეო. ასეც მო­იქ­ცა.
"სას­წ­რა­ფოს" ექიმ­მა მა­ი­კოს "პი­რად ექიმს" მო­უს­მი­ნა, კარ­გა ხანს ელა­პა­რა­კა, თა­ვიც ბევ­რ­ჯერ და­აქ­ნია და რო­გორც კი მის­გან ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი მი­ი­ღო, მა­ი­კოს წვე­თო­ვა­ნი იქ­ვე, ად­გილ­ზე, სა­ხელ­და­ხე­ლოდ და­უ­ყე­ნა. რად­გან წამ­ლის ჩა­მოც­ლას დრო სჭირ­დე­ბო­და, ექ­თა­ნი მას­თან და­ტო­ვა, თვი­თონ კი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გაბ­რუნ­და. თე­მო ყო­ველ თხუთ­მეტ წუთ­ში რე­კავ­და, თან ბო­დიშს უხ­დი­და, რომ მოს­ვ­ლას ვერ ახერ­ხებ­და, რთუ­ლი დღე ჰქონ­და, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­დი­ზედ ორი ოპე­რა­ცია ელო­დე­ბო­და.
მაია ვერ მიხ­ვ­და, ცუ­დად რა­ტომ გახ­და. წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა არ შე­უწყ­ვე­ტია, არც ფი­ზი­კუ­რად დატ­ვირ­თუ­ლა, არც უნერ­ვი­უ­ლია. გო­ჩა ყო­ველ­დღე ურე­კავ­და, სა­ა­თო­ბით ელა­პა­რა­კე­ბო­და, ჩურ­ჩუ­ლით ეფე­რე­ბო­და... იქ­ნებ ემო­ცი­ურ­მა ფონ­მა იმოქ­მე­და ასე? თუ ავად­მ­ყო­ფო­ბა უკ­ვე სა­ბო­ლო­ოდ მო­ე­რია მის ორ­გა­ნიზმს? შე­შინ­და. იმა­ზე მე­ტად შე­შინ­და, ვიდ­რე წე­სით, უნ­და შე­ში­ნე­ბო­და. თე­მომ და­ამ­შ­ვი­და, ნუ გე­ში­ნია, ჯერ ისე არაა საქ­მე, რო­გორც შენ გგო­ნია, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი უნ­და შევ­ც­ვა­ლოთ, ორ­შა­ბათს გა­მო­დი და სრუ­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვა ჩა­ვი­ტა­რო­თო.
ახ­ლა მა­ი­კო ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა იყო. ოღონდ კი სი­ცოცხ­ლე რამ­დე­ნი­მე თვით მა­ინც გა­ე­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბი­ნა და უკან არ და­ი­ხევ­და.
გა­დას­ხ­მამ უშ­ვე­ლა, შუ­ადღეს მომ­ჯო­ბინ­და და თა­ვი უკეთ იგ­რ­ძ­ნო. მარ­თა­ლია, სი­სუს­ტემ არ გა­უ­ა­რა, მაგ­რამ სუნ­თ­ქ­ვა გა­ეხ­ს­ნა, ისე აღარ უმ­ძიმ­და, რო­გორც დი­ლით.
სა­ღა­მოს გო­ჩამ და­უ­რე­კა, რო­დის გნა­ხოო. ხვალ სა­ღა­მოს გა­მო­მი­ა­რეო, აღელ­ვე­ბულ­მა ნაჩ­ქა­რე­ვად ჩას­ძა­ხა ყურ­მილ­ში.

გო­ჩას მი­სი ხმა არ მო­ე­წო­ნა. თვალ­წინ უხი­ლა­ვი მე­ტო­ქე და­უდ­გა. აბა, რას უნ­და მი­ე­წე­როს მა­ი­კოს აღელ­ვე­ბუ­ლი ტო­ნი? ნუ­თუ ამ სა­ღა­მოს სხვას­თან აქვს შეხ­ვედ­რა და­ნიშ­ნუ­ლი? კბი­ლი კბილს ნერ­ვი­უ­ლად და­ა­ჭი­რა. ერ­თხანს რა­ღა­ცას ფიქ­რობ­და და თავს მო­ნო­ტო­ნუ­რად აკან­ტუ­რებ­და. ბო­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო - მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოცხა­დე­ბო­და. თუ იქ ვინ­მე დახ­ვ­დე­ბო­და, მის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დი შე­იქ­ნე­ბო­და.
შე­ბინ­დ­და თუ არა, სახ­ლი­დან გა­ვი­და. მან­ქა­ნა ნე­ლა მიჰ­ყავ­და, თით­ქოს დროს აჭი­ა­ნუ­რებ­და. ისე ნერ­ვი­უ­ლობ­და, მთე­ლი გზა და­ნა პირს არ უხ­ს­ნი­და, უსი­ა­მოვ­ნო შეხ­ვედ­რის მო­ლო­დინ­ში კრი­ჭა შეჰ­კ­ვ­რო­და.
მა­ი­კოს ფან­ჯა­რა­ში შუ­ქი ენ­თო. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ მას არ ეძი­ნა. სა­დარ­ბა­ზოს რამ­დე­ნი­მე­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი კი­ბე დინ­ჯად აიარა და მა­ი­ას კა­რის წინ შედ­გა. კარ­გა ხანს ყოყ­მა­ნობ­და, ზა­რი და­ე­რე­კა თუ უკან გაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. რამ­დენ­ჯე­რაც მი­ა­დო თი­თი ზა­რის ღი­ლაკს, იმ­დენ­ჯერ ჩა­მო­ი­ღო. უეც­რად შიგ­ნი­დან ლა­პა­რა­კის ხმა მო­ეს­მა, რო­მე­ლიც უფ­რო და უფ­რო ახ­ლოს გა­ის­მო­და. მიხ­ვ­და, რომ ვი­ღა­ცე­ბი კარს უახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ. შემ­ც­ბა­რი უკან გახ­ტა და მსწრაფლ გა­ი­ხედ-გა­მო­ი­ხე­და. რო­გორც იქ­ნა, გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა, რამ­დე­ნი­მე ნახ­ტო­მით საშ­რო­ბის კე­დელს მო­ე­ფა­რა და სუნ­თ­ქ­ვა შე­ი­კა­ვა.
ამა­სო­ბა­ში კა­რი გა­ი­ღო.
- გე­ლო­დე­ბი, აუცი­ლებ­ლად მო­დი, იცო­დე, არ გა­და­დო! - გა­ის­მა მა­მა­კა­ცის ხმა.
- მო­ვალ, თე­მო. სხვა­გან სადღა წა­ვალ? ხომ იცი, შენ იქით გზა არა მაქვს.
- ჰო­და, გა­მოჰ­ყე­ვი ამ გზას. ერ­თად ვი­ა­როთ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.
- ეჰ, მა­გის იმე­დი არ მაქვს, მაგ­რამ მა­ინც მო­ვალ.
- აბა, აბა, ეგე­თე­ბი არ გა­მა­გო­ნო! მოგ­ხ­ვ­დე­ბა, იცო­დე! აბა, წა­ვე­დი, თო­რემ ნა­თია გა­მი­გიჟ­დე­ბა, - სი­ცი­ლით და­ა­ყო­ლა მა­მა­კაც­მა.
გო­ჩამ ყბე­ბი მთე­ლი ძა­ლით მო­კუ­მა. ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბიაო, გა­ი­ფიქ­რა.
მე­რე ისე­თი ხმე­ბი გა­ის­მა, მიხ­ვ­და, რომ მათ ერ­თ­მა­ნე­თი გა­და­კოც­ნეს. ბო­ლოს კა­რი კვლავ და­ი­კე­ტა და უც­ნო­ბის ფე­ხის ხმაც მა­შინ­ვე მიწყ­და. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მან­ქა­ნის და­ქოქ­ვის და დაძ­ვ­რის ხმაც მის­წ­ვ­და მის სმე­ნას.
რო­გორც კი სა­დარ­ბა­ზო­ში სი­ჩუ­მემ და­ი­სად­გუ­რა, მო­ეშ­ვა. თა­ვი ცივ კე­დელს მი­აყ­რ­დ­ნო და ჩა­ფიქ­რ­და. რა ქნას, მი­ვი­დეს თუ არა? არ ჯო­ბია, ახ­ლა­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ად­გეს თავს? თვა­ლებ­ში შე­ხე­დავს და ყვე­ლა­ფერს მიხ­ვ­დე­ბა. მა­ოს თვა­ლე­ბი არას­დ­როს ტყუ­ი­ან, მი­სი გულ­წ­რ­ფე­ლი, ბავ­შ­ვუ­რი, ყვე­ლაფ­რის აღ­მ­ქ­მე­ლი თვა­ლე­ბი. იმა­საც გა­არ­კ­ვევს, სად ეპა­ტი­ჟე­ბა უც­ნო­ბი.
ბრაზ­მა წა­მო­უ­ა­რა. აფეთ­ქე­ბის ზღვარ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. არა, ასე ვერ მი­ად­გე­ბა, ასე ყვე­ლა­ფერს გა­ა­ფუ­ჭებს. ჯერ უნ­და იფიქ­როს. კარს რომ გა­უ­ღებს და გო­ჩას და­ი­ნა­ხავს, წარ­მო­უდ­გე­ნია, რო­გორ გა­უკ­ვირ­დე­ბა. რა უნ­და უთხ­რას, რა­ტომ მო­ვე­დიო? ვე­ღარ გავ­ძე­ლი უშე­ნოდ და იმი­ტო­მო? თუ შე­ნი ხმა არ მო­მე­წო­ნა და ვი­ეჭ­ვი­ა­ნეო? პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი სჯობ­და. და­ნარ­ჩე­ნი მე­რე გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და. რო­გორც სი­ტუ­ა­ცია უკარ­ნა­ხებ­და, ისე მო­იქ­ცე­ო­და. ათი­ო­დე წუ­თი ად­გი­ლი­დან არ დაძ­რუ­ლა, მხო­ლოდ ფე­ხი მო­ი­ნაც­ვ­ლა რამ­დენ­ჯერ­მე. ლო­დინს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ეჩ­ვია. და­ვა­ლე­ბა­ზე გა­სულს ლო­დი­ნი ხან­და­ხან სა­ა­თო­ბით უწევ­და, ოღონდ მი­წა­ზე გა­წო­ლილს. ფეხ­ზე მდგა­რი კარ­გა ხა­ნია, ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში არ ყო­ფი­ლა.
მორ­ჩა, დამ­შ­ვიდ­და. ჩვე­უ­ლი სუნ­თ­ქ­ვი­თი ვარ­ჯი­ში ჩა­ი­ტა­რა, თი­თე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ში ჩახ­ლარ­თა, მტევ­ნე­ბი გა­დას­წია, გად­მოს­წია, სახ­ს­რე­ბი გა­ატ­კა­ცუ­ნა და ნაც­ნობ კარს მი­ად­გა. ჯერ ისევ ჭოჭ­მა­ნობ­და. ბო­ლოს თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და, რო­გორც იქ­ნა, ზა­რის ღი­ლაკს თი­თი გა­ბე­დუ­ლად მი­ა­ჭი­რა...


ავტორი სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა ეპიზოდი
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ანი
გთხოვთ შაბათ კვირასაც დადოთ ხოლმე შემდეგი თავები
13:39 / 24-08-2019
გამოხმაურება / 0 /
თამო
ახალ თავს არ დებთ ?
11:09 / 24-08-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93