ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი XIII)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი XIII)
გო­ჩას და­ნახ­ვა­ზე მა­ი­კოს თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და.
- ხომ მშვი­დო­ბაა? - წარ­თ­მე­უ­ლი ხმით ჰკითხა.
- რა თქმა უნ­და. რა იყო, რამ შე­გა­ში­ნა?
- არა, არა­ფე­რი... უბ­რა­ლოდ, ხვალ გე­ლო­დე­ბო­დი, - და­იბ­ნა მაია.
- მე კი­დევ ხვა­ლამ­დე ვერ მო­ვით­მი­ნე და მო­ვე­დი. თუ რა­მეა, წა­ვალ, - გამ­ჭო­ლი მზე­რა მი­აპყ­რო მა­მა­კაც­მა.
- არა, რა­ტომ... რა­ხან მოხ­ვე­დი, ბა­რემ დარ­ჩი, - ძლივს გა­ი­ღი­მა ქალ­მა.
გო­ჩამ მძი­მედ შე­ა­ბი­ჯა ოთახ­ში და მი­მო­ი­ხე­და. სუფ­რა არ იყო გაშ­ლი­ლი, მა­გი­და­ზე მხო­ლოდ ხი­ლით სავ­სე ვა­ზა და კომ­პო­ტის სამ­ლიტ­რი­ა­ნი გახ­ს­ნი­ლი
ქი­ლა იდო. იქ­ვე იდ­გა ორი კომ­პო­ტი­ა­ნი ჭი­ქა, ერ­თი - სავ­სე, მე­ო­რე - ნა­ხევ­რად სავ­სე და ორი თეფ­ში.
- სტუ­მა­რი გყავ­და? - ყა­სი­დად იკითხა გო­ჩამ, ხე­ლე­ბი ჯი­ბე­ებ­ში ჩა­იწყო და ტერ­ფებ­ზე მო­ნო­ტო­ნუ­რად აქა­ნავ­და.
- ჰო. ჩე­მი მე­გო­ბა­რი, ერ­თი ნა­ბი­ჯით გა­გას­წ­რო.
მა­მა­კაც­მა ოდ­ნავ აზი­და წარ­ბე­ბი.
- ალ­ბათ მე არ ვიც­ნობ შენს მე­გო­ბარს... - გა­მომ­ც­დე­ლად გა­ხე­და კუ­ნა­პეტ ღა­მე­სა­ვით შა­ვი თვა­ლე­ბით.
- არა, არ იც­ნობ, - მა­ი­ამ ხმას და­უ­წია.
- არ მომ­წონს შე­ნი ფე­რი, - ამო­იხ­ვ­ნე­შა გო­ჩამ და ტერ­ფე­ბით ქა­ნა­ო­ბა გა­აგ­რ­ძე­ლა, თან ქო­რი­ვით ავ­ლებ­და მზე­რას აქეთ-იქით, თით­ქოს სამ­ხილს ეძებ­სო.
- მე კი­დევ შე­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლი ვი­ზი­ტი, - ამ­ჯე­რად ხმის აწე­ვით მი­უ­გო მა­ი­ამ.
- ჰო, - თა­ვი და­აქ­ნია მა­მა­კაც­მა, ხე­ლე­ბი ჯი­ბე­ე­ბი­დან ამო­ი­ღო და ტუ­ჩებ­ზე შეტყუ­პე­ბუ­ლად მი­ი­ფა­რა.
ერ­თხანს დუ­მი­ლი ჩა­მოწ­ვა. მაია ხმას არ იღებ­და, გო­ჩა კი ელო­დე­ბო­და, რო­დის ალა­პა­რაკ­დე­ბო­და იგი.
- არა­ფე­რი გაქვს სათ­ქ­მე­ლი? - ხმა გა­უ­ცივ­და გო­ჩას.
- რი­სი მოს­მე­ნა გსურს? - თით­ქოს გულ­მა რა­ღაც უგ­რ­ძ­ნო ქალს.
- რა ვი­ცი, ყვე­ლაფ­რის...
- გო­ჩა, ქა­რაგ­მე­ბით რა­ტომ მე­ლა­პა­რა­კე­ბი? თუ რა­მე გა­ინ­ტე­რე­სებს, მკითხე და გი­პა­სუ­ხებ.
- ვინ იყო ის ტი­პი? - თა­ვი კა­რის­კენ გა­იქ­ნია გო­ჩამ.
- ის ტი­პი ჩე­მი მე­გო­ბა­რი იყო. შენ რა, და­კითხ­ვას მიწყობ?
- არა, მე ვეჭ­ვი­ა­ნობ.
მა­ი­კომ სი­ცი­ლი ვერ შე­ი­კა­ვა.
- რა გა­ცი­ნებს? მო­ვე­დი. მე­გო­ნა, გა­გი­ხარ­დე­ბო­და, შენ კი­დევ და­ფეთ­დი, რო­გორც კი და­მი­ნა­ხე, ფე­რი და­გე­კარ­გა. თუ სხვაც არ­სე­ბობს შენს ცხოვ­რე­ბა­ში, მითხა­რი. რა პრობ­ლე­მაა, ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბას არ მოგ­თხოვ, გავ­ტ­რი­ალ­დე­ბი და წა­ვალ.
- ის ჩე­მი ექი­მია, პი­რა­დი ექი­მი, - ხმა ჩა­უწყ­და ქალს.
- პი­რა­დი ექი­მი? ასე თქვი?.. თუ მო­მეს­მა?
- არა, არ მო­გეს­მა.
- და პი­რა­დი ექი­მი პა­ე­მან­ზე გე­პა­ტი­ჟე­ბა? - ჩა­ე­კითხა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.
- პა­ე­მან­ზე? მე­რე­და, ვინ გითხ­რა, რომ პა­ე­მან­ზე მე­პა­ტი­ჟე­ბა? ან სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე, რომ სად­მე მე­პა­ტი­ჟე­ბა?
- ორ­შა­ბათ­სო... გე­ლო­დე­ბიო...
- ა! შენ სა­ი­დან იცი ეგ ყვე­ლა­ფე­რი?
- სრუ­ლიად შემ­თხ­ვე­ვით გა­ვი­გო­ნე.
- ო! სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით... მჯე­რა... - დამ­ცი­ნა­ვად ჩა­ი­ღი­მა მა­ი­კომ, სკა­მი გა­მოს­წია და დაჯ­და, - თა­ვის კლი­ნი­კა­ში მე­პა­ტი­ჟე­ბა, გა­მოკ­ვ­ლე­ვა­ზე.
- გა­მოკ­ვ­ლე­ვა­ზე? - გო­ჩამ მა­ი­ას მიჰ­ბა­ძა და თვი­თო­ნაც დაჯ­და, - გა­მო­საკ­ვ­ლე­ვი რა გჭირს?
- ცო­ტა გუ­ლი მა­წუ­ხებს, არით­მია მაქვს, უჰა­ე­რო­ბას ვუ­ჩი­ვი, უძი­ლო­ბას... პა­ტა­რა კი აღარ ვარ.
- ეგ რი­სი ნიშ­ნე­ბია, დეპ­რე­სი­ის?
- გა­მო­რიცხუ­ლი არ არის, შე­იძ­ლე­ბა დეპ­რე­სი­აც იყოს. სა­ნერ­ვი­უ­ლო არ მაკ­ლია. ახ­ლა - მით უმე­ტეს.
- ახ­ლა? რო­დი­დან და­იწყო ეს `ახ­ლა~?
- რო­გორც კი შენ გა­მოჩ­ნ­დი ჰო­რი­ზონ­ტ­ზე.
- ჩე­მი გა­მო­ჩე­ნით ნევ­რო­ზი დაგ­მარ­თე?
- არა, სუ­ლი ამი­ფო­რი­ა­ქე, - ამო­ი­ოხ­რა მა­ი­ამ, ხე­ლე­ბი მკერ­დ­ზე გა­და­იჯ­ვა­რე­დი­ნა და მსუს­ხა­ვი მზე­რა მი­აპყ­რო, - რა გა­წუ­ხებს, გო­ჩა? უფ­ლე­ბა არ მაქვს, წე­ლი­წად­ში ერ­თხელ გა­მოკ­ვ­ლე­ვა ჩა­ვი­ტა­რო?
- რო­გორ არა, გაქვს. უბ­რა­ლოდ...
- უბ­რა­ლოდ რა?
- მინ­და, რომ ერ­თ­მა­ნე­თი არ მო­ვატყუ­ოთ.
- ერ­თი უყუ­რე! მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დი­დი მატყუ­ა­რა მა­მუ­ნა­თებს, არ მო­ვატყუო. ოდეს­მე მო­მიტყუ­ე­ბი­ხარ?
- კი.
- კი-ი? გა­ნა რო­დის? მსგავ­სი არა­ფე­რი მახ­სენ­დე­ბა.
- რო­ცა მითხა­რი, არ მიყ­ვარ­ხა­რო და გა­მე­ქე­ცი.
- მე კი არა, შენ გა­მე­ქე­ცი.
- აჰაა. რა იოლია სხვა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა, არა?
- გა­დაბ­რა­ლე­ბა არა­ფერ შუ­ა­შია. ჰო, მე უარი გითხა­რი, მაგ­რამ შენ ერ­თხე­ლაც არ და­ინ­ტე­რეს­დი, რა იყო ჩე­მი უარის მი­ზე­ზი. წახ­ვე­დი და გა­და­ი­კარ­გე!
- უნ­და და­ვინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი? სიტყ­ვა­სიტყ­ვით მახ­სოვს, რო­გორ გა­მაგ­დე. არ მიყ­ვარ­ხა­რო, შენ არ მითხა­რი? თუ და­მე­სიზ­მ­რა?
- მე იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მა­შინ ისე მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი.
- აბა, რაა, დე­და­ჩემს გა­უ­წიე ან­გა­რი­ში.
- მო­დი, აღარ გვინ­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი, კარ­გი?
- ეს კა­ცი ცო­ლი­ა­ნია?
- ცოლ­შ­ვი­ლი­ა­ნია.
- მე­რე? მი­სი ცო­ლი არ ეჭ­ვი­ა­ნობს?
- რა აქვს სა­ეჭ­ვი­ა­ნო? სა­უ­კუ­ნეა, რაც ჩვენ ერ­თ­მა­ნეთს ვიც­ნობთ. ჯერ კი­დევ სკო­ლი­დან.
გო­ჩამ მუშ­ტე­ბი აათა­მა­შა მა­გი­და­ზე, თით­ქოს დოლს უკ­რავ­სო, რიტ­მუ­ლად, მსუ­ბუ­ქად. პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია, არც შე­უ­ხე­დავს მა­ი­ას­თ­ვის, შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლი თა­ვის მო­თა­მა­შე თი­თებს დაჰ­ყუ­რებ­და.
- შენ რა, მა­მოწ­მებ? - მა­ი­კო წინ გა­და­ი­ხა­რა.
- არა. სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით შე­ვეს­წა­რი თქვენს სა­უ­ბარს. მე შენ­კენ მო­ვიჩ­ქა­რო­დი.
- მა­შინ რა სა­ჭი­როა ამ­დე­ნი შე­კითხ­ვის დას­მა?
- რა ვი­ცი... ისე.
- არა­ფე­რი გაქვს სა­ეჭ­ვი­ა­ნო. ის მარ­თ­ლა ექი­მია, ჩე­მი ექი­მი.
წე­სით ამ სიტყ­ვებს გო­ჩა უნ­და და­ემ­შ­ვი­დე­ბი­ნა, მაგ­რამ არა, არ გა­მოს­დი­ო­და. რაც უფ­რო მეტს უხ­ს­ნი­და მა­ი­კო, მით უფ­რო რწმუნ­დე­ბო­და, რომ სწო­რედ ამ თე­მოს ცოლ­მა და­უკ­ვე­თა მი­სი მკვლე­ლო­ბა.
- კარ­გი, წა­ვალ... - წა­მოდ­გა ბო­ლოს და ხე­ლე­ბი კვლავ ჯი­ბე­ებ­ში ჩა­იწყო.
- კარ­გი, წა­დი... - მიმ­ქ­რა­ლი ხმით მი­უ­გო მა­ი­ამ და თვა­ლებ­ში ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი ჩა­უქ­რა.
გო­ჩა კა­რის­კენ გა­ე­მარ­თა, მაია უკან მიჰ­ყ­ვა. მა­მა­კაც­მა სა­ხე­ლურს მძლავ­რად ჩას­ჭი­და ხე­ლი და დაბ­ლა დას­წია.
- ხვალ მოხ­ვალ? - შე­ე­კითხა ქა­ლი.
- მო­ვი­დე? - შე­მობ­რუნ­და გო­ჩა და თვა­ლი თვალ­ში გა­უ­ყა­რა.
- ჰო, - მზე­რა აარი­და მა­ი­კომ.
- ბა­რემ მო­სუ­ლი არ ვარ? დავ­რ­ჩე­ბი.
- არა, ამა­ღამ არა. ცო­ტა შე­უძ­ლოდ ვარ. ახ­ლა უნ­და დავ­წ­ვე და და­ვი­ძი­ნო, წე­ღან წამ­ლე­ბი დავ­ლიე.
- რი­სი წამ­ლე­ბი? - გო­ჩა მი­უ­ახ­ლოვ­და და სა­ხე სა­ხეს­თან მი­უ­ტა­ნა.
- შე­უძ­ლოდ ყოფ­ნის, - ჩურ­ჩუ­ლით ამოთ­ქ­ვა ქალ­მა.
- მა­შინ მით უფ­რო დავ­რ­ჩე­ბი, იქ­ნებ დაგ­ჭირ­დე რა­მე­ში. უბ­რა­ლოდ, დავ­რ­ჩე­ბი, სუ­ლაც სა­ვარ­ძელ­ში და­ვი­ძი­ნებ.
მა­ი­კო გა­ჩუმ­და. ერ­თხანს ფიქ­რობ­და. მე­რე გა­ი­ღი­მა.
- კარ­გი, დარ­ჩი. ჩემ გვერ­დით და­წე­ქი. თუ რა­მეა, გა­გაღ­ვი­ძებ.
მა­მა­კაცს მა­შინ­ვე მო­ეხ­ს­ნა და­ძა­ბუ­ლო­ბა, მა­ი­კოს სა­ხე ხე­ლებ­ში მო­იქ­ცია, კარ­გა ხანს უყუ­რა მის და­ხუ­ჭულ თვა­ლებს, მე­რე კი მსუ­ბუ­ქად შე­უ­ბე­რა სუ­ლი.
- არ მომ­წონ­ხარ. ტუ­ჩე­ბის ირ­გ­ვ­ლივ მთლად გა­თეთ­რე­ბუ­ლი გაქვს კა­ნი.
- ხომ გითხა­რი, ცუ­დად ვარ-მეთ­ქი.
- ჰო. მითხა­რი. კარ­გი, მეტს აღარ გკითხავ. მო­დი, დავ­წ­ვეთ, ხომ?
ქალ­მა თა­ვი და­უქ­ნია, თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლა და კვლავ ჩურ­ჩუ­ლით ამოთ­ქ­ვა:
- ოღონდ კა­რი ჩა­კე­ტე, ღია არ დაგ­ვ­რ­ჩეს.
გო­ჩამ კა­რი გა­სა­ღე­ბით გა­და­კე­ტა, მა­ი­ას ხე­ლი ჩა­ავ­ლო და ასე ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი გა­ვიდ­ნენ სა­ძი­ნე­ბელ­ში...

დი­ლით გო­ჩას მკერ­დ­ზე თავ­მი­დე­ბულს გა­ეღ­ვი­ძა. მა­მა­კა­ცი თა­ნაბ­რად სუნ­თ­ქავ­და, მი­სი ცხე­ლი სუნ­თ­ქ­ვა პირ­და­პირ ცხვირ­ში სცემ­და ქალს. გა­ე­ღი­მა. ტუ­ჩე­ბით ოდ­ნავ შე­ე­ხო საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ყელ­ზე მფეთ­ქავ ძარღვს და მი­სი სურ­ნე­ლი შე­ის­რუ­ტა. წუ­ხელ არც ერთს არ უძი­ნია ნორ­მა­ლუ­რად. გო­ჩას სადღაც, გამ­თე­ნი­ი­სას ჩა­ე­ძი­ნა, მა­ი­კომ კი მთე­ლი ღა­მე ძილ-ღვი­ძილ­ში გა­ა­თე­ნა.
გო­ჩა ოდ­ნავ შე­ირ­ხა, ცა­ლი თვა­ლი გა­ა­ხი­ლა, წა­მით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა მის ყელ­ზე და­კო­ნე­ბუ­ლი ქა­ლი, მკლა­ვე­ბი მოხ­ვია, მჭიდ­როდ მი­ი­ხუ­ტა გულ­ზე და გა­ყუჩ­და.
მა­ი­კოს მა­ლე ჩა­ე­ძი­ნა, ამ­ჯე­რად მშვი­დი, უშ­ფოთ­ვე­ლი ძი­ლით.

იმ დღი­დან ორი­ვეს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პი და­იწყო. მა­ი­კო ასე­თი ბედ­ნი­ე­რი არას­დ­როს ყო­ფი­ლა. არც გო­ჩა ყო­ფი­ლა არას­დ­როს ასე­თი ბედ­ნი­ე­რი. თით­ქოს ორ­მა და­კარ­გულ­მა ნა­ხე­ვარ­მა ერ­თ­მა­ნე­თი იპო­ვა და ერ­თი მთლი­ა­ნი შექ­მ­ნა.
მა­ი­ას უკ­ვირ­და, ასე ჰარ­მო­ნი­უ­ლად რომ ავ­სებ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. მო­ი­კე­თა, გო­ჩას სი­ახ­ლო­ვე ნამ­დ­ვი­ლი თე­რა­პია აღ­მოჩ­ნ­და მის­თ­ვის. მარ­თა­ლია, თე­მოს­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა და­არ­ღ­ვია და ორ­შა­ბათს კლი­ნი­კა­ში არ გა­მოცხად­და, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც მო­უ­წია. სა­მი დღის შემ­დეგ, თე­მოს ყო­ველ­დღი­უ­რი ზა­რე­ბით თავ­გა­ბეზ­რე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, გა­მოკ­ვ­ლე­ვა­ზე წა­სუ­ლი­ყო.
სრუ­ლი სი­ზუს­ტის­თ­ვის ტო­მოგ­რა­ფი­ა­ზეც გა­იყ­ვა­ნა მე­გო­ბარ­მა ექიმ­მა. და აი, ახ­ლა იჯ­და მა­ი­კო თე­მოს კა­ბი­ნეტ­ში და გულ­დას­მით ის­მენ­და მის `საბ­რალ­დე­ბო დას­კ­ვ­ნას~.
- წინ ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა გვე­ლის, მა­ი­კო, - დახ­შუ­ლი ხმით და­იწყო თე­მურ­მა, - ყოყ­მა­ნის დრო უკ­ვე აღარ არის, სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა გჭირ­დე­ბა.
- დრო რამ­დე­ნი მაქვს?
- რა თქვი?
- რამ­დე­ნი დამ­რ­ჩა-მეთ­ქი, გკითხე, - თა­ვი ას­წია ქალ­მა და თა­მა­მად შე­ხე­და ექიმს.
- აბა, რა გითხ­რა...
- მა­ინც, მა­ინც?
- ასე ზუს­ტად არ შე­მიძ­ლია ამის გან­საზღ­ვ­რა.
- შე­მოდ­გო­მამ­დე მი­ვაღ­წევ?
- წინ კი­დევ ბევ­რი შე­მოდ­გო­მა გე­ლის, თუ მომ­ყ­ვე­ბი.
- არ მო­მატყუო. მინ­და, სი­მარ­თ­ლე ვი­ცო­დე. მში­შა­რა არ ვარ.
თე­მო და­დუმ­და.
- ქი­მი­ო­თე­რა­პია გა­მი­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვებს სი­ცოცხ­ლეს? - ახ­ლა მა­ი­კოს სიკ­ვ­დი­ლი არ უნ­დო­და, არ აწყობ­და. ახ­ლა რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტ­ხანს უნ­და ეცოცხ­ლა.
მა­მა­კაც­მა უიმე­დოდ გა­და­აქ­ნია თა­ვი.
- უკ­ვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უნ­და გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ მკურ­ნა­ლო­ბა, თუმ­ცა, ეს და­სას­რუ­ლი არ არის.
- ის მა­ინც მითხა­რი, შე­მოდ­გო­მამ­დე მი­ვა­ტან?
- აუცი­ლებ­ლად, - მე­ტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თ­ვის ქა­ლის ურ­წ­მუ­ნო მზე­რას თე­მომ თა­მა­მად და­უხ­ვედ­რა თა­ვი­სი მზე­რა.
- კარ­გი. მა­შინ ვე­ლო­დე­ბი და­ნიშ­ნუ­ლე­ბას. ეს ის მო­მენ­ტია, რო­ცა სიკ­ვ­დი­ლი მე­ზა­რე­ბა.
თე­მოს გუ­ლი მო­უკ­ლა მის­მა სიტყ­ვებ­მა.
- მე ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებ, რაც შე­მიძ­ლია და უნ­და გითხ­რა, რომ ბევ­რი რა­მე შე­მიძ­ლია.
- ვნა­ხოთ, რა შე­გიძ­ლია. მა­ლე გა­მოჩ­ნ­დე­ბა.
მა­მა­კაც­მა არ უპა­სუ­ხა, თა­ვი და­ხა­რა და გა­მა­ლე­ბით შე­უდ­გა რე­ცეპ­ტის გა­მო­წე­რას...

მაია დროს უქ­მად არ კარ­გავ­და. გო­ჩა ყო­ველ­დღე ურე­კავ­და, კვი­რა­ში სამ­ჯერ მო­დი­ო­და და რჩე­ბო­და. სა­ღა­მო­ო­ბით ერ­თად გა­დი­ოდ­ნენ გა­რეთ, სე­ირ­ნობ­დ­ნენ, კა­ფე-ბა­რებ­ში ვახ­შ­მობ­დ­ნენ. რო­ცა მაია დაღ­ლას იგ­რ­ძ­ნობ­და, შინ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ და სა­სი­ა­მოვ­ნოდ მო­თენ­თილ ქალს მა­შინ­ვე ძი­ლი ერე­ო­და.
ასე გა­დი­ო­და დღე­ე­ბი, კვი­რე­ბი... გო­ჩა ქალს მარ­ტო იშ­ვი­ა­თად ტო­ვებ­და, მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა `საქ­მე~ გა­მო­უჩ­ნ­დე­ბო­და. პრო­ფე­სი­ას ასე უცებ ვერ შე­იც­ვ­ლი­და. ან კი სად უნ­და ემუ­შა­ვა, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როს­თ­ვის ასე იოლი რო­დი იყო სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა. ერ­თა­დერ­თი, რო­მე­ლი­მე კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში თუ მო­ეწყო­ბო­და დაც­ვის თა­ნამ­შ­რომ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ეგ იყო და ეგ. სხვა არაფ­რის იმე­დი არ ჰქონ­და, თუმ­ცა დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში იმ­დენს არა­ვინ გა­და­უხ­დი­და, რომ ჯე­რაც შე­უმ­დ­გა­რი ოჯა­ხი შე­ე­ნა­ხა.
მა­ი­კო სუ­ლი­ე­რად ძლი­ე­რი გა­მოდ­გა. თა­ვი მა­მა­ცუ­რად ეჭი­რა. თან მკურ­ნა­ლობ­და, თან წიგნს წერ­და, თან გო­ჩა­ზე ზრუ­ნავ­და. ად­რე თუ თავს არ იწუ­ხებ­და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლით, ახ­ლა ყო­ველ­დღე ნა­ირ-ნა­ირ კერძს ამ­ზა­დებ­და. უკ­ვე აღარ იყო მარ­ტო, ამი­ტომ დი­დი მონ­დო­მე­ბით დი­ა­სახ­ლი­სობ­და.
სა­მა­გი­ე­როდ, ზაფხულ­ში გა­უ­ჭირ­და, რად­გან სიცხე აუტა­ნე­ლი გახ­და, სუნ­თ­ქ­ვას უშ­ლი­და. ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად ოფ­ლი­ა­ნო­ბა დას­ჩემ­და, სა­ხე­ზეც კი ოფ­ლი ას­ხამ­და, თუ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სად­მე გა­ვი­დო­და. ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, გო­ჩას­თ­ვის თა­ვი­სი ავად­მ­ყო­ფო­ბის ამ­ბა­ვი და­ე­მა­ლა, მაგ­რამ ისიც იცო­და, რომ დიდ­ხანს ამას ვერ შეძ­ლებ­და.
გო­ჩამ მი­სი თვალ­თ­ვა­ლი შეწყ­ვი­ტა. ში­გა­და­შიგ ამოწ­მებ­და `ფე­ის­ბუკს~, ელო­დე­ბო­და, დამ­კ­ვე­თი რო­დის შე­ეხ­მი­ა­ნე­ბო­და, მაგ­რამ, რა­ო­დენ სა­ოც­რა­დაც უნ­და მოს­ჩ­ვე­ნე­ბო­და, მის­გან ახა­ლი არა­ფე­რი ის­მო­და. ამან ცო­ტა შვე­ბა მოჰ­გ­ვა­რა. გა­მო­რიცხუ­ლი არ იყო, უც­ნობს გა­და­ე­ფიქ­რე­ბი­ნა კი­დე­ვაც თა­ვი­სი გან­ზ­რახ­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა.
მა­ი­კო სუს­ტად კი გრძნობ­და თავს, მაგ­რამ ცუ­დად არ ხდე­ბო­და. რე­გუ­ლა­რუ­ლად იღებ­და თე­მოს გა­მო­წე­რილ წამ­ლებს და უკ­ვირ­და, მდგო­მა­რე­ო­ბა რომ არ უუარეს­დე­ბო­და. თან გა­მუდ­მე­ბით იმა­ზე ფიქ­რობ­და, რო­გორ აეხ­ს­ნა გო­ჩას­თ­ვის, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რაც ხდე­ბო­და მის თავს. იცო­და, რომ მა­ლე დად­გე­ბო­და ის დღე, რო­ცა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის სი­მარ­თ­ლის თქმა მო­უ­წევ­და.
გო­ჩა კი ვე­რა­ფერს ხვდე­ბო­და. იმ­დე­ნად გაბ­რუ­ე­ბუ­ლი იყო მა­ი­ას სი­ახ­ლო­ვით, მის გვერ­დით ტრი­ა­ლით, რომ ამ­ქ­ვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვიწყე­ბო­და. რო­გორ უნ­დო­და, ცო­ლად შე­ერ­თო, თუ ქა­ლი ამა­ზე წა­მო­ვი­დო­და, თუმ­ცა ამა­ზე სა­უბ­რის წა­მოწყე­ბას ვერ ბე­დავ­და. ეში­ნო­და, ყვე­ლა­ფე­რი არ გა­ე­ფუ­ჭე­ბი­ნა. დე­და­მის­მა რამ­დენ­ჯერ­მე შე­ა­გუ­ლი­ა­ნა, იქ­ნებ გე­ფიქ­რა ოჯა­ხის შექ­მ­ნა­ზე, ახ­ლა მა­ინც რა გიშ­ლის ხელ­სო, მაგ­რამ მა­მა­კა­ცი წინ ნა­ხე­ვა­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა­საც არ აპი­რებ­და, ჯერ ისევ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით ტკბე­ბო­და.
სა­მა­გი­ე­როდ, დროს ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა არ კარ­გავ­და. გა­მოჰ­კითხავ­და ხოლ­მე შვილს მა­ი­კოს ამ­ბებს, მო­კითხ­ვას და­ა­ბა­რებ­და, ხა­ნაც სა­ჩუ­ქარს გა­ა­ტან­და. ამ მიდ­გო­მამ გაჭ­რა, დე­და-შვი­ლი უფ­რო და­უ­ახ­ლოვ­და ერ­თ­მა­ნეთს. დე­და სი­ხა­რუ­ლის­გან აღარ იყო, შვი­ლის ასე შე­მობ­რუ­ნე­ბა სი­გი­ჟემ­დე ახა­რებ­და. ერ­თხე­ლაც ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი სთხო­ვა გო­ჩას, და­ვუ­რე­კავ, მო­ვი­კითხავ, მინ­და იცო­დეს, რომ თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის წი­ნა­აღ­მ­დე­გი სუ­ლაც არ ვა­რო. გო­ჩა­მაც და­უ­წე­რა ნო­მე­რი და მა­გი­და­ზე და­უ­დო.
დე­და დე­კემ­ბ­რის დად­გო­მას და­ე­ლო­და. იცო­და, რომ დე­კემ­ბ­რის ბო­ლოს მი­სი შვი­ლი დრო­ე­ბით აუცი­ლებ­ლად გა­უ­ჩი­ნარ­დე­ბო­და. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­რე ასე დას­ჩემ­და. ყო­ველ წელს ერ­თი და იგი­ვე მე­ორ­დე­ბო­და - გო­ჩას მთე­ლი ორ­მო­ცი დღით გა­და­კარ­გ­ვა. მე­რამ­დე­ნე წე­ლია, ახალ წელს სახ­ლ­ში არ შეხ­ვედ­რია. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ წელ­საც ასე მოხ­დე­ბო­და და ში­ნი­დან გა­და­კარ­გ­ვა­ში მა­ი­კოს­თან სი­ახ­ლო­ვე ვერ შე­ა­ფერ­ხებ­და.
თუმ­ცა, წლის ბო­ლომ­დე ლო­დი­ნი აღარ დას­ჭირ­და. აგ­ვის­ტოს და­საწყის­ში გო­ჩა დე­დას გა­მო­უტყ­და, ოთხი დღით ქა­ლა­ქი­დან გავ­დი­ვა­რო.
აი, სწო­რედ მა­შინ იხელ­თა დრო მა­ნა­ნამ და რო­გორც კი შვი­ლი თბი­ლი­სი­დან გა­ი­გუ­ლა, ეგ­რე­ვე მა­ი­კოს­თან და­რე­კა...
რო­ცა ლა­პა­რა­კით გუ­ლი იჯე­რეს, მა­ნა­ნამ სთხო­ვა, მითხა­რი, სად ცხოვ­რობ და გეს­ტუმ­რე­ბიო. მა­ი­ას მი­სა­მარ­თის და­მალ­ვა ეუხერ­ხუ­ლა, არ უნ­დო­და, მის­თ­ვის ეწყე­ნი­ნე­ბი­ნა.

სა­ღა­მოს მა­ნა­ნა მარ­თ­ლაც ეს­ტუმ­რა. ორი კი­ლოგ­რა­მი შო­კო­ლა­დი იყი­და, ერ­თი ბოთ­ლი მან­გოს ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი და შვი­ლის შეყ­ვა­რე­ბულს მი­ად­გა.
მა­ი­ას გა­უ­ხარ­და მი­სი სტუმ­რო­ბა. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ხე­დავ­და ამ ქალს, მაგ­რამ მი­სი ხმა წარ­სუ­ლი­დან ჯე­რაც ყურ­ში ჩა­ეს­მო­და. ეს ხმა არას­დ­როს გამ­ქ­რა­ლა მი­სი გო­ნე­ბი­დან.
მა­ნა­ნა დიდ­ხანს დარ­ჩა მა­ი­ას­თან, ლა­მის მთე­ლი დღე. ერ­თად ისა­დი­ლეს, ყა­ვაც ერ­თად და­ლი­ეს და ვახ­შ­მო­ბა­მაც ერ­თად მო­უ­წი­ათ.
ნა­ვახ­შ­მევს კი მა­გი­და აალა­გეს, ჭურ­ჭე­ლი და­რეცხეს და სა­მა­გა­ლი­თო დე­და-შვი­ლი­ვით ისა­უბ­რეს ერ­თ­მა­ნეთ­თან. მა­ნა­ნა კითხ­ვას სვამ­და, მაია პა­სუხს სცემ­და - თუმ­ცა, ლა­კო­ნი­ურს.
რო­გორც იქ­ნა, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა მთა­ვარ თე­მა­საც მი­ად­გა.
- მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, დი­დი ტრა­გე­დიაა, მაგ­რამ ამას ხომ არ შე­ე­წი­რე­ბი? ჯერ ახალ­გაზ­რ­და ხარ, შე­გიძ­ლია კი­დევ შექ­მ­ნა ოჯა­ხი... გო­ჩაც მზა­დაა ამის­თ­ვის, იქ­ნებ გე­ფიქ­რა?
- მე-ე? - მკერ­დ­ზე საჩ­ვე­ნე­ბელ­თით­მი­დე­ბულ მა­ი­კოს გაკ­ვირ­ვე­ბის შე­ძა­ხი­ლი აღ­მოხ­და.
- შენც და გო­ჩა­საც. წლე­ბი მიქ­რის, ახალ­გაზ­რ­დუ­ლი წლე­ბი უკან რჩე­ბა.
- არა, ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, რა დროს ჩე­მი გათხო­ვე­ბაა, გა­მო­რიცხუ­ლია. ისიც საკ­მა­რი­სია, რა­საც ვა­კე­თებ. ამი­სიც კი მრცხვე­ნია.
მა­ნა­ნას სა­ხე­ზე ჩრდილ­მა გა­და­ურ­ბი­ნა.
- სწო­რედ მა­გას ვამ­ბობ. თუ და­ქორ­წინ­დე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა. უფ­რო გა­ლაღ­დე­ბით ორი­ვე­ნი. ურ­თი­ერ­თო­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე მი­ე­ცე­მა.
- არა! - ლა­მის იყ­ვი­რა მა­ი­კომ და ისე აღელ­და, სუნ­თ­ქ­ვა შე­ეკ­რა.
- კი მაგ­რამ, რა­ტომ? ხომ გიყ­ვართ ერ­თ­მა­ნე­თი? ეს რა, კომ­პ­ლექ­სია? რად­გან ქვრი­ვი ხარ, ხელ­მე­ო­რედ გათხო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ გაქვს? მეც გა­მი­წი­ეთ ან­გა­რი­ში, მინ­და, ჩე­მი შვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბას მო­ვეს­წ­რო, მას­ზე დარდს საფ­ლავ­ში ნუ ჩა­მა­ტან, მაია, გთხოვ!
მა­ი­კოს ოფ­ლ­მა და­ას­ხა. რო­გორ აეხ­ს­ნა ქა­ლის­თ­ვის, რა ცეცხ­ლიც უტ­რი­ა­ლებ­და სულ­ში? რო­გორ ეთ­ქ­ვა, რომ გო­ჩას ცო­ლო­ბა­ზე ფიქ­რიც კი აკ­რ­ძა­ლუ­ლი ჰქონ­და? რომ მა­თი და­ქორ­წი­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო?
მა­ნა­ნა კი არ ჩერ­დე­ბო­და. ეჩი­ჩი­ნე­ბო­და და ეჩი­ჩი­ნე­ბო­და თვალ­ზე ცრემ­ლ­მომ­დ­გა­რი. მო­უყ­ვა, რაც გა­და­ი­ტა­ნა გო­ჩამ მას­თან გან­შო­რე­ბით. რამ­დენ ხანს რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი ატა­რა სუ­ლი­თაც... გუ­ლი­თაც... რო­გორ გა­ნუდ­გა მშობ­ლებს, რო­გორ გან­მარ­ტოვ­და.
- ახ­ლა მის თვა­ლებ­ში იმ­ხე­ლა სი­ხა­რულს ვკითხუ­ლობ, ისე­თი ბედ­ნი­ე­რია, ისე­თი, ისე­თი, რომ... იქ­ნებ იმის გე­ში­ნია, რომ აღარ და­ორ­სულ­დე­ბი და შვილს ვერ გა­უ­ჩენ? ეგ წი­ნას­წარ არა­ვინ იცის, შვი­ლო. ამის გა­მო სა­კუ­თარ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე უარს ნუ იტყ­ვი.
მა­ი­კოს მე­ტის მოთ­მე­ნა აღარ შე­ეძ­ლო. მა­ნა­ნას ნათ­ქ­ვა­მი ყო­ვე­ლი სიტყ­ვა გა­უ­საძ­ლის ტკი­ვილს აყე­ნებ­და, თით­ქოს ვი­ღაც ჩა­ქუ­ჩის ძლი­ე­რი დარ­ტყ­მით ლურ­ს­მანს აჭე­დებ­და გულ­ში.
რო­ცა არც უარი გა­უ­ვი­და და არც თა­ვის დაც­ვა, გო­ჩას დე­დას ხე­ლებ­ში სწვდა, თა­ვი­სი წვრი­ლი თი­თე­ბი ოდ­ნავ მო­უ­ჭი­რა, თვა­ლი თვალ­ში გა­უ­ყა­რა და ჩურ­ჩუ­ლით წარ­მოთ­ქ­ვა:
- ჩვე­ნი შე­უღ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა... მე სიმ­სივ­ნე მაქვს... თა­ნაც, მე­ოთხე სტა­დია, რაც გო­ჩამ არ იცის...

ავტორი სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა ეპიზოდი
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93