ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი XIV)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი XIV)
გა­ო­ცე­ბა? არა, ეს არ იყო მხო­ლოდ გა­ო­ცე­ბა. ში­ში? არც მხო­ლოდ ში­ში.
წარ­მო­იდ­გი­ნეთ, და­ზაფ­რუ­ლი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი და ელ­და­ნა­ცე­მი ქა­ლი, რო­მელ­საც ეს-ესაა, სა­სიკ­ვ­დი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს. სწო­რედ ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და გო­ჩას დე­და. მა­ი­კომ ჩა­ი­ღი­მა... სევ­დი­ა­ნად, სი­ნა­ნულ­ნა­რე­ვი მზე­რით.
_ აი, ასეა ჩე­მი საქ­მე, ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, ასე რომ, ნუ გე­ში­ნი­ათ, გო­ჩას მე ვერ წა­გარ­თ­მევთ.
ქა­ლი ხმას ვერ იღებ­და, დამ­ბ­ლა­და­ცე­მუ­ლი­ვით მის­ჩე­რე­ბო­და.
_ ის, უბ­რა­ლოდ, სი­ცოცხ­ლეს მი­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვებს, რო­ცა ჩემ გვერ­დი­თაა, ესაა და ეს.
_ რი­სი სიმ­სივ­ნეა? _ ისე ხმა­დაბ­ლა იკითხა ქალ­მა, რომ მა­ი­კომ ძლივს
გა­ი­გო­ნა.
_ ფილ­ტ­ვე­ბის.
_ დი­დი ხა­ნია?
_ ეს წე­ლი რომ და­იწყო, მა­შინ გა­ვი­გე, მა­ნამ­დე მეც არ ვი­ცო­დი.
_ და მე­რე? არა­ფე­რი შვე­ლის? ხომ არის რა­ღაც სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი...
_ ბო­ლო სტა­დი­ას სიკ­ვ­დი­ლის მე­ტი არა­ფე­რი შვე­ლის, _ კვლავ ჩა­ი­ღი­მა მა­ი­ამ.
_ გო­ჩას რა­ტომ არ უთხა­რი?
_ იმი­ტომ, რომ ინერ­ვი­უ­ლებ­და. იმი­ტომ, რომ და­მა­ძა­ლებ­და, იმ­კურ­ნა­ლეო. თა­ნაც, ისე­დაც ხომ გა­ი­გებს, რო­ცა დრო მო­ვა. ახ­ლა რა სა­ჭი­როა? ახ­ლა ისე­თი ბედ­ნი­ე­რია, მირ­ჩევ­ნია, გა­ვუ­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა.
_ ბედ­ნი­ე­რე­ბა? _ მო­უ­ლოდ­ნე­ლად სრუ­ლი გარ­და­სახ­ვა მოხ­და. წი­წი­ლებ­თან მყო­ფი კრუ­ხი რომ აიფოფ­რე­ბა სა­შიშ­რო­ე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბა­ზე, სწო­რედ ისე აიფოფ­რა მა­ნა­ნა. _ გა­უ­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო? და შენ ამას ეძა­ხი ბედ­ნი­ე­რე­ბას? და ამის მე­რე გინ­და მითხ­რა, რომ გო­ჩა გიყ­ვარს? ასე იცი შენ სიყ­ვა­რუ­ლი? იცი, რა და­ე­მარ­თე­ბა ჩემს შვილს, ამ ამ­ბავს რომ გა­ი­გებს? მოკ­ვ­დე­ბა, გეს­მის? მო-კვდე-ბა! შენ არ იც­ნობ მას წე­სი­ე­რად. წე­სი­ე­რად კი არა, სა­ერ­თოდ არ იც­ნობ. მი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბა­ზე კი არა, შე­ნი დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბის გა­ლა­მა­ზე­ბა­ზე ფიქ­რობ, თუ სი­მარ­თ­ლე გინ­და! ბედ­ნი­ე­რე­ბას გა­უ­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვებს ქალ­ბა­ტო­ნი! იცი, რა გა­და­ი­ტა­ნა გო­ჩამ ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე? იცი, რო­გო­რი მგრძნო­ბი­ა­რეა და რა ჩვი­ლი გუ­ლი აქვს? შენ გა­მო სხვა ქა­ლის­კენ არ გა­უ­ხე­დავს, ფიქ­რა­დაც არ გა­უვ­ლია ცო­ლის მოყ­ვა­ნა! შენ კი გათხო­ვე­ბაც მო­ას­წა­რი, ოჯა­ხიც შექ­მე­ნი, შვი­ლიც გა­ა­ჩი­ნე და... ჩე­მი ბი­ჭი კი ისევ მარ­ტოა, აუწყო­ბე­ლი ცხოვ­რე­ბით. ერ­თხელ გა­წი­რე და ახ­ლა მე­ო­რე­ჯე­რაც აპი­რებ მის გა­წირ­ვას.
მაია გა­ოგ­ნე­ბუ­ლი მის­ჩე­რე­ბო­და ქა­და­გად და­ვარ­დ­ნილ ქალს.
_ მე გავ­წი­რე? _ ოდ­ნავ ჩა­ახ­ვე­ლა და დი­ვან­ზე უფ­რო მო­ხერ­ხე­ბუ­ლად მო­კა­ლათ­და, მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლით სა­ხე­ლურს და­ეყ­რ­დ­ნო და რაც ძა­ლი და ღო­ნე ჰქონ­და, ჩა­აფ­რინ­და, თით­ქოს გა­უ­საძ­ლის­მა ტკი­ვილ­მა წა­მო­უ­ა­რა და უნ­და იკივ­ლო­სო. _ ეს ტყუ­ი­ლია, მაგ­რამ თუნ­დაც ასე იყოს, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩე­მი სურ­ვი­ლით არ გა­მი­წი­რავს. ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა. მე, პირ­ველ რიგ­ში, თქვენ გა­გი­წი­ეთ ან­გა­რი­ში. თქვენ მიბ­რ­ძა­ნეთ, არ გა­ბე­დოთ მი­სი ცო­ლო­ბა და გან­ზე გა­დე­ქი­თო.
_ მე ასე არ მით­ქ­ვამს, _ ხმა წა­ერ­თ­ვა ქალს და გა­ფით­რ­და.
_ ჰო, ასე არ გით­ქ­ვამთ, მაგ­რამ ქვე­ტექ­ს­ტი ამას ნიშ­ნავ­და. მე ხომ შე­უგ­ნე­ბე­ლი არ ვი­ყა­ვი და ეს თქვენ მშვე­ნივ­რად იცო­დით. იცო­დით, რომ მე ყვე­ლა­ფერს სწო­რად გა­ვი­გებ­დი და `შეგ­ნე­ბუ­ლად მო­ვე­კი­დე­ბო­დი ამ სა­კითხს~, _ ბო­ლო წი­ნა­და­დე­ბა პა­თე­ტი­კუ­რი ტო­ნით წარ­მოთ­ქ­ვა, თით­ქოს ვი­ღა­ცას გა­მო­ა­ჯავ­რაო, _ თქვენ რა იცით, მე რა გა­და­ვი­ტა­ნე გო­ჩას­თან გან­შო­რე­ბის შემ­დეგ? თქვენ რა იცით, მე რო­გორ გა­და­მი­ხა­და ცხოვ­რე­ბამ სა­მა­გი­ე­რო? თქვენ არა­ფე­რი არ იცით ჩემ შე­სა­ხებ, ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა! ამი­ტომ ნურც ჩემს გუ­შინ­დელ ნა­ბიჯს გან­ს­ჯით ასე ჰა­ი­ჰა­რად და ნურც დღე­ვან­დელს. უსინ­დი­სოდ და უნა­მუ­სოდ არ მიცხოვ­რია, აქამ­დე ისე მო­ვე­დი, თუმ­ცა, ვერ ვი­ა­მა­ყებ ჩე­მი თა­ვით, რად­გან მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა სხვი­სი სურ­ვი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას შე­ვა­ლიე, ოღონდ სხვა ყო­ფი­ლი­ყო კარ­გად, ოღონდ სხვას ჩემ გა­მო პრობ­ლე­მა არ შეჰ­ქ­მ­ნო­და და ყო­ველ­თ­ვის უკან ვი­ხევ­დი, ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზეც, სი­ხა­რულ­ზეც და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეც უარს ვამ­ბობ­დი. ხათ­რით ცხოვ­რე­ბამ დამ­ღუ­პა, სხვა კი არა­ფერ­მა. ბედ­ნი­ე­რი ამ დრომ­დე არ ვყო­ფილ­ვარ. პირ­ვე­ლად გან­ვი­ცა­დე მსგავ­სი რა­ღაც. ნუ მი­ყუ­რებთ ასე. ვი­ცი, რა შე­კითხ­ვაც გიტ­რი­ა­ლებთ ენის წვერ­ზე. გა­ნა იმ წლებ­ში, გო­ჩას­თან რომ ურ­თი­ერ­თობ­დი, ბედ­ნი­ე­რი არ იყა­ვიო? თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არ ვი­ყა­ვი, იმი­ტომ, რომ ჩვენ შო­რის ჩამ­დ­გა­რი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა მა­წუ­ხებ­და. დღეც და ღა­მეც მხო­ლოდ ამა­ზე ვფიქ­რობ­დი, ეს მამ­ძი­მებ­და. ამას ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით თქვე­ნი ზა­რიც და­ე­მა­ტა და მორ­ჩა, იქ ჩაქ­რა იმე­დის ბო­ლო ნა­პერ­წ­კა­ლიც.
_ მა­შინ სხვა დრო იყო, მე...
_ ვი­ცი, რომ სხვა დრო იყო. ვი­ცი, რომ გე­ში­ნო­დათ, რას იტყოდ­ნენ ნა­თე­სა­ვე­ბი, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი, რო­ცა ასა­კით უფ­როს რძალს შე­მო­იყ­ვან­დით სახ­ლ­ში. მეც ამი­ტომ გა­გე­რი­დეთ. სი­მარ­თ­ლე თუ გინ­დათ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გო­ჩა თავს არ და­მა­ნე­ბებ­და და სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც მა­ი­ძუ­ლებ­და, გავ­ყო­ლო­დი, მაგ­რამ შევ­ც­დი, რო­გორც ჩანს, თქვენ ბევ­რად მე­ტი გავ­ლე­ნა გქონ­დათ მას­ზე, ვიდ­რე მე­გო­ნა. ვერ გავ­თ­ვა­ლე.
_ არა, არ ხარ მარ­თა­ლი, მაია, მე მას­ზე გავ­ლე­ნა არას­დ­როს მქო­ნია.
_ მარ­თ­ლა? მა­შინ, გა­მო­დის, რომ მა­საც არ ვყვა­რე­ბი­ვარ ძლი­ე­რად. მე რომ კა­ცი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ისე მყვა­რე­ბო­და ქა­ლი, რო­გორც მე თქვე­ნი შვი­ლი მიყ­ვარ­და, მოს­ვე­ნე­ბას არ მივ­ცემ­დი და ჩემ­სას გა­ვი­ტან­დი.
მა­ნა­ნამ წარ­ბე­ბი შე­ყა­რა და გამ­ჭო­ლი მზე­რა მი­აპყ­რო.
_ ის ბავ­შ­ვი იყო, რო­გორ არ გრცხვე­ნია, ასე რომ ლა­პა­რა­კობ? ვინ, ვინ და, შენ მა­ინც იცი, რო­გორ გიჟ­დე­ბო­და შენ­ზე. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ჯარ­ში წა­ვი­და და თა­ნაც, სად! გა­და­სა­კარ­გავ­ში! დღე­და­ღამ ვლო­ცუ­ლობ­დი, ოღონდ ცოცხა­ლი დამ­ბ­რუ­ნე­ბო­და.
_ ვი­ცი ეგ ყვე­ლა­ფე­რი, თვი­თონ მო­მიყ­ვა, _ მა­ი­კომ თა­ვი ჩა­ხა­რა და სა­ხე­ლურს ხე­ლი აუშ­ვა. მა­შინ­ვე შვე­ბა იგ­რ­ძ­ნო და უნებ­ლი­ეთ თი­თებ­ზე და­ი­ხე­და, რო­მე­ლიც და­ბუ­ჟე­ბო­და. თით­ქოს ზუ­ზუ­ნი გა­უ­დი­ო­და მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლის მტე­ვანს. სა­თი­თა­ოდ მო­ის­რი­სა თი­თე­ბი, რომ სისხლს მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცე­მო­და.
_ იმას თუ მო­გიყ­ვა, კი­ნა­ღამ რომ გა­დაჰ­ყ­ვა მა­მა­მისს? იცი, რომ დღე­საც კი, ყო­ველ წე­ლი­წადს ახალ წელს მო­ნას­ტერ­ში ხვდე­ბა? დღემ­დე ვერ მო­უ­ნე­ლე­ბია ეს ტკი­ვი­ლი. ახ­ლა კი­დევ შე­ნი ამ­ბა­ვი... ამას უკ­ვე ვე­ღარ გა­და­ი­ტანს. ამას ვე­ღარ გა­უძ­ლებს მი­სი გუ­ლი. არა, არა, მა­ი­კო, დე­დაშ­ვი­ლუ­რად გთხოვ, რაც გინ­და, ის და­არ­ქ­ვი ამ თხოვ­ნას, ოღონდ უარი არ მითხ­რა! აღარ შეხ­ვ­დე გო­ჩას, უთხა­რი, რომ არ გიყ­ვარს, უთხა­რი, რომ... არ ვი­ცი, რაც გინ­და, ის უთხა­რი, ოღონდ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გაწყ­ვი­ტე. არ მინ­და, ჩე­მი შვი­ლი შენს სიკ­ვ­დილს წა­ეს­წ­როს. მა­პა­ტიე, ამას რომ გე­უბ­ნე­ბი, ღმერ­თ­მა დიდ­ხანს გამ­ყო­ფოს, მაგ­რამ... მე ჩე­მი შვი­ლი ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია. მის გარ­და არა­ვინ მყავს ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ნუ­გე­შად ის­ღა დამ­რ­ჩა.
მა­ი­კომ იგ­რ­ძ­ნო, სადღაც შიგ­ნით, სხე­ულ­ში, რო­გორ გა­და­ი­კე­ტა რა­ღაც. ისე­თი რა­ღაც, რაც სუნ­თ­ქ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და. თით­ქოს ოთა­ხი­დან უეც­რად ჟან­გ­ბა­დი ამო­ტუმ­ბეს. პი­რი გა­ა­ღო, ჰა­ე­რი რომ ჩა­ე­სუნ­თ­ქა, მაგ­რამ მხო­ლოდ ხვე­ლა აუტყ­და. ყელ­ზე წა­ივ­ლო ხე­ლი, თვა­ლე­ბი აატ­რი­ა­ლა, უმ­წე­ოდ შე­ხე­და მის წინ მჯდარ ქალს და დივ­ნი­დან ჩა­მო­ცურ­და. ფან­ჯ­რის­კენ გა­ფორ­თხ­და, იქ ეძებ­და შვე­ლას, გა­რეთ, ღია ფან­ჯა­რა­ში, ხის კენ­წე­რო­ებ­თან.
მა­ნა­ნა გა­ხევ­და. ასე­თი სცე­ნის შემ­ს­წ­რე არას­დ­როს ყო­ფი­ლა. ცო­ტა არ იყოს, და­იბ­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად იფიქ­რა, ალ­ბათ სი­მუ­ლან­ტობს, რომ თა­ვი შე­მა­ცო­დო­სო, მაგ­რამ რო­ცა და­ი­ნა­ხა, რომ მა­ი­ას ცხვი­რი­დან სის­ხ­ლი წას­კ­და, მიხ­ვ­და, რომ საქ­მე სე­რი­ო­ზუ­ლად იყო.
ფეხ­ზე წა­მოხ­ტა და მა­ი­კოს მი­ვარ­და.
_ მითხა­რი, რა გა­ვა­კე­თო, მითხა­რი, ამ დროს რა გშვე­ლის? მითხა­რი, მითხა­რი! _ თა­ვი და­უ­ჭი­რა და სა­ხე­ზე რამ­დენ­ჯერ­მე შე­მოჰ­კ­რა გაშ­ლი­ლი ხე­ლის­გუ­ლი.
_ წყა­ა­ა­ლი! _ ამო­ი­ხავ­ლა მა­ი­ამ და ისე­თი ხვე­ლა აუტყ­და, მუხ­ლებ­ზე მდგარ­მა წო­ნას­წო­რო­ბა ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და ძა­ლა­გა­მო­ლე­უ­ლი იატაკ­ზე და­ვარ­და.
მა­ნა­ნა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ვარ­და, გაზ­ქუ­რა­ზე შე­მო­დე­ბულ ჩა­ი­დანს ხე­ლი და­ავ­ლო და მო­სინ­ჯა, ეს­ხა თუ არა შიგ წყა­ლი. რო­ცა ჩა­ი­და­ნი ემ­ძი­მა, უკან გა­მო­ვარ­და და ძირს გაშ­ხ­ლარ­თულ მა­ი­ას პეშ­ვით აპ­კუ­რა წყლის წვე­თე­ბი, მაგ­რამ რო­ცა ამან შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო, მთე­ლი ჩა­ი­და­ნი სა­ხე­ზე და­ა­პირ­ქ­ვა­ვა.
მა­ი­კო რამ­დე­ნი­მე წუ­თი ებ­რ­ძო­და უჰა­ე­რო­ბას. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, კრი­ზის­მა გა­და­ი­ა­რა და ხმა­უ­რით ამო­ი­სუნ­თ­ქა.
ოფ­ლ­ში გახ­ვით­ქუ­ლი მა­ი­კო მა­ნა­ნამ ძლივს მი­იყ­ვა­ნა დივ­ნამ­დე და წა­მო­აწ­ვი­ნა. მე­რე ჩა­ის ტი­ლო­თი სის­ხ­ლი­ა­ნი სა­ხე, გულ­მ­კერ­დი და მკლა­ვე­ბი გა­უწ­მინ­და და მზრუნ­ვე­ლად მი­ა­ჩერ­და.
_ მად­ლო­ბა ღმერ­თო, რომ არ გამ­წი­რე და ამ ბავ­შ­ვის სიკ­ვ­დილს არ შე­ვეს­წა­რი, _ ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა სი­სუს­ტის­გან აცახ­ცა­ხე­ბულ­მა და პირ­ჯ­ვა­რი გა­და­ი­სა­ხა, _ ხში­რად გე­მარ­თე­ბა ასე?
_ ასე­თი გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ჯერ არ მქო­ნია, _ ძლივს გა­სა­გო­ნი ხმით მი­უ­გო და თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა. იმ­წამ­ს­ვე ღაწ­ვებ­ზე ორი მსხვი­ლი ცრემ­ლი ჩა­მო­უ­გორ­და. ტი­რი­ლის შე­სა­კა­ვებ­ლად ნერ­წყ­ვი გა­დაყ­ლა­პა და ჰა­ე­რი რაც შე­ეძ­ლო, ღრმად ჩა­ი­სუნ­თ­ქა.
_ უკეთ ხარ? _ მა­ნა­ნამ შუბ­ლ­ზე ხე­ლი გა­და­უს­ვა.
_ კარ­გად ვარ, ახ­ლა არა­ფე­რი მი­ჭირს, _ მა­ი­კომ წა­მოჯ­დო­მა სცა­და.
_ რას შვრე­ბი, შვი­ლო, იწე­ქი, ნუ დგე­ბი! _ შეშ­ფოთ­და მა­ნა­ნა.
_ ჯდო­მა უკე­თე­სია, და­წო­ლილს უფ­რო მი­ჭირს სუნ­თ­ქ­ვა, _ თქვა მა­ი­ამ და წა­მოჯ­და თუ არა, რბილს სა­ზურ­გეს მი­ეყ­რ­დ­ნო და ხე­ლე­ბი თავ­ზე შე­მო­იჭ­დო.
ერ­თხანს ჩუ­მად ის­ხ­დ­ნენ. ორი­ვე თა­ვის ფიქრს მის­ცე­მო­და. ბო­ლოს სი­ჩუ­მე მა­ი­ამ და­არ­ღ­ვია:
_ თქვენ წა­დით, ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, მე ყვე­ლა­ფერს ისე გა­ვა­კე­თებ, რო­გორც თქვენ მთხო­ვეთ.
_ მე ამას...
_ ახ­ს­ნა არ არის სა­ჭი­რო, _ გა­აწყ­ვე­ტი­ნა, _ თქვე­ნი ბრა­ლი არ არის, რაც და­მე­მარ­თა. ეს ამ და­ა­ვა­დე­ბის თა­ნამ­დე­ვი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც აწი უფ­რო და უფ­რო გახ­შირ­დე­ბა. თქვენ მარ­თა­ლი ხართ, არ ვიქ­ცე­ვი სწო­რად. კი­დევ ერ­თხელ და­გი­ჯე­რებთ და ყვე­ლა­ფერს მო­ვაგ­ვა­რებ, გპირ­დე­ბით. დი­დი მად­ლო­ბა დახ­მა­რე­ბის­თ­ვის. _ ბო­ლო სიტყ­ვე­ბი საკ­მა­ოდ ცი­ვად წარ­მოთ­ქ­ვა, რი­თიც აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა, რომ მი­სი იქ ყოფ­ნა მა­ი­ას­თ­ვის ზედ­მე­ტი იყო.
ქა­ლი ხმის ამო­უ­ღებ­ლად დას­წ­ვ­და თა­ვის ხელ­ჩან­თას, ნახ­ვამ­დი­სო, ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და უხ­მა­უ­როდ გა­ვი­და...
მა­ი­კომ სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მთა­ვა­რი არ იყო, რას ეტყო­და გო­ჩას, რო­გორ, რა მი­ზე­ზით და­შორ­დე­ბო­და. მთა­ვა­რი ის იყო, რომ მის­თ­ვის ცხოვ­რე­ბა კი­დევ ერ­თხელ დამ­თავ­რ­და... ამ­ჯე­რად ისე, რომ მი­სი ხე­ლახ­ლა დაწყე­ბა სა­ბო­ლო­ოდ იყო დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი....

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გო­ჩას რამ­დე­ნი­მე დღე მა­ინც ვერ შე­ე­ლია. ვერ შეძ­ლო მის­თ­ვის იმის თქმა, შენ­თან ცხოვ­რე­ბა აღარ მინ­დაო. იმ სა­ღა­მოს გო­ჩა ისე­თი მხი­ა­რუ­ლი მო­ვი­და, ისე გა­ცის­კ­როვ­ნე­ბო­და თვა­ლე­ბი, მა­ი­კომ ხმა ვერ ამო­ი­ღო.
შემ­დეგ დიდ­ხანს იფიქ­რა. აანა­ლი­ზებ­და, რო­გორ ჯობ­და. რა უფ­რო ატ­კენ­და გო­ჩას გულს _ მი­სი მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სიკ­ვ­დი­ლის ამ­ბა­ვი თუ მა­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­შო­რე­ბა? რო­მე­ლი უფ­რო ძნე­ლად მო­სა­ნე­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მის­თ­ვის? თუ ახ­ლა და­შორ­დე­ბო­და, იქ­ნებ შეს­ძუ­ლე­ბო­და კი­დეც მა­მა­კაცს, ეს ხომ მე­ო­რედ ხე­ლის კვრა გა­მო­დი­ო­და? ასეთ რა­მეს კა­ცე­ბი, ზო­გა­დად, არ ჰპა­ტი­ო­ბენ ქა­ლებს.
რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ვა­რი­ანტს... და­ფიქ­რე­ბად ღირ­და. მარ­თა­ლია, გო­ჩას­თ­ვის უმ­ძი­მე­სი დარ­ტყა იქ­ნე­ბო­და, რო­ცა სი­მარ­თ­ლეს გა­ი­გებ­და, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, თან­და­თან შე­ეჩ­ვე­ო­და ახალ მდგო­მა­რე­ო­ბას და თან გა­მუდ­მე­ბით მის გვერ­დით იქ­ნე­ბო­და. მის­თ­ვის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღარ იქ­ნე­ბო­და. ჩემს შვილს არ იც­ნო­ბო... პი­რი­ქით, იმა­ზე უკეთ იც­ნობს, ვიდ­რე დე­და­მისს ჰგო­ნია. გო­ჩას მო­უ­ლოდ­ნე­ლი ტკი­ვი­ლი აში­ნებს და არა შეჩ­ვე­უ­ლი. ამას კარ­გად ხვდე­ბა მა­ი­კო. მა­თი და­შო­რე­ბაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და მა­შინ, მა­მა­მი­სიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. დე­და­მი­სი ცო­ტა უფ­რო გო­ნი­ე­რი ქა­ლი რომ იყოს და თა­ვი­სი შვი­ლის ში­ნა­გან სამ­ყა­როს უკეთ იც­ნობ­დეს, ამას იოლად მიხ­ვ­დე­ბო­და... მაგ­რამ ვერ ხვდე­ბა...
მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ი­კომ ქა­ლის­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. უფ­რო იმი­ტო­მაც გა­დაწყ­ვი­ტა, რომ წიგ­ნი თით­ქ­მის და­ამ­თავ­რა, შე­ტე­ვებ­მა კი მო­უხ­ში­რა, ამი­ტომ დრო­ზე უნ­და მი­ე­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და ლე­ო­ნის­თ­ვის საქ­მის შეს­რუ­ლე­ბის თა­რი­ღი სას­წ­რა­ფოდ და­ეთ­ქ­ვა.
იმ ღა­მეს­ვე დაჯ­და და ან­დერ­ძის წე­რას შე­უდ­გა. რამ­დენ­ჯერ­მე და­წე­რა და და­ხია, ყო­ველ ჯერ­ზე რა­ღაც არ მოს­წონ­და. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, დაკ­მა­ყო­ფილ­და.
მე­ო­რე დღეს თა­ვი­სი უბ­ნის სა­ნო­ტა­რო ბი­უ­რო­ში მი­ვი­და და ან­დერ­ძი ნო­ტა­რი­უ­ლად და­ა­მოწ­მე­ბი­ნა. შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ან­დერ­ძი თა­ვის პირ­ველ გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში ჩა­დო, ხო­ლო წიგ­ნი სა­წერ მა­გი­და­ზე შე­მო­დო. ასე ან­დერ­ძის პოვ­ნა არ გაძ­ნელ­დე­ბო­და.
ამა­სო­ბა­ში გო­ჩა სა­მი დღით ისევ და­ი­კარ­გა. იმ სამ დღე­ში მა­ი­ას შე­ტე­ვა კი­დევ ერ­თხელ გა­უ­მე­ორ­და. ძნე­ლი იყო მარ­ტო მყო­ფის­თ­ვის კრი­ზი­სუ­ლი წუ­თე­ბის გა­და­ტა­ნა, მაგ­რამ არ სურ­და, მის გვერ­დით ასეთ დროს ვინ­მე ყო­ფი­ლი­ყო. თა­ვის პრობ­ლე­მებს მარ­ტო სურ­და გამ­კ­ლა­ვე­ბო­და.
რო­გორც იქ­ნა, გო­ჩა დაბ­რუნ­და. მა­ი­კოს გუ­ლი აუჩ­ქარ­და, რო­ცა მა­მა­კაც­მა და­უ­რე­კა და უთხ­რა, მივ­ლი­ნე­ბი­დან ჩა­მო­ვე­დი და ერთ სა­ათ­ში შენ­თან გავ­ჩ­ნ­დე­ბიო.
ასე არას­დ­როს დახ­ვედ­რია. ხე­ლე­ბი გა­შა­ლა, ჩა­ე­ხუ­ტა და რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მო­შო­რე­ბია... თით­ქოს ემ­შ­ვი­დო­ბე­ბო­და... თით­ქოს სურ­და, სა­მუ­და­მოდ და­ე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა მი­სი სურ­ნე­ლი... მი­სი სით­ბო... მი­სი გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე...
_ რა იყო, მაო, რა­მე მოხ­და? _ გო­ჩამ ფრთხი­ლად ჩა­მო­ი­ღო მხრე­ბი­დან მი­სი მკლა­ვე­ბი და სა­ხე­ში შე­აც­ქერ­და.
_ არა, არა­ფე­რი... უფ­რო სწო­რად, რა­ღაც მოხ­და, მაგ­რამ ისე­თი არა­ფე­რი... უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო წვრილ­მა­ნი, _ გა­ღი­მე­ბა სცა­და, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და.
_ აბა, ერ­თი მო­მი­ყე­ვი, რა მოხ­და... _ გო­ჩამ სკა­მი სწრა­ფად გა­მოს­წია, დაჯ­და და მა­ი­კო მუხ­ლებ­ზე და­ის­ვა, თან მის მკლა­ვებს ტუ­ჩე­ბით და­უწყო მო­ფე­რე­ბა.
_ პირ­ველ რიგ­ში ის, რომ წიგ­ნი თით­ქ­მის და­ვამ­თავ­რე, ერ­თი თა­ვი დამ­რ­ჩა და ეგ არის. მე­რე წა­ვი­კითხავ, გა­ვას­წო­რებ და გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გავ­გ­ზავ­ნი.
_ ასე­თი კარ­გი ამ­ბე­ბი თუ უნ­და მითხ­რა, გა­აგ­რ­ძე­ლე, გა­აგ­რ­ძე­ლე, მე ყუ­რადღე­ბით გის­მენ.
_ რა სა­სი­ა­მოვ­ნოა ჩე­მი მოს­მე­ნა, კარ­გი რა, _ ჩა­ი­ცი­ნა.
_ რა სა­სი­ა­მოვ­ნოა? შენ, მგო­ნი, არც იცი, რომ არა მარ­ტო სმე­ნას, არა­მედ მზე­რა­საც ატ­კ­ბობ, _ წარ­მოთ­ქ­ვა გო­ჩამ, ქა­ლი თა­ვის­კენ მო­ი­ზი­და და მკერ­დ­ზე მძლავ­რად მი­იკ­რა. მა­მა­კა­ცის გულ­ზე და­ვა­ნე­ბუ­ლი მა­ი­კო მის გახ­ში­რე­ბულ გუ­ლის­ცე­მას მკა­ფი­ოდ გრძნობ­და. _ რო­გორ მე­ნატ­რე­ბი ხოლ­მე, წარ­მოდ­გე­ნაც არა გაქვს, _ გო­ჩამ ცხვი­რი მის ცხვირს გა­უ­ხა­ხუ­ნა და ტუ­ჩებ­ზე წა­ე­ტა­ნა, მაგ­რამ მა­ი­კომ ამ­ჯე­რად აღარ და­ა­ნე­ბა.
_ მო­ი­ცა, რა­ღაც უნ­და გითხ­რა... _ თა­ვი გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა მი­სი მკლა­ვე­ბის­გან და ად­გა.
გო­ჩას მი­სი ტო­ნი არ მო­ე­წო­ნა, გულ­მა რა­ღაც უგ­რ­ძ­ნო.
_ რა უნ­და მითხ­რა ასე­თი.... _ თვა­ლი თვალ­ში გა­უ­ყა­რა.
მა­ი­კომ მზე­რა აარი­და, ტუ­ჩე­ბი ენის წვე­რით გა­ი­ლო­კა და დი­ვან­ზე ჩა­მოჯ­და. მე­რე გან­ზე გა­ი­ხე­და, თი­თე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­დახ­ლარ­თა, სახ­ს­რე­ბი გა­ატ­კა­ცუ­ნა, მე­რე ისევ გო­ჩას შე­ხე­და...
მიხ­ვ­და გო­ჩა, რაც ხდე­ბო­და. მიხ­ვ­და, რომ იგი­ვე მე­ორ­დე­ბო­და, რაც ოცი წლის წინ.
_ ამ­ჯე­რად ვინ­ღაა მი­ზე­ზი? _ ყრუდ იკითხა.
მა­ი­კომ არ უპა­სუ­ხა.
_ ახ­ლა მა­ინც ვერ და­აბ­რა­ლებ დე­და­ჩემს, ხომ ასეა? _ ცო­ტა არ იყოს, აგ­დე­ბუ­ლად მი­მარ­თა. ისეთ ხა­სი­ათ­ზე დად­გა, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ამ­ტ­ვ­რევ­და ყვე­ლა­ფერს, რაც ხელ­ში მოხ­ვ­დე­ბო­და.
_ ასეა, _ ამო­ი­ოხ­რა მა­ი­კომ და თა­ვი ჩა­ღუ­ნა.
_ რა­ტომ, მაი, რა­ტომ? _ გო­ჩამ სკა­მი მის­კენ მი­ა­ჩო­ჩა და მი­სი ხე­ლე­ბი ჩაბღუ­ჯა, _ არ გიყ­ვარ­ვარ? მითხა­რი, თუ არ გიყ­ვარ­ვარ და ყვე­ლა­ფერს გა­ვი­გებ.
მა­ი­ამ ოდ­ნავ შე­ა­ქა­ნა თა­ვი, რო­მე­ლიც ჯე­რაც დახ­რი­ლი ჰქონ­და. თმა­ჩა­მოშ­ლილს სა­ხე არ უჩან­და და ეს შვე­ბას ჰგვრი­და. უძ­ნელ­დე­ბო­და ტყუ­ი­ლის თქმა, თა­ნაც ისე­თი ტყუ­ი­ლის, რო­მე­ლიც მა­მა­კაცს გა­ნად­გუ­რე­ბას უქად­და.
_ სიყ­ვა­რუ­ლი არა­ფერ შუ­ა­შია, გო­ჩა. უბ­რა­ლოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან მივ­დი­ვარ... მარ­თა­ლია, არა სა­მუ­და­მოდ, მაგ­რამ არ ვი­ცი, რო­დის დავ­ბ­რუნ­დე­ბი. სა­მუ­შა­ოს კარ­გი ვა­რი­ან­ტი გა­მო­მიჩ­ნ­და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში, მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი ერ­თად უნ­და წა­ვი­დეთ. იმან იშო­ვა. წა­უს­ვ­ლე­ლო­ბა არ ივარ­გებს. თა­ნაც, ფუ­ლი მჭირ­დე­ბა. ჩემ­მა შვილ­მა და­მი­რე­კა დღეს, დახ­მა­რე­ბა მთხო­ვა. ორი დღეა, ბან­კებ­ში დავ­რ­ბი­ვარ და რო­გორც იქ­ნა, შევ­ძე­ლი სეს­ხის გა­მო­ტა­ნა. და­ფარ­ვა ხომ უნ­და ამ სესხს.
_ რამ­დე­ნი გა­მო­ი­ტა­ნე? რა­ტომ არ მითხა­რი? და­გეხ­მა­რე­ბო­დი. უფუ­ლო­ბას რომ არ ვუ­ჩი­ვი, ხომ იცი?
_ არა, ამ საქ­მე­ში შე­ნი ჩა­რე­ვა არ მინ­და. ეს ჩე­მი პრობ­ლე­მაა, ისე­თი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც შენ არა­ნა­ი­რად არ გე­ხე­ბა და ნუ­ღარ ვი­ლა­პა­რა­კებთ ამა­ზე, კარ­გი?
ოთახ­ში სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. გო­ჩა ოდ­ნავ წინ წახ­რი­ლი იჯ­და და მარ­ცხე­ნა ფეხს ნერ­ვი­უ­ლად აქა­ნა­ვებ­და.
_ არ მინ­და, წახ­ვი­დე, _ შეც­ვ­ლი­ლი ხმით ამოთ­ქ­ვა.
მა­ი­კომ ნერ­წყ­ვი ძლივს გა­და­ა­გო­რა. იგ­რ­ძ­ნო, რო­გორ უძ­ნელ­დე­ბო­და სუნ­თ­ქ­ვა.
_ არც მე მინ­და, მაგ­რამ არ გა­მო­ვა. ახ­ლა ეს აუცი­ლე­ბე­ლია, სხვა გზა არ მრჩე­ბა.
_ რო­დის მი­დი­ხართ?
_ ერთ კვი­რა­ში ალ­ბათ, მაქ­სი­მუმ, ათ დღე­ში.
_ მა­ნამ­დე...
_ არა! _ ხმა­მა­ღა­ლი შე­ძა­ხი­ლით გა­აწყ­ვე­ტი­ნა, _ ეს ათი დღე იმის­თ­ვის მჭირ­დე­ბა, რომ შენ­თან გან­შო­რე­ბას რო­გორ­მე შე­ვე­გუო. იქ, უცხო მი­წა­ზე გა­მი­ჭირ­დე­ბა. ამი­ტომ დღე­ის იქით აღარ მოხ­ვი­დე, კარ­გი? შემ­პირ­დი, რომ აღარ მოხ­ვალ, _ ქალს თვა­ლე­ბი ცრემ­ლით აევ­სო და ტუ­ჩე­ბი აუკან­კალ­და. ცო­ტაც და აღ­რი­ალ­დე­ბო­და.
გო­ჩამ ყბე­ბი ძლი­ე­რად მო­კუ­მა, მარ­ცხე­ნა ლო­ყის ქვე­მოთ კუნ­თი აუთა­მაშ­და.
_ მპირ­დე­ბი? _ არ ეშ­ვე­ბო­და მა­ი­კო.
_ იცი, რა? ხომ არ მატყუ­ებ? იქ­ნებ სხვა რა­მეა მი­ზე­ზი და მი­მა­ლავ? იქ­ნებ სხვას ხვდე­ბი და გი­ჭირს ამის თქმა? _ ვე­ღარ მო­ით­მი­ნა გო­ჩამ და სწო­რედ ის შე­კითხ­ვა დას­ვა, რომ­ლის პა­სუ­ხიც ყვე­ლა­ზე მე­ტად აღელ­ვებ­და.
მა­ი­კოს თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და.
_ სხვა არც არას­დ­როს მყო­ლია. და­ი­ჯე­რებ თუ არა, შე­ნი პრობ­ლე­მაა, _ მშრა­ლად წარ­მოთ­ქ­ვა, ად­გა და ამა­ყად თა­ვა­წე­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვი­და.
წყა­ლი და­ის­ხა. ისე ხარ­ბად სვამ­და, თით­ქოს მთე­ლი თვეა, არ და­უ­ლე­ვიაო. სუნ­თ­ქ­ვა ისევ უძ­ნელ­დე­ბო­და. ღმერთს შეს­თხოვ­და, ოღონდ ახ­ლა არ და­მარ­თო­და შე­ტე­ვა, ოღონდ ეს სა­ღა­მო მშვი­დად ჩა­ე­თა­ვე­ბი­ნა...
სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თი დაჰ­ყო სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. არ იცო­და, უკან მიბ­რუ­ნე­ბულს რა­ღა უნ­და ეთ­ქ­ვა. ასე­თი და ამ დო­ზით ტყუ­ი­ლი არას­დ­როს უთ­ქ­ვამს, არ დას­ჭირ­ვე­ბია. არც აპი­რებ­და. რო­ცა გო­ჩამ ღა­ლატ­ში სცა­და მი­სი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, სწო­რედ მა­შინ მო­ა­ფიქ­რ­და... და­ნარ­ჩე­ნი გზა­დაგ­ზა, უცებ მო­ი­ფიქ­რა.
ვი­თომ და­ა­ჯე­რა? წა­ვა? დარ­ჩე­ბა? მა­ი­კო მის კი­დევ, თუნ­დაც ცო­ტა ხნით დარ­ჩე­ნას ვე­ღარ გა­უძ­ლებ­და. შე­ე­შინ­და, უკან არ და­ე­ხია. რო­გორც იქ­ნა, გამ­ბე­და­ო­ბა მო­იკ­რი­ბა და გა­მო­ვი­და... მაგ­რამ ოთა­ხი ცა­რი­ე­ლი დახ­ვ­და... გო­ჩა იქ აღარ იყო...
ჯერ შვე­ბით ამო­ი­სუნ­თ­ქა... მე­რე ამო­ი­ოხ­რა, მე­რე კი... ყელ­თან მობ­ჯე­ნილ ცრემ­ლებს გზა მის­ცა...

ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე შე­ტე­ვე­ბი უფ­რო და უფ­რო გა­უხ­შირ­და. ძლივს ჩა­ამ­თავ­რა წიგ­ნი, ძლივს გა­და­ი­კითხა და ჩა­ას­წო­რა, მე­რე კი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტით გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტორს გა­და­უგ­ზავ­ნა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­უ­რე­კა თე­მოს და მო­უყ­ვა, რა დღე­შიც იყო.
თე­მომ მას­ზე ისევ იზ­რუ­ნა. იმა­ვე სა­ღა­მოს ეს­ტუმ­რა, ხე­ლით სა­სუნ­თ­ქი აპა­რა­ტი მო­უ­ტა­ნა და აუხ­ს­ნა, რო­გორ უნ­და მო­ეხ­მა­რა იგი სა­ჭი­რო­ე­ბის დროს. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ასე­თი აპა­რა­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თო­ბა იყო და იგი თე­მოს ერთ-ერ­თ­მა პა­ცი­ენ­ტ­მა ამე­რი­კი­დან სა­ჩუქ­რად ჩა­მო­უ­ტა­ნა.
აპა­რატ­მა მა­ი­კოს სა­ო­ცა­რი შვე­ბა მოჰ­გ­ვა­რა. მი­სი დახ­მა­რე­ბით ცხოვ­რე­ბა თით­ქოს კვლავ კა­ლა­პოტ­ში ჩად­გა... მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­რე­შე... გო­ჩას გა­რე­შე, რად­გან იგი აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა...
ახ­ლა ლე­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბა­ღა რჩე­ბო­და და მა­ი­კომ დრო აღარ და­კარ­გა...


ავტორი სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა ეპიზოდი
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
N
ამის მერე. რა. ხდება
00:45 / 28-08-2019
გამოხმაურება / 0 /
Tamar
Zalian momewona
14:38 / 26-08-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93