ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი XV)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი XV)
სა­მი დღე ამა­ოდ ცდი­ლობ­და, ლე­ო­ნის­თ­ვის ხმა მი­ეწ­ვ­დი­ნა. კი­ლე­რი კონ­ტაქ­ტ­ზე აღარ გა­მო­დი­ო­და.
ხან დრო მო­ვი­დაო, მის­წე­რა, ხან საჩ­ქა­რო საქ­მეაო, რაც შე­იძ­ლე­ბა, მა­ლე შე­მო­მეხ­მი­ა­ნეო... აფო­რი­აქ­და. იქ­ნებ მოჰ­ბეზ­რ­და ლო­დი­ნი და ხე­ლი ჩა­იქ­ნია? მა­ი­კოს თავ­გ­ზა აებ­ნა. რა უნ­და ექ­ნა, ლე­ო­ნი რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო? ვის­თ­ვის მი­ე­მარ­თა დახ­მა­რე­ბის­თ­ვის? ჯერ ტკი­ვი­ლე­ბი არ ჰქონ­და, მაგ­რამ უჰა­ე­რო­ბა? შე­მო­ტე­ვის დროს რომ იგუ­დე­ბო­და, გა­ნა ტკი­ვილ­ზე ნაკ­ლე­ბი ასა­ტა­ნი იყო? დღეს დი­ლით კი უარე­სი მოხ­და - ცხვი­რი­დან სის­ხ­ლ­დე­ნა და­ეწყო, მე­რე აღე­ბი­ნა და პი­რი­და­ნაც სის­ხ­ლი ამო­ან­თხია. ეს უკ­ვე აღ­სას­რუ­ლის
მო­ახ­ლო­ე­ბას ნიშ­ნავ­და. მი­სი სი­ცოცხ­ლის დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი წუ­თებს ით­ვ­ლი­და.
მე­სა­მე ღა­მეს, რო­გორც იქ­ნა, ლე­ო­ნის პა­სუ­ხი მო­უ­ვი­და.
- რო­დის?
მა­ი­კომ სწრა­ფად გა­და­ით­ვა­ლა დღე­ე­ბი. რამ­დე­ნი­მე დღე კი­დევ სჭირ­დე­ბო­და. პირ­ველ რიგ­ში, თა­ი­ას­თ­ვის უნ­და და­ე­რე­კა, გა­მომ­შ­ვი­დო­ბე­ბო­და. ან­დერ­ძის ამ­ბავ­საც ეტყო­და და თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­საც აუხ­ს­ნი­და. მე­რე გო­ჩას­თ­ვი­საც უნ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა წე­რი­ლი - უსა­ხე­ლო, უმი­სა­მარ­თო და მა­გი­და­ზე, გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას და­ე­დო, თა­ვის ერთ-ერთ წიგ­ნ­ში ჩა­დე­ბუ­ლი, უფ­რო სწო­რად ჩა­წე­ბე­ბუ­ლი, რომ შემ­თხ­ვე­ვით არ გად­მო­ვარ­დ­ნი­ლი­ყო. წიგნს კი მე­ო­რე გვერ­დ­ზე წა­ა­წერ­და: "სახ­სოვ­რად გო­ჩას" და იქ­ვე მა­მა­კა­ცის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს მი­ა­წერ­და, რომ ვინ­მეს მის­თ­ვის გა­და­ე­ცა. ის კი წე­რილს აუცი­ლებ­ლად იპო­ვი­და.
ამის­თ­ვის ალ­ბათ სა­მი დღე მა­ინც დას­ჭირ­დე­ბო­და.
- ხუთ­შა­ბათს, ორ სა­ათ­ზე. ის ზუს­ტად ამ დროს სახ­ლი­დან გა­მო­ვა. - მის­წე­რა პა­სუ­ხად.
- გა­სა­გე­ბია.
- ფუ­ლი რო­დის გად­მო­გი­რიცხო?
- ფუ­ლი?.. მე­რე, რო­ცა საქ­მე მომ­თავ­რ­დე­ბა.
- არა, მე­რე არ გა­მო­ვა. ახ­ლა­ვე უნ­და გა­მო­მიგ­ზავ­ნო მო­ნა­ცე­მე­ბი. ხომ შე­იძ­ლე­ბა, გა­და­გაგ­დო?
- ჩე­მი გა­დაგ­დე­ბა იოლი არ არის. - "გა­უ­ღი­მა" ლე­ონ­მა.
- გა­მო­მიგ­ზავ­ნე ან­გა­რი­შის ნო­მე­რი.
რამ­დე­ნი­მე წამ­ში ლე­ონ­მა ან­გა­რი­შის ნო­მე­რი გად­მო­უგ­ზავ­ნა - მა­ი­ას­თ­ვის უც­ნო­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რეკ­ვი­ზი­ტე­ბი.
- ხვალ ფუ­ლი ამ ან­გა­რიშ­ზე დაჯ­დე­ბა. მშვი­დო­ბით! სა­სი­ა­მოვ­ნო იყო შენ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა! - გა­ე­ხუმ­რა და ღი­მი­ლი და­უ­ხა­ტა.
მორ­ჩა, ეს საქ­მეც მო­აგ­ვა­რა. ახ­ლა შე­უძ­ლია მშვი­დად იყოს.
მშვი­დად... იყო კი მშვი­დად? არა, ვერ იყო. რა­ღაც აწუ­ხებ­და, აფო­რი­ა­ქებ­და, ში­ნა­გა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბა უფ­რო და უფ­რო მა­ტუ­ლობ­და სულ­ში. რი­სი ეში­ნო­და? და­გეგ­მი­ლი სიკ­ვ­დი­ლის? არ ყო­ფი­ლა ად­ვი­ლი, რო­ცა ზუს­ტად იცი, რა დროს მოკ­ვ­დე­ბი. ამის გა­აზ­რე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­და.
არა უშავს, სამ დღე­ში რო­გორ­ღაც შე­ეჩ­ვე­ვა, რა­ღაც დო­ნე­ზე მა­ინც. ეჰ, რამ­დე­ნი ოც­ნე­ბა დარ­ჩა აუხ­დე­ნე­ლი, რამ­დე­ნი სურ­ვი­ლი მო­უ­სურ­ვი­ლე­ბე­ლი, იდე­ე­ბი - გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი... ეგ არა­ფე­რი. ცხოვ­რე­ბაა ასე­თი. ყვე­ლა ოც­ნე­ბას ვერ აიხ­დენ, ზო­გი ჩა­გივ­ლის...

მე­ო­რე დი­ლით ად­რე ად­გა და ბან­კის­კენ გა­ე­შუ­რა, ფუ­ლი უნ­და მო­ეხ­ს­ნა და ლე­ო­ნის­თ­ვის გა­და­ე­რიცხა. ჯერ ბან­კო­მატ­თან მი­ვი­და, თან­ხის ნა­წი­ლი რომ გა­მო­ე­ტა­ნა, რა­თა და­საფ­ლა­ვე­ბის ხარ­ჯე­ბის­თ­ვის გა­და­ე­დო, მაგ­რამ ბან­კო­მატ­მა ბა­რა­თი ჩა­უყ­ლა­პა. არა, ბა­რა­თი კი არა, ფუ­ლი. აღე­ბა და­ა­ყოვ­ნა, სადღაც, ფიქ­რებ­ში გა­და­იჭ­რა, ამა­სო­ბა­ში ფუ­ლი უკან­ვე ჩაყ­ლა­პა აპა­რატ­მა. იქ­ვე მდგარ გო­გო­ნას სთხო­ვა შვე­ლა, იმან ოპე­რა­ტორ­თან გა­და­ა­მი­სა­მარ­თა. ოპე­რა­ტორ­მა ხე­ლო­სა­ნი გა­მო­ი­ძა­ხა და... მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერ­მა დრო წა­ი­ღო. მე­რე იმა­ვე ოპე­რა­ტორს სა­კუ­თა­რი თან­ხი­დან სხვა ან­გა­რიშ­ზე გა­და­რიცხ­ვა სთხო­ვა. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­პი­რე­ბუ­ლი თან­ხა უკ­ვე ლე­ო­ნის ან­გა­რიშ­ზე იდო.
უკან რომ ბრუნ­დე­ბო­და, მარ­კეტ­ში შე­ი­ა­რა, კიტ­რი, პა­მი­დო­რი და ყვე­ლი იყი­და. სახ­ლ­ში არა­ფე­რი მო­ე­ძე­ვე­ბო­და, სა­ჭმ­ლის მომ­ზა­დე­ბის არც თა­ვი ჰქონ­და, არც სურ­ვი­ლი. ბო­ლო დროს ისე­დაც ცო­ტას ჭამ­და. გახ­და... და­ეტყო... ლო­ყე­ბი ჩა­უც­ვივ­და, თვა­ლე­ბი ამო­უ­ღამ­და. ჰო­და, ახ­ლა სა­ლა­თა, ყვე­ლი და პუ­რი სწო­რედ რომ მის­წ­რე­ბა იყო მის­თ­ვის, სხვა არც არა­ფე­რი უნ­დო­და.
უკა­ნა გზა­ზე ტე­ლე­ფონ­ში ფუ­ლიც ჩა­რიცხა, რომ შვი­ლის­თ­ვის და­ე­რე­კა, ამ­ჯე­რად... უკა­ნას­კ­ნე­ლად. თაია მას ცოცხალს ვე­ღარ ჩა­მო­უს­წ­რებ­და.

ჭა­მა და სუ­ლი მო­ით­ქ­ვა, თვა­ლებ­ში გა­მო­ი­ხე­და. მა­ი­სი უკა­ნას­კ­ნელ დღე­ებს ით­ვ­ლი­და... მა­ი­კო­სა­ვით. უც­ნა­უ­რი ამინ­დი იდ­გა. ხან წვიმ­და, ხან მზე აცხუ­ნებ­და. და­რი და ავ­და­რი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ენაც­ვ­ლე­ბო­და ერ­თ­მა­ნეთს.
მთე­ლი დღე უაზ­როდ გა­ა­ტა­რა. საქ­მე აღა­რა­ფე­რი ჰქონ­და, მხო­ლოდ წე­რი­ლი უნ­და და­ე­წე­რა. დაჯ­და და წე­რას შე­უდ­გა. თბი­ლად და­ემ­შ­ვი­დო­ბა თა­ვის და­უ­ვიწყარ სიყ­ვა­რულს, პა­ტი­ე­ბა სთხო­ვა, რომ სი­მარ­თ­ლე არ გა­უმ­ხი­ლა, რომ კი­დევ ერ­თხელ ატ­კი­ნა გუ­ლი და შეჰ­პირ­და, თუ იმქვეყ­ნად რა­მე არ­სე­ბობ­და, იქ მა­ინც შეხ­ვ­დე­ბო­და. მად­ლო­ბაც გა­და­უ­ხა­და მას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბის­თ­ვის. მად­ლო­ბის თქმას წინ რა უდ­გას? ეს ის ბაფ­თაა, რო­მე­ლიც სა­ჩუქ­რის ყუთს აქვს შე­მოხ­ვე­უ­ლი და ალა­მა­ზებს. გო­ჩა ამას იმ­სა­ხუ­რებ­და. ბო­ლოს მი­ა­წე­რა, ტკი­ვი­ლამ­დე მიყ­ვარ­ხა­რო და სა­მი ძა­ხი­ლის ნი­შა­ნი დას­ვა. მე­რე წე­რი­ლი ორად გა­კე­ცა, ნა­წე­რი მხა­რე გა­რე­დან მო­აქ­ცია, ქა­ღალ­დის წე­ბო წა­უს­ვა და წიგ­ნის შუა ფურ­ც­ლებ­ში ჩა­ა­წე­ბა.
მე­რე ბინ­დი თან­და­თან ჩა­მოწ­ვა. შუ­ქი აან­თო და მა­გი­დას მი­უჯ­და. რა­ტომ­ღაც, შეს­ცივ­და, არა­და, თბი­ლი სა­ღა­მო იდ­გა. პლე­დი ფე­ხებ­ზე შე­მო­იხ­ვია და მო­ბი­ლუ­რი მო­ი­მარ­ჯ­ვა, თა­ი­ას­თ­ვის უნ­და და­ე­რე­კა.
ზა­რი კარ­გა ხანს არ გა­ვი­და. მე­რე კარ­გა ხანს თა­ი­ამ არ უპა­სუ­ხა. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, ნაც­ნო­ბი ხმაც გა­ის­მა.
- ალო!
- თაი, რო­გორ ხარ, დე­დი?
- კარ­გად ვარ, - ცი­ვად უპა­სუ­ხა შვილ­მა.
- ხომ კარ­გად მიგ­დის საქ­მე­ე­ბი? - ანერ­ვი­უ­ლე­ბულ­მა ნერ­წყ­ვი გა­და­ა­გო­რა.
- რო­დის აქეთ და­ინ­ტე­რეს­დი ჩე­მი საქ­მე­ე­ბით?
არ უპა­სუ­ხა.
- რა­ტომ და­მი­რე­კე? რა­მე გჭირ­დე­ბა? - თით­ქოს დას­ცი­ნო­და ქა­ლიშ­ვი­ლი.
მა­ი­ამ ღრმად ამო­ი­ოხ­რა.
- რა­ღაც უნ­და გითხ­რა... მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, იმი­ტომ გი­რე­კავ.
- მითხა­რი.
- რო­ცა ჩა­მოხ­ვალ, აქ, ბი­ნა­ში, ჩემს მა­გი­და­ზე, სა­ბუ­თე­ბი დაგ­ხ­ვ­დე­ბა... - სიტყ­ვებს ძლივს პო­უ­ლობ­და.
- რა სა­ბუ­თე­ბი? შენ სად მი­დი­ხარ?
- მე მივ­დი­ვარ... იქ, სა­ი­და­ნაც არ ბრუნ­დე­ბი­ან.
- ვერ გა­ვი­გე, რა ქა­რაგ­მე­ბით მე­ლა­პა­რა­კე­ბი?
- მოკ­ლედ, ეს სა­ბუ­თე­ბი ან­დერ­ძია. ბი­ნას შენს სა­ხელ­ზე ვტო­ვებ.
- რა? რა­ღაც არე­უ­ლად მე­ლა­პა­რა­კე­ბი, ვე­რა­ფერს ვერ მივ­ხ­ვ­დი, სა­ით მი­დი­ხარ, რა ან­დერ­ძი, რა გჭირს? რა დროს შე­ნი ან­დერ­ძია!
- მე ვკვდე­ბი, თაი, სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ღა დამ­რ­ჩა.
მო­ბი­ლურ­ში სი­ჩუ­მემ და­ი­სად­გუ­რა. თაია ალ­ბათ ნათ­ქ­ვამს აანა­ლი­ზებ­და.
- დე­და! - გა­ის­მა ცო­ტა ხნის შემ­დეგ მი­სი ჩაწყ­ვე­ტი­ლი ხმა.
მა­ი­კომ კრინ­ტი ვერ დაძ­რა, ცრემ­ლე­ბი ყელ­ში მობ­ჯე­ნო­და. რამ­დე­ნი ხა­ნია, შვილს მის­თ­ვის ასე არ მო­უ­მარ­თავს.
- დე­და, აქ ხარ?
- აქ ვარ, კი.
- ამიხ­სე­ნი, რა ხდე­ბა. დამ­შ­ვიდ­დი და და­ლა­გე­ბუ­ლად ამიხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი.
- სიმ­სივ­ნე მაქვს, ფილ­ტ­ვე­ბის, მე­ოთხე სტა­დია, ბო­ლო კა­ტე­გო­რია.
- რას ამ­ბობ! ვინ გითხ­რა, რა სიმ­სივ­ნე, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე ეგ სი­სუ­ლე­ლე?
- კარ­გა ხა­ნია, მაქვს, უბ­რა­ლოდ, არ მინ­დო­და, შენ გა­გე­გო. შე­ნი შე­წუ­ხე­ბა არ მინ­დო­და. მინ­და, კარ­გად იყო, მინ­და, ცუ­დად არ გა­მიხ­სე­ნო. გას­ვე­ნე­ბა­შიც ნუ ჩა­მოხ­ვალ. აქ ყვე­ლა­ფერს მო­უვ­ლი­ან, უშე­ნო­დაც. ჩე­მი მე­გობ­რე­ბი. ფუ­ლი მაქვს, მა­გის პრობ­ლე­მა არ მიდ­გას.
- კვი­რის ბო­ლომ­დე ჩა­მოვ­ფ­რინ­დე­ბი! - იყ­ვი­რა თა­ი­ამ.
- არა, არ წა­მოხ­ვი­დე. შე­იძ­ლე­ბა ვერც ჩა­მო­მის­წ­რო. უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია.
- რას ამ­ბობ, დე­და! მე აქ რა გა­მა­ჩე­რებს, რო­ცა შენ ასე გი­ჭირს.
- არა­ფე­რიც არ მი­ჭირს, ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე ჩავ­ლი­ლია. არ წა­მოხ­ვი­დე, იცო­დე!
- და ვინ არის შენ გვერ­დით, ვინ გივ­ლის?
- მყავს მომ­ვ­ლე­ლე­ბი, ნუ გე­ში­ნია. არა­ფე­რი არ მაკ­ლია.
- ღმერ­თო, სიზ­მა­რი მგო­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი. რა­ტომ მოხ­და ასე, რა­ტომ? ჯერ მა­მა, ახ­ლა შენ...
- ცოდ­ვებ­მა მი­წია, თაი, ცოდ­ვებ­მა. ვერ გა­მოვ­დე­ქი კარ­გი დე­და. მა­პა­ტიე, შვი­ლო, ყვე­ლა­ფე­რი მა­პა­ტიე.
- შენ რა გჭირს სა­პა­ტი­ე­ბე­ლი, ნუ გა­დამ­რიე. მე ვარ დე­გე­ნე­რა­ტი, ჩე­მი ბრა­ლია ყვე­ლა­ფე­რი.
- მორ­ჩა, მორ­ჩა, არ გვინ­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი. არ ჩა­მოხ­ვი­დე, გა­ი­გე? აზ­რი არა აქვს შენ ჩა­მოს­ვ­ლას.
- აქ რა გა­მა­ჩე­რებს, რო­ცა შენ ასე გი­ჭირს, გა­გიჟ­დი?
- და­მი­ჯე­რე, რა­საც გე­უბ­ნე­ბი. რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რ­დე­ბა, შე­გატყო­ბი­ნე­ბენ. ვი­თომ შენ არა­ფე­რი არ იცი. ასე ჯო­ბია. - ამის თქმა და სა­ლა­პა­რა­კო ამო­ე­წუ­რა, კავ­ში­რი გაწყ­და.
ოჰ, რო­გორ და­უმ­ძიმ­და გუ­ლი. იქ­ნებ არ უნ­და და­ე­რე­კა? იმა­საც სა­დარ­დე­ბე­ლი და­უ­მა­ტა. ისე­დაც ხომ გა­ი­გებ­და თა­ვის დრო­ზე? არა, არ უნ­და და­ე­რე­კა.
კარ­გა ხანს იჯ­და თავ­ჩა­ქინ­დ­რუ­ლი და ელო­და. ეგო­ნა, თაია თვი­თონ და­უ­რე­კავ­და. ტე­ლე­ფო­ნი კი დუმ­და.
ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი, რომ არ და­უ­რე­კა. ასე აჯო­ბებს. რა სა­ჭი­როა სენ­ტი­მენ­ტე­ბი? ამო­იკ­ვ­ნე­სა და წა­მოდ­გა. მთელ სხე­ულ­ში ამ­ტ­ვ­რევ­და, თით­ქოს სურ­დო შეჰ­ყ­რო­და. მთე­ლი შიგ­ნე­უ­ლო­ბა უხურ­და. ცო­ტა ხან­ში იგ­რ­ძ­ნო, რო­გორ გა­უხ­შირ­და სუნ­თ­ქ­ვა, უჰა­ე­რო­ბა ეწყე­ბო­და. თვა­ლე­ბით მო­ძებ­ნა თე­მოს და­ნა­ტო­ვა­რი სუნ­თ­ქ­ვის აპა­რა­ტი და ცხვირ­ზე აიფა­რა. სა­წო­ლამ­დე მი­ლას­ლას­და და წა­მოწ­ვა. რო­გორ­მე უნ­და მო­ეთ­მი­ნა ორი დღე და მორ­ჩა, მის წა­მე­ბას ბო­ლო მო­ე­ღე­ბო­და.

გო­ჩა ად­გილს ვერ პო­უ­ლობ­და. აღარ იცო­და, რა მო­ე­მოქ­მე­და. ფუ­ლი ჩა­ე­რიცხა. თან­ხის­თ­ვის ხე­ლი არ უხ­ლია. რო­ცა საქ­მეს ვერ "გა­ა­კე­თებ­და", პატ­რონს მის­წერ­და და თან­ხას უკან­ვე გა­და­უ­რიცხავ­და. ამით სწრა­ფად გა­არ­კ­ვევ­და, ვის­თან ჰქონ­და საქ­მე. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მე­გობ­რებს და­იხ­მა­რებ­და, უშიშ­რო­ე­ბა­შიც ჰყავ­და ნაც­ნო­ბე­ბი. არა, შემ­კ­ვე­თის და­ჭე­რა აზ­რა­დაც არ გა­უვ­ლია, მაგ­რამ რო­ცა გა­ი­გებ­და, ვინც იყო, სახ­ლ­ში მი­უ­ვარ­დე­ბო­და და და­ე­მუქ­რე­ბო­და, თუ­კი შენს გან­ზ­რახ­ვა­ზე ხელს არ აიღებ, ცი­ხე არ აგ­ც­დე­ბაო. ასე გაგ­რ­ძე­ლე­ბა აღარ გა­მო­დი­ო­და. სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, სა­ი­დან იცო­და დამ­კ­ვეთ­მა, რომ მა­ი­კო ხუთ­შა­ბათს, ზუს­ტად ორ სა­ათ­ზე სახ­ლი­დან გა­მო­ვი­დო­და? და­უ­რე­კავ­და? შეხ­ვედ­რას და­უ­ნიშ­ნავ­და? და სად, პირ­და­პირ თა­ვის­სა­ვე სა­დარ­ბა­ზოს­თან და­ი­ბა­რებ­და? მა­ი­კოც გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ და­ე­თან­ხ­მე­ბო­და და გა­მო­ვი­დო­და? იქ კი ჩა­საფ­რე­ბუ­ლი კი­ლე­რი დახ­ვ­დე­ბო­და და...
გულ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი ის დღე­ე­ბი სახ­ლი­დან არ გა­მო­სუ­ლა. დე­და­მი­სი მდუ­მა­რედ ადევ­ნებ­და თვალს შვი­ლის ასეთ უეცარ ცვლი­ლე­ბას. იცო­და, რაც ხდე­ბო­და. მიხ­ვ­და, რომ მა­ი­კომ სიტყ­ვა შე­ას­რუ­ლა და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გაწყ­ვი­ტა. უყუ­რებ­და მა­ნა­ნა ერ­თა­დერ­თი ვა­ჟის ტან­ჯ­ვას და გუ­ლი ტკი­ვი­ლით ევ­სე­ბო­და. ისე­დაც სიტყ­ვა­ძუნ­წი და გა­უ­ცი­ნა­რი გო­ჩა ახ­ლა მთლად სა­მა­რის ქვას და­ემ­ს­გავ­სა. კრი­ჭა­შეკ­რუ­ლი მთე­ლი დღე თა­ვის ოთახ­ში იყო წა­მო­წო­ლი­ლი და ან ჭერს მიშ­ტე­რე­ბო­და, ან თავ­ქ­ვე დამ­ხო­ბი­ლი, ოთხად მო­კე­ცი­ლი გმი­ნავ­და.
რა უფ­რო გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და? ეთ­ქ­ვა გო­ჩას­თ­ვის სი­მარ­თ­ლე და კვლავ მა­ი­კოს­თ­ვის და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა იგი? თუ და­ლო­დე­ბო­და იმ დღეს, რო­ცა მა­ი­ას სი­ცოცხ­ლე დამ­თავ­რ­დე­ბო­და? არა, გო­ჩა არ უნ­და მიბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო მას­თან. თუ მაია ხელ­ში ჩა­აკ­ვ­დე­ბო­და, ამას გო­ჩა ვე­ღარ გა­და­ი­ტან­და. თა­ვი­სი შვი­ლის ბუ­ნე­ბას მას­ზე კარ­გად არა­ვინ იც­ნობ­და. მერეც ეყო­ფო­და ტან­ჯ­ვა-ვა­ე­ბა, რო­ცა მი­სი სიკ­ვ­დი­ლის ამ­ბავს გა­ი­გებ­და.
გო­ჩა კი ხუთ­შა­ბა­თის დად­გო­მას ელო­დე­ბო­და. ოთხ­შა­ბათ ღა­მეს წა­მი­თაც ვერ მო­ხუ­ჭა თვა­ლი. ნერ­ვებს ვერ იწყ­ნა­რებ­და, თავს ვერ იოკებ­და. ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და, გა­თე­ნე­ბუ­ლი­ყო და სა­მა­ლა­ვის­თ­ვის მი­ე­შუ­რე­ბი­ნა. იმე­დი ჰქონ­და, რომ დამ­კ­ვეთს გა­შიფ­რავ­და, ბო­ლოს და ბო­ლოს, მი­აგ­ნებ­და და ამ სა­ხი­ფა­თო საქ­მეს ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ წერ­ტილს და­უს­ვამ­და. აი, სი­მარ­თ­ლეს რომ გა­ი­გებ­და, მე­რე­ღა მო­ი­ფიქ­რებ­და, უღირ­და თუ არა მა­ი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. ხვა­ლინ­დე­ლი დღე გა­დაწყ­ვეტ­და, რამ­დე­ნად გულ­წ­რ­ფე­ლი იყო მი­სი და მა­იას ბო­ლო შეხ­ვედ­რე­ბი და რა იმა­ლე­ბო­და მი­სი იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი პი­როვ­ნე­ბის უკან.

რო­გორც იქ­ნა, ინა­თა, ცა იასამ­ნის­ფ­რად შე­ი­ღე­ბა. მზემ ზო­ზი­ნით და­იწყო ამო­ცუ­რე­ბა, ქვეყ­ნის და­სა­ლი­ე­რი ოქ­როს­ფ­რად შე­ი­ღე­ბა.
გო­ჩა გა­ემ­ზა­და, სა­გულ­და­გუ­ლოდ ჩა­კე­ტი­ლი უზარ­მა­ზა­რი სე­ი­ფი გა­მო­ა­ღო, თა­ვი­სი გა­ნუყ­რე­ლი ჩან­თა მხარ­ზე მო­იგ­დო და სახ­ლი­დან გამ­თე­ნი­ი­სას გა­ვი­და, რომ დე­დას არ გაღ­ვი­ძე­ბო­და. შაშ­ხა­ნა არ წა­უ­ღია, სე­იფ­ში და­ტო­ვა, ის დღეს არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბო­და.
დე­დას კი არ ეძი­ნა. არ იცო­და, სა­ით­კენ მი­იჩ­ქა­რო­და მი­სი შვი­ლი, მაგ­რამ არც უც­დია, ეკითხა. რო­ცა გო­ჩამ კა­რი გა­ი­ხუ­რა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლით და­ე­ნა­მა. ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ხე­ლი­დან ეც­ლე­ბო­და და მის გა­და­სარ­ჩე­ნად ვე­რა­ფერს აკე­თებ­და.

გო­ჩა კარ­გა ხანს სკვერ­ში იჯ­და. შიმ­ში­ლის­გან გუ­ლი რომ არ წას­ვ­ლო­და, ცხე­ლი ხა­ჭა­პუ­რი იყი­და და უგე­მუ­რად შე­უდ­გა ჭა­მას...
და­ნაყ­რ­და. ამა­სო­ბა­ში დრო­მაც მო­ა­ტა­ნა. დაკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბამ­დე ერ­თი სა­ა­თი­ღა რჩე­ბო­და. ჩქა­რი ნა­ბი­ჯე­ბით გა­უყ­ვა ტრო­ტუ­არს და მა­ი­კოს მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მდე­ბა­რე კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში გა­უ­ჩი­ნარ­და.
ფე­ხით ავი­და ბო­ლო სარ­თულ­ზე. წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­სა­ღე­ბით სა­ხუ­რავ­ზე ასას­ვ­ლე­ლი რკი­ნის­ცხა­უ­რი­ა­ნი კა­რის ბოქ­ლო­მი გა­ა­ღო და კვლავ გა­რე­დან ჩა­კე­ტა.
რო­ცა შე­გუ­ლე­ბულ ად­გილ­ზე მი­ვი­და, ჩან­თა გახ­ს­ნა, ხა­კის სამ­ხედ­რო ფარ­და­გი ამო­ი­ღო, გა­შა­ლა და ზედ გაწ­ვა. მე­რე ბი­ნოკ­ლი მო­ი­მარ­ჯ­ვა და სა­ხუ­რა­ვი­დან გა­და­ი­ხე­და. მა­ი­კოს ფან­ჯა­რა­ში არა­ვინ ჩან­და. ფარ­და ისევ ისე იყო ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი, რო­გორც ად­რე. ქუ­ჩა შე­ათ­ვა­ლი­ე­რა. ადა­მი­ა­ნე­ბი მი­დი­ოდ­ნენ, მო­დი­ოდ­ნენ, სა­ეჭ­ვო არა­ვინ ჩან­და.
დრო იწე­ლე­ბო­და. გო­ჩას გულს ბა­გა­ბუ­გი გაჰ­ქონ­და. ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და, ენა­ხა, მა­ი­კო მარ­ტო გა­მო­ვი­დო­და სა­დარ­ბა­ზო­დან თუ ვინ­მეს­თან ერ­თად. ქუ­ჩას წა­მი­თაც არ აშო­რებ­და ბი­ნოკლს, ყვე­ლა კუთხე-კუნ­ჭულს ზვე­რავ­და.

მა­ი­კო დი­ლი­დან­ვე გა­ემ­ზა­და. ლა­მა­ზად ჩა­იც­ვა, მა­კი­ა­ჟიც გა­ი­კე­თა, რომ სიკ­ვ­დილს კარგ ფორ­მა­ში დახ­ვედ­რო­და. მა­გი­და­ზე ხა­თუ­ნას სა­ხელ­ზე მსხვი­ლი ასო­ე­ბით და­წე­რი­ლი წე­რი­ლი და­ტო­ვა, რო­მელ­შიც იტყო­ბი­ნე­ბო­და, რო­ცა მოკ­ვ­დე­ბო­და, რა უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა მე­გო­ბარს, და­საფ­ლა­ვე­ბის ხარ­ჯე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ფუ­ლი სად ინა­ხე­ბო­და. და­ტო­ვა მა­მა გი­ორ­გის და თე­მოს ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი, ჩემს და­საფ­ლა­ვე­ბას ამ ადა­მი­ა­ნებს ვთხოვ და ორი­ვეს და­უ­კავ­შირ­დიო. ტექ­ს­ტი ისე იყო და­წე­რი­ლი, რომ მის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვი არა­ვის შე­ე­ტა­ნა. ამას ისე ვწერ, ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის, იმი­ტომ, რომ არ ვი­ცი, რა­წამს მოვ­კ­ვ­დე­ბი. იქ­ნებ ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გავ­ხ­დე ცუ­დად, რომ ვე­რა­ვის გაფ­რ­თხი­ლე­ბა ვერ მო­ვას­წ­როო. წე­რი­ლი გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას და­დო. მე­რე სან­თე­ლი აან­თო და, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, ლოც­ვა წა­ი­კითხა, რო­გორც მა­მა გი­ორ­გიმ გუ­შინ ას­წავ­ლა. ეკ­ლე­სი­ა­ში შე­უ­ა­რა და მო­ი­კითხა, თით­ქოს გა­მო­სამ­შ­ვი­დო­ბე­ბე­ლი რი­ტუ­ა­ლი ჩა­ა­ტა­რა. მე რომ მოვ­კ­ვ­დე­ბი, შენ უნ­და მა­ზი­ა­როო, ღი­მი­ლით აუწყა.
თავს სა­შინ­ლად გრძნობ­და. დი­ლი­დან უჭ­მე­ლი იყო. შიმ­შილ­მა კუ­ჭი აუწ­რი­ა­ლა, მაგ­რამ მა­ინც არ შე­ჭა­მა. ღე­ბი­ნე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა თავს არ ანე­ბებ­და. ვერ ხვდე­ბო­და, შე­ტე­ვა უახ­ლ­დე­ბო­და, თუ უჭ­მე­ლო­ბის გა­მო გრძნობ­და თავს ასე ცუ­დად.
მორ­ჩა, ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­თა­ვა.
ახ­ლა სწო­რედ სა­კუ­ბო­ე­დაა გა­მოწყო­ბი­ლი. მი­სი ჩაც­მა არა­ვის მო­უ­წევს. ყვე­ლა მიხ­ვ­დე­ბა, რომ სა­გან­გე­ბო­დაა გა­მოპ­რან­ჭუ­ლი. მარ­თა­ლია, ჯერ ალ­ბათ პრო­ზე­ქტუ­რა­ში წა­ას­ვე­ნე­ბენ, რო­გორც მოკ­ლულს, მაგ­რამ იქ ხომ არ და­ტო­ვე­ბენ? ბო­ლოს ხომ მა­ინც შინ მო­ას­ვე­ნე­ბენ? ჰო­და, ისევ იმას ჩა­აც­მე­ვენ, რაც ახ­ლა აც­ვია. თუმ­ცა, არა, ის ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რომ მოხ­ვედ­რი­ლი ტყვია ტან­საც­მელს სის­ხ­ლით მო­უს­ვ­რი­და. ჰო, ეს უნ­და გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. კა­რა­და გა­მო­ა­ღო, ერ­თი ხე­ლი ტან­საც­მე­ლი გა­მო­ი­ღო და იქ­ვე, სა­წოლ­ზე გა­და­ფი­ნა. ეს კი­დევ ერ­თი ნი­შა­ნი იყო იმი­სა, რომ კუ­ბო­ში ამ სა­მო­სით ჩა­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ. სა­ინ­ტე­რე­სოა, სად მოხ­ვ­დე­ბა სნა­ი­პე­რის ტყვია, შუბ­ლ­ში? ალ­ბათ. სნა­ი­პე­რე­ბი ხომ შუბ­ლ­ში უმიზ­ნე­ბენ თა­ვი­ანთ მსხვერპლს. ან იქ­ნებ გულ­ში? გა­აჩ­ნია, ლე­ო­ნი რო­მელს ამო­ირ­ჩევს. თუ უნ­და, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი არ და­მა­ხინ­ჯ­დეს, მა­შინ გულ­ში უნ­და მო­არ­ტყას. თუ მის­თ­ვის სუ­ლერ­თია, მა­შინ ალ­ბათ შუბლს გა­უხ­ვ­რეტს და ეგ იქ­ნე­ბა. ახ­ლა ამა­ზე ფიქ­რი და დარ­დი არ ღირ­და. ახ­ლა ერ­თი ზა­რი­ღა დარ­ჩა, ერ­თი და­რეკ­ვა და ორი სა­ა­თიც გახ­დე­ბა. მო­ბი­ლუ­რი მო­ი­მარ­ჯ­ვა და გო­ჩას ნო­მე­რი მო­ძებ­ნა. და­რე­კა... ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი იყო. ეწყი­ნა. რო­გორ უნ­დო­და, ერ­თხე­ლაც გა­ე­გო­ნა მი­სი ხმა და ერ­თა­დერ­თი სიტყ­ვა ეთ­ქ­ვა: `მიყ­ვარ­ხარ~. მე­რე გა­უ­თი­შავ­და და მო­ბი­ლურს გა­მორ­თავ­და, რომ მას რეკ­ვა არ აეტე­ხა. და თუ­კი მა­შინ­ვე მის­კენ გა­მო­ე­შუ­რე­ბო­და, აქ უკ­ვე მი­სი გვა­მი დახ­ვ­დე­ბო­და.
ბი­ნი­დან გა­მო­ვი­და, კა­რი ჩა­კე­ტა და გა­სა­ღე­ბი ჩან­თა­ში ჩა­იგ­დო. ნე­ლი ნა­ბი­ჯე­ბით გა­ი­ა­რა სარ­თუ­ლის მო­ე­და­ნი, კი­ბეს ჩა­უყ­ვა და შე­მო­სას­ვ­ლელს მი­ა­შუ­რა. სა­დარ­ბა­ზოს კარ­თან შედ­გა, ჰა­ე­რი ჩა­ი­სუნ­თ­ქა და გა­ვი­და. ჯერ ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ი­ხე­და, მე­რე წი­ნა კორ­პუსს ახე­და, სა­დაც მი­სი სიკ­ვ­დი­ლი თუ მკვლე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩა­საფ­რე­ბუ­ლი და გა­ი­ღი­მა. თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და გა­ჩერ­და, მის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ტყვი­ას ასე, თვა­ლებ­და­ხუ­ჭუ­ლი და გა­ღი­მე­ბუ­ლი და­ე­ლო­და...

გო­ჩამ გულ­ზე ჩხვლე­ტა იგ­რ­ძ­ნო, რო­გორც კი მაია სა­დარ­ბა­ზო­დან გა­მო­ვი­და. ბი­ნოკ­ლ­ში ნათ­ლად ჩან­და მი­სი სა­ხე - ლა­მა­ზი, ღი­მი­ლი­ა­ნი. რო­გო­რი გა­მოპ­რან­ჭუ­ლი იყო, თით­ქოს წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­იჩ­ქა­რო­და. ქა­ლი გა­ჩერ­და, სა­ხი­დან ღი­მი­ლი არ შორ­დე­ბო­და. იდ­გა და თით­ქოს ვი­ღა­ცას ელო­და. ნუ­თუ ვინ­მემ უნ­და მო­ა­კითხოს? სუნ­თ­ქ­ვა გა­უ­ჩერ­და. ამ დროს პირ­და­პირ მის­კენ მი­მა­ვა­ლი ქა­ლი და­ი­ნა­ხა, რო­მელ­საც ჯაჭ­ვ­ზე გა­მობ­მუ­ლი ძაღ­ლი მიჰ­ყავ­და. არა, ის დამ­კ­ვე­თი ვერ იქ­ნე­ბო­და, უფ­რო მე­ზო­ბე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც ძაღლს ასე­ირ­ნებ­და.
უეც­რად რა­ღაც მოხ­და. მა­ი­კოს ღი­მი­ლი სა­ხე­ზე შე­ე­ყი­ნა, თა­ვი წინ გა­და­ხა­რა, ხე­ლი გულ­ზე მი­ი­დო და ისე­თი მოძ­რა­ო­ბე­ბი გა­ა­კე­თა, თით­ქოს ხვე­ლე­ბა აუტყ­დაო.
მე­რე თა­ვი ას­წია. გო­ჩა თვა­ლებს არ უჯე­რებ­და. ქალს ხე­ლე­ბი და პი­რი სის­ხ­ლით ჰქონ­და მოს­ვ­რი­ლი. მა­ი­კო მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­ი­კე­ცა და ბე­ტონ­ზე და­ე­ცა.
ეს რას ნიშ­ნავს? ნუ­თუ სხვაც იყო და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი? ვინ ეს­რო­ლა? რო­გორ? სა­ი­დან? წა­მოხ­ტა. ისე იყო დაბ­ნე­უ­ლი, ვერ მო­ი­საზ­რა, სა­ით გაქ­ცე­უ­ლი­ყო.
რო­გორც იქ­ნა, გონს მო­ე­გო, ფარ­და­გი აკე­ცა, ბი­ნოკ­ლი­ა­ნად ჩან­თა­ში ჩა­უ­ძა­ხა და კარს ეცა. აცახ­ცა­ხე­ბუ­ლი ხე­ლე­ბით ძლივს მო­არ­გო გა­სა­ღე­ბი ბოქ­ლომს და რო­ცა კა­რი გა­ა­ღო, და­კეტ­ვა აღარ უც­დია, კის­რის­ტე­ხით და­ეშ­ვა კი­ბე­ზე.
და­აგ­ვი­ა­ნა. სა­ნამ პირ­ველ სარ­თუ­ლამ­დე ჩა­ირ­ბი­ნა, სა­ნამ სა­დარ­ბა­ზო­დან გა­მო­ვარ­და, ქუ­ჩა გა­და­ირ­ბი­ნა და მა­ი­კოს კორ­პუ­სამ­დე მი­აღ­წია, ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. მა­ი­კო არ­სად ჩან­და. კორ­პუ­სის წინ კი კარ­გა გვა­რი­ან ხალხს მო­ე­ყა­რა თა­ვი.
- რა მოხ­და? - აქო­ში­ნე­ბულ­მა ერთს ჰკითხა.
- მე­ზო­ბე­ლი გახ­და ცუ­დად და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს.
- `სას­წ­რა­ფოს~ მან­ქა­ნით? - და­ზუს­ტე­ბა სცა­და.
- არა, არა, `სას­წ­რა­ფოს~ არ და­ლო­დე­ბი­ან. მე­ზობ­ლებ­მა... თა­ვი­ან­თი მან­ქა­ნით.
- იცი­ან, ვინ ეს­რო­ლა? პო­ლი­ცი­ას გა­მო­უ­ძა­ხეს?
- ეს­რო­ლა? არა მგო­ნია... დაჭ­რი­ლი არ ყო­ფი­ლა... მგო­ნი, ცხვი­რი­დან სის­ხ­ლი წას­კ­და თუ რა­ღაც....
მად­ლო­ბა ღმერთს... თუ ასეა, მა­შინ არა უშავს. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. გო­ჩამ ხარ­ბად ჩა­ი­სუნ­თ­ქა ნეს­ტი­ა­ნი ჰა­ე­რი და თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი ქუ­ჩას გა­უყ­ვა...
ახ­ლა ძი­ლის მე­ტი არა­ფე­რი უნ­დო­და. მე­რე კი, სა­ღა­მოს, მა­ი­ას­თან ავი­დო­და და ყვე­ლა­ფერს მო­უყ­ვე­ბო­და... სი­მარ­თ­ლე დღეს­ვე უნ­და გარ­კ­ვე­უ­ლი­ყო... დრო არ იც­დი­და...

ავტორი სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა ეპიზოდი
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93