ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი VII)

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი VII)
ჩემ­მა ხე­ლოვ­ნურ­მა უდა­ნა­შა­უ­ლო მზე­რამ მე­გი­ზე არ იმოქ­მე­და. მან მა­ჯა­ში ჩა­მავ­ლო თი­თე­ბი და ლა­მის ძა­ლით წა­მათ­რია ქა­ლე­ბის ტუ­ა­ლეტ­ში, სუ­ნა­მოს სურ­ნე­ლით რომ იყო გაჟ­ღენ­თი­ლი. ასე მე­გო­ნა, მთე­ლი რეს­ტო­რა­ნი ჩვენ მოგ­ვ­ჩე­რე­ბო­და, სირ­ცხ­ვი­ლის­გან ალ­მუ­რი წა­მე­კი­და. კა­ტო და ლი­ლი უკ­ვე იქ გვე­ლოდ­ნენ. ან რო­დის მო­ას­წ­რეს ჩვენ­ზე ად­რე შე­მოს­ვ­ლა? გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი. გო­გო­ნებს მო­უთ­მენ­ლო­ბის­გან სუ­ლი ელე­ო­დათ, მა­შინ­ვე გარს შე­მო­მეხ­ვივ­ნენ და შე­კითხ­ვე­ბი და­მა­ყა­რეს.
- ელო, ღმერ­თო ჩე­მო, სად იპო­ვე ასე­თი "და­ცე­მა კა­ცი"? მა­გა­რი ვი­ღა­ცაა!
- მა­გა­რი კი არა, სიტყ­ვე­ბი არ მყოფ­ნის! თვალს ვერ
ვა­შო­რებ, ისე­თი ლა­მა­ზია!
- გავ­გიჟ­დი, ისე მო­მე­წო­ნა! ჰე, მი­დი ახ­ლა, მოგ­ვი­ყე­ვი დრო­ზე!
შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თ­ქე, ახ­ლა უკ­ვე მო­მე­ცა ძა­ლა. სი­ხა­რუ­ლის­გან სი­ცი­ლი წამ­ს­კ­და, ორი­ვე ხე­ლი მაღ­ლა ავ­წიე და თავ­და­ჯე­რე­ბულ­მა მივ­მარ­თე სა­მი­ვეს:
- მა­ცა­ლეთ ცო­ტა, სუ­ლი მო­ვით­ქ­ვა!
- ელე­ნე სვა­ნი­ძე! თუ ახ­ლა­ვე არ იტყ­ვი, რა ხდე­ბა, უკი­დუ­რეს ზო­მებს მივ­მარ­თავ, იცო­დე! - ჩურ­ჩულ­ნა­რე­ვი ხმით და­ი­სი­სი­ნა მე­გიმ, წინ გა­და­მიდ­გა და დო­ინ­ჯი შე­მო­ი­ყა­რა.
ვი­ცო­დი, რო­გორ საფ­რ­თხი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ვი­ყა­ვი. ერ­თი შეც­დო­მა და ყვე­ლა­ფე­რი წყალ­ში ჩა­მეყ­რე­ბო­და, არც ისე ად­ვი­ლი იყო მა­თი გა­ცუ­რე­ბა. ამი­ტომ ისევ ავ­წიე ხე­ლე­ბი და სა­მი­ვეს სა­თი­თა­ოდ გა­დავ­ხე­დე, ვი­თომ გნებ­დე­ბით-მეთ­ქი.
- კარ­გი, კარ­გი, ახ­ლა­ვე გეტყ­ვით, ოღონდ ცო­ტა ამო­მა­სუნ­თ­ქეთ. რამ გა­გა­გი­ჟათ? ისე­დაც გა­მა­ცა­ლა სი­ქა ბი­ბიმ, ჯე­რაც ვერ მოვ­სულ­ვარ გონს.
- შენ გინ­და თქვა, რომ...
- რო­გორ, უკ­ვე?
- ერ­თი ამას უყუ­რეთ, რა ეშ­მა­კი ყო­ფი­ლა!
- და­გუ­ბე­ბულ წყალ­ში მე­ტი ბაქ­ტე­რი­ე­ბიაო...
ერ­თ­მა­ნეთს არ აც­ლიდ­ნენ წა­მო­ძა­ხი­ლებს.
გა­ვი­ცი­ნე და ფო­ი­ე­ში გა­მო­ვე­დი, თან უკან ვი­ხე­დე­ბო­დი, ვი­თომ ერ­თი სუ­ლი მქონ­და, ფეხ­და­ფეხ გა­მომ­ყო­ლოდ­ნენ. მე­რე იქ­ვე მდგარ სა­ვარ­ძელ­ში ჩავ­ჯე­ქი, ფე­ხი ფეხ­ზე გა­და­ვი­დე და ჩე­მი ახა­ლი ფეხ­საც­მე­ლი "გა­ვა­მა­რი­ა­ჟე". თვი­თო­ნაც ვტკბე­ბო­დი მი­სი ცქე­რით. 9-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ქუს­ლი ყო­ველ­თ­ვის თვალ­ში სა­ცე­მია, მით უფ­რო, თუ თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ხარ ასეთ ქუს­ლებ­ზე შემ­ხ­ტა­რი.
რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, რო­ცა ბი­ბის კა­რი გა­ვუ­ღე, მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გა­შეშ­და, არ მო­ე­ლო­და, ასეთ ფორ­მა­ში თუ მი­ხი­ლავ­და. მე­რე ხე­ლი გა­მო­მი­წო­და და მა­ი­ძუ­ლა, დავ­ტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი. მეც არ დავ­ზარ­დი და ერ­თი პი­რუ­ე­ტი გა­ვა­კე­თე.
- უბად­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი! - და­ი­ჩურ­ჩუ­ლა მან და­ბა­ლი, ძლივს გა­სა­გო­ნი ხმით.
და იმ მო­მენ­ტი­დან ზუს­ტად ასე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბით ვი­ყა­ვი აღ­ვ­სი­ლი. ვინც კი შე­მომ­ხე­დავ­და, თით­ქოს ამ ფრა­ზას მი­მე­ო­რებ­და, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ბი­ბის ხმით ჩა­მეს­მო­და ყურ­ში: "უ­ბად­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი". რა­ღაც­ნა­ი­რი ჯა­დოს მოქ­მე­დე­ბით გაქ­რა ჩე­მი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან იმ სა­ღა­მოს სა­ში­ნე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი, რო­ცა მან მი­მაგ­დო, სი­ცი­ვი­სა და დამ­ცი­რე­ბის­გან აკან­კა­ლე­ბუ­ლი მარ­ტო დამ­ტო­ვა აივან­ზე და თა­ვის ძმა­კა­ცებს შე­უ­ერ­თ­და, რომ­ლე­ბიც აშ­კა­რად დამ­ცი­ნოდ­ნენ. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ჩა­ვიც­ვი ასე თა­მა­მად, თუმ­ცა კი რეს­ტორ­ნის ეტი­კე­ტი ამას ისე­დაც მო­ითხოვ­და. ტან­ზე მჭიდ­როდ მომ­დ­გა­რი კა­ბა თით­ქოს მა­შიშ­ვ­ლებ­და, ისე აშ­კა­რად გა­მოკ­ვეთ­და ჩე­მი სხე­უ­ლის ყვე­ლა ნა­წილს. გარ­და ამი­სა, ღრმა დე­კოლ­ტე და გა­მომ­წ­ვე­ვი ჭრი­ლი, რო­მე­ლიც მარ­ჯ­ვე­ნა ფეხს მთელ სიგ­რ­ძე­ზე აჩენ­და, კაცს კი არა, ქალს გა­აყ­რე­ვი­ნებ­და თვა­ლე­ბი­დან ნა­პერ­წ­კ­ლებს. ბი­ბის სა­ხე­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი შეც­ბუ­ნე­ბა და ჟი­ნი ცო­ტა ყალ­ბი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვიტყო­დი, რომ ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­მა გა­ა­მარ­თ­ლა და ის ბა­ტი გო­გო, რო­მელ­საც ბი­ბი წლე­ბის წინ იც­ნობ­და, ყელ­მო­ღე­რე­ბულ გე­დად გა­და­იქ­ცა.
ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლად რომ შევ­ხ­ვ­დი მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად, მა­შინ შევ­ნიშ­ნე მის თვა­ლებ­ში აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა. მას კი არა, ჩემს თავ­საც კი და­ვუმ­ტ­კი­ცე, რომ შე­მეძ­ლო სხვა ადა­მი­ა­ნად გარ­დაქ­მ­ნა, თუმ­ცა ამის­თ­ვის დი­დი შრო­მა დამ­ჭირ­და. ახა­ლი იმი­ჯის შექ­მ­ნას წლე­ბი მო­ვან­დო­მე და ეს არ იყო მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი გარ­და­სახ­ვა, ში­ნა­გა­ნი ბუ­ნე­ბაც უნ­და "გა­მეს­ხ­ლა", ახა­ლი თვი­სე­ბე­ბი უნ­და და­მემ­ყ­ნო ზედ და ჩე­მი პირ­ვან­დე­ლი მეს-გან სრუ­ლი­ად ახა­ლი, ჯი­ში­ა­ნი ქა­ლი და­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ვა­ხერ­ხე, თუმ­ცა კი, დი­დი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად. ერ­თი კია, თუ გარ­შე­მო მყო­ფებს შე­ეძ­ლოთ ჩე­მი სი­ლა­მა­ზით დამ­ტ­კ­ბა­რიყ­ვ­ნენ და ხარ­ბი მზე­რა მი­მო­ე­ტა­რე­ბი­ნათ ჩემს სხე­ულ­ზე, ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში შეღ­წე­ვა სას­ტი­კად ეკ­რ­ძა­ლე­ბო­დათ, გან­სა­კუთ­რე­ბით - უცხო პი­რებს. ამ გზას ვე­რა სუ­ლი­ე­რი ვერ გა­ივ­ლი­და, მით უფ­რო - მა­მა­კა­ცე­ბი.
პუბ­ლი­კის წი­ნა­შე კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზე­ბით ვჩნდე­ბო­დი, შე­უ­და­რე­ბე­ლი მა­კი­ა­ჟით და ელე­გან­ტურ სა­მოს­ში გა­მოწყო­ბი­ლი. ჩე­მი სა­მი სა­უ­კე­თე­სო და­ქა­ლი ხში­რად ხუმ­რობ­და ამ სა­კითხ­ზე, თუმ­ცა, სა­მი­ვე ზრუ­ნავ­და თა­ვის გა­რეგ­ნო­ბა­ზე და ჩემ­ზე არა­ნაკ­ლებ გა­მოპ­რან­ჭუ­ლი და­დი­ო­და.
ხში­რად მი­ფიქ­რია, რას იტყოდ­ნენ ჩე­მი მე­გობ­რე­ბი, "ა­ხა­ლი" ელე­ნეს მიღ­მა ნამ­დ­ვი­ლი რომ და­ე­ნა­ხათ, სწო­რედ ისე­თი, რო­გო­რიც ბი­ბის ვახ­სოვ­დი. ის ერ­თა­დერ­თი იყო ჩემს ნაც­ნო­ბებს შო­რის, თუ ტე­ტეს არ ჩავ­თ­ვ­ლი, რო­მელ­საც ბავ­შ­ვო­ბი­დან ვიც­ნობ­დი. ტე­ტე რას ფიქ­რობ­და იმ წლებ­ში ჩემ­ზე, სუ­ლერ­თი იყო, ის ჩე­მი ძმა გახ­ლ­დათ და მიყ­ვარ­და, ბი­ბი კი... ბი­ბი გატ­რი­ალ­და და წა­ვი­და. მა­შინ იმ­დე­ნად იმოქ­მე­და ჩემ­ზე მის­მა საქ­ცი­ელ­მა, რომ, სკო­ლა და­ვამ­თავ­რე თუ არა, ყვე­ლა კლა­სელ­თან გავ­წყ­ვი­ტე კონ­ტაქ­ტი, ახ­ლოს არ გავ­კა­რე­ბი­ვარ არც ერთს, რომ რო­გორ­მე წარ­სუ­ლი და­მე­ვიწყე­ბი­ნა.
ისე­თი აღ­ტყი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩე­მი გო­გო­ე­ბი გა­მე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა. ახ­ლა უკ­ვე თა­ვი ქუდ­ში მქონ­და, ისი­ნი ვე­რა­ფერს მიხ­ვ­დ­ნენ. ამი­ტომ სა­ვარ­ძ­ლი­დან წა­მოვ­ხ­ტი და სარ­კეს მი­ვა­შუ­რე, რა­თა ტუ­ჩებ­ზე პო­მა­და გა­და­მეს­ვა.
- დამ­შ­ვიდ­დით, გო­გო­ე­ბო. ჩვენ ახა­ლი დაწყე­ბუ­ლი გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და ჯერ მხო­ლოდ ვეჩ­ვე­ვით ერ­თ­მა­ნეთს.
- ო-ო-ხხხ! - თით­ქ­მის ერ­თ­დ­რო­უ­ლად ამო­ი­ოხ­რა სა­მი­ვემ.
სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე, მათ იმედ­გაც­რუ­ე­ბულ სა­ხე­ებს რომ შევ­ხე­დე.
- არ გეწყი­ნოთ, კარ­გი? რო­გორც კი ჩვენ შო­რის რა­მე მოხ­დე­ბა, აი, ისე­თი, პი­კან­ტუ­რი, გპირ­დე­ბით, რომ მა­შინ­ვე მო­გიყ­ვე­ბით.
ამ­წუ­თას სუ­ლაც არ ვეშ­მა­კობ­დი, რად­გან დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და... ან იქ­ნებ მომ­ხ­და­რი­ყო კი­დე­ვაც? კონ­ტ­რარ­გუ­მენ­ტ­მა ჟრჟო­ლა მომ­გ­ვა­რა.
- ისეთ ბიჭს, რო­გო­რიც ბი­ბია, დიდ­ხანს ლო­დი­ნი არ მო­უ­წევს! - შე­ნიშ­ნა მე­გიმ, რო­მე­ლიც ჩემს მი­ტო­ვე­ბულ სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ეშ­ვა. - სა­შინ­ლად მა­გა­რი ვი­ღა­ცაა.
მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ჩე­მი და­ქა­ლის ხმის ნო­ტებ­ში შუ­რი გაკ­რ­თა, ამი­ტომ ეკ­ლი­ა­ნი ფრა­ზის­გან თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე:
- ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ ის და­უ­ვიწყარ ეფექტს მო­ახ­დენს თქვენ­ზე, გო­გო­ე­ბო!
- კი­ვი­ლამ­დე მი­იყ­ვანს ადა­მი­ანს! - ემო­ცია ვერ მო­თო­კა კა­ტომ.
- თუ მა­მა­კა­ცურ სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბას შო­კო­ლა­დის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას შე­ვა­და­რებთ, რო­გორც ამას წი­ნათ ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში წა­ვი­კითხე, - ლი­ლიმ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მას გვერ­დი ვერ აუარა, - მე პი­რა­დად, ბი­ბის შვე­ი­ცა­რი­უ­ლი შო­კო­ლა­დის უმაღ­ლეს ხა­რისხს გა­ვუ­ტო­ლებ­დი.
"ბი­ბი შო­კო­ლა­დი... მ-მ-მ..." - წა­მით მეც კი წარ­მო­ვიდ­გი­ნე.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­მი წყვი­ლი თვა­ლი გა­ო­ცე­ბუ­ლი მო­მა­ჩერ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ მივ­ხ­ვ­დი, რა მოხ­და, მაგ­რამ უეც­რად გა­ვი­აზ­რე - თურ­მე ხმა­მაღ­ლა წარ­მო­მით­ქ­ვამს ჩე­მი ნა­ფიქ­რი. მე­გი ატ­კარ­ცალ­და.
- შენ­მა სა­ხემ ყვე­ლა­ფე­რი შენ მა­გივ­რად თქვა.
არა, ასე არ უნ­და მოხ­დეს! მო­ლა­პა­რა­კე­ბის თა­ნახ­მად, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა პლა­ტო­ნურს არ უნ­და გას­ც­დე­ნო­და. მე ხომ არ ვარ ისე­თი სუ­ლე­ლი, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­ვიქ­ვა ბი­ბის მო­ხიბ­ვ­ლის ხე­ლოვ­ნე­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არ­სე­ნა­ლი და დავ­დ­ნე, რო­ცა ის ხელს მკი­დებს, თი­თებ­ზე მე­ფე­რე­ბა და ყო­ვე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე მი­ხუ­ტებს მკერ­დ­ზე? ჩვენ ხომ ყვე­ლა­ფერ­ზე მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, ასე არ არის?
ლი­ლიმ და კა­ტომ ჩა­ი­ხითხი­თეს და სარ­კეს­თან გა­და­ი­ნაც­ვ­ლეს მა­კი­ა­ჟის შე­სას­წო­რებ­ლად.
- თა­ვი და­ა­ნე­ბე. ვერ ხე­დავ, უკ­ვე ყუ­რე­ბამ­დეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ერ­თი სუ­ლი აქვს, მას­თან მი­ვი­დეს? - თქვა ლი­ლიმ.
- სუ­ლაც არ ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, - ნირ­წამ­ხ­დარ­მა წა­მო­ვიყ­ვი­რე, თან ვცდი­ლობ­დი, რო­გორ­მე და­მე­ფა­რა გრძნო­ბა, რო­მე­ლიც აშ­კა­რად სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავ­და.

ბი­ბი თა­ვის სტი­ქი­ა­ში იყო. დი­დე­ბუ­ლი მი­ღე­ბა, უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი, ჭკვი­ა­ნუ­რი სა­უბ­რე­ბი და ულა­მა­ზე­სი ქა­ლი გვერ­დით. მე­ტი რა­ღა იყო სა­ჭი­რო სრუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის?
დარ­ბაზ­ში მივ­ბ­რუნ­დი. ბი­ბიმ თვა­ლი მომ­კ­რა თუ არა, მზე­რა აღარ მო­უ­შო­რე­ბია ჩემ­თ­ვის. მეც ამა­ყად თა­ვა­წე­უ­ლი, ბა­ლე­რი­ნას ნა­ბი­ჯე­ბით მი­ვი­წევ­დი მის­კენ. მის მზე­რა­ში აშ­კა­რად იკითხე­ბო­და, რომ ჩემ­ში რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულს ხე­დავ­და. თით­ქოს მე­უბ­ნე­ბო­და, შე­ნამ­დე ბევ­რი გო­გო შემ­ხ­ვედ­რია, ბევ­რიც "გა­მი­სინ­ჯავს", მაგ­რამ ასე ერ­თ­მა­ნეთ­ში შერ­წყ­მუ­ლი ში­ნა­გა­ნი ხიბ­ლი, ბრწყინ­ვა­ლე გო­ნე­ბა და თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი გა­რეგ­ნო­ბა არა­ვის ჰქო­ნია, ამი­ტომ დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, უფ­რო ახ­ლოს გა­გიც­ნოო.
მი­ვუ­ახ­ლოვ­დი თუ არა, მორ­ცხ­ვი ღი­მი­ლი შე­ვაფ­რ­ქ­ვიე, რა­მაც გა­მა­ოგ­ნებ­ლად იმოქ­მე­და მას­ზე. და­ვი­ნა­ხე, რო­გორ შეც­ბა, თით­ქოს თავ­ბ­რუ და­ეხ­ვაო და იქ­ვე მდგა­რი სკა­მის ზურგს ჩა­ე­ჭი­და. მი­სი თვა­ლე­ბი და­ჟი­ნე­ბით მიშ­ტე­რე­ბო­და ჩემს ტუ­ჩებს. ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რი იყო, ამ­წუ­თას მხო­ლოდ ერთ რა­მე­ზე ფიქ­რობ­და - მაგ­რად მი­ვე­კა­რი მკერ­დ­ზე და კოც­ნით და­ელ­ბო ჩე­მი პო­მა­დი­ა­ნი ბა­გე­ე­ბი.
უკაც­რა­ვად, ბი­ბი... სხვა რომ არა­ფე­რი, ახ­ლა არც დროა ამის და არც ად­გი­ლი... თუმ­ცა...
მე ხომ უნ­და და­ვარ­წ­მუ­ნო ყვე­ლა, რომ მიყ­ვარს იგი და მა­საც ვუყ­ვარ­ვარ. ჩვენ ხომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი ვართ. იმა­ზე უფ­რო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი რა იქ­ნე­ბა, ახ­ლა რომ ვა­კოც­ნი­ნო?
"არც გა­ი­ფიქ­რო! ახ­ლა­ვე ამო­იგ­დე თა­ვი­დან ეგ სუ­ლე­ლუ­რი აზ­რი!" - მკაც­რად შე­ვუ­ძა­ხე ჩემს თავს, თუმ­ცა ჩე­მი თვა­ლე­ბი სულ სხვა სურ­ვილს ამ­ჟ­ღავ­ნებ­და და ამ რე­ა­ლო­ბას ვერ­სად გა­ვექ­ცე­ო­დი.
"იქ­ნებ ღირს კი­დე­ვაც, რომ ვცა­დო?" - ვებ­რ­ძო­დი ჩემს გრძნო­ბებს.
ბი­ბიმ სკა­მი გა­მოს­წია და სა­ნამ დავ­ჯ­დე­ბო­დი, ოდ­ნავ შე­მე­ხო მხარ­ზე. ისე ამი­ტა­ნა თრთო­ლამ, მა­საც კი არ დარ­ჩე­ნია შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი. ავ­ხე­დე. გაკ­ვირ­ვე­ბა არ ეხა­ტა სა­ხე­ზე. ეს ნიშ­ნავ­და, რომ ამას ელო­და. რო­გო­რი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გეგ­მის მი­ხედ­ვით, წმინ­და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, სა­კუ­თარ სხე­ულს ვე­რა­ფერს ვუ­ხერ­ხებ­დი, რო­მელ­საც არ შე­ეძ­ლო არა­ვის მოტყუ­ე­ბა და ალერსს მო­ითხოვ­და.
- გო­გო­ე­ბი დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ არი­ან, - ხმა­დაბ­ლა ვთქვი.
- ჩემ­გან?
- არა, ჩე­მი ახა­ლი აიფო­ნის­გან, - გა­ვი­ცი­ნე. - რა შე­კითხ­ვაა?!
- დი­დი კმა­ყო­ფი­ლე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი დღეს იმის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბას, რო­გორ გვიყ­ვარს ერ­თ­მა­ნე­თი. მთა­ვა­რია, შენ მიბ­რ­ძა­ნო და თი­თე­ბი გა­ატ­კა­ცუ­ნო.
- ისე­დაც არ გა­მოგ­დის ცუ­დად, ნუ ცელ­ქობ.
- უკე­თე­სა­დაც შე­მიძ­ლია, - მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­ჩურ­ჩუ­ლა და თი­თის წვე­რე­ბი ნა­ზად გა­და­ა­ტა­რა ჩემს შიშ­ველ მკლავ­ზე.
"ჯილ­დოდ" ჩემ­გან მსუ­ბუ­ქი ამო­ოხ­ვ­რა მი­ი­ღო, თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე. და­ზაფ­რულს სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა. უეც­რად ხე­ლი მა­ჯა­ზე მტა­ცა და ცე­რი ში­და მხა­რე­ზე და­მა­დო, სა­დაც გუ­ლის ფეთ­ქ­ვა ისინ­ჯე­ბა. ყუ­რე­ბამ­დე გავ­წით­ლ­დი, რად­გან ვგრძნობ­დი, რო­გო­რი ბა­გა­ბუ­გი გაჰ­ქონ­და ჩემს გულს, ეს კი აშ­კა­რა ნი­შა­ნი იყო იმი­სა, რომ ის ისე­ვე მა­ღელ­ვებ­და, რო­გორც მე მას.
- მად­ლო­ბა, უკ­ვე საკ­მა­რი­სია.
ჩემ­მა ხმამ გამ­ყი­და, მაგ­რამ გან­ზე გა­წე­ვა მა­ინც არ მი­ფიქ­რია. სი­ახ­ლო­ვის­გან გა­თა­მა­მე­ბულ­მა ბი­ბიმ, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩე­მი სუ­ნა­მოს სურ­ნე­ლი­თაც გაბ­რუვ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად წელ­ზე მომ­ხ­ვია ხე­ლი და მჭიდ­როდ მი­მიკ­რა. ისარ­გებ­ლა ჩე­მი სი­სუს­ტით.
- სუ­ლაც არ არის საკ­მა­რი­სი, - მი­ჩურ­ჩუ­ლა და თვა­ლი თვალ­ში გა­მი­ყა­რა, თით­ქოს ელო­და, რო­დის შე­ვეც­დე­ბო­დი მის შე­ჩე­რე­ბას, მაგ­რამ იმე­დოვ­ნებ­და, რომ მა­ინც არ შე­ვა­ჩე­რებ­დი.
- ჩვენ ასე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ გვქო­ნია...
აღარ მის­მენ­და. თა­ვი კი­დევ უფ­რო და­ხა­რა და ტუ­ჩებ­ზე შე­მე­ხო... არა, კი არ შე­მე­ხო, მა­კო­ცა... მა­კო­ცა იმ მიზ­ნით, რომ გა­ე­გო, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და მის სხე­ულს ჩე­მი ტუ­ჩე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბი­სას. ჰო, ზუს­ტად ასე მკოც­ნი­და - თით­ქოს აგე­მოვ­ნებ­და ჩემს ტუ­ჩებს... რო­გორც ჩანს, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ კოც­ნა­ზე კოც­ნით ვუ­პა­სუ­ხებ­დი, ნა­ზად და­ვუბ­რუ­ნებ­დი პა­სუხს ისე, რო­გორც ნამ­დ­ვილ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს შო­რის ხდე­ბა, რო­ცა ისი­ნი ეს-ესაა, ეც­ნო­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს. ვერც ახ­ლა შე­ვი­კა­ვე თა­ვი და ისევ მსუ­ბუ­ქი ოხ­ვ­რა აღ­მომ­ხ­და, კმა­ყო­ფი­ლე­ბის ოხ­ვ­რა. ეს ბო­ლო წვე­თი აღ­მოჩ­ნ­და, რომ ბი­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე კონ­ტ­რო­ლი და­ე­კარ­გა.
ჩემ ირ­გ­ვ­ლივ სამ­ყა­რო მზის გულ­ზე და­დე­ბუ­ლი ნა­ყი­ნი­ვით დად­ნა და გაქ­რა... რო­ცა ოდ­ნავ გა­მოვ­ფხიზ­ლ­დი, მე თვი­თონ გა­მიკ­ვირ­და ჩე­მი თა­ვის, ისე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი მგზნე­ბა­რე­ბით ვპა­სუ­ხობ­დი მის კოც­ნას, რო­მე­ლიც მდა­გავ­და, ვნე­ბის ბუ­რან­ში მხ­ვევ­და და მი­სად­მი ლტოლ­ვას მი­ორ­მა­გებ­და... მი­ექ­ვ­ს­მა­გებ­და... მიცხ­რა­მა­გებ­და... მი­ათ­მა­გებ­და... თით­ქოს მინ­დო­და, ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ და­მერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა იმა­ში, თუ რა და­კარ­გა ჩე­მი მი­ტო­ვე­ბით.
- ამ სა­ღა­მოს, რო­გორც კი შე­ნი კა­რის ზღურ­ბ­ლ­თან და­გი­ნა­ხე, ოც­ნე­ბად მექ­ცა, შენ­თ­ვის მე­კოც­ნა, - ზედ ყუ­რის ბი­ბი­ლოს­თან მი­ჩურ­ჩუ­ლა გაცხე­ლე­ბუ­ლი ბა­გე­ე­ბით და გა­მე­რი­და...
მე კი მინ­დო­და, ეს წუ­თი კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო, მე­ნა­ნე­ბო­და ამ წა­მე­ბის გაწყ­ვე­ტა, ამ ტუ­ჩებ­თან გან­შო­რე­ბა, იმ სით­ბოს დათ­მო­ბა, რო­მელ­საც ისი­ნი მა­ნი­ჭებ­დ­ნენ... სა­ში­ნე­ლი მო­თენ­თი­ლო­ბა ვიგ­რ­ძე­ნი. უხერ­ხუ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ავ­დე­ქი და ფო­ი­ე­ში გა­ვე­დი.
თავს ისე ვგრძნობ­დი, თით­ქოს ნათხო­ვა­რი სხე­უ­ლით ვმოძ­რა­ობ­დი. ვე­რაფ­რით ვა­ხერ­ხებ­დი ხე­ლე­ბის, ფე­ხე­ბის, თე­ძო­ე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბას. არც ტუ­ჩე­ბი მომ­ყ­ვე­ბო­და, ასე მე­გო­ნა, და­მებ­რი­ცა-მეთ­ქი. თვა­ლე­ბი და­მე­ბინ­და და სა­ღად აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი წა­მერ­თ­ვა.
ბი­ბი უკან გა­მომ­ყ­ვა. ფო­ი­ე­ში არა­ვინ იყო. არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა მი­სი გა­ო­ცე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი, რო­ცა კვლავ მი­ვუშ­ვი­რე ვნე­ბით აალე­ბუ­ლი ტუ­ჩე­ბი და ვა­კო­ცე, ჯერ მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლად, მე­რე უფ­რო თა­მა­მად, ბო­ლოს კი მომ­თხოვ­ნად. სა­ო­ცა­რი მხურ­ვა­ლე­ბით უპა­სუ­ხა ჩემს კოც­ნას. თი­თე­ბი თმა­ში შე­მი­ცუ­რა, ჩე­მი თა­ვი ხე­ლის­გუ­ლებ­ში მო­იქ­ცია და გონ­და­კარ­გუ­ლი­ვით და­მიწყო მო­ფე­რე­ბა. იმ­წუ­თას ორი­ვეს ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვა­ვიწყ­და, მათ შო­რის, ჩვე­ნი გა­რი­გე­ბაც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სრუ­ლი­ად სხვა რო­ლი უნ­და შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა ამ სა­ხი­ფა­თო თა­მაშ­ში. რა­ღა დროს პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი იყო, რო­ცა ცეცხ­ლი მოგ­ვ­დე­ბო­და ორი­ვეს!..
უეც­რად ბი­ბიმ ოდ­ნავ უკან დამ­წია და მა­ი­ძუ­ლა, გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. თვა­ლებ­ში ჩამ­ხე­და, რა­თა ამო­ე­კითხა, რას გან­ვიც­დი­დი იმ­წუ­თას. არ ვი­ცი, რას ელო­და... შეც­ბუ­ნე­ბას? და­მორ­ცხ­ვე­ბას? შეშ­ფო­თე­ბას, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა დად­გე­ნილ საზღ­ვ­რებს გას­ც­და? არა, ასე­თი რამ არც ჩემს თვა­ლებ­ში იკითხე­ბო­და და არც ჩემს გულ­ში. ამა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან მთე­ლი სხე­უ­ლი მას­თან სი­ახ­ლო­ვის სურ­ვი­ლით მქონ­და აალე­ბუ­ლი. მან ეს და­ი­ნა­ხა. და­ი­ნა­ხა თა­ვი­სი უტყუ­ა­რი მა­მა­კა­ცუ­რი ალ­ღო­თი და მიხ­ვ­და, თუ­კი მე ასე­თი რა­მე­ე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ ვი­ყა­ვი, მას წინ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ბევ­რად უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნო დღე­ე­ბი ელო­და, ვიდ­რე წარ­მო­იდ­გენ­და. აშ­კა­რა იყო, სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა.
- მგო­ნი, და­ი­ჯე­რეს, - ამის თქმა­ღა მო­ვა­ხერ­ხე.
- არ ვი­ცი, მათ რა იფიქ­რეს, მაგ­რამ მე ნამ­დ­ვი­ლად და­მა­ჯე­რე, - ხმა­დაბ­ლა მითხ­რა და თი­თე­ბი ნა­ზად მი­მო­ა­ტა­რა ჩემს ტუ­ჩებ­ზე, რო­მელ­ზეც სულ ახ­ლა­ხან ნა­ხევ­რად მორ­ცხ­ვი ღი­მი­ლი გა­მო­მე­სა­ხა.
- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად თა­მა­შობ შენს როლს, - მი­ვუ­გე აფო­რი­ა­ქე­ბულ­მა.
- იცი, რა აზ­რი მო­მი­ვი­და? მშვე­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და, მარ­თ­ლა რომ გაგ­ვე­ბა რო­მა­ნი. მე და შენ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და ვხვდე­ბით, რა­ზეც მივ­დი­ვართ. თუ­კი ასე გვსი­ა­მოვ­ნებს ერ­თ­მა­ნე­თის შე­ხე­ბა, რა­ტო­მაც არა? ყო­ველ­გ­ვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე თი­თო­ე­უ­ლი მი­ვი­ღებთ იმას, რაც გვინ­და, - არც ისე ფრთხი­ლად შე­მო­მა­პა­რა.
მის­მა ნათ­ქ­ვამ­მა ისე იმოქ­მე­და ჩემ­ზე, თით­ქოს ღვი­ნით სავ­სე ჭი­ქა შე­მო­ეს­ხას ვინ­მეს სა­ხე­ში.
- მაგ­რამ შე­ნი კოც­ნა არ იყო მთლად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი! - აპილ­პი­ლე­ბულ­მა მი­ვა­ხა­ლე. ამ­ჯე­რად უკ­ვე აღარ მე­პა­რე­ბო­და ეჭ­ვი მის სი­ყალ­ბე­ში.
ჩემ­და გა­სა­ოც­რად, უეც­რად სა­ხე გა­უ­ფით­რ­და და ნი­კა­პი აუკან­კალ­და.
- გგო­ნია, რომ ჩე­მი კოც­ნა მხო­ლოდ სცე­ნა­რის ნა­წი­ლი იყო და გა­ვი­თა­მა­შე? გე­თან­ხ­მე­ბი, რომ თა­ვი­დან ასეც მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს ად­რე იყო, დღეს კი ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. არა­ვის­თ­ვის არაფ­რის დამ­ტ­კი­ცე­ბა არ მსურს. უბ­რა­ლოდ, ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი ცდუ­ნე­ბას, არ მოვ­ფე­რე­ბო­დი შენ­ნა­ირ ქალს, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი მა­მა­კა­ცის გა­გი­ჟე­ბა შე­უძ­ლია. თუმ­ცა, ვხე­დავ, არ გჯე­რა ჩე­მი... და თუ­კი არ ვთა­მა­შობ­დი, მა­შინ?
გაკ­ვირ­ვე­ბის­გან თვა­ლე­ბი გა­მი­ფარ­თოვ­და, წარ­ბებს ქვე­მო­დან გავ­ხე­დე.
- რო­გორ? და ჩვე­ნი გეგ­მა?
- გეგ­მე­ბი იც­ვ­ლე­ბა ხოლ­მე, - მითხ­რა და ხელ­ზე ხე­ლი ძლი­ე­რად მო­მი­ჭი­რა.
თა­ვი ხელ­ში ავიყ­ვა­ნე და ცი­ვად გა­ვი­ცი­ნე, მა­ინც არ და­ვუ­ჯე­რე. ამა­სო­ბა­ში ხე­ლიც გა­ვაშ­ვე­ბი­ნე.
- ნუ იცი­ნი. გგო­ნია, ამ სი­ცი­ლით გა­მაგ­რი­ლებ? რომ იცო­დე, ამან უფ­რო გა­მით­ბო გუ­ლი, ვიდ­რე ჩემ­მა დღე­ვან­დელ­მა წარ­მა­ტე­ბულ­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ამ.
- შენ­თან ფრთხი­ლად უნ­და იყოს ადა­მი­ა­ნი, ბა­ტო­ნო ბი­ბი. დი­დად არ მჯე­რა შე­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის, მაგ­რამ ამ­ჯე­რად გა­პა­ტი­ებ და მე­ო­რედ არ გა­ივ­ლო გულ­ში, რომ ჩემ­თან რო­მა­ნის გა­ჩა­ღე­ბას შეძ­ლებ! - ერ­თობ მკაც­რად გა­მო­მი­ვი­და.
- ესეც პირ­ვე­ლი გაფ­რ­თხი­ლე­ბა პი­რად საქ­მე­ში შე­ტა­ნით, - მან გა­ი­ღი­მა იმ იმე­დით, რომ ხუმ­რო­ბა­ში ავ­ყ­ვე­ბო­დი, - მი­დი, აღი­ა­რე.
- რა ვა­ღი­ა­რო? - ვერ მი­ვუხ­ვ­დი.
- რომ შენც ძა­ლი­ან მო­გე­წო­ნა.
- ვერ ეღირ­სე­ბი! - მი­ვუ­გე და ხე­ლე­ბი გულ­ზე გა­და­ვიჯ­ვა­რე­დი­ნე, რა­მაც კი­დევ უფ­რო ამო­მი­ბურ­ცა მკერ­დი ღრმად ამო­ღე­ბულ გუ­ლის­პირ­ში.
- მა­შინ, გა­ვაგ­რ­ძე­ლებ მა­ნამ, სა­ნამ არ აღი­ა­რებ! - მითხ­რა და თი­თე­ბი ჩემს შიშ­ველ ზურ­გ­ზე ჩა­ას­რი­ა­ლა, - და­მი­ჯე­რე, მთე­ლი ღა­მე შე­მიძ­ლია, ასე გა­ვაგ­რ­ძე­ლო და დი­დად ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბიც დავ­რ­ჩე­ბი.
შეშ­ფო­თე­ბულ­მა ავ­ხე­დე და სწრა­ფად ამოვ­თ­ქ­ვი:
- კარ­გი, კარ­გი. მეც მო­მე­წო­ნა. კმა­ყო­ფი­ლი ხარ?
- შე­ნი და­ჭი­მუ­ლი ზურ­გი და შე­უ­პო­ვა­რი გა­მო­ხედ­ვა საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და, რომ ხე­ლი შე­გიშ­ვა, - ამ სიტყ­ვე­ბით, ხე­ლე­ბა­წე­ულ­მა ორი ნა­ბი­ჯით უკან და­ი­ხია, - მაგ­რამ მაგ თვა­ლებ­ში უეც­რად გა­ელ­ვე­ბულ­მა შიშ­მა მი­მახ­ვედ­რა, რომ ჩემ­მა კოც­ნამ ისე­ვე ძლი­ე­რად იმოქ­მე­და შენ­ზე, რო­გორც ჩემ­ზე შენ­მა, - ამ სიტყ­ვე­ბით ხე­ლე­ბი მომ­ხ­ვია და გულ­ში ჩა­მიკ­რა.
- შენ ისე­ვე გინ­დო­და ეს, რო­გორც მე, - მი­ჩურ­ჩუ­ლა.
ყა­სი­დად გა­ვი­ცი­ნე, ხე­ლი ვკა­რი და ნი­ღა­ბა­ფა­რე­ბულ­მა და­უ­დევ­რო­ბით მი­ვუ­გე:
- იშ­ვი­ა­თად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ბი­ჭი ხარ.
- ჩე­მი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა აუცი­ლე­ბე­ლი თვი­სე­ბაა. ვფიქ­რობ, ეს უკ­ვე გა­მიჯ­და ხა­სი­ათ­ში...
მი­სი ტრა­ბა­ხი სწო­რედ რომ დრო­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ამით ვი­სარ­გებ­ლე და ვკითხე:
- ჰო, მარ­თ­ლა: რა ქე­ნი, მო­ას­წა­რი თენ­გოს გაც­ნო­ბა? გა­მო­ნა­ხეთ სა­ერ­თო ენა?
ამის გა­გო­ნე­ბა­ზე ჩრდილ­მა გა­და­ურ­ბი­ნა სა­ხე­ზე, აშ­კა­რად არ ესი­ა­მოვ­ნა და გა­ა­ო­ცა ჩემ­მა გარ­დაქ­მ­ნამ. ნი­კაპ­ზე ხე­ლი მო­ის­ვა, გა­მომ­ც­დე­ლად ჩა­მაშ­ტერ­და თვა­ლებ­ში და დახ­შუ­ლი ხმით მო­მი­გო:
- კარ­გი კა­ცია... და­ნარ­ჩე­ნი ორიც კარ­გი ტი­პია, ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი...
გულ­ში ჩა­ვი­ცი­ნე, რომ მი­სი გა­ნი­ა­რა­ღე­ბა ამ­გ­ვა­რად შევ­ძე­ლი...


გაგრძელება იქნება
ავტორი სვეტა კვარაცხელია
წინა ეპიზოდი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
xatia
Avtorma ratom dagvagalata dges.novelis axali tavi rom ar dado
12:23 / 19-09-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93