ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი IX)

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი IX)
ერ­თი სა­ა­თიც არ გა­სუ­ლა, შინ რომ მო­ვე­დი და ტე­ლე­ფონ­მა და­რე­კა. მივ­ხ­ვ­დი, ბი­ბი იქ­ნე­ბო­და. ვი­ცო­დი, საყ­ვე­დუ­რე­ბით ამავ­სებ­და, მაგ­რამ ამის­თ­ვის წი­ნას­წარ მო­ვემ­ზა­დე. გზად ში­ნის­კენ მხო­ლოდ ამა­ზე ვფიქ­რობ­დი. ალ­ბათ, ისიც მიხ­ვ­და, რომ შე­მე­შინ­და. ძნე­ლი იყო, ცდუ­ნე­ბის­თ­ვის გა­მეძ­ლო, მით უფ­რო, მას­თან სახ­ლ­ში, მყუდ­რო, ლა­მაზ ბი­ნა­ში.
- გის­მენ, ბი­ბი, - უდარ­დე­ლი ხმით ვუ­პა­სუ­ხე მის ზარს, თით­ქოს სა­ერ­თოდ არ მა­ღელ­ვებ­და, რაც გა­ვა­კე­თე.
- "ბი­ბი, მა­პა­ტიე, რომ ვერ და­გე­ლო­დე. სას­წ­რა­ფოდ გა­მო­მი­ძა­ხეს სამ­სა­ხურ­ში. ვფიქ­რობ, გა­მი­გებ, ასე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის უცხო არ უნ­და
იყოს", - ის ჩე­მი წე­რი­ლის ტექსტს კითხუ­ლობ­და.
კი­ნა­ღამ სი­ცი­ლი ამიტყ­და, ისე­თი გა­გუ­ლი­სე­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და მის ხმა­ში.
- ელენ, რას ნიშ­ნავს შე­ნი ბა­რა­თი?
- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­რი­ლია, გა­უ­გე­ბა­რი რა არის? - მშვი­დად მი­ვუ­გე. - იმი­ტომ კითხუ­ლობ ასე გამ­წა­რე­ბუ­ლი, რომ რა­მე გა­უ­გე­ბა­რი იყო? - თავს ვი­კა­ვებ­დი, რომ არ ავ­ხარ­ხა­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. მომ­წონ­და, რომ ბრაზ­დე­ბო­და.
- ვერ და­მი­რე­კე, თუ წას­ვ­ლას აპი­რებ­დი? გი­ჟი­ვით გა­მოვ­ვარ­დი სამ­სა­ხუ­რი­დან, დიდ­ხანს არ ვა­ლო­დი­ნო-მეთ­ქი.
- მარ­თ­ლა? ეგ არ მი­ფიქ­რია, მა­პა­ტიე. უბ­რა­ლოდ, დაც­და არ შე­მეძ­ლო.
- ერ­თი სუ­ლი მქონ­და, ბი­ნის კარს რო­დის შე­მო­ვა­ღებ­დი. მე­გო­ნა, ყვე­ლა­ზე და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბე­ლი ქა­ლი ოთახ­ში დამ­ხ­ვ­დე­ბო­და, ფან­ჯა­რა­ში მომ­ზი­რა­ლი, შენ კი მთე­ლი იდი­ლია წყალ­ში ჩა­მი­ყა­რე.
- ნუ მსაყ­ვე­დუ­რობ, რაც იყო, იყო. ვეც­დე­ბი, გა­მო­ვას­წო­რო ჩე­მი შეც­დო­მა, ოკეი?
- თა­ნაც - ახ­ლა­ვე. მი­დი, ლა­მა­ზად ჩა­იც­ვი და წა­მო­დი.
- სად, შენ­თან? - ლა­მის მუხ­ლე­ბი მო­მეკ­ვე­თა.
- არა, ჩემ­თან არა. ვი­ცი, რომ აქ მოს­ვ­ლის და ჩემ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნის გე­ში­ნია, გგო­ნია, ვერ ვხვდე­ბი?
- სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე?! - მარ­თალს ამ­ბობ­და, მაგ­რამ მა­ინც არ გავ­ტყ­დი.
- გგო­ნია, და­ვი­ჯე­რე, რომ სამ­სა­ხურ­ში გა­მო­გი­ძა­ხეს? მა­შინ, სახ­ლ­ში რა­ტომ ხარ? შენ მხო­ლოდ სა­ბა­ბი გინ­დო­და, რომ არ შემ­ხ­ვედ­რო­დი სწო­რედ აქ, გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლად, ჩემს ბი­ნა­ში. არა­და, რო­ცა მითხა­რი, შევ­ხ­ვ­დეთ და ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბი ერ­თად აღ­ვ­ნიშ­ნო­თო, იცი, რამ­დე­ნი სი­ხა­რუ­ლი იგ­რ­ძ­ნო­ბო­და შენს ხმა­ში?! ჩემს თავ­ზე გა­მო­მიც­დია: რო­ცა რა­ღაც კარ­გი ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მინ­და, მთე­ლი სამ­ყა­როს გა­სა­გო­ნად ვიყ­ვი­რო. გუ­ლახ­დი­ლად რომ გითხ­რა, გა­მაკ­ვირ­ვე. გა­მოტყ­დი, რომ შე­გე­შინ­და.
- ნუ სუ­ლე­ლობ, სუ­ლაც არ შემ­ში­ნე­ბია, უბ­რა­ლოდ, მარ­ტო ყოფ­ნა მომ­ბეზ­რ­და და წა­მო­ვე­დი. ლო­დი­ნი არ მიყ­ვარს და რა ვქნა?
- კარ­გი, ეგ­რე იყოს. ახ­ლა კი ჩა­იც­ვი და და­მე­ლო­დე. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გა­მო­გივ­ლი.
- სად მივ­დი­ვართ?
- ჩემს საყ­ვა­რელ რეს­ტო­რან­ში. ისე­თი კა­ბა ჩა­იც­ვი, რომ თვა­ლი ყვე­ლას შენ­ზე დარ­ჩეს, გა­სა­გე­ბია? გა­მომ­წ­ვე­ვი.
ახ­ლა კი გუ­ლი­ა­ნად გა­ვი­ცი­ნე.
- კარ­გი, და­გი­ჯე­რებ.
- ჰო­და, მოვ­დი­ვარ. და­მე­ლო­დე.
ამ სიტყ­ვე­ბით ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შა. რა­ღა უნ­და მექ­ნა? უარს ვე­ღარ ვეტყო­დი. მი­სი გაბ­რა­ზე­ბა არ მაწყობ­და, შე­იძ­ლე­ბო­და, მთე­ლი გეგ­მე­ბი ჩამ­შ­ლო­და. გარ­დე­რო­ბი გა­მო­ვა­ღე და კა­ბის შერ­ჩე­ვას შე­ვუ­დე­ქი.

- კმა­ყო­ფი­ლი ხარ? - ბი­ბის ტუ­ჩე­ბი ჩემს ყურ­თან მო­ე­ტა­ნა და მე­ჩურ­ჩუ­ლე­ბო­და.
წა­მით გავ­ქ­ვავ­დი, გა­მი­ჭირ­და მის­კენ შებ­რუ­ნე­ბა, რად­გან ვიგ­რ­ძე­ნი, მი­სი სი­ახ­ლო­ვით მუხ­ლე­ბი მეკ­ვე­თე­ბო­და.
რო­გორც იქ­ნა, მოვ­ტ­რი­ალ­დი.
- რა თქმა უნ­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ღა­მოა. აქ არ მი­წევს თა­მა­ში, არა­ვინ გვიც­ნობს და ბუ­ნებ­რი­ვად ვიქ­ცე­ვით.
- არა­და, თა­მა­შიც კარ­გად გე­ხერ­ხე­ბა, - ირო­ნი­უ­ლად ჩა­ი­ცი­ნა. - ისე კარ­გად გა­მოგ­დის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა, ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბებ­საც კი შე­შურ­დე­ბო­დათ.
- რა სი­სუ­ლე­ლეა, ეგ რო­ლი ჯერ არ გა­მი­თა­ვი­სე­ბია, - გავ­წით­ლ­დი. - ასეთ რა­მე­ებ­ში ძა­ლი­ან უნი­ჭო ვარ.
- რას მე­ლა­პა­რა­კე­ბი! პა­ტა­რა მატყუ­ა­რა! ხომ ხე­დავ, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უფ­რო და უფ­რო მჭიდ­რო ხდე­ბა. ჩემ­თან უფ­რო ლა­ღად რომ არ გრძნობ­დე თავს, მე არ ამირ­ჩევ­დი დღე­ვან­დე­ლი სა­ღა­მოს­თ­ვის თა­ნამ­გ­ზავ­რად. წარ­მა­ტე­ბებს ძა­ლი­ან ახ­ლო მე­გობ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ ხოლ­მე ერ­თად. შენ კი მე და­მი­რე­კე. თუ ამას და­ვა­მა­ტებთ შენს უც­ნა­ურ ფა­რულ მზე­რებ­საც, რო­მელ­საც გა­მო­ა­პა­რებ ხოლ­მე ჩემ­კენ და რო­მელ­საც ყო­ველ­თ­ვის ვამ­ჩ­ნევ, კი­დევ - შენს რე­აქ­ცი­ას ჩემს კოც­ნა­ზე, მა­შინ უნ­და ჩავ­თ­ვა­ლო, რომ სი­ხა­რუ­ლის მი­ზე­ზი მაქვს.
- სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე ეს ყვე­ლა­ფე­რი? - გველ­ნაკ­ბე­ნი­ვით გა­ვე­რი­დე, მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩემს ყვე­ლა ფიქრს კითხუ­ლობ­და.
- თუ ასე არ არის და ვცდე­ბი, მა­შინ ვიტყ­ვი, რომ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ და ახ­ლა­ვე მო­ვიწყენ. ძა­ლი­ან გინ­და, მოწყე­ნი­ლი მა­მა­კა­ცის გვერ­დით გა­ა­ტა­რო სა­ღა­მო? ვი­ცი, რომ შენ­თან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ იმა­საც ვგრძნობ, რა­ღაც სხვა რომ ხდე­ბა ჩვენ შო­რის. ისე­თი რამ, რა­საც თა­ვი­დან არც ერ­თი არ ვგეგ­მავ­დით.
ვე­რა­ფე­რი ვუ­პა­სუ­ხე. თვა­ლე­ბი დავ­ხა­რე და იატაკს ჩა­ვა­ჩერ­დი.
- რა­ტომ მო­ი­ღუ­შე? არ მოგ­წონს აქ ყოფ­ნა?
თა­ვი ავ­წიე და შევ­ხე­დე.
- რო­გორ არა, მომ­წონს. კარ­გია აქ, კმა­ყო­ფი­ლი ვარ.
- მა­შინ, რა გჭირს? ჩემ­მა ნათ­ქ­ვამ­მა შე­გიც­ვა­ლა ხა­სი­ა­თი?
მან ხე­ლი შუბ­ლ­ზე შე­მა­ხო. ისე ნა­ზად მის­ვამ­და თი­თებს, თით­ქოს ნა­ო­ჭებს ას­წო­რებ­სო. მე კი მის შე­ხე­ბა­ზე ჩე­მი მე­მარ­თე­ბო­და. ერ­თი­ა­ნად დამ­სუს­ხა, სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან მკლა­ვებ­ზე კა­ნი ამე­ხორ­კ­ლა. ნუ­თუ არ შე­მიძ­ლია, გულ­გ­რი­ლო­ბის ნი­ღა­ბი ავი­ფა­რო? აბა, რას ვა­კე­თებ­დი მთე­ლი ეს წლე­ბი, რას ვას­წავ­ლი­დი ჩემს თავს?

რო­ცა ბი­ბიმ ხე­ლი ჩა­მო­ი­ღო, შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თ­ქე და მტკი­ცედ გა­დავ­წყ­ვი­ტე, და­ძა­ბუ­ლო­ბის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი.
- ხომ არ გა­ვიწყ­დე­ბა ჩე­მი პრო­ფე­სია? მინ­და თუ არ მინ­და, ყვე­ლა­ფერს ვაკ­ვირ­დე­ბი, რა რო­გორ არის მოწყო­ბი­ლი, ინ­ტე­რი­ე­რი რამ­დე­ნად სა­­სია­მოვ­ნოა, მიმ­ტა­ნე­ბი რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან კლი­ენ­ტებს, რო­გორ არ­თ­მე­ვენ თავს რთულ და­ვა­ლე­ბებს. ჰო­და, რო­ცა ამ კუთხით გა­და­ვერ­თ­ვე­ბი, მა­ვიწყ­დე­ბა, ვის­თან ვარ და რა­ტომ.
- და ისიც გა­ვიწყ­დე­ბა, რომ მო­ილ­ხი­ნო?
- ნუ, მთლად ასე არ არის, მაგ­რამ გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ალ­ბათ, ჰო.
მის­მა უნ­დო გა­მო­ხედ­ვამ მი­კარ­ნა­ხა, რომ ერ­თი სიტყ­ვაც არ და­ი­ჯე­რა, მაგ­რამ აღარ ჩამ­ძი­ე­ბია.
- ამ რეს­ტო­რან­ში იცი, რა ქორ­წი­ლე­ბი იმარ­თე­ბა? შენს და­ქალს ვურ­ჩევ­დი, აქ გა­და­ე­ხა­და სა­ქორ­წი­ნო სუფ­რა.
- ეს მი­სი გა­და­საწყ­ვე­ტია, თუმ­ცა მარ­თ­ლა კარ­გი ად­გი­ლია. სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მაც გე­მოვ­ნე­ბი­თაა შერ­ჩე­უ­ლი. ორი წლის წინ მეც მო­ვაწყ­ვე აქ კოქ­ტე­ი­ლის სა­ღა­მო ჩე­მი ერ­თი კლი­ენ­ტის დაკ­ვე­თით.
- შენ რო­გორ ქორ­წილ­ზე ოც­ნე­ბობ?
- მე? - და­ვი­ბე­ნი. - მე გათხო­ვე­ბას არ ვა­პი­რებ.
- მო­ი­ცა, რა. გათხო­ვე­ბას ყვე­ლა ქა­ლი აპი­რებს, ორ­ჯერ და სამ­ჯე­რაც კი.
ისევ გავ­წით­ლ­დი.
- მე არ ვა­პი­რებ-მეთ­ქი, გა­სა­გე­ბად ვთქვი, - ცი­ვად გა­ვუ­მე­ო­რე.
- მა­ინც, მა­ინც? ისე, იდე­ა­ში, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია შე­ნი ქორ­წი­ლი?
უცებ გი­ჟურ­მა აზ­რ­მა გა­მი­ელ­ვა და არც ვი­ცი, რა­ტომ, მე­ოც­ნე­ბე­სა­ვით ამოვ­თ­ქ­ვი:
- მე მინ­და ისე­თი გა­რე­მო, სა­დაც კედ­ლე­ბის მა­გივ­რო­ბას აკ­ვა­რი­უ­მი გას­წევს. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნე, იჯ­დე სუფ­რას­თან, ირ­გ­ვ­ლივ კი, ოთხი­ვე კე­დე­ლი დი­დი აკ­ვა­რი­უ­მი იყოს, შიგ ზვი­გე­ნე­ბი და ფე­რად-ფე­რა­დი თევ­ზე­ბი და­ცუ­რავ­დ­ნენ. არ არის რო­მან­ტი­კუ­ლი?
გა­ო­ცე­ბულ­მა გა­მომ­ხე­და და მხო­ლოდ ეს მითხ­რა:
- "და­ცენ­ტ­რი­ლი" ხარ.
- კარ­გი, კარ­გი, სულ და­მა­ვიწყ­და, შენ რომ ზღვა არ გიყ­ვარს.
კი­დევ უფ­რო გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ხე მი­ი­ღო და ყრუდ მკითხა:
- ვინ გითხ­რა ეს?
- მგო­ნი, ტე­ტემ. მახ­სოვს, ზღვა­ზე რომ მი­დი­ო­და ბი­ჭებ­თან ერ­თად, სულ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო, ბი­ბი არ მო­დი­სო. ცურ­ვა არ იცის და წყლის ეში­ნიაო.
მე­გო­ნა, გა­ი­ცი­ნებ­და ჩემს ნათ­ქ­ვამ­ზე, მას კი, პი­რი­ქით, სა­ხე მო­ე­ქუფ­რა.
- გა­მო­ი­ცა­ნი, - საკ­მა­ოდ ცი­ვად მო­მი­გო.
არ ვი­ცო­დი, რო­გორ გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა სი­ტუ­ა­ცია. ვერ მივ­ხ­ვ­დი, რა ეწყი­ნა. ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ დროს მე­ლო­დია აჟ­ღერ­და და ვალ­სის სა­ცეკ­ვაო ჰან­გე­ბი და­იღ­ვა­რა დარ­ბაზ­ში.
- წა­მო, ჯო­ბია, ვი­ცეკ­ვოთ, - იმა­ვე ტო­ნით მითხ­რა.
რო­გორ შე­მეძ­ლო, უარი მეთ­ქ­ვა, რო­ცა მა­ჯა­ზე მე­ქა­ჩე­ბო­და და სა­ცეკ­ვაო მო­ედ­ნის­კენ მივ­ყავ­დი. თავ­ბ­რუ მეხ­ვე­ო­და, აზ­რე­ბი ამე­რია, გო­ნე­ბა­ში ერ­თი ჭკვი­ა­ნუ­რი მი­ზე­ზიც კი ვერ მო­ვი­ფიქ­რე, მას­თან ცეკ­ვა­ზე უარი რომ მეთ­ქ­ვა. ერ­თი წუ­თიც და, უკ­ვე გვი­ა­ნი იყო - ფე­ხე­ბი თა­ვის­თა­ვად აჰ­ყ­ვა მუ­სი­კის ტაქტს. ბი­ბიმ ხე­ლე­ბი წელ­ზე შე­მო­მაჭ­დო, მე კი მხრებ­ზე და­ვუ­ლა­გე ჩე­მი მკლა­ვე­ბი და დავ­ტ­რი­ა­ლით. ნე­ლა ვმოძ­რა­ობ­დით, ძა­ლი­ან ნე­ლა. ბი­ბი თან­და­თან უფ­რო მი­ზი­დავ­და თა­ვის­კენ, უფ­რო და უფ­რო ძლი­ე­რად მხვევ­და წელ­ზე ხელს, სა­ნამ ჩვე­ნი სხე­უ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს მჭიდ­როდ არ მი­ეკ­რა - ჩე­მი მკერ­დი მი­სას ეხე­ბო­და, მი­სი თე­ძო­ე­ბი - ჩემ­სას.
- ასე უკე­თე­სია, - ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა და მსუ­ბუ­ქად და­მატ­რი­ა­ლა.
ჩე­მი სა­მი­ვე და­ქა­ლის ქმრე­ბი (მე­გიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკ­ვე გათხო­ვი­ლი იყო) შორს იდ­გ­ნენ ცეკ­ვის­გან. არც ერთ მათ­განს ამის ნი­ჭი არ გა­აჩ­ნ­და. არ მახ­სოვს, რო­მე­ლი­მე მათ­განს ოდეს­მე ეცეკ­ვოს. მეცხ­რე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტო­მას უფ­რო სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხ­მ­დე­ბოდ­ნენ, ალ­ბათ, ვიდ­რე ქალ­თან ცეკ­ვას. ლი­ლი­სა და კა­ტოს ქორ­წილ­შიც კი არ უცეკ­ვი­ათ სი­ძე­ებს და თავს იმით იმარ­თ­ლებ­დ­ნენ, დი­დი გო­ი­მო­ბაა სი­ძე-პა­ტარ­ძ­ლის ტრა­დი­ცი­უ­ლი ცეკ­ვაო. მე ასე არ ვფიქ­რობ­დი და ამი­ტომ მა­ღი­ზი­ა­ნებ­და მა­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა. აი, ბი­ბის­თან სულ სხვაგ­ვა­რად იყო საქ­მე. ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ცეკ­ვავ­და და წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რას იზამ­და თა­ვის ქორ­წილ­ში. ნამ­დ­ვი­ლად არ გა­მო­ი­დებ­და თავ­პა­ტიჟს, მოჰ­კი­დებ­და ხელს თა­ვის პა­ტარ­ძალს და და­უვ­ლი­და. ამ სცე­ნის წარ­მოდ­გე­ნამ ოც­ნე­ბა­ში გა­და­მის­რო­ლა. თა­ვი პა­ტარ­ძ­ლის ად­გი­ლას წარ­მო­ვიდ­გი­ნე და... მე­სი­ა­მოვ­ნა.
კი­დევ კარ­გი, მივ­ხ­ვ­დი, რომ წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა სიმ­შ­ვი­დეს უკარ­გავს. ნე­ტავ, რა­ტომ? არც მე ვიხ­სე­ნებ სი­ხა­რუ­ლით გან­ვ­ლილ წლებს, მაგ­რამ მი­სი რე­აქ­ცია რა­ტომ­ღაც, ცო­ტა­თი უჩ­ვე­უ­ლოდ მო­მეჩ­ვე­ნა. არა მხო­ლოდ უჩ­ვე­უ­ლოდ, არა­მედ უც­ნა­უ­რა­დაც კი. იქ­ნებ სწო­რედ წარ­სულ­ში იმა­ლე­ბა მი­სი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლის ახ­ს­ნა? ტე­ტეს და­ბა­დე­ბის დღე­ზე მკვეთ­რად გამო­ხა­ტუ­ლი ყუ­რადღე­ბა ჩემ მი­მართ, მე­რე სრუ­ლი გარ­დაქ­მ­ნა და ხე­ლის კვრა, ამას და­მა­ტე­ბუ­ლი და­ცინ­ვა და შე­უ­რაცხ­ყო­ფა ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბის თვალ­წინ, და აი, კვლავ ღი­ად გა­მო­ხა­ტუ­ლი მო­წო­ნე­ბა. არა მგო­ნია, თა­მა­შობ­დეს. ერ­თხელ მა­ინც მივ­ხ­ვ­დე­ბო­დი სი­ყალ­ბეს. მი­სი ჩემ­და­მი სიმ­პა­თია მარ­თ­ლა გულ­წ­რ­ფე­ლი ჩანს, ამა­ში აქამ­დეც არ შემ­პარ­ვია ეჭ­ვი.
- მო­დუნ­დი, ნუ ხარ ასე და­ძა­ბუ­ლი, - მითხ­რა და წელ­ზე მოხ­ვე­უ­ლი მარ­ჯ­ვე­ნა ზე­მოთ, მხრე­ბის­კენ დაძ­რა. მუ­სი­კის ტაქტს აყო­ლე­ბუ­ლი მი­სი თი­თე­ბი თით­ქოს ვალ­სის სვლე­ბით მი­მო­დი­ოდ­ნენ ჩემს ზურ­გ­ზე. ამ შე­ხე­ბის­გან გა­ნა შე­მეძ­ლო მშვი­დად ყოფ­ნა? და­ძა­ბუ­ლი ხა­რო! ვიქ­ნე­ბი, აბა, რა! ქვე­და ტუ­ჩი ლა­მის მო­ვიკ­ვ­ნი­ტე, რო­ცა ბი­ბის სუნ­თ­ქ­ვა ყელ­თან მო­მე­ლა­მუ­ნა. სუნ­თ­ქ­ვა შე­ვი­კა­რი. გა­მაბ­რუ­ე­ბე­ლი მა­მა­კა­ცუ­რი სურ­ნე­ლი, ნუ­შის არო­მატ­თან შე­ზა­ვე­ბუ­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბას მიზღუ­დავ­და, მძა­ბავ­და და მაბ­ნევ­და. მე­გო­ნა, დავ­ღო­ღი­ა­ლებ­დი პარ­კეტ­ზე, კი არ ვცეკ­ვავ­დი.
- უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს შენ გვერ­დით ყოფ­ნა, - მითხ­რა, რო­ცა და­მატ­რი­ა­ლა და კვლავ მკერ­დ­ზე მი­მიკ­რა. ისე ჩამ­ბ­ღუ­ჯა, კი­ნა­ღამ გუ­ლი გა­მი­ჩერ­და. მინ­დო­და, ცეკ­ვა არას­დ­როს დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო.
- რა ჰა­ე­რო­ვა­ნი პი­რუ­ე­ტე­ბი გა­მოგ­დის! - ღი­მი­ლით შე­მა­ქო.
- ჩემ­თან ცეკ­ვა გა­ნი­ჭებს სი­ა­მოვ­ნე­ბას? - კეკ­ლუ­ცად ავ­ხე­დე.
- შენ­თან ჩა­ხუ­ტე­ბა, - და­ა­ზუს­ტა მან და მო­შიშ­ვ­ლე­ბულ მხარ­ზე ოდ­ნავ შე­მა­ხო ტუ­ჩე­ბი.
ენით აუწე­რელ ნე­ტა­რე­ბას გან­ვიც­დი­დი მის მკლა­ვებ­ში მოქ­ცე­უ­ლი. თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე, თა­ვი მკერ­დ­ზე მი­ვა­დე და რიტ­მუ­ლად დავ­ტ­რი­ალ­დი მას­თან ერ­თად. ამ­ქ­ვეყ­ნად ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მა­ვიწყ­და, მხო­ლოდ ამ სა­ო­ცა­რი წუ­თე­ბით ვტკბე­ბო­დი. რა უნ­და იყოს ასეთ წა­მებ­ზე უკე­თე­სი?! ნამ­დ­ვი­ლად არა­ფე­რი. ოჰ, ბი­ბი, ბი­ბი... ნამ­დ­ვი­ლი სრულ­ყო­ფი­ლე­ბა ხარ!
ღმერ­თო, რა­ზე ვფიქ­რობ? ნუ­თუ და­მა­ვიწყ­და, რომ ამ­ქ­ვეყ­ნად სრულ­ყო­ფი­ლი არა­ვი­ნაა? თვა­ლე­ბი გა­ვა­ხი­ლე და ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ვი­ხე­დე, რომ ნე­ტა­რე­ბის ეს წუ­თე­ბი სა­მუ­და­მოდ აღ­მე­ბეჭ­და მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ამ ძვირ­ფას სა­ღა­მოს ბევ­რ­ჯერ და­ვატ­რი­ა­ლებ გო­ნე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით - ზამ­თ­რის სა­ღა­მო­ებ­ში, რო­ცა მარ­ტო ვიქ­ნე­ბი ჩემს პა­ტა­რა ბუ­ნაგ­ში და მას­ზე ვი­ფიქ­რებ უმა­კი­ა­ჟოდ, ხა­ლათ­ში ჩა­ფუთ­ნი­ლი და ცხვირ­ზე სათ­ვა­ლე­და­კო­სე­ბუ­ლი.
- რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მე­ლო­დია არას­დ­როს მთავ­რ­დე­ბო­დეს, - თქვა ბი­ბიმ და შუბ­ლი­დან თმა სა­თუ­თად გა­და­მი­წია.
მის სა­ხეს შევ­ხე­დე. სურ­ვი­ლით ან­თე­ბო­და ლურ­ჯი თვა­ლე­ბი, მკვეთ­რად მო­ხა­ზუ­ლი ლა­მა­ზი ტუ­ჩე­ბი და ფიქ­რებ­ში ჩემს თავს შე­ვუ­ძა­ხე: "ნუ ოც­ნე­ბობ მას­ზე".
- ოდეს­ღაც ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რ­დე­ბა, - ნაღ­ვ­ლი­ა­ნად შევ­ნიშ­ნე და მი­სი მკლა­ვე­ბი­დან თა­ვი გა­ვი­თა­ვი­სუფ­ლე.
მსუ­ბუ­ქად შე­იჭ­მუ­ხ­ნა შუბ­ლი და ყუ­რადღე­ბით და­მაც­ქერ­და.
- წა­მო­დი, რა­მე ტკბი­ლი შევ­ჭა­მოთ.
შე­ვე­ცა­დე, ღი­მი­ლი გა­მო­მე­ხა­ტა და ქუს­ლე­ბის პა­კაპუკით ჩვე­ნი მა­გი­დის­კენ გა­ვე­მარ­თე. ჩემს თავს ვერ ვპა­ტი­ობ­დი, რომ ბავ­შ­ვო­ბის გა­ტა­ცე­ბას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად არ შე­ვებ­რ­ძო­ლე - ბი­ბი­სად­მი ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი უფ­რო და უფ­რო ღრმავ­დე­ბო­და...

ბი­ბიმ მან­ქა­ნა ჩე­მი სახ­ლის წინ გა­ა­ჩე­რა და ძრა­ვა გა­მორ­თო. ვი­ცო­დი, ელო­დე­ბო­და, რო­დის შე­მო­ვი­პა­ტი­ჟებ­დი შინ, ფინ­ჯა­ნი ყა­ვის და­ლე­ვის სა­ბა­ბით. არც იყო გა­საკ­ვი­რი. ორი­ვე ვგრძნობ­დით, რომ ჩვენ შო­რის რა­ღაც ხდე­ბო­და, მაგ­რამ მე ამის აღი­ა­რე­ბას გა­ვურ­ბო­დი. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, დავ­მ­შ­ვი­დო­ბე­ბო­დი და კი­დევ ერ­თი სა­რის­კო ნა­ბი­ჯი არ გა­და­მედ­გა. დამ­ფ­რ­თხა­ლი თვა­ლე­ბი მი­ვაპყა­რი და ხმა­დაბ­ლა ამოვ­თ­ქ­ვი:
- დი­დი მად­ლო­ბა, მშვე­ნი­ე­რი დრო გა­ვა­ტა­რე. - თა­ვა­ზი­ა­ნი, არაფ­რის მთქმე­ლი ფრა­ზა იყო, რო­მე­ლიც მი­ლი­ონ­ჯერ მით­ქ­ვამს სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის.
- მე კი ვე­ლო­დი, რომ სხვა რა­მეს მო­ვის­მენ­დი.
- სხვა რა­მეს? რას გუ­ლის­ხ­მობ? - ჩემს ხე­ლოვ­ნურ მი­ა­მი­ტო­ბას საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და.
- სხვა სიტყ­ვებს - გულ­წ­რ­ფელს, თბილს... იმის აღი­ა­რე­ბას, რომ ერ­თ­მა­ნე­თის­კენ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად მი­ვი­წევთ, რომ პლა­ტო­ნუ­რი არ გა­მოგ­ვ­დის და ერ­თი მა­გის დე­დაც... რო­ცა ასეთ რა­მე­ებს მო­ვის­მენ­დი, გი­პა­სუ­ხებ­დი, მეც ასე­ვე-მეთ­ქი და კი­დევ ერ­თხელ რა­მე კარ­გი მოხ­დე­ბო­და. მაგ­რამ მე უკან და­ხე­ვა არ მჩვე­ვია, ამი­ტომ ამ თა­მაშს არ ვი­თა­მა­შებ, ელი.
იგი გა­მუდ­მე­ბით სხვა­დას­ხ­ვა ვა­რი­ა­ცი­ას უძებ­ნი­და ჩემს სა­ხელს და ხან ელის მე­ძახ­და, ხან - ელენს, ხა­ნაც - ელს ან ელე­ნი­კოს. მე კი მსი­ა­მოვ­ნებ­და, რად­გან ერ­თა­დერ­თი მა­მა­კა­ცი იყო ამ­ქ­ვეყ­ნად, ვი­საც ამის უფ­ლე­ბა ჰქონ­და.
მის­მა ნათ­ქ­ვამ­მა ისე შე­მა­ში­ნა, ეგ­რე­ვე შე­მეტყო, მზე­რა და­მიფ­რ­თხა და ტუ­ჩე­ბი ამით­რ­თოლ­და.
- რო­მელ თა­მაშს? - ძლივს გა­სა­გო­ნად შე­ვე­კითხე.
- რომ­ლის გარ­შე­მოც მე და შენ ვტრი­ა­ლებთ და ერთ ად­გილს ვტკეპ­ნით. ეს არ არის კო­ცონ­ზე გა­დახ­ტო­მა, ელ, რო­მე­ლი უფ­რო მაღ­ლა ახ­ტე­ბა, რომ არ და­იწ­ვას. აქ გრძნო­ბე­ბით გვი­წევს მოქ­მე­დე­ბა და არა - სპორ­ტუ­ლი ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ორი­ვე­ნი ამო­ფა­რე­ბუ­ლნი ვართ ჩვენს შე­თან­ხ­მე­ბას და არ გვინ­და გა­მოვ­ტყ­დეთ, რომ ორი­ვეს უფ­რო მე­ტი გვსურს ერ­თ­მა­ნე­თის­გან.
იმ­წამ­ს­ვე მო­ვა­რი­დე მზე­რა და ცა­რი­ელ ქუ­ჩას გავ­ხე­დე. თი­თე­ბით ნერ­ვი­უ­ლად ვჭმუჭ­ნი­დი ჩე­მი პალ­ტოს კალ­თას და არ ვი­ცო­დი, რა მე­პა­სუ­ხა.
- ცდე­ბი, ბი­ბი, - რო­გორც იქ­ნა, ამოვ­ღერ­ღე ყვე­ლა­ზე დი­დი სიც­რუე.
- პა­ტა­რა მატყუ­რა, - და­ი­ჩურ­ჩუ­ლა, ჩემ­კენ გად­მო­ი­ხა­რა და შე­ე­ცა­და, თვა­ლებ­ში ჩა­ე­ხე­და.
შე­მეძ­ლო, რაც მო­მე­სურ­ვე­ბო­და, ის მეთ­ქ­ვა, მაგ­რამ თვა­ლე­ბი?.. თვა­ლე­ბის­თ­ვის რა მო­მე­ხერ­ხე­ბი­ნა? სწო­რედ მათ არ შე­ეძ­ლოთ ტყუ­ი­ლის თქმა. იყო დრო, რო­ცა ჩემს თვა­ლებს სათ­ვა­ლის მი­ნებ­ში ვმა­ლავ­დი, მაგ­რამ ახ­ლა "ჯავ­შ­ნის" გა­რე­შე და გუ­ლახ­დი­ლად შე­ხე­დავ­დ­ნენ ბი­ბის - ჩე­მი შა­ვი, ბრი­ა­ლა თვა­ლე­ბი, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბის უსაზღ­ვ­რო ტბა, რო­გორც მე­გის უყ­ვარს თქმა. ჩა­მაც­ქერ­დე­ბო­და ბი­ბი ახ­ლა ამ თვა­ლებ­ში და ვი­ცო­დი, რა­საც და­ი­ნა­ხავ­და მას­ში - რომ პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე მსურ­და მის გვერ­დით ყოფ­ნა, პირ­ვე­ლი კოც­ნის­თა­ნა­ვე და ახ­ლაც, პირ­ვე­ლი ვნე­ბი­ა­ნი ცეკ­ვის შემ­დე­გაც.
ის ელო­დე­ბო­და, რო­დის შევ­ხე­დავ­დი. გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი­ვით იჯ­და, ოდ­ნა­ვა­დაც არ გარ­ხე­უ­ლა. ნე­ლა ავ­წიე თა­ვი, თით­ქოს არ მსურ­და ამის გა­კე­თე­ბა და შევ­ხე­დე. ჩვე­ნი მზე­რა ერ­თ­მა­ნეთს შეხ­ვ­და: მი­სი - მტკი­ცე და შემ­ფა­სებ­ლუ­რი, ჩე­მი - შეც­ბუ­ნე­ბუ­ლი და უხერ­ხუ­ლი. წა­მიც და, ჩემს თვა­ლებ­შიც აბ­რი­ალ­და სურ­ვი­ლის ცეცხ­ლი.
ბი­ბის მე­ტი რა უნ­დო­და! ეგ­რე­ვე თა­ვის­კენ მი­მი­ზი­და და ტუ­ჩებ­ზე და­მაკ­ვ­და...
თუ­კი ჩვე­ნი პირ­ვე­ლი კოც­ნა დაზ­ვერ­ვით ხა­სი­ათს ატა­რებ­და, სა­ნამ ორი­ვემ დავ­კარ­გეთ კონ­ტ­რო­ლი ჩვენს თავ­ზე, ეს კოც­ნა სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და წი­ნას­გან. იგი მომ­თხოვ­ნი იყო და მგრძნო­ბი­ა­რე, ყვე­ლა ბა­რი­ე­რის გა­დამ­ლა­ხა­ვი, ვნე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი და სურ­ვი­ლით გა­დავ­სე­ბუ­ლი. ჩუ­მი კვნე­სა აღ­მომ­ხ­და, რო­ცა ბი­ბის ტუ­ჩე­ბი შე­მე­ხო. თი­თე­ბით მი­სი პი­ჯა­კის კი­დე­ებს ჩა­ვე­ჭი­დე და მა­მა­კა­ცი ჩემ­კენ დავ­ქა­ჩე, თით­ქოს მის სხე­ულ­თან შერ­წყ­მა მწად­და. არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ეს სი­ახ­ლო­ვე, უფ­რო ახ­ლოს მსურ­და მას­თან ყოფ­ნა, მას­ში მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ერთ სხე­უ­ლად გარ­დავ­ქ­მ­ნი­ლი­ყა­ვით, ერთ დიდ ვნე­ბად...
ბი­ბის გულ­წ­რ­ფე­ლი პა­სუ­ხი უნ­დო­და ჩემ­გან - მან ის მი­ი­ღო. კოც­ნას თავ­და­ვიწყე­ბუ­ლი კოც­ნით­ვე ვპა­სუ­ხობ­დი, აღ­გ­ზ­ნე­ბუ­ლი, ათ­რ­თო­ლე­ბუ­ლი, ტოლს არ ვუ­დებ­დი ალერ­ს­ში, სრუ­ლი­ად დავ­კარ­გე სირ­ცხ­ვი­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, სის­ხ­ლი უფ­რო და უფ­რო დუღ­დე­ბო­და ჩემს სხე­ულ­ში, ტკი­ვი­ლამ­დე ცხელ­დე­ბო­და და ფეთ­ქავ­და არ­ტე­რი­ებ­ში. გა­ჩე­რე­ბა არ მინ­დო­და. არც მას სურ­და გა­ჩე­რე­ბა. არც შე­ეძ­ლო. ყვე­ლა­ზე თა­მამ­მა ფან­ტა­ზი­ებ­მაც კი შე­ის­ხა ფრთე­ბი. ხე­ლებ­საც არ ვა­ჩე­რებ­დი, ვე­ფე­რე­ბო­დი მის მკერდს, ყელს, კი­სერს, თმას...
- ელე... - მო­მეს­მა ჩურ­ჩუ­ლი.
- მმმ... - პა­სუ­ხის გა­ცე­მის თა­ვი არ მქონ­და.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად კოც­ნა შეწყ­ვი­ტა, სა­ზურ­გე­ზე მი­სა­ვა­თე­ბუ­ლი გა­დაწ­ვა და მკითხა:
- ახ­ლა მა­ინც დარ­წ­მუნ­დი, რომ არ ვთა­მა­შობ?
იმ­დე­ნად უად­გი­ლო იყო მი­სი შე­კითხ­ვა, გა­მოფხიზ­ლე­ბა ვერ მო­ვას­წა­რი და უაზ­როდ და­ვე­კითხე:
- რა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბი? - ამის თქმა და ეგ­რე­ვე გონს მო­ვე­გე. გაკ­ვირ­ვე­ბა კი გა­მო­ვი­ხა­ტე სა­ხე­ზე, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, უნი­ჭო იმი­ტა­ცია გა­მო­მი­ვი­და, რად­გან ბი­ბის ეშ­მა­კუ­რად გა­ე­ღი­მა. მან ჩე­მი სა­ხე ხე­ლის­გუ­ლებ­ში მო­იქ­ცია და თვა­ლებ­ში ჩამ­ხე­და.
- არ ვი­ცი, და­მე­თან­ხ­მე­ბი თუ არა, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტ­ში შე­ნი გეგ­მა, გა­მო­გო­ნილ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, კონ­ტ­რო­ლი­დან გა­მო­ვი­და. ახ­ლა რა უნ­და მო­ვუ­ხერ­ხოთ ამას?
გა­მომ­ც­დე­ლი მზე­რა მი­ვაპყა­რი, თით­ქოს იმის გა­გე­ბა მინ­დო­და, შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა მი­სი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბის და­ჯე­რე­ბა.

გაგრძელება იქნება

ავტორი სვეტა კვარაცხელია

წინა ეპიზოდი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93