უთენია გამაღვიძა დედაჩემმა, მამა იყო ცუდად და დაფორიაქობდა ჩემი საძინებლის კართან. გავედი, დივანზე იწვა და თავთან ელაგა წნევის აპარატი და ჩემდა საბედნიეროდ ჯერჯერობით ჩემთვის უცნობი მედიკამენტები.
წინ ჩამოვჯექი საცვლების ამარა, მეძინებოდა, მაგრამ ნანას მარტო დატოვება არ ღირდა, ისევ ის გამახსენდა. ვიფიქრე წუხანდელი საკმაო მიზეზს მაძლევდა მოქმედებაზე გადავსულიყავი და მივწერე:
,,დილამშვიდობის, დღეს რა გეგმები გაქვს?" ტელეფონი გადავდე რადგან შუაღამეს ეღვიძა წუხელ სავარაუდოდ ასე ადრე არ ეღვიძებოდა.
გასასვლელად რომ მოვემზადე მერეღა მომწერა:
,,ვმუშაობ, მერე ბავშვები მყავს, რა ხდება?"
აჰა... ანუ ბავშვები ნამდვილად ყავს... სადმე გავლა შევთავაზე, ყავის დალევა. მაგრამ ეგეთ ხისტ პასუხს რაც მომწერა რაღაცნაირად აღარ ველოდი.
,,იცი რომ ქმარი და ბავშვები მყავს?!
ჯანდაბა... ეს ქმარი საიდანღა გამოჩხრიკა, ფოტო ერთად გადაღებული ან საერთოდ რამე რატომ არ ჰქონდა ტელეფონში... ახლა ისე მოქცევა თითქოს ძაან გამაოცა აღარ გამოდიოდა, თუ ქმარი ჰყავდა რას დარბოდა ჩემს სუპერმარკეტში და ფაქტებს იძიებდა, ან რატომ მიბრუნებს საერთოდ პასუხს...
,,არა, საიდან?!" -სასხვათაშორისოდ ვუპასუხე.
ხასიათი გამიფუჭდა, ამის ქმარი ახლა არაფერში მაწყობს, თითქმის ოთხი დღეა მეფიქრება.
,,ჰოდა, დასხდომის ამბავი არ გამოვა, ესეც რომ არა შენი სახელიც კი არ ვიცი სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ".
სიცილი ამიტყდა, ვითომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია?!
,,სახელის ცოდნა ეგეთი აუცილებელი რატოა?!
მივწერე და მაშინვე ვინანე, რადგან მნიშვნელოვან დეტალად თვლის მეთქვა ეს ჩემი სახელი.
ხუთი წუთი რომ გავიდა და აღარაფერი მომწერა მივხვდი რომ ბოლო წერილზე ნამდვილად ჩავიქაქე.
სამსხურში ქაოსი დამხვდა, ლეა ხმით მოსთქვამდა შუა დარბაზში, მივხვდი რომ საქმე ვერ იყო კარგად... ვისი საქმე? რაღათქმაუნდა პირველ რიგში ჩემი.
-რა გჭირს? -ახლოს რომ მივედი გაჩუმდა, ლიკა და კონსულტანტი გაგვერიდნენ.
-დანაკლისი მაქვს სალაროში. -უცებ მომახალა.
-რამდენი? -ღრმად ჩავისუნთქე.
-ბევრი.
-რამდენია ეგ ბევრი?
-47 ლარი.
-დაახლოებით მაინც ხვდები რანაირად თუ... -გავჩუმდი.
-ვერა...
-კაი, კამერებს ვნახავ, მოწესრიგდი და წადი დაჯექი, -ლიკასკენ გავიხედე, უზარმაზარი რიგი იყო. -მიდი და მაგაზე თუ იფიქრე მუშაობისას დღის ბოლოს 470 გექნება, ვნახავ რამეს.
ნერვები მომეშალა, იმაზე კი არა რომ დანაკლისი ჰქონდა 47 ლარი, იმაზე რომ მეასედ აქვს დანაკლისი, ხან 4,70 და ხან 470. ახლა ამის უყურადღებობის გამო კამერაში უნდა ვიყო შემძვრალი ნახევარი დღე.
ვიდეოს ყურებით რომ დავიღალე ლიკას ყავა შემოვატანინე და ტელეფონი კიდევ ერთხელ გადავამოწმე, ათამდე უაზრო შეტყობინება წავიკითხე, მაინცდამაინც ,,იმისი" არ იყო.
,,უბრალოდ დავსხდეთ სადმე რა დაშავდება, სადმე განსაკუთრებულ ლოკაციაზე გაგიყვან და თუ ეს რამეს სასიკეთოდ ცვლის დაჩი მქვია" ვწერ და წარმდგენა არ მაქვს სად ვპირდები წაყვანას, მგონი უფრო იმიტომ, რომ იმედი არ მაქვს სადმე გამომყოლი იყოს, ახლა მაინც...
,,არ გამოვა დაჩი თავის მოტყუება, რატომ უნდა დავიწყო, რის გამო?" ნერვები მეშლება, -რაზე? -წარმოდგენა არ მაქვს, უბრალოდ განცდა მაქვს რომ მეთამაშება, მოდის აქ, მერე მიდის, მერე ისევ მოდის, როცა უნდა მპასუხობს, როცა უნდა არა...ქმარი თუ ჰყავს საერთოდ რატომ დარბის წინ და უკან და გამოძიებებს ატარებს, დაუბრუნეს ტელეფონი, ვინ - რას ცვლის, თუ ქმრის იქით არავინ აინტერესებს რატომ მპასუხობს საერთოდ.
,,კაი, შენ როგორც გადაწყვეტ" ვწერ და ტელეფონს მაგიდაზე ვახეთქებ. არავინაა, რატო მაღიზიანებს ეგრე. არ გამოვა და ნუ გამოვა...
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>