ქალებს ახასიათებს იმპულსური ქცევები, ამას მიჩვეული ვარ იმ მრავალი პარტნიორის ყოლის გამო რომლებთანაც ძირითადად მოკლევადიანი ურთიერთობები მაკავშირებდა, მაგრამ ეს ნამეტანი იყო...
არაფერი გამოვა, ამბობენ მაგრამ მერე დროთა დანმავლობაში მაინც გამოდის ხოლმე, ყველასთან არა ცხადია...მაგრამ უმეტესობასთან მაინც.
რამდენიმე დღის წინ მკაცრი უარით მომიშორა თავიდან და ახლა ტელეფონის ეკრანს მიჩერებული ვფიქრობ ნომერი ხომ არ შეეშალა.
,,ათი წუთი შემიძლია გამოვიდე სამსახურიდან და თუ გინდა გნახავ" შეშლილია, ჩუმად ვამბობ და ისევ მეცინება, ეს ყველა წინა ქალზე უფრო არაადეკვატური და მერყევია. ვფიქრობ სად შეიძლება რომ წავიყვანო, ხომ ვიცი ნებისმიერ კაფეში ვერ დავსვამ მისივე მდგომარეობიდან გამომდინარე.
ყავას არც განიხილავს, სადღაც ტრასიდან მოშორებით მიბარებს, კაციშვილის ჭაჭანება რომ არ არის და ისიც კი არ ვიცი ჩემი მანქანა იმ გზაზე გადასვლას შეძლებს თუ ვერა, მაინც ვთანხმდები, მერე სპორტულ შარვალს ვუყურებ და ვხვდები გამოცვლის გამო დაგვიანებას რომ ისევ ასე წასვლა სჯობს, თეთრ მაისურს ვითვალიერებ ხო არაფერი მომეცხო და მანქანისკენ მივდივარ, ცოტა დაბნეული ვარ, ჯერ რატომ გადაწყვიტა რომ უნდა მნახოს იმ ყველაფრის მერე რასაც მწერდა, მერე ეს ლიმიტირებული 10 წუთი... სიურპრიზებით სავსე დღეა...
გზა ისეთია მგონია რომ მანქანას ნაწილები დასძვრება სადაცაა, რატომ იცის ეს ადგილი ან საერთოდ რატომ დადის აქ... ვფიქრობ და მისი მანქანაც ჩნდება გზაზე, ჩემი მანქანის გვერდით ჩერდება და მგონი გაადმოსვლას აღარ აპირებს, შუშას ვწევ და ვანიშნებ რომ გადმოჯდეს, მანქანის ძრავს თიშავს და სანამ სავარძელზე არ თავსდება მანამდე ზედ არ მიყურებს. სახიდან წაშლილია, ამჯერად გაფითრებული კი არა აწითლებულია და შეშინებული თვალებით მაჩერდება სახეზე, სულ ერთი წამი, მერე მზერას სადღაც ჩემი სხეულის რომელიღაც წერტილში აშეშებს და გამაყრუებელ ხმაზე სუნთქავს, ნერვიულობს... ნერვიულობს კი არა ასე მგონია სადაცაა სუნთქვა არ ეყოფა და ხელებში ჩამაკვდება.
მისი ეს მდგომარეობა მედება და სადღაც გულის სიღრმეში ოდნავ მენერვიულება, ახლა მასთან შეხვედრას იმდენად არ ველოდი რომ იმაზე დაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი საერთოდ რაზე შეიძლებოდა თუნდაც ეს 10 წუთი მელაპარაკა, ვუყურებ და ისეთი სახე აქვს აშკარად არაფრის მთქმელი ეს არაა.
-სახე გაქვს ალეწილი, რა განერვიულებს? - დალაპარაკებას ვცდილობ მაგრამ დიალოგზე არ მომყვება, მაბნევს, რა შეიძლება გავაკეთო?! ხომ თავის სურვილით დამიბარა ამ გადასაკარგავში... ახლა რა ჯანდაბა სჭირს. გულწრფელად ვამბობ არავითარი გათვლა არ მაქვს ახლა რომ შევეხო და ვიგრძნო, ინსტიქტურად ვწევ ხელს რომ ხელზე მოვკიდო და მივახვედრო რომ ვდარდობ მისი ნერვიულობის გამო, მაგრამ რომელ დამშვიდებაზე და თანაგრძნობაზეა ლაპარაკი, ცბება და ხელს იშორებს, უკვე მგონია კარს გახსნის და გადახტება... რა ბავშვობაა, არ იცოდა სად მოდიოდა?! თვალს მარიდებს და სადღაც უაზროდ არის მიშტერებული, სავარაუდოთ თავის არც ისე ურიგო ფეხებს დაჰყურებს, ბავშვები რომ არა ვიფიქრებდი რომ კაცს პირველად ხედავს, ისევ მეცინება, რა რეაქცია შეიძლება მქონდეს ასეთ დროს უბრალოდ წარმოდგენა არ მაქვს.
მგონი თავს ებრძვის, ცმუკავს, მერე სიგარეტს ნერვიულად აძრობს კოლოფიდან, მანქანაში მას მერე არ ვაწევინებ არავის რაც ელექტრო სიგარეტის მომხმარებელი გავხდი, მაგრამ მისთვის დაშვებულია, ოღონდ დამშვიდდეს და დამელაპარაკოს და ჯანდაბას... მოწიოს.
იმდენი სუნამო ასხია მომენტალურად მთელ სალონს მისი სუნი ავსებს, ზოლიანი მოკლე მაისური და ამერიკული ღია ფერის ჯინსები აცვია, გარინდებული სანამ ზის ვფიქრობ რამდენის შეიძლება იყოს, იმის გათვალისწინებით რომ არც ისე პატარა შვილები ჰყავს...
ზოგად თემებზე ვიწყებ ლაპარაკს, ვეუბნები რომ რასაც ეწევა უზომოდ მავნეა და ჩემს ელექტრო სიგარეტს ვაჩვენებ, არადა სადაცაა მოვისვრი და ისევ ჩვეულებრივზე გადავალ, ამის დატენვა და მერე მისი ღერების შოვნა ბარიგებისგან უკვე ყელშია...უბრალოდ რაღაცაზე ხომ უნდა ველაპარაკო, ალბათ 15-20 წუთი ჩერდება და მერე ამბობს რომ უნდა წავიდეს, მხოლოდ ამ ბოლო წინადადებაზე წევს თავს, თვალებში კიდევ ერთხელ მიყურებს, გაყინული, ცივი თვალებით, არადა მინდა რომ ისე შემომხედოს როგორც ეკრანიდან მიყურებდა რამდენიმე დღის წინ. მანქანიდან ისე გადადის რომ ასე მგონია ციხიდან გავათავისუფლე, რა ჯანდაბა სჭირს ამ გოგოს.
ველოდები რომ წავიდეს, თვალს რომ ეფარება მერეღა ვძრავ მანქანას, რა შეგრძნება მაქვს არ ვიცი, რაღაცნაირად დამტოვა, სადღაც ვარ შუაში გაკიდებული, ისეთი განცდა მაქვს რომ იმედი მანამდე გავუცრუე სანამ რამის გაკეთების შანსს მომცემდა. იმხელა ხმაზე სუნთქავდა და ისე განიცდიდა აქ ყოფნას მთავი ამტკივდა.
ორ წუთში ნებისყოფა მღალატობს ამ ქვიან გზაზე, - სავალი ნაწილების დედაც...
გაზის პედალს ვაწვები და სანამ მოასფალტებულ გზაზე გადავა გვერდიდან ვასწრებ, სარკეში ვუყურებ, თავს გვერძე აბრუნებს და სავარაუდოდ ცდილობს სარკეში გახედვის იმიტაცია შექმნას, ვითომ ვერც მამჩნევს, აი ამ ქცევების გამო გავაბავ მარტო, მეთამაშება, მოუნდება მიპასუხებს, მოუნდება-არა, ჯერ უარს მეტყვის შეხვედრაზე, მერე წამოუვლიან მნახავს... მერე ზედ არ მიყურებს და შეხებაზე ისე იქცევა ლამის ვიფიქრე რომ რაღაც მჭირს... თამაში ეგეთი არ უნდა...
ზოგადად ეგეთ ურთიერთობებში დამწყები არ ვარ, მაგრამ ამან ოდნავ ამაფორიაქა, თან რომ გიშვებს და უკვე ახლოს რომ ხარ გაგირბის, საღამომდე ჯერ წუთ და წუთ მახსენდებოდა, ტელეფონს რამდენჯერმე დავხედე, ვიფიქრე რამეს მაინც ამიხსნიდა, ჯერ დამიბარა... მერე გამექცა. ბოლოს ისევ მე მივწერე.
,,ასე ათი წუთი ნახვა არ კმარა"
პასუხი...
,,არ გამოვა არაფერი დაჩი, დაძაბული ვიჯექი და ეს ხელის ხელზე დადება და მოფერებაც... არ ვიცი, ვერ შევძლებ უბრალოდ"
უნდა რომ მახვეწნინოს.. კარგი...
ვცდილობ ისე მივუდგე რომ ვაგრძნობინო არაფერ განსაკუთრებულს არ ვითხოვ მისგან, რა შეიძლება ვუთხრა, იქნებ ის რომ მარტო ვარ და ჩემი მხრიდან სირთულეები არ ექნება... ამ წუთას ნამდვილად არავინ მყავს, ის მიწერ მოწერები და ერთდღიანი გაგულავება არ ითვლება, ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობაში მართლა არავისთან ვარ. მაგრამ თუ მაინც არ უნდა არ დავაძალებ. ამის მიწერის და ახსნის შემდეგ პასუხს აღარ ველოდები, რაღაცნაირად მგონია რომ მისი გაურკვეველი ხასიათი ოდნავ მაინც შევისწავლე, მაგრამ ვცდები.
,,უბრალოდ რა წარმოგიდგენია, რანაირი შეიძლება იყოს ჩვენი ურთიერთობა, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს, ერთი თვე? ერთი წელი? მართლა მაინტერესებს, ფილმების სანახავად ვივლით და ერთად ვისეირნებთ თუ რას ფიქრობ, რა უნდა ვაკეთოთ, რა ფორმა ექნება ამ ურთიერთობას?"
წაკითხვის დასრულებას ვერ ვასწრებ რომ მეორე მესიჯს მწერს ,,სჯობს აღარ შევხვდეთ და აღარ მომწერო" ანუ რაზე ფიქრობს... რა კინო და თეატრი, ან ეს ვადების დაწესება, როგორ უნდა მივხვდე წინასწარ 1 კვირა გაგრძელდება თუ ერთი თვე... სად უნდა ვისეირნოთ?!
დავუშვათ და ამ ყველაფერზე გავგიჟდი და დავთანხმდი, მერე შუა გზიდან მაგის ქმარი შემოგვიერთდება თუ რა ხდება...
რა ფორმა შეიძლება ქონდეს, ორშვილიან გათხოვილ ქალთან ურთიერთობას, ამას ნორმალურად და ადეკვატურად მოაზროვნე ქალი საერთოდ არ იკითხავდა.
თვალებს ვატრიალებ, დასაწყისშივე ვგრძნობ ამ ურთიერთობით დაღლას, ეს ,,ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების" თემაა და უკვე ნერვებს სერიოზულად მიშლის.
სოც ქსელში ნატუკას ვეძებ, ზუსტად ვიცი დროის და ამინდის მიუხედავად მაინც ნებისმიერ დროს უხარია ჩემი გამოჩენა, ღამე სახლიდან გამოსვლაზეც მარტივად მთანხმდება და ქალაქიდან მოშორებით ჩემს ახალ ბინაში ამყავს.
მთელი გზა მხიარულად ხითხითებს, როდის მოასწრო მაკიაჟის გაკეთება მიწერიდან 15 წუთში უკვე გარეთ მელოდებოდა, მეპრანჭება და მეფერება, მილიონ სახელს მეძახის და არ მალავს რომ ბედნიერია.
ესეც ნიას მსგავსად ბავშვიანია, ოღონდ განქორწინებული. ხშირად ახსენებს თავის ქმარს, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა ეს დიდად არ მანაღვლებს, ორივემ ზუსტად ვიცით რომ ჩვენი ურთიერთობა საწოლში იწყება და იქვე მთავრდება. უბრალოდ რა სიამოვნებს ეს თავის ქმარზე ჩემთან ლაპარაკი დღემდე ვერ გავარკვიე.
რატომ ვხვდები?! კომფორტულ ურთიერთობაში ვარ, ყველაფერი გარკვეული გვაქვს ერთმანეთთან. არავითარი ზედმეტი შეკითხვები, არავითარი პასუხისმგებლობები, არავითარი ვალდებულებები... იცის რომ ერთ დღეს ცოლს მოვიყვან და ეს ის დღე იქნება, როცა ტელეფონიდან ჩემს ნომერს წაშლის, ისიც იცის, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება, სამი კვირა ან ერთი თვე თუ არ ვნახავ არ აპროტესტებს და მოკლე პასუხებზეც არ ისტერიკდება.
საერთოდ მსგავს ურთიერთობებს არავითარი სიღრმე არ გააჩნია, ისაა რაც ერთი შეხედვით ჩანს, ამის გამოა რომ არასდროს ვფიქრობ მისი ამ ქცევის მოტივებზე, ისიც ზუსტად ვიცი რომ პარტნიორების ცვლით დაღლილი არა არის, მარტივად რომ ვთქვა სიამოვნებს ჩემთან ყოფნა და იცის როგორ უნდა მოიქცეს რომ კარი არ გავიხურო.
ჩვენი შეხვედრების სიხშირე დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე, პირველი: ნიას მსგავსი გოგოების გამოჩენა-წასვლა ჩემს ცხოვრებაში, როცა ცდილობენ მიმახვედრონ, რომ რაღაცით საინტერესო ვერ აღმოვჩნდი მათთვის, მეორე: უბრალოდ მოთხოვნილება რომ ვინმე გრძნობით შემეხოს და მომეფეროს და მესამე: სამსახურში _c_l_a_მიღებული სტრესის მოხსნას მშვენივრად უმკლავდება.
ღამე რომ დაეძინა ავდექი და აივანზე გავედი, დღეს აშკარად არ ქონდა გადამრჩენის ეფექტი, სექსის დროსაც კი ნია მახსენდებოდა, ცოტაც და ხელს გავუშვებდი, უბრალოდ მაგრად ,,გამიტყდა", თავს რანაირად ვაიძულე რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა აზრზე არ ვარ.
სიგარეტი ამოვიღე და მაშინვე ის გამახსენდა - დღის პირველ მონაკვეთში რა მონდომებით ვუხსნიდი აწითლებულ ნიას მისი მავნებლობის თაობაზე, პირველივე ნაფაზზე ვიგრძენი რომ ეს გემო მენატრებოდა და ზუსტად ის იყო რაც ამ წუთში ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>