რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"

რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"
რო­დე­საც ქორ­წი­ნე­ბის­თვის ას­ტრო­ლოგ­ი­უ­რად ხელ­საყ­რე­ლი დღის შერ­ჩე­ვა გვსურს, ასეთ დროს, რო­გორც ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, არ შე­იძ­ლე­ბა ზო­გა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში უამ­რა­ვი კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. აი, რას წერს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი და რას ურ­ჩევს მათ, ვი­საც წლის ბო­ლომ­დე სურთ ქორ­წი­ნე­ბა:

"ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ტა­ლია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ასეთ დროს, ჩემო კარ­გე­ბო: მთვა­რის მდე­ბა­რე­ო­ბა, ას­პექ­ტე­ბი, მზარ­დია ფაზა თუ არა... მერე ვე­ნე­რას მდე­ბა­რე­ო­ბა და ას­პექ­ტე­ბი, მზის... თქვე­ნი პი­რა­დი რუ­კე­ბი... ბო­ლომ­დე იდე­ა­ლუ­რი დღე შე­იძ­ლე­ბა მთელ წე­ლი­წად­შიც არ იყოს, არამ­ცთუ
უახ­ლო­ეს "შა­ფათს"... რაც წლის ბო­ლომ­დე თვე­ე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი, 5 თვე, ამ ხუთ თვე­ში 5 დღეც არაა სა­ა­მი­სოდ ხელ­საყ­რე­ლი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ! 15 აგ­ვის­ტოს ას­პექ­ტე­ბით და არა ­უ­შავს, მაგ­რამ მთვა­რე კლე­ბა­დია, მერ­კუ­რიც დამ­წვა­რი. 20 აგ­ვის­ტო­დან 2 კვი­რა მთვა­რე კია მზარ­დი, მაგ­რამ ვე­ნე­რაა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იუ­პი­ტე­რით და პლუ­ტო­ნით. გვინ­და? არ გვინ­და. 7 სექ­ტემ­ბერ­საც არა ­უ­შავ­და, მთვა­რე რომ მზარ­დი ყო­ფი­ლი­ყო და ვე­ნე­რა-მარ­სის კვად­რა­ტი არ გვქო­ნო­და (აფ­სუს, რა აფრა იკარ­გე­ბა?! თან მთვა­რეც კუ­რო­შია.. ეჰ...) 18-დან მთვა­რე კია მზარ­დი, მაგ­რამ ვე­ნე­რა-ურა­ნის კვად­რა­ტი გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

გა­მოვ­ტო­ვეთ ესეც. 23 სექ­ტემ­ბე­რი? ვე­ნე­რას და მთვა­რეს ტრი­ნი აქვთ, ფა­ზაც მზარ­დია, მზეს სა­ტურნ­თან ტრი­ნი აქვს და ხან­გრძლივ კავ­შირ­ზე მი­უ­თი­თებს. თუ და­ნარ­ჩენ და­ძა­ბულ ას­პექ­ტებს თვალს და­ვუ­ხუ­ჭავთ, ამ დღეს კი­დევ არა ­უ­შავს რა. აჰა, და­ვი­მახ­სოვ­როთ.

26-იც გა­ქა­ჩავ­და, მთვა­რე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო სას­ტი­კად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ისე­თებს უერ­თდე­ბა თხის რქა­ში და ისე­თე­ბი აკ­ვად­რა­ტე­ბენ, რომ - არ გვინ-და. მერე 30 სექ­ტემ­ბე­რია ცოტა ნორ­მა­ლუ­რი, მაგ­რამ მზეც უას­პექ­ტოა და მერ­კუ­რიც. რა ვიცი, რა ვიცი... მზარ­დი ფაზა 17 ოქ­ტომ­ბრი­დან იწყე­ბა. აქაც ვე­ნე­რას და­ზი­ა­ნე­ბა გვაქვს, ამ­ჯე­რად ნეპ­ტუ­ნით - ილუ­ზი­ე­ბი, ტყუ­ი­ლე­ბი.

25 ოქ­ტომ­ბერს მთვა­რე მზარ­დია, ვე­ნე­რა ჰარ­მო­ნი­უ­ლია. გავ­რის­კოთ? უი, მერ­კუ­რი ყო­ფი­ლა რეტ­რო, თან დამ­წვა­რი. პლ­უს, მზე ურა­ნის ოპო­ზი­ცია. ვერა, ვერ გავ­რის­კავთ. მომ­დევ­ნო მზარ­დი ფაზა 16 ნო­ემ­ბრი­დან გვაქვს. და აჰა, ისევ ვე­ნე­რაა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ტურ­ნით, პლუ­ტო­ნით, იუ­პი­ტე­რით. ამას რომ მო­ვი­შო­რებთ, ახლა ურა­ნი ჩა­უდ­გე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­ში ჩვენს გო­გოს. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93