ვინ არიან ადამიანები, რომლებიც მანიაკების გონებაში შეღწევას ცდილობენ?

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც მანიაკების გონებაში შეღწევას ცდილობენ?
გიყვართ საინტერესო დეტექტივები და თრილერის ჟანრი? მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა ჩაუჯდეთ ტელეარხ GDS-ს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00-18:00 სთ-ზე და თვალი ადევნოთ ქართულად დუბლირებულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და საინტერესო სერიალს - ”კრიმინალური აზროვნება”.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ადამიანის ქცევის ანალიზის ექსპერტების ჯგუფი ეხმარება კრიმინალისტებს, გახსნან ყველაზე ჩახლართული და ჩიხში შესული საქმეები.

ამისთვის აუცილებელია იმის გაგება, თუ რა მოტივები ამოძრავებდა დამნაშავეს.

ვინ არიან გუნდის წევრები, რომლებიც მანიაკების, მკვლელების გონებაში ცდილობენ შეღწევას და წინასწარ ხვდებიან, რომელ მსხვერპლს ამოირჩევენ
ისინი მომავალში?

chriminal minds 1 season-ის სურათის შედეგი

მენდი პატინკინი - ჯეისონ გიდეონის როლში


თუ თქვენ ნანახი გაქვთ სერიალი ”სამშობლო” (Homeland”), მაშინ აუცილებლად გეცნობათ სოულ ბერნსონი, რომელიც ძალიან ნიჭიერი მსახიობია.
მენდი პატინკინი 1952 წლის 30 ნოემბერს, ჩიკაგოში დაიბადა. ის დორალი პატინკინის შვილია, რომელსაც კულინარიული წიგნების სერია აქვს და საკუთარი კულინარიული ტელეშოუ მიჰყავდა -
Food Network-ის ტელეარხზე.

მენდიმ სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო სკოლაში, დრამის ფაკულტეტზე ჩააბარა. შემდეგ კი - კანზასის უნივერსიტეტში. მას კინოსა და რეკლამებში, ეპიზოდურ როლებში იღებდნენ.
მან მიიღო პრემია "Tony" , როგორც საუკეთესო მსახიობი მიუზიკლში ”ევიტა”, ჩე გევარას როლისთვის.
მენდი მონაწილეობს სერიალებში: ”კრიმინალური აზროვნება”, ”მკვდრები, როგორც მე”, "კანონი და წესრიგი”, ”სამშობლო”, ”ბოსტონის პრესა”, ”ანგელოზის შეხება”, ”ერთსართულიანი ამერიკა” და სხვ.


ტომას გიბსონი - აარონ ჰოჩნერის როლში

ტომას გიბსონი დაიბადა 1962 წლის 3 ივლისს, ჩარლსტონში. სცენაზე პირველად 10 წლის ასაკში გამოვიდა. სკოლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა, სამსახიობო კარიერას სერიოზულად მიდგომოდა. მან ჩარლსტონში ჩააბარა და მონაწილეობა მიიღო შექსპირის ფესტივალში. იქ ტომასი შეამჩნიეს და ჯულიარდის უნივერსიტეტშიც 1992 წელს, მან ფილმში Far and Away მთავარი როლი შეასრულა. ტელევიზიაში პირველად სერიალებში: ”კრიმინალური აზროვნება”, ”დარმა და გრეგი”, ”ჩიკაგოს იმედები”, ”სხვა სამყარო”, ”სანამ არსებობს სამყარო” გამოჩნდა.

chriminal minds 1 season cast-ის სურათის შედეგი

ლოლა გლაუდინი - ელი გრინვეის როლში

ლოლა გლაუდინი დაიბადა 1971 წლის 24 ნოემბერს, ნიუ-იორკში. ის მსახიობის და მწერლის, რობერტ გლაუდინის შვილია. მსახიობი ცნობილია სერიალებიდან: ”კრიმინალური აზროვნება”, ”სასწრაფო დახმარება”, ”სამედიცინო გამოძიება”, ”მკვდრები არ ტყუიან”, ”სოპრანო”, ”ლას-ვეგასი”, ”ოპერატიული მუშაკი”, ”მონკი”, ”საიდუმლო ჯაშუში”, ”შესანიშნავი შვიდეული”.


შემარ მური - დერეკ მორგანის როლში

შემარ მური დაიბადა 1970 წლის 20 აპრილს, კალიფორნიაში. დაბადების შემდეგ დედამ ის ჰოლანდიაში წაიყვანა. აშშ-ში მოგვიანებით დაბრუნდა. მან სანტა-კლარას უნივერსიტეტში ჩააბარა. ცნობილია ტელესერიალებით: ”კრიმინალური აზროვნება”, ” ”მტაცებელი ფრინველები”, ”ახალგაზრდები და დაუმორჩილებლები”, ”მალკოლმი და ენდი”, ”არლისი”.

მეთიუ გრეი გაბლერი - სპენსერ რიდის როლში

მეთიუ გრეი გაბლერი დაიბადა 1980 წლის 9 მარტს, ლას-ვეგასში. მეთიუ ცოტა ხანს მოდელად მუშაობდა დიზაინერებთან: მარკ ჯეიკობსი, ბარბერი და ლუის ვიტონი. ცნობილია სერიალებიდან: ”კრიმინალური აზროვნება” და ფილმებიდან: ”როგორია იყო სერიული მკვლელი”, ”დიდებული, როგორც ჰორვარდი”.

ეი ჯეი კუკი - ჯეი-ჯეი ჯაროს როლში

ანდრეა ჯოი კუკი დაიბადა 1978 წლის 22 ივლისს, კანადაში. ის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია ამერიკულ ტელევიზიაში. გადაღებებში მონაწილეობს 17 წლიდან. ცნობილია სერიალებიდან: ”კრიმინალური აზროვნება”, ”გამოძახება ტრუ”, "მკვდრები, როგორც მე", "პირველი ტალღა", "ფსიქ-ფაქტორი", "ჭიანჭველები".

კირსტენ ვანგსნესი - პენელოპა გარსიას როლში

კირსტენი დაიბადა 1976 წლის 7 ივლისს. ის წერს სტატიებს ჟურნალებისთვის და მონაწილეობს თეატრში - NOTE, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს. შეგიძლიათ ნახოთ სერიალებში: ”კრიმინალური აზროვნება”, ”ფილი მომავლიდან”.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93