ინტერვიუ

"საავადმყოფომდე გონება არ დამიკარგავს... თამოს მივწერე, ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა, როცა გადავრჩით-მეთქი" - ექსკლუზიური ინტერვიუ შატილის ავარიას გადარჩენილ ნატალია თხელიძესთან

"საავადმყოფომდე გონება არ დამიკარგავს... თამოს მივწერე, ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა, როცა გადავრჩით-მეთქი" - ექსკლუზიური ინტერვიუ შატილის ავარიას გადარჩენილ ნატალია თხელიძესთან
შა­ტი­ლის ტრა­გე­დი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი სა­მი­ვე გო­გო­ნა: ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძე - დღეს სა­კუ­თარ სახ­ლში გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. სამ­წუ­ხა­როდ, ამ დრომ­დე არ აქვთ პა­სუ­ხე­ბი მომ­ხდარ­ზე და გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ელო­დე­ბი­ან.

AMBEBI.GE-მ შევ­ძე­ლით სა­მი­ვე მათ­გან­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა. დღეს გთა­ვა­ზობთ ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძეს­თან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს და ის პირ­ვე­ლად იხ­სე­ნებს თავს გა­დამ­ხდარ ამ­ბებს:

ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძე:

- ჩემს მოს­წავ­ლეს­თან, ხა­ტია ზა­ა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, დავ­კარ­გე, შა­ტი­ლის ტურ­ზე წა­ვე­დი. იმის გა­აზ­რე­ბა მი­ჭირს, რაც ჩვენს თავს მოხ­და. ხა­ტი­ას 4
წლის წინ ვას­წავ­ლი­დი და ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით. თვი­თო­ნაც ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და. გვინ­დო­და მათი ტუ­რით წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ რად­გან მათი ტური გა­და­ი­დო, წა­ვე­დით კომ­პა­ნია "თრე­ვე­ლერ ჯი"-თი. არა­სო­დეს მქო­ნია შიში, გან­სა­კუთ­რე­ბით, ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის და არც არა­სო­დეს დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ მან­ქა­ნის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე. ყო­ველ­თვის ნდო­ბა მქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ფე­რი გა­დაგ­ვი­მოწ­მე­ბია.


- იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ?


- მახ­სოვს, რო­გორ ვერ­თო­ბო­დით. არ მახ­სოვს, მან­ქა­ნა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი­ყო ან რამე პრობ­ლე­მა გვქო­ნო­და გზა­ში. გა­ვერ­თეთ, კარ­გად იყო ყვე­ლა­ფე­რი. უკან ვბრუნ­დე­ბო­დით და ის, რაც მოხ­და, დღემ­დე და­უ­ჯე­რე­ბე­ლია ჩემ­თვის. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ეს პირ­ვე­ლი ტური იყო, სა­დაც არა­ვინ გა­მიც­ნია. ავე­დით, მი­ვე­სალ­მეთ ყვე­ლას, დავ­სხედით ერ­თად მე და ხა­ტია და მთე­ლი გზა ერ­თად ვსა­უბ­რობ­დით. არა­ვინ გა­მიცნია. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93