ინტერვიუ

„101 წლის ვხდები, კარგია ახალგაზრდობა, მაგრამ გეტყვით, რომ მე იგივე ვარ...“ - რას ამბობს 100 წლის ქართველი მეცნიერი, რომელსაც ამერიკაში „წლის ქალის“ წოდება მიანიჭეს და 300 ყველაზე საინტერესო ადამიანს შორის დაასახელეს

„101 წლის ვხდები, კარგია ახალგაზრდობა, მაგრამ გეტყვით, რომ მე იგივე ვარ...“ - რას ამბობს 100 წლის ქართველი მეცნიერი, რომელსაც ამერიკაში „წლის ქალის“ წოდება მიანიჭეს და 300 ყველაზე საინტერესო ადამიანს შორის დაასახელეს
ის მეც­ნი­ე­რია, გე­ოგ­რა­ფი, გე­ო­ლო­გი, კარ­სტო­ლო­გი, ჰიდ­რო­ლო­გი, ჰიდ­რო-გე­ო­ლო­გი, გე­ო­ლო­გია-მი­ნე­რა­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი. მეც­ნი­ე­რე­ბას შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვნა. ელე­ნე აბა­ში­ძე 18 მარტს 101 წლის გახ­დე­ბა. გვა­ო­ცებს თა­ვი­სი სა­უბ­რით, აზ­როვ­ნე­ბით, შე­მარ­თე­ბით და ცხოვ­რე­ბი­სად­მი აქ­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. 10.000-ზე მეტი ექ­სპე­რი­მენ­ტი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, არის 40-მდე სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი­სა და 2 მო­ნოგ­რა­ფი­ის ავ­ტო­რი. რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, დაბ­რკო­ლე­ბე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა გა­ი­ა­რა.

"კარ­სტს (ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს იჩენს წყალ­ში ხსნად ქა­ნებ­ში - კირ­ქვა, დო­ლო­მი­ტი, ცარ­ცი, თა­ბა­ში­რი, ქვა­მა­რი­ლი - მი­წის­ქვე­შა და ზე­და­პი­რუ­ლი წყლის ნა­კა­დე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად - რედ.) სწავ­ლობ­დნენ,
მაგ­რამ მხო­ლოდ მის ფორ­მა­ზე ამახ­ვი­ლებ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას. არა­ვის აინ­ტე­რე­სებ­და, ის რა პრო­ცესს გა­დი­ო­და, ვიდ­რე ამ ფორ­მას მი­ი­ღებ­და... უც­ნა­უ­რია, 2 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხალ­ხი ვერ მიხ­ვდა, რომ აქ წყლის სიჩ­ქა­რე­ებს ჰქონ­და დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ამის­თვის მეშ­ვი­დე კლა­სის პროგ­რა­მა დამ­ჭირ­და, მეტი არა­ფე­რი... იუ­გოს­ლა­ვი­ა­ში კონ­გრეს­ზე რომ გა­მო­ვე­დი, გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მის­მენ­დნენ, თურ­მე შე­იძ­ლე­ბო­და სხვა­ნა­ი­რი კუ­თხით ამ პრო­ცე­სის შეს­წავ­ლაო", - გვე­უბ­ნე­ბა მეც­ნი­ე­რი.

  • 79 წლის ასაკ­ში და­ცულ­მა დი­სერ­ტა­ცი­ამ კი დიდი აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა. ამე­რი­კამ ჯერ წლის ქა­ლის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა, შემ­დეგ 300 ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა და და­ა­ჯილ­დო­ვა.
- ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე, რო­გორც ვიცი, სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია 79 წლის ასაკ­ში და­ი­ცა­ვით...

- კი, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე მოხ­და, ეს იყო 1999 წელს. შემ­დეგ ამე­რი­კის მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის­გან დიდი მი­ლოც­ვა და აღი­ა­რე­ბა მო­ვი­პო­ვე. წლის ქა­ლად და­მა­სა­ხე­ლეს. ამის მნიშ­ვნე­ლო­ბა და ფასი კარ­გად ახლა გა­ვი­გე, რო­დე­საც პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის წლის მა­მა­კა­ცის წო­დე­ბა გა­დას­ცეს (იცი­ნის). მა­შინ მივ­ხვდი, ეს რა ყო­ფი­ლა... იმა­ზე არც მი­ფიქ­რია, თუ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის ასე­თი დამ­ფა­სე­ბე­ლი ვინ­მე იქ­ნე­ბო­და. მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გში ვი­საც რამე გა­უ­კე­თე­ბია, ეს ინ­სტი­ტუ­ტი ამას აღ­წერს, მათ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 300 ადა­მი­ან­ში და­მა­სა­ხე­ლეს...

წაიკითხეთ სრულად



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93