სერიალი, რომელიც 50 ქვეყანაში აჩვენეს, ნამდვილი ჰიტი გახდა და მილიონობით ტელემაყურებლის გულები დაიპყრო. მოდით, ვნახოთ, რას საქმიანობენ და როგორ ცხოვრობენ ახლა სერიალის გმირები.
მერიემ უზერლი (34 წლის)
მთავარი როლის - „ჰიურემის“ შემსრულებელი ნამდვილი ვარსკვლავი გახდა, მაგრამ ხშირმა გადაღებებმა და მძიმე რომანმა თურქ ბიზნესმენთან, ჯან ატეშესთან, ის ემოციურ აშლილობამდე მიიყვანა. როდესაც მერიემი მიხვდა, რომ ორსულად იყო, ბავშის მამამ მსახიობს აბორტის გაკეთება ურჩია და უთხრა, რომ მას არ სურდა ეს ბავშვი. გოგონამ ასეთი რაღაცის პატიება ვერ შეძლო და შეყვარებულს დაშორდა. ორსული ჰიურემი „დიდებული საუკუნიდანაც“ წავიდა. ის ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად და დეპრესიის მკურნალობა დაიწყო.
ქალიშვილის დაბადებამ ის რეალურ ცხოვრებაში დააბრუნა. 2015 წელს, მერიემს რომანი ჰქონდა იახტ-კლუბის მფლობელთან, ალპ ოზჯანთან, მაგრამ ქორწილი არ შედგა.
ახლა მერიემი ხშირად დადის სხვადასხვა ღონისძიებაზე და აქტიურად აქვეყნებს ქალიშვილის ფოტოებს სოცქსელში.
ხალიტ ერგენჩი (48 წლის)
„სულეიმანის“ როლის შემსრულებელი სერიალში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. ის დაქორწინებულია მსახიობ ბერგიუზარ კორელზე და მათ საერთო ვაჟი ჰყავთ.
ბურაკ ოზჩივიტი (33 წლის)
პოპულარული „ბალი-ბეი“ თურქეთში ნამდვილი ვარსკვლავია. მას ახალ ფილმებსა და სერიალებში ყოველთვის მთავარი როლების შემსრულებლად იწვევენ. გასულ წელს ის დაქორწინდა მსახიობ ფაჰრიე ევჯენზე. წყვილის მდიდრული ქორწილი საუკუნის მოვლენად დასახელდა.
ნურ ფეტახოგლუ (37 წლის)
სერიალის გადაღების დროს ლამაზმანი „მაჰიდევრანი“ ქმარს დაშორდა. ის 3 წელი მარტო იყო. შემდეგ ცოლად გაჰყვა ბიზნესმენს. ქორწინებამ ერთი წელი გასტანა. ნური ყოფილ ქმარს, მურატ აისანს დაუბრუნდა და ქალიშვილი გააჩინა.
პელინ კარახანი (33 წლის)
„მიჰრიმაჰის“ როლის შემსრულებელი 2014 წელს მეორედ გათხოვდა. ამჯერად ორ პატარა შვილს ზრდის და აგრძელებს კინოკარიერას.
ოკან იალაბიკი (39 წლის)
იბრაგიმ პაშის როლის შემსრულებელი განქორწინებულია. ის 40-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. დაამთავრა კონსერვატორია და რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს.
ტოპ 15 საუკეთესო წყვილი თურქული სერიალებიდან
ტოპ-5 ყველაზე პოპულარული თურქული სერიალი