ვინ გადაარჩენს „სამეფო კარის თამაშების“ ყველა გმირს? გავრცელდა ახალი ვარაუდი - Marao

ვინ გადაარჩენს „სამეფო კარის თამაშების“ ყველა გმირს? გავრცელდა ახალი ვარაუდი

2019-02-20 16:28:05+04:00

სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, „სამეფო კარის თამაშების“ დასკვნითი სეზონის გამოსვლამდე და ფანები უკვე თავიანთ ვარაუდებს აქტიურად ავრცელებენ სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეფე შესაძლოა ბრან სტარკი გახდეს, თუმცა აქვე მეორე ვარაუდიც ჩნდება, რაც სანსა სტარკის რკინის ტახტის მისაკუთრებას უკავშირდება. სულ ახლახანს კი უკვე ახალმა თეორიამ მოიცვა ქსელები და აქტიური განხილვის საგანიც გახდა.

game of thrones

Reddit-ის მომხმარებელი, ზედმესახელით lounaaaaaaaa, ამტკიცებს რომ სერსეას შეუძლია ვესტეროსის გადარჩენა white walker-ებისგან. მისი თეორიის თანახმად, დედოფალი მსხვერპლად შესწირავს თავის შვილს ღამის მეფეს და მხოლოდ ამის შემდგომ white walker-ები უკან დაიხევენ. ცნობილია ზოგადად, რომ მათ შესაჩერებლად და კედლის მიღმა დასარჩენად, ხშირად ბავშვების მსხვერპლად შეწირვა ხდებოდა.

game of thrones

მართალია უმეტესობას არ მოეწონა ეს მოსაზრება, რომ სერსეა შეძლებს ამ ნაბიჯის გადადგმას, თუმცა გაჩნდა აქვე კითხვაც, „რატომ უნდა მოინდომოს ეს? მითუმეტეს როცა გამოირჩევა ჭკუით და შვილებისადმი დიდი სიყვარულით, ასეთი სერსეა არასდროს წავა რისკზე“.

ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და 14 აპრილს.

წყარო: peopletalk