კინო

კინოგიდი: 5 ფილმი თორნიკე კვერენჩხილაძის რეკომენდაციით

კინოგიდი: 5 ფილმი თორნიკე კვერენჩხილაძის რეკომენდაციით
კინომანებისთვის საინტერესო სიახლე გვაქვს - ჩვენი რუბრიკის, “ფილმები ცნობილი ადამიანების რჩევით”, დღევანდელი რესპონდენტი ტელეწამყვანი თორნიკე კვერენჩხილაძეა. გაეცანით ჟურნალისტის საყვარელი ფილმების ხუთეულს:

1. ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი

ცისფერი მთები
ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული. მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა – თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად; რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს,
ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც – მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ. ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია.

2. მონანიება


საბჭოთა ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელე ვარლამ არავიძე რეპრესიების წნეხქვეშ ამყოფებს და სასიკვდილოდ წირავს უდანაშაულო თანამოქალაქეებს. წლების შემდეგ მის მიერ განადგურებული ოჯახის შვილი, ქეთევან ბარათელი ვარლამს საფლავიდან ამოთხრის და მომხდარით შეძრწუნებულ საზოგადოებას არავიძის ბნელი საქმეების შესახებ უამბობს. წინაპრის მიერ განვლილი, ცოდვებით დამძიმებული გზის გააზრება არავიძის შვილიშვილს, თორნიკეს მამასთან მწვავე კონფლიქტამდე მიიყვანს.

3. შერეკილები


ერთაოზს მამის გარდაცვალების შემდეგ სოფელში აღარაფერი დარჩენია, რადგან რაც კი ებადა, მამისეულ ვალებში დაარიგა და ამიტომაც, ახლობლის რჩევით, ბედის საძიებლად ქალაქში მიდის. შემთხვევით მემანქანე ტრიფონის მეუღლეს, მარგალიტას გაიცნობს, რომელიც ქმრის არყოფნით სარგებლობს და თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე ერთი შეხედვით შეყვარებული ერთაოზი მას ციხის უფროსის „ცხედრის“ თავიდან მოშორებაში დაეხმარება... უყურეთ ონლაინ

4. კუდის ქიცინი


ფილმი " კუდის ქიცინი" - ეს არის პოლიტიკური სატირა, სადაც გადმოცემულია მედიის მანიპულაციები და პოლიტიკა წლების განმავლობაში. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტს ბრალად ედება ახალგაზრდა გოგოსთან სექსუალური ურთიერთობა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მრჩეველები მას ალბანეთში ყალბი ომის წამოწყებას ურჩევენ... უყურეთ ონლაინ

5. ნათლია


ფილმის მოქმედება 1945-1955 წლებში ვითარდება და კორლეონეების იტალიურ-ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. როდესაც მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე ძლივს გადაურჩება თავდასხმას, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებზე სისხლიან შურისძიებას იწყებს... უყურეთ ონლაინ

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი