„ჰანდე ერჩელს თითოეულ ეპიზოდში 150 000 დოლარს შესთავაზებენ, რაც 2 მილიონ ლირაზე მეტია,“ - რა თანხას გამოიმუშავებს მსახიობი დისნეის პროექტში მონაწილეობის სანაცვლოდ - Marao

„ჰანდე ერჩელს თითოეულ ეპიზოდში 150 000 დოლარს შესთავაზებენ, რაც 2 მილიონ ლირაზე მეტია,“ - რა თანხას გამოიმუშავებს მსახიობი დისნეის პროექტში მონაწილეობის სანაცვლოდ

2022-03-18 15:08:04+04:00


Disney + ახალ, ციფრულ პროექტს იწყებს, ჯერ კიდევ გასულ წელს, თურქულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ პროექტში მთავარ როლებს მიიღებდნენ ჯან იამანი, დემეთ ოზდემირი, ქერემ ბურსენი, ჰანდე ერჩელი, სერენაი სარიქაია და სხვები.

მედიის ინფორმაციით, იმ დროს ჰანდემ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ქერემ ბურსენი სახელდებოდა, რომელსაც პირად ცხოვრებაში ჰქონდა არეულობა ერჩელთან.

ჰანდეს უარის შემდეგ, მის ადგილას მსახიობ დემეთ ოზდემირსაც განიხილავდნენ, რომელიც ასევე ქერემ ბურსენის ყოფილი შეყვარებულია.

ბოლო რამდენიმე თვეა გულშემატკივრებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი ქერემის და ჰანდეს დაშორებაზე, წყვილი ერთად აღარსად ჩანს და არც სოციალურ ქსელში ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

მათი დაშორების შემდეგ დისნეის პროექტზე საუბარმა კვლავ წინა პლანზე წამოიწია. ამბობენ, რომ ჰანდე ერჩელს თითოეულ ეპიზოდში 150 000 დოლარს შესთავაზებენ, რაც 2 მილიონ ლირაზე მეტია, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ჰანდე დისნეის გარდა არცერთ პლატფორმაზე არ იმუშავებს.

პლატფორმა, რომელიც გადაიღებს დოკუმენტურ სერიებს, ორი ლეგენდარული სახელითაა წარმოდგენილი კინოსა და მუსიკის სამყაროში. ის ბარიშ მანჩოსა და ქემალ სუნალის ისტორიას მოგვითხრობს და სავარაუდოდ, გადაღებები ძალიან მალე, მაშინვე დაიწყება, როგორც კი შესაფერისი მსახიობები შეირჩევიან.

დისნეისთან კონტრაქტის შესახებ თავად ჰანდეს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

თურქი გულშემატკივრები ჰანდე ერჩელისა და ქერემ ბურსინის დაშორების შესახებ ალაპარაკდნენ

გადაღებებზე დაწყებული ნამდვილი რომანი და პირადი ტრაგედიები - ამბები ცნობილ წყვილზე