11 აპრილს ყოფილი მეუღლეები ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი კვლავ შეხვდნენ სასამართლოს დარბაზში. Reuters-ის ცნობით, შეერთებულ შტატებში მსახიობების მონაწილეობით ცილისწამების საქმის მოსმენა კვლავ მიმდინარეობს.
58 წლის დეპმა 50 მილიონი დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა ბრალდებით, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ შეურაცხყოფა მიაყენა მას, რომელიც ცილისწამებით გამოიხატა, რადგან 2018 წელს ემბერმა ინტერვიუ ადგილობრივ გაზეთს მისცა. მასალაში პირდაპირ არ იყო ნახსენები დეპის სახელი, მაგრამ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჰერდს სწორედ ის ჰყავდა მხედველობაში. "სტატიის გავრცელებამ შელახა ხელოვანის კინოკარიერა და რეპუტაცია", - აცხადებენ ადვოკატები.
"ჰერდის ქმედებები იყო დახვეწილი ხუმრობა, რომელიც შეიქმნა მისი კარიერული წინსვლისთვის", - ნათქვამია სარჩელში. ასევე, ყოფილ მეუღლეებს აქვთ მოწმეების დიდი სია, რომლებიც მზად არიან სასამართლოში ჩვენების მისაცემად.
რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სასამართლო სხდომიდან ინფორმაცია ბოლომდე არ გავრცელებულა, თუმცა, ადვოკატების თქმით, ჯონი დეპმა სასტუმროში ემბერზე ფიზიკურად იძალადა, როდესაც მსახიობს შამპანურის ბოთლი ჩაარტყა და მოკვლით ემუქრებოდა.
დეპმა და ჰერდმა ერთმანეთი 2011 წელს გაიცნეს The Rum Diary-ს გადაღებისას და ოთხი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. ჰერდმა დეპი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც 2016 წელს განქორწინება მოითხოვა. მთელი რიგი სასამართლო პროცესების შემდეგ ბევრმა სტუდიამ თქვა უარი ჯონი დეპთან თანამშრომლობაზე.
ემბერ ჰერდს ილონ მასკისგან შვილის გაჩენა სურდა - რაზე უჩივლა მას ბიზნესმენმა?
ვარსკვლავები, რომლებიც ცნობილები პარტნიორების ხარჯზე გახდნენ